"ბარსელონას" პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ პრესკონფერენცია გამართა, სადაც ფინანსურ კრიზისსა და ლიონელ მესის გამგზავრებაზე ისაუბრა.

მესის "პარი სენ ჟერმენში" გადასვლის შემდეგ ლაპორტამ სცადა, ფოკუსირება მომავალზე გაეკეთებინა და აღებული გეზი შეეცვალა.

"ვფიქრობ, ეს წარმატებული ურთიერთობა იყო, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში გაგრძელდა, თუმცა, საბოლოოდ, ყველაფერი გაუარესდა" - განაცხადა ჟოანმა.

"როგორც "ბარსელონას" ფანებს, ისევე მეც, მისი ხილვა "ბლაუგრანას" მაისურით მსურდა, თუმცა ჩვენ სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ, "ბარსა" ყველაფერზე მაღლა დგას. ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებ. მიხარია, როდესაც ბედნიერს ვხედავ, ის ამ ყველაფერს იმსახურებს. ახლა შესაძლოა ჩვენ მოწინააღმდეგეები ვიყოთ და მოგვიწევს, როგორც მეტოქეს, ისე გავუმკლავდეთ.

დასრულდა თუ არა მოლაპარაკებები კარგად? მე მესის განცხადება ვნახე, ჩვენ ყველაფრის ახსნა ვცადეთ. ვფიქრობდით, რომ ყველაფერი გამოვიდოდა, თუმცა ვიცოდით, რომ წინ რთული საქმეები გველოდა. ჩვენ ლა ლიგას 89-მილიონევროიანი ზიანი წარვუდგინეთ. როდესაც მათგან რჩევა-დარიგება მოვისმინეთ, ყველაფერს ოპტიმისტურად ვუყურებდით, თუმცა გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ გავიაზრეთ, რომ ეს გარიგება არ შედგებოდა, ჩვენ ერთმანეთს ხელი ჩამოვართვით...

რა თქმა უნდა, ლეომაც ამ კონტრაქტისთვის უამრავი რამ გააკეთა, თუმცა გუნდის ფინანსური განადგურების საფრთხის გამო ამას ვერ გავაკეთებდით. ორივე მხარეს სხვანაირი დასასრული უფრო მოგვეწონებოდა, მაგრამ უნდა ვაღიაროთ, იდეა, რომელიც ჩვენ გვქონდა, ვერ განხორციელდებოდა. ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ზღაპარი დასრულდა...

მირჩევნია ვიფიქრო კარგ მოგონებებსა და მომენტებზე, ვიდრე ცუდზე. მე მიხარია, როდესაც ლეოს პარიზში ბედნიერს ვხედავ. მესისთვის "კამპ ნოუზე" არ დაუსტვენიათ, გულშემატკივრებმა გუნდი დაიცვეს, ის გუნდი, რომელსაც ახლა ერთიანობა სჭირდება.

არსებობს ორმხრივი იმედგაცრუება და საქმე ზუსტად ამასთან გვქონდა... პირადად მე ლეოს ისეთივე პატივს ვცემ, როგორსაც ადრე... სამწუხაროა, რომ მოლაპარაკება ვერ შედგა... სამწუხაროა, რომ მესიმ დაგვტოვა".

მომზადებულია marca-ს მიხედვით

აჩის
კაი ბატონო, მაგრამ ახალი ფეხბურთელები, რომ დაიმატეს ხელფასს საიდან უხდიან, თუ ასე გაკოტრდნენ? რაც არ უნდა "ვამართლოთ' ლაპორტა, მაგრად მიქარა მესის წინაშე. მესი, რომ არა ეგ ეხლა არ ეგდებოდა, ბარსას პრეზიდენტად.
ისე მაინც-სს
პირადად შენ გითხრა, რომ ტანგას ვარ მიჩვეულიო და მასე იმიტომაც დავდივარო? ეს ისე მაინც.
აჩი
კი, შეეძლოთ ადრე, მაგრამ ეხლა არა. ცნობისთვის, ლა ლიგის კანონმდებლობით, კლუბს შეუძლია 50%-ით შეუმციროს ხელფასი ფეხბურთელს, მესი ამაზეც თანახმა იყო, ოღონდ დარჩენილიყო ბარსაში, მაგრამ კლუბმა მაინც ვერ შეძლო ამ შემცირებული ჯამაგირის გადახდა. ასე, რომ აქ ლაპორტას ბრალეულობა ნაკლებია, წინა პრეზინდენტის ამბებია ეს ყველაფერი.
ისე მაინც
როგორც თვითონ თქვა, მე ასე მომწონსო და "გური"-ს აზრი არ მაინტერესებსო. ;)
k.l.
ისემც შენ რა გითხარით, რაც შენ სწორი გადაწყვეტილება არ მიიღე. სწორი გადაწყვეტილება პსჟ-ემ მიიღო, ასეთი ფეხბურთელის ხელში ჩასაგდებად.
სოსოს, ბარსას ყოფილი გულშემატკივარი.
სოსო/ ეხლა რაც არ უნდა იმართლოს თავი ლაპორტამ, ფაქტია მესის წინაშე მაგრად ჩაიჭრა, არადა რო არა მესის ფაქტორი არჩევნების წინ, ეს ვაჟბატონი ვერ მოიგებდა არჩევნებს. მესი უჭერდა მხარს და ამან გადაწყვიტა მისი მოგება. სიმართლე გითხრა მესის მერე, ჩემთვის ბარსა აღარ არსებობს, აღარც მაინტერესებს მაგათი პრობლემები. როგორც იტყვიან თავში ქვაც უხლიათ. მინდა არ მინდა, მესის გამო, მეც გადავერთვები, იმ გუნდის მხარეზე, სადაც ლეო მესია! ლეოს თამაშის ყურება მომენატრა.
გური
ეგება ვინმემ ამიხსნას, პიკე ვარჯიშზე რატომ იწევს ტრუსს? ჯერ ერთი ცუდი შესახედავია, ამხელა კაცი ამხელა ფეხებით დადის ჟირაფივით, მეორეც ბარემღა ტანგა ჩაიცვას და ისე ითამაშოს.
სოსო
მართლაც ძალიან სამწუხაროა,მესი რომ წავიდა.ლაპორტამაც ყველაფერი სცადა,მაგრამ ბარტომეუს მიერ დაწყებული ნგრევა,ჯერაც გრძელდება და იმედია,აღარ გაგრძელდება.ბარსას,ჯერ კიდევ აქვს,ფეხზე წამოდგომის შანსი.კიდევ ერთხელ მივეფერები,ბარტომეუს ოჯახს...მომიწევს საფრანგეთის ჩემპიონატის მატჩებზე გადართვა.არადა არასოდეს მომწონდა.
თემო.
ყველაფერიც შეგეძლოთ, რომ მესი დარჩენილიყო, მაგრამ ბაბუ პერეს და ლენჩ ლა ლიგის პრეზიდენტის მითითება, ხომ უნდა შეგესრულებინათ? ვაი შენს პატრონს. შენ ვინ ყოფილხარ?!
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
იამალმა პიკეს და შაკირას ყოფილი სახლი 11 მილიონად შეიძინა
"რეალს" ახალი მეკარე ეყოლება?
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ძალიან მეცოდება" - უმტიტიმ ვინისიუს ჟუნიორზე ისაუბრა
"ელექტრულად მოძრავი, მეტოქის კოშმარი" - უცხოური სპორტული მედია ხვიჩა კვარაცხელიაზე
[VIDEO] სიტყვები უბრალოდ ზედმეტია - მესის ორი გენიალური გოლი 4 წუთში
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ბარსელონა" მესის საპატივსაცემოდ ღონისძიებას გამართავს
[VIDEO] "ბარსელონამ" "ატლეტიკოს" თამაში შემოუტრიალა
"საკმარისი გააკეთა, რომ "ოქროს ბურთი" იამალისთვის მიეცათ" - რა თქვა ლაპორტამ დაჯილდოვების შემდეგ
"ჩემი ფეხბურთელები თითქოს ხულიგნები იყვნენ" - ბენინის ნაკრების მწვრთნელის ასისტენტი არგენტინელების მოქმედებით უკმაყოფილო დარჩა
"ამჟამად მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთს ვთამაშობთ" - ლაპორტა "ბარსელონას" ბრწყინვალე ფორმაზე
"ბედნიერი ვიქნები, თუ "ოქროს ბურთს" ის მოიგებს" - ლაპორტამ ფავორიტი დაასახელა
"19 წლის იამალი თავის ასაკში მესისა და რონალდოზე ძლიერია" - სტივენ ჯერარდი
ხავი "ბარსელონას" ლეგენდების გუნდიდან ამოიღეს - მიზეზად ლაპორტას მოწინააღმდეგის მხარდაჭერა სახელდება
"მისი მსგავსი ფეხბურთელი აღარ დაიბადება" - კასანომ მესიზე ისაუბრა
"მეტოქეს პატივს ვცემთ, თუმცა ჩვენი ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ, რაც შეეხება მბაპეს..." - კვარაცხელიამ "რეალთან" მატჩის წინ კომენტარი გააკეთა
"იცოდა, რომ პსჟ-ზე ჰკითხავდნენ და დაიმალა" - როტენმა მბაპე გააკრიტიკა
"ჰოლანდი თუ ალვარესი?" - ლაპორტამ ჭორები გააქარწყლა
[PHOTO] ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ ვანდამ საღამო პსჟ-ს ვარსკვლავთან გაატარა
"წინ დიდი გამოცდა გველოდება" - ალონსო პსჟ-სთან მატჩის წინ
"ბარსელონამ" რაფინიას კონტრაქტი გაუგრძელა
ლეგენდა მშობლიურ გუნდს უბრუნდება? - მესიმ შესაძლოა, კლუბი შეიცვალოს
"არც მესია, არც რონალდო და არც მარადონა, მაგრამ..." - არშავინმა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
"თუ ჩემი იმედი აქვს, ეს უნდა გაითვალისწინოს" - რაფინიას ულტიმატუმი ანჩელოტისა და ბრაზილიის ნაკრებს