ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ვერცხლის მედლის მფლობელები 500 000 ლარს მიიღებენ, ბრინჯაოს მედლის მფლობელები კი 250 000 ლარს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ტოკიოს ოლიმპიური თამაშების მონაწილე სპორტსმენებთან შეხვედრაზე განაცხადა. ღონისძიება ავლაბრის ცერემონიების სასახლეში იმართება.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, 8 მედალი ისტორიული შედეგია დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში.

„ჩემთვის დიდი პატივია დღეს აქ ყოფნა და თქვენთან შეხვედრა. მივესალმები პლანეტის ყველაზე ძლიერ ადამიანს, ლაშა ტალახაძეს, მივესალმები ლაშა ბექაურს, ვაჟა მარგველაშვილს, ლაშა შავდათუაშვილს, იაკობ ქაჯაიას, გენო პეტრიაშვილს, ანტონ პლესნოის, გურამ თუშიშვილს, რომელიც საპატიო მიზეზით ვერ გვესწრება დღეს.

ძვირფასო ოლიმპიელებო, ჩვენო საამაყო გმირებო. თქვენ, მართლაც საოცარი შედეგი დადეთ. 8 მედალი, მართლაც ისტორიული შედეგია დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში. მედლების რაოდენობის მიხედვით, საქართველო მსოფლიოში ტოპ 10-ეულში შევიდა. მადლობა ამისთვის თქვენ, მადლობა გამარჯვებისთვის. მთავრობის სახელით მადლობას მოგახსენებთ.

მაქვს პატივი, გაგაცნოთ ჩემი გადაწყვეტილება. მოგეხსენებათ, რომ წასვლის წინ გაგაცანით, რომ ოქროს მედლის მფლობელი მიიღებს 1 მლნ ლარს, ახლა რაც შეეხება ვერცხლის მედლის მფლობელებს, მინდა გაცნობოთ, რომ 500 000 ლარი იქნება თქვენი ჯილდო, ბრინჯაოს მედლის მფლობელი მიიღებს - 250 000 ლარი “,-აღნიშნავს პრემიერი.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ისინი მომავალი თაობისთვის მაგალითს წარმოადგენენ.

„მინდა, მადლობა გადავუხადო ყველას, ექიმებს, მწვრთნელებს, ყველა იმ ადამიანს, ვინც თქვენს გვერდით იდგა. მე კარგად მესმის, რას ნიშნავს, ოლიმპიელობა, მთელი ქვეყნის სახელით წარსდგე მსოფლიო არენაზე და მოიპოვო ასეთი ბრწყინვალე გამარჯვება. მე ისიც ვიცი, თუ რა დგას ამ შედეგის უკან. ამ შედეგის მიღმა დგას თქვენი თავდაუზოგავი შრომა, თავდადება და თავგანწირვა ჩვენი ქვეყნის და ხალხის სახელით. მადლობა თქვენ, ჩვენი მომავალი თაობისთვის მაგალითი ხართ, შვილებისთვის, რომლებიც თქვენ გიყურებენ, სწორედ თქვენს მაგალითებზე უნდა აღიზარდონ. ღმერთი იყოს თქვენი მფარველი“,-აღნიშნა პრემიერმა.

წყარო: IPN.GE

ვეფხვია კობერიძე
მე ვუდგები ზვიადს თავდებში.
როგორ განაპირობებს წარმოების ხარისხი ეზოს ფილების ხანგრძლივ ექსპლუატაციას?
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თბილისში მატჩზე ან სპორტულ ღონისძიებაზე დასასწრებად მოგზაურობა: სად ვიქირაოთ ბინა და როგორ დავზოგოთ საცხოვრებელზე
ორლანდოს მძიმე სტარტი NBA-ში — ბითაძის გუნდი ტორონტოსთან დამარცხდა
"რეალში" გადასვლით დიდი შეცდომა დაუშვა და "ლივერპულში" უნდა დაბრუნდეს - კარაგერმა არნოლდზე ისაუბრა
როგორ განაპირობებს წარმოების ხარისხი ეზოს ფილების ხანგრძლივ ექსპლუატაციას?
ქვილითაიას "ჰოლშტაინმა" თასზე ბუნდესლიგის "ჰოფენჰაიმს" სძლია
გოგლიჩიძე შეცვალეს - "მონცა" "ნაპოლისთან" დამარცხდა
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | დინამო (ბთ) 3-1 დილა. მეექვსედ ფინალში - თასს ახალი მფლობელი ეყოლება
"ჩელსისთან" მატჩში მამარდაშვილი "ლივერპულის" სასტარტოშია
WU17 | საქართველო 2:3 უელსი
მერკვილაძის მორიგი ძლიერი მატჩი ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში | "გრონინგენის" დამაჯერებელი გამარჯვება
მარკის რიდის 17 ქულა ევროთასზე - "ბაჰჩეშეჰირმა" პაოკ-ი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა
სამმატჩიანი პაუზის შემდეგ შენგელია მოედანს 8 ქულით დაუბრუნდა
სანჩომ "ხეტაფეში" გადასვლა არ ისურვა
ცნობილი გახდა, რა თანხა გამოიმუშავა მერაბ დვალიშვილმა იანთან ბოლო დაპირისპირებით
"ბარსელონა" ალვარესის გამო დაწერილ 602-ევროან ჯარიმას გაასაჩივრებს
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ
საქმეში ჩართვა "რეალსაც" მოუწია - მადრიდულმა გრანდმა ჩინელებს მბაპეს გამო ბოდიში მოუხადა
ასეულში დაბრუნების შემდეგ - ბასილაშვილი დღეს ვენაში ახალ ტურნირს იწყებს და დიდი შანსია, ალკარასს შეხვდეს
რამოსი "ხეტაფეში" არ გადავა - კარვახალმა ამის მიზეზი ახსნა
[VIDEO] სანდროს 17 და დონჩიჩის 41 - ლილარდმა "ლეიკერსს" თამაში მოუგო
მაინც წავიდა - კარტალს "ფენერბაჰჩეს" ხელმძღვანელობამ მეორე თხოვნა დაუკმაყოფილა
ღარიბაშვილი: ქართულ კალათბურთში 100 მილიონი ლარის ინვესტიცია ჩაიდება
საქართველოს პრემიერ-მინისტრი კვარაცხელიას შეხვდა
ირაკლი ღარიბაშვილი ნონა გაფრინდაშვილს დაბადების დღეს ულოცავს
ღარიბაშვილი 2023 წლის ჩემპიონატს ეხმაურება, მასპინძელი ქალაქი კი შეიცვალა
"ეს ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი ისტორიაში ჩაიწერება" - უეფას პრეზიდენტმა ირაკლი ღარიბაშვილს წერილი მისწერა
ახალი მოედნები 45 ლოკაციაზე