ტოკიოში ქართველი პარალიმპიელი ჯუდოკა ზვიად გოგოჭური დააკავეს. როგორც NHK News-ი წერს, ზვიად გოგოჭურს ბრალად ედება სასტუმროს დაცვის თანამშრომელზე თავდასხმა.

გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტი იმ სასტუმროში მოხდა, სადაც ქართველი პარაძიუდოისტები არიან. იაპონური მედიის ცნობით, გუნდის ერთ-ერთ წევრს კორონავირუსი დაუდასტურდა და ამის გამო მთლიანი ნაკრები კარანტინშია. Japantoday წერს, რომ ზვიად გოგოჭური თანაგუნდელებთან ერთად სასტუმროს დერეფანში ხმაურობდა, რის გამოც დაცვის თანამშრომელმა მათ ოთახებში დაბრუნება სთხოვა, რის შემდეგაც ზვიად გოგოჭურმა 60 წლის დაცვის თანამშრომელი იატაკზე დააგდო და ფიზიკურად გაუსწორდა. იაპონური მედიის ცნობითვე, მას ნეკნი აქვს გატეხილი.

როგორც Japantoday წერს, ზვიად გოგოჭურმა პოლიციაში ბრალდება აღიარა და ასევე განმარტა, რომ ინციდენტის დროს თანაგუნდელებთან ერთად ალკოჰოლს სვამდა.

ზვიად გოგოჭური რიოს პარალიმპიური თამაშების ჩემპიონია, ტოკიოს თამაშებიდან კი მისი დისკვალიფიკაცია გარდაუვალია. როგორც პარალიმპიური საორგანიზაციო კომიტეტის სპიკერმა თქვა, გოგოჭური, სავარაუდოდ, სახლში გაემგზავრება, თუმცა საქმე შესაძლოა იმან გაართულოს, რომ სასტუმრომაც და დაცვის თანამშრომელმაც ქართველი პარაჯუდოკას წინააღმდეგ სარჩელი შეიტანეს და საქმე სისხლის სამართლის მუხლით არის აღძრული.

ინფორმაციის წყარო: ძიუდოს დღიურები / Judo Diaries

რა გჭირს? რატომ ვთავხედობთ უცხო ქვეყნებში? შე კაი კაცო, ოლიმპიადაზე მიდიხარ და სვამ? არ გვინდა თავხედი სპორტსმენები არც მათი მედლები!

მწვრთნელები და დელეგაციის ხელმძღვანელები ამაზე უკეთესი ხომ არ გგონიათ რამით?

ავარდნილი კი არა, იმდენი რამ შერჩათ, ჩვეულებრივ მოკვდავს ციხეებს ახეხინებდნენ წლების მანძილზე. ძიუდოს ოჯახში მოვაგვარებთო, თითქოს ეს ოჯახი ჩვენი ფულით არ ფინანსდებოდეს. ჩაიდენენ ამაზრზენ საქციელს – მიდის ჩაფარცხვა. აბა, დაგცდეს კრიტიკული სიტყვა, მოდის ხისთავიანებისგან მუქარები, რომელსაც ფედერაციის ხელმძღვანელებიც აყვებიან და მხარს უჭერენ.
კ ო მ ბ ლ ე
როგორც ლომი ისე იბრძოდაო.. საწყალი იაპონელი გაქცევას ცდილობდა მარა ვინ გაუშვებდა? ვინცხას უყვირია, მაგი თუ ადგა ყველას დაგვხოცავს, იაპონიაში ეს კაცი პირველი კარატისტიაო ! ... და აბა მითხარით, ჩვენებს სხვა გზა ქონდათ? მართლა კარატისტი რომ ყოფილიყო, მერე სად უნდა გამოეყოთ თავი? მოკლედ გოგოჭურმა გვასახელა, თორემ.
mmm
უსინათლო სასტუმროს დაცვას როგორ მოერია?
ჟორა გაბრიჭიძე
ამ სპორტსმენებს იქ ან მწვრთნელი არ გააყოლეს, ან დელეგაციის ხელმძღვანელი? ეს როგორ? ხალხი ოლიმპიურ თამაშებზეა წასული და შეჯიბრებამდე ალკოჰოლს სვავდნენ? მარტო გოგოჭური კი არა, ყველა უნდა გამოყარონ ქვეყნიდან.
ინკვიზიტორი
არა, კაცოოო!!! არ დაიჯეროთ! ალკოჰოლს კი არა, საკესა სვამდნენ, საკეს!!!
იოსები იბესოი
კი!
უცნობი
სამარცხვინოები,ცოტა კულტურაც რომ ისწავლონ არ აწყენდათ!
Gia
მოკლედ ოლიმპიადაზე 2 ძუდოისტი გამოიპარა სასეირნოდ ქუჩაში და დააჯარიმეს ჩვენი ძიუდოს ფედერაცია. ეხლა კიდევ მორიგი პარაოლიმპიელი ლოთი ძიუდოსტი დააკავეს ცემის ბრალდწბით. ისმის კითხვა ავარდნილი ხომ არ აქვთ თავში ძიუდოისტებს
გრიშა
ალბათ კოჭლი თემურის მებრძოლ ეგონა
macbook pro
ძალიან კარგი
რატი
მთელი წელი დამლაგებლად უნდა ამუშაო ეს იმ სასტუმროში სრულიად უხელფასოდ
უცნობი
სამარცხვინოები,ცოტა კულტურაც რომ ისწავლოთ არ გაწყენდათ!
თემო
სირხვილი თქვენ! ესეთები ციხეში უნდა ჩაყარო.
თბილისში მატჩზე ან სპორტულ ღონისძიებაზე დასასწრებად მოგზაურობა: სად ვიქირაოთ ბინა და როგორ დავზოგოთ საცხოვრებელზე
ერექციული დისფუნქცია მამაკაცებში - რა უნდა ვიცოდეთ?
დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
პსჟ დემბელესთან, კვარაცხელიასთან და დუესთან კონტრაქტების გაგრძელებას ჩქარობს
"ოქროს ბურთისთვის" ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში შედის - კონფლიქტის ზღვარზე? მბაპემ და დემბელემ ერთმანეთის მიმართ მოულოდნელი სიტყვები გაცვალეს
ბექჰემი: "ოქროს ბურთს" მესი იმსახურებს
სეოკ-ის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა
"ამ ტკივილით ცხოვრება მე მიწევს და არა თქვენ" - ტუხელმა განმარტა, რატომ შეცვალა არგენტინის ნაკრებთან მეორე ტაიმში სქემა
ტოდ ბოელიმ "ჩელსის" ხელმძღვანელის პოსტი დატოვა
[VIDEO] მესის თავური გოლი - არგენტინელმა კარიერაში 49-ე ტიტული მოიგო
ისტორიული მოგება ჩემპიონთა ლიგაზე | "ბათუმის" გამარჯვება და ოჩხიკიძის გმირობა
[VIDEO] გულიაშვილი "კამპ ნოუზე" შეცვლაზე შევიდა - "ბარსელონამ" რასინგი" გაანადგურა
კიტეიშვილის გარეშე - "შტურმი" ევროპა ლიგაზე "რენს" ფრედ ეთამაშა
Le Parisien: პსჟ-მ გადაწყვიტა "ოქროს ბურთზე" თავისი გუნდის ორ კანდიდატს დაუჭიროს მხარი
ქოჩორაშვილი ისევ შეცვლაზე შევიდა, "სევილიამ" ისევ გაიმარჯვა
კლოპი გერმანიის ნაკრების ძირითადი მეკარის საკითხში ჩამოყალიბდა
პსჟ "ლივერპულის" მთავარი იმედის გადაბირებას გეგმავს
"ნეიტრალური, მშვიდი ადგილი გვინდა" - დევისი და სმოლკინი ქორწილის გადახდას საქართველოში გეგმავენ
სანაკრებო სია: სად აქვს პრობლემა სანიოლს და რა სიახლეებს უნდა ველოდოთ
როდის იქნება თოფურია ბრძოლისთვის მზად და დაუბრუნდება ოქტაგონს - ქართველს გეიჯისთან რემატჩი სურს
ალიადერი: კვარაცხელია "არსენალისთვის" ფანტასტიკური შენაძენი იქნებოდა
"შავი ლომი" | 28 მორაგბით ინგლისში
განშორება უკვე ზამთარში? - პსჟ-ში ზაბარნის თამაშით უკმაყოფილონი არიან
რიო 2016: ზვიად გოგოჭურის ფინალური შეხვედრა [LIVE]
რიო 2016: ზვიად გოგოჭურმა ოქროს მედალი მოიპოვა! [VIDEO]
ლაშა ტალახაძე საქართველოს 2016 წლის საუკეთესო სპორტსმენია! [PHOTO]
უპრეცედენტო არჩევნები ქართული ოლიმპიზმის ისტორიაში - ინტერვიუ ირაკლი მეძმარიაშვილთან
გოგოჭურს აკრედიტაცია ჩამოართვეს - იაპონური მედია
ევროპის უსინათლო ძიუდოისტთა ჩემპიონატზე ქართველებმა 4 მედალი მოიპოვეს