უკრაინული პრესის ინფორმაციით, "ჩერნომორეცისა" და საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი გიორგი წიტაიშვილი დიდ სკანდალში გაეხვა.

20 წლის შემტევმა "ინსტაგრამზე" ფოტო გამოაქვეყნა, სადაც ის ცნობილ რუს რეპერ ბასტასთან ერთადაა გადაღებული.

ბასტამ რამდენიმე დღის წინ ქალაქ ოდესაში კონცერტი ჩაატარა, იქამდე კი მის წინააღმდეგ უკრაინაში გამოსვლები გაიმართა.

საქმე კი შემდეგშია: ბასტა აქტიურად უჭერს მხარს ვლადიმერ პუტინსა და კრემლის პოლიტიკას... ის მრავლჯერ არის ნამყოფი ოკუპირებულ ყირიმში, რათა გაემართა კონცერტები და მხარი დაეჭირა ყირიმის ანექსიისთვის.

2017 წლის სექტემბერში უკრაინის უშიშროების სამსახურმა ბასტას უკრაინაში შესვლა აუკრძალა და ამის მიზეზად ბასტას ყირიმში მრავალჯერადი ვიზიტები და კონცერტები დაასახელა.

რეპერმა ასევე სიმღერა მიუძღვნა ყირიმის ხიდს, რომელშიც ის მკვეთრად გამოხატავს პოზიციას, თუ ვისია ყირიმი და რომელშიც საუბარია, როგორ აერთებს ხიდი რუსეთის ორ ნაპირს.

2020 წლის 16 სექტემბერს მას აკრძალვა მოუხსნეს, რადგან მას ვადა გაუვიდა, თუმცა 2021 წლის 23 ივნისს უკრაინის კულტურის სამინისტროს კიდევ ერთხელ გაეგზავნა მოთხოვნა, შეეყვანათ ბასტა იმ პირთა სიაში, რომლებიც ემუქრებიან უკრაინის ეროვნულ უსაფრთხოებას.

უკრაინაში წიტაიშვილის გავრცელებულ ფოტოს ძალიან დიდი უკმაყოფილება მოჰყვა... მათი სპორტული გამოცემები წერენ, რომ გიორგიმ ჯერ უკრაინის მოქალაქეობაზე თქვა უარი, შემდეგ კი მათი მტრის მხარდამჭერთან ერთად გადაღებული ფოტოც გამოაქვეყნა.

ზურა
მსოფლიო დონის სკანდალი :)
1318
ბოდიში ბოლომედე არ წამიკითხავს, ქვეყანას მოუხსნია აკრძალვა და წიტაიშვილმა რა დააშავა ასეთი ნეტა
1318
საინტერესოა თუ 2017 წლიდან ქვეყანაში შესვლას უკრძალავენ, ოდესაში კონცერტი როგორ ჩაატარა?, რაღაც ვერ ემთხვევა ფაქტები ერთამნეთს
გუჯა
წიტაიშვილს, ბასტას თუ პუტინს?
ვაა
უკრაინის საზღვარი არათუ გადაკვეთა კონცერტიც გაამართინეს ოდესაშიო. უკრაინული პრესა კი არა ჩვენი "პრესა" უგორებს სკანდალს.
dato
აუჰ რას არ დაწერთ პუტინს მსოფლიო უჩლექს ენას და რეპერითან სურათი რა მერე ?
Givi
ვენაცვალე სულში
დევკალიონი
რეებს არ დაწერენ ხოლმე ,გული გამისკდა ლამის რა იყო არ ვიცოდი,წესიერი და პატიოსანი ბიჭია ,ცხოვრებაში ჭიანჭველაზე არ დაუბიჯებია , რამედენი კარგი შეიძლება მაგ ბიჭზე ,რომ დაწერო და რატო ასე ?ბასტაა რა!ყველაზე აზრიანი რუსულენოვნი რეპერია ,რა პუტინი გელანდებათ ყველგან ?! სხვათაშორის გიო პუტინს ვერ იტანს,იმიტომ ,რომ პატრიოტია .
jjj
არანაირი სკანდალი ეგ არაა, მე მაგალითად არაფერი გამიგია დღემდე ამის და პუტინის ურთიერთობებზე, იქნებ კლიმენტიჩიც ეგრეა? ან თუ ასეთი ქვეყნის დამაქცევარი იყო ეგ რეპერი რას ჩაიყვანეს და ჩაატარებინეს კონცერტი ოდესაში? თუ საზღვარზე ვიზაც გიორგიმ ჩარტყა?DDDDDDDDDDDD
ემიგრანტი
ფანებთან პოლიტიკური ნიშნით იგებენ ფოტოებს ანუ უნდა კითხო ვისი მხარ მამჭერი ხარო?!... კონცერტი უკრაინაში რო ჩაატარებინეს უკრაინა არ ეხვევა სკანდალში
goga
იცოდა რო
ფირუზა
აუ. ეგ რა უქნია, კაცოოო? მოდი ჩამოვახრჩოთ. მსოფლიო სკანდალში გახვია სრუკიად საქართველო!!! ვინღა მოგვცებს ეხლა გრანტებს? ვავა? ბაბაია? ვავა/
gela
აგ რეპერის და მაგისთანებზე ტანცაობს მთელი ბათუმი და ქობლეთი და რა? ვის ვისთან აქვს ფოტო ეს რას განსაზღვრავს? ე.ი. ლექსენთან, მერაბთან, ლელასთან, ჭოსონელიძესთან, რაჭველთან, ნანუ სუხიშვილთან ვისაც ფოტო აქვს გადაღებული მოვიკვეთოთ?
ლადო
და მერე რა?????!!!! ოდესაში ტიპს კონცერტი გაამართინეს და ამის ფოტო გაუკვირდათ???? და საერთოდ მორჩით ამ მარაზმს, ნუ გერევათ ყველაფერი ერთმანეთში! წარმატებები გიორგის!!!!
₾ადო
ოდესა უკრაინა აღარაა? ოდესაში თვითონ შეუშვეს, კონცერტები ატარებინეს და წიტაიშვილს, მასთან გადაღებულ ფოტოს უწუნებენ. ეს სადაური წესია? ჩემი ვარაუდით, დაბოღმილები არიან და შარს უგორებენ...
tngh
ვინ არის ეს ბასტა და რა კავშირი აქვს ამ ფოტოს ფეხბურთთან??? ჩვენ წიტაიშვილი ფეხბურთელად გვჭირდება და არა ყირიმის დასაცავად...
სულხან
აბა სპორტი გამიჯნულია პოლიტიკისგანო. რამდენი ფოტო გსურთ კალაძე-სააკაშვილი.
სტუმარი
კარგი რა წიტა! ბასტა არა კვატი!
ლშა
თვითონ რატო ჩაატარებინეს ხალხმა ოდესაში კონცერტი ბასტას ეგ ვერ გავიგე
ვერ ვხვთები რა შუაშიაა...
ეს ჩვენ ვერ ვხვდებით რა კავშირშია სპორტი და პოლიტიკა, ხელოვნება და პოლიტიკა, რუსეთში გასტროლი და ანტისახელმწიფოებრივი ქმედება. რატომაა რუსეთი ოკუპანტი და რა პოზიციაზე უნდა ვიდგეთ მთელი ქვეყანა ერთმნიშვბელოვნად. ამას ნამდვილად ჩვენზე უკეთესად ხვდებიან უკრაინელები და ამიტომაც აქვთ ადექვატური რეაქცია ამგვარ ფაქტებზე.
გიზოგ
მე მხოლოდ უტაქტოს ვერ დავარქმევდი,თუ ფოტო ავთენტურია.
Levani
მოდით რა-ჯერ ერთი ბასტა რეპერია და ვისაც უნდა დაუჭიროს მხარი.ანუ პოლიტიკური შეხედულებები ვისაც როგორ უნა ისე ჰქონდეს. იგივე ლოგიკით-ვინც მერკურის უსმენს და ელტონ ჯონის კონცერტზეა ნამყოფი ცისფერია? მერე მეორე-მღერის ავტომატს კი არ ისვრის დონბასში..ისე მღერის რიგორც ჯერა და როგორც თავის ქვეყანას აწყობს. ახალგაზრდა ბიჭმა რეპერთან სურათი გადაიღო,შეიძლება სულ არ იცის ბასტას შეხედულებები და მარტო 2-3 აპოლიტიკური სიმღერა აქვს მოსმენილი ამისთვის ვინც აწივლდა სხვა საქმე არა აქვთ ალბათ.. და თვითონ უკრაინელებმა რა ერთი ადგილის თამაში დაიწყეს როცა ქართველმა კლიმენტიჩმა საქართველო აირჩია-თან თვითონ ისედაც დინამოდან გაანათხოვრეს და ვიღაც ციგანკოვები ურჩევნიათ..არადა ჩვენგან რამდენი ბიჭი დაეცა დონბასში... ეს რო დინამოს ლიდერი იყოს ხო საერთოდ რა ამბავს ატეხდნენ..კარგით რა,მეგობრობა მე ორმხრივი ვიცი მარტო
დალი
რასაც უნდა იმას იზავს, ვინ ვის ეკითხება, ტიპმა სურათი გადაიღო ევასება რა

ოოო მაგარი ჩაიქოლება ჩვენთან ამ საქციელის გამო, ეგრევე გადაუვლიან ქართველები.
zura
მაგდენს კი უნდა ხვდებოდე კაცი, სირცხვილია...
რეზო
ეს თავიდანვე არ გვჭირდებოდა. რაც ამან გვახვეწნინა რომსაქართველოს სახელით ეთამაშა, ამის შემდეგ საერთოდ არ უნდა მიგვეცა ჩვენ ნაკრებში თამაშის უფლება. ეს რომ მიხვდა იმას რომ უკრაინელები არ უპირებდნენ ნაკრებში თამაშს, მერე მოინდომა ჩვენთან ყოფნა და "ქართველობა". დიდი იმედიმაქვს რომ ამ ფაქტზე ჩვენგანაც იქნება რეაგირება ამ პატარა "ჭკუათმყოფელის" მიმართ
gogi
ძალიან უტაქტო საქციელია
vava
ხოხ
"განსაკუთრებული იყო" - კვარაცხელია გულშემატკივრებმაც საუკეთესოდ აღიარეს
"3-4 წლის წინ, არავინ მომისმინა" - "ჩელსის" ყოფილმა ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
ზაბარნი შეიძლება ინგლისში თავისი ყოფილი მწვრთნელის გუნდში გადავიდეს
ანტმანი: თუ შანსებს ვერ იყენებ, ამით მეტოქე სარგებლობს
ბაჰრეინთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
რობერტსონი "ლივერპულიდან" "ტოტენჰემში" გადავიდა
ვინგსმა ჰიუნდაი დაამარცხა და ფინალში ვსა-ს შეუწყვილდა | რა ხდება ასაკობრივ A ლიგებში?
"მე კი წავედი, მაგრამ მის ადგილას კარგად დავფიქრდებოდი" - კოულმა კალაფიორის "რეალში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
"შავი ლომი" | "ტოიოტა ჩელენჯს" "აირლინკ პუმასით" ვიწყებთ
კიტეიშვილი: სანაკრებო დონეზე შედეგები მარტივად არ მიიღწევა და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ
ოფიციალურად - "ლივერპული" ირაოლამ ჩაიბარა
U21 | აშშ V საქართველო - მატჩისწინა ვარჯიში ბრანსკოში
არც კოშტა და არც სვილარი - პსჟ იტალიელ მეკარეს დაიმატებს
Le Parisien: პსჟ-მ ბატრაკოვთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - ესპანეთი
ქალთა ნაკრები ფარერის კუნძულების ეროვნულ გუნდს უმასპინძლებს
"ხვიჩა პირველივე წუთებიდან ითამაშებს... მამარდაშვილს ვურჩევდი, რომ სხვა კლუბში გადავიდეს" - ვილი სანიოლის პრესკონფერენცია
[VIDEO] სოხუმის "ცხუმი" ქართულ ფეხბურთში დაბრუნდა
ვან დერ ვაარტმა მიანიშნა, რომ რუსებმა ევროპირველობაზე დოპინგი მიიღეს
მატჩის დღე! ბაჰრეინთან "მამარდას" გარეშე და "კვარასთან" ერთად
ვლაჰოვიჩი "იუვენტუსს" თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს
"3-4 წლის წინ, არავინ მომისმინა" - "ჩელსის" ყოფილმა ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"რეალის" ფეხბურთელობისას რომ ეს მეთქვა, მომკლავდნენ, მაგრამ..." - აზარმა ერთმანეთს მესი და რონალდო შეადარა
ზურიკო წინ, დღეს ბუდუს ამბავი და პსჟ-ის ბოლო ტური
წიტაიშვილი "ვილიარეალში" მიქაუტაძესთან ერთად შეუტევს?
ქართველების "მეცი" "ლორიენთან" განადგურდა
ქართველების "მეცი" "ნიცას" ფრედ ეთამაშა
ქართველების "მეცი" "მონაკოსთან" დამარცხდა და ლიგა 2-ში გავარდა
ვის ათამაშებს ენრიკე? ჩვენებურები მიყოლებით ესპანეთში, გერმანიასა და საფრანგეთში