ბევრი გააკვირვა ლა ლიგის პირველ ტურში "ხეტაფესთან" "ვალენსიას" შემადგენლობაში მათთვის სრულიად უცნობი 20 წლის ქართველი მეკარის ბრწყინვალე თამაშმა. sports.ru-მ მკითხველს შეახსენა, რომ ეს სწორედ ის ბიჭია, რომელმაც გასულ სეზონში თბილისის "ლოკომოტივთან" ერთად ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპიდან მოსკოვის "დინამო" გამოაგდო:

"20 წლის ქართველმა მეკარე მამარდაშვილმა ლა ლიგის სადებიუტო მატჩში გოლი არ გაუშვა. მან თბილისის "ლოკომოტივთან" ერთად ერთი წლის წინ ევროპა ლიგიდან მოსკოვის "დინამო" გამოაგდო. "ვალენსიამ" ბორდალასის ხელმძღვანელობით პირველი გამარჯვება მოიპოვა, რომელიც ადრე "ხეტაფეს" ედგა სათავეში. "ვალენსიას" რუსმა ნახევარმცველმა დენის ჩერიშევმა პირველ ტაიმში პენალტი გამოიმუშავა და 77-ე წუთზე შეცვალეს".

მატჩი უკრაინულმა ua-football-მა მიმოიხილა: "შესაძლოა, საქმე ბორდალასშია, რომელიც წლების განმავლობაში ქმნიდა ამ "ხეტაფეს" და ყველაზე უკეთ იცის მისი სუსტი წერტილები. "ღამურების" გეგმამ ბოლოს აღარ იმუშავა, როდესაც გუნდები თანაბარი შემადგენლობებით იყვნენ. ტემპის ოდნავ დაგდებისთანავე არამბარიმ ბურთი ძელს გაარტყა. კიდევ ჰქონდათ შანსები, მაგრამ მაგრად ითამაშა 20 წლის დებიუტანტმა მამარდაშვილმა. წარმოიდგინეთ, ჯერ კიდევ ერთი წლის წინ ბიჭი თბილისის "ლოკომოტივის" კარში იდგა და ჯერ ერთი წუთიც არ უთამაშია საქართველოს ნაკრებში. აი, ესაა ნერვები!

გამარჯვება დიდწილად გიორგის დამსახურებაა და ეს "ვალენსიასთვის" კარგი დასაწყისია, რომელმაც გასულ სეზონში მრავალი წლის მანძილზე ყველაზე უარესი ფეხბურთი ითამაშა. როგორც ჩანს, ფსკერიდან ამოსვლას ახერხებენ".

გოჩა
ვალენსიის მეკარე ქართველია ახლა მომისმინეთ,როგორ მოახერხეს ესპანელებმა ამ ბიჭში ტსლანტიდ დანახვა და ნდობა და ჩვენ.ვერა,იმიტომ ხომ არა რომ ჩაწყობითაა ყველაგერი ისეთი ახალგაზრდები ათამაშეს მერე ნაკრები კიარადა სად.არიან თვითონაც არ იციან მერე.რას მივაკვდით ამ ლორიას კარგია.ლორია.წარმატებები.მარა ხომ შეიძლება,შეიხლება კიარადა.ძლივს მესამე მეკარედ გამოიძახეს ბიჭი, თუ.გონდ მაკარიძე კაცი.ბდღვნიდა ყველაფერს და.ნაკრებში მეორე იყო,მამარდაშვილს.ის.ბურთი რეკოშეტით,რომ წავიფა ვერ.აეღო.მაინც კარგი.შეფასება.რქნებოდა მაგრამ მკვდარ ბურთს რომ გამოაძრობ.მაშინ ხარ მაგარი ესპანეთთან ოლმოს დარტყმული არ იყო ასაღები?
დათო
ფიფიავ აი მაგალითი , ცოტა მოთმენა, პატარა ფულზე არ დახამება და ტვინი უნდა , ტოპ ლიგებშიც შეიძლება ქართველი ფეხბურთელების გაყიდვა . მაგრამ ვისთვის ვწერ , თქვენ დღევანდელი წიწილა გირჩევნიათ ხვალინდელ ქათამს ...
გაითვალისწინე
ერთი რამ გაითვალისწინე. მანარდაშვილი მეკარეა. ფიზიკურ კონდიციებზე მეტად რეაქცია და გამოსვლებზე სწორი თამაში ჭირდება. თუმცა ისიც ფაქტია, მეკარის წასვლა საზღვარგარეთ და იქ თავის დამკვიდრება ყველაზე რთულია ხოლმე. მე მაინც მეეჭვება რომ საქართველოს ჩემპიონატში მოედნის ფეხბურთელებს შორის ვინმეს ისეთი ფიზიკური მომზადება აქვს რომ ტოპ ლიგის გუნდებში დაიმკვიდრებს ადგილს. 18-19 წლის ბიჭს მინიმუმ 1-2 სეზონი დაჭირდება რომ შეეჩვიოს. 22-23 უკვე დაგვიანებილია და აზრიც აღარ აქვს ეგრე მგონია
იაგო
ესპანეთთან რომ მამარდაშვილი მდგარიყო კარში მინიმუმ ფრეს მივაღწევდით!
გიორგი
საქრთველოს ჩემპიონატიდან ლა ლიგაში,ესეიგი შეიძლება რუსული კლუბების გარეშეც,ტოპ ლიგაში მოხვედრა
georgian
ძალიან სასიხარულოა მამარდაშვილის ასეთი დებიუტი. მჯერა მისი ნიჭის და ვფიქრობ დიდი მომავალი აქვს. ახლა უკვე ნაკრებშიც უნდა დაამტკიცოს, რომ საუკეთესოა.
რობი
ძალიან მაგარი ბიჭია და ძალიან მაგრად ითამაშებს.უმაგრესი მეკარე იქნება...უმაგრესი.
გიორგი
აუ რუსები რას ინანებენ თავისთან რო არ წაიყვანეს :) არადა კომენტატორები გაიძახოდნენ წამოიყვანეთ ეს ბიჭიო ლოკომ ხო კვარა ვერ გამოიყენა ეხლა ესეც ვერ წაიყვანეს :) ბოლო დროს ვერ მუშაობენ რუსები და დაეტყოთ კიდეც ევროპაზე :) როგორც ნაკრებში ისე კლუბებმაც შეარცხვინეს არადა მაგის მეხუთედი რო დაიხარჯოს საქართველოს ჩემპიონატში თავზე გადაბახევთ ბურთს. რუსებს და ევროპის ბევრ კლუბებსაც ნუ დინამო თბილისს არ ვგულისხმობ მაგათ არაფერი არ ეშველებათ
აჩი**
სილენსენი გუშინ ისე იზამდა მიმინოში სომეხი რომ გაიძახის სასამართლო დარბაზში :))))
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
[VIDEO] მიქაუტაძემ ალისონს გაუტანა - "ლივერპულმა" "ვილიარეალს" თამაში შემოუტრიალა
კვარაცხელია და იამალი ერთ ფლანგზე - მიქაუტაძე VS მამარდაშვილი
[VIDEO] ბარკოლას კურიოზული აცილება და მუნიოსის ეფექტური გოლი - "ლივერპულმა" კაცნაკლულ "ბრენტფორდს" თამაში შემოუტრიალა
[PHOTO] მამარდაშვილი დღეს ძირითადიდან დაიწყებს? - ქართველის გამოქვეყნებულმა ფოტომ "ლივერპულის" ფანებში დისკუსია გამოიწვია
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
"ბრენტფორდთან" მატჩში ირაოლამ სასტარტოში მაინც ალისონი დააყენა