საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგას" თავდამსხმელი კლუბს შეიცვლის
გადაწყვეტილი ამბავია, საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგას" თავდამსხმელი ოთარ მარცვალაძე კლუბს შეიცვლის. მალე ის რუსეთის პრემიერლიგის დებიუტანტ "კრასნოდარის" ფორმას მოირგებს, რომლის კაპიტანიც საქართველოს ნაკრების მცველი ალექსანდრე ამისულაშვილია.

ეს ამბავი "ვოლგასთან" დაახლოებულმა სანდო წყარომ გვაცნობა. 26 წლის მარცვალაძეს ამ კლუბთან კონტრაქტი აკავშირებს, მაგრამ კრასნოდარელებმა ნიჟნინოვგოროდელებთან შეთანხმებას მიაღწიეს ტრანსფერის გამოსყიდვაზე, ფეხბურთელთან კი - სამწლიანი კონტრაქტის პირობებზე.

26 ივნისს "ვოლგა" "ტომს" ესტუმრება და რუსეთის მრემიერლიგაში შესვენება გამოცხადდება. კლუბი ოთარ მარცვალაძის გაყიდვას სწორედ ამის შემდეგ გამოაცხადებს.

"კრასნოდარი" პრემიერლიგის დებიუტანტია, მაგრამ მისი ახალგაზრდა მეპატრონე სერგეი გალიცკი უმდიდრესი ბიზნესმენია და გუნდის გასაძლიერებლად ფულს არ იშურებს.

15 ტურის შემდეგ "კრასნოდარმა" 20 ქულა დააგროვა და პრემიერლიგაში მე-9 ადგილზეა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Football Insider: მიქაუტაძის სასწრაფოდ შეძენის სერიოზული სურვილი პრემიერლიგის ორ კლუბს აქვს
წლის რჩეული მამაკაცი - საფრანგეთში ამ პრიზის მფლობელი კვარაცხელია გახდა
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
ბასილაშვილი მეცის ჩელენჯერს ტრავმის გამო ჩაეხსნა
ისტორიული ზღვარი და დრამატული გამარჯვება - 4000 ქულა თორნიკე შენგელიას ევროლიგაში
მარკის რიდი მატჩის საუკეთესო მოთამაშეა - "ბაჰჩეშეჰირმა" იტალიაში "რომა" გაანადგურა
19-წლამდელებმა შესარჩევში ასპარეზობა სან-მარინოსთან გამარჯვებით დაასრულეს
ლევან კობიაშვილი: მჯერა, რომ ამ გუნდს აქვს რესურსი, დაძლიოს არსებული სირთულეები და კიდევ ერთხელ აჩუქოს ჩვენს ქვეყანას ის ემოციები, რომლებიც ასე ძალიან დაგვაკლდა
შერმადინის "ტენერიფემ" ევროთასის მატჩი "ტელეკომს" თურქეთში დრამატულად მოუგო
CHANGE - ცვლილებების საჭიროება და ცვლილებები რეალური ცვლილებების გარეშე!..
ისევ საფრანგეთში, მაგრამ მე-3 ლიგაში - ბენ იედერი სამშობლოში დაბრუნდა
პრობლემა დე ლაურენტისის მოთხოვნაა - დე ბრუინს "ნაპოლიდან" წასვლა უნდა
"ეს უბრალოდ ფარსია!" - კასანომ რონალდინიო კარიერის განახლების გამო გააკრიტიკა
"იქ ვართ, სადაც ვიმსახურებთ" - შევჩენკომ თქვა, რომ მიზანს ვერ მიაღწიეს, მაგრამ მალდერა ნაკრებში დარჩება
"არანაირი პრობლემა არ იქნება" - სკალონი მესის სამწვრთნელო შტაბში შესაძლო გაწევრიანებაზე
"საქართველოს ნაკრები კარგად გამოიყურებოდა" - რა თქვა ზაბარნიმ გუშინდელი მატჩის შემდეგ
[PHOTO] ახლო მეგობრები - უკრაინის ნაკრების წევრმა მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელთან გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა
სვანაძე: ასე გაგრძელება არ შეიძლება - გულშემატკივრების რეაქციას კარგი თამაშით უნდა ვუპასუხოთ
უკრაინელთა მწვრთნელი: საქართველო არაფრითაა უნგრეთზე ან უკრაინაზე სუსტი - აბსურდულ სიტუაციაში გავიმარჯვეთ
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უკრაინასთან მატჩში?
ჩრდილოეთ ირლანდია უნგრეთს ფრედ ეთამაშა და A დივიზიონში აღზევდა
[VIDEO] კატასტროფა - საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგა გატანილი გოლის გარეშე, ბოლო ადგილზე დაასრულა
უკრაინასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია