რაგბი. მსოფლიოს ჩემპიონატი, U-20
იტალიაში დასასრულს უახლოვდება მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატი. ფინალში ერთმანეთის პირისპირ ინგლისისა და ახალი ზელანდიის ნაკრებები წარსდგებიან. "უმცროსმა პომებმა" ნახევარფინალში ფრანგი თანატოლები დაამარცხეს - 33:18.

ფრანგმა 20-წლამდელებმა მეტოქეს მედაგარი წინაარმდეგობა მხოლოდ პირველ ნახევარში გაუწიეს, თუმცა ტაიმი მაინც წააგეს –10 :13. ინგლისელმა მორაგბეებმა, რომლებიც თამამად შეიძლება მივიჩნიოთ ამ ქვეყნის რაგბის ოქროს თაობად, მეორო ნახევარში მეტოქეზე ზეწოლა კიდევ უფრო გააძლიერეს. აშკარად გამოიკვეთა მათი უპირატესობა შერკინებაში თამაშისას, რაც, ბუნებრივია, უკანახაზელებსაც ხელ-ფეხს უხსნიდა.

ინგლისლეთა შორის ყველაზე შედეგიანი მგეზავი ჯორჯ ფორდი იყო, რომელმაც გუნდს 18 ქულა მოუტანა (ერთი ლელო, სამი საჯარომო და ორი გარდასახვა).

მოლოდნისამებრ, მეორე ნახევარფინალურ წყვილში, ახალი ზელანდიის ახალგაზრდული ნაკრები იოლად გაუსწორდა ავტრალიელ თანატოლებს 37:7.

"უმცროსი ოლ ბლექსი", რომელშიც ზე რაგბის გუნდების ძირითადი შემადგენლობის რამდენიმე მორაგბე ასპარეზობს, ამ ტურნირის უდავო ფავორიტია. ახალზელანდიელთა გუნდში ნახევარფინალში გამორჩეული ფიგურა მგეზავი გერეთ ანსკომბი იყო, რომელმაც გუნდს 22 ქულა მოუტანა (ერთი ლელო, ოთხი გარდასახვა და სამი საჯარიმო).

ელიტაში ადგილის შენარჩუნებისთვის ბრძოლაში ხელი მოეცარათ იტალიისა და ტონგას ნაკრებებს, რომელბმაც, შესაბამისად, არგენტინისა და შოტლანდიის ნაკრებებთან წააგეს. ახლა მათ შორის დაპირისპირება გამოავლენს იმ გუნდის ვინაობას, რომელსაც მომავალ წელს სამხრეთ აფრიკაში გასამართ მსოფლიოს ჩემპიონატზე სამოას ნაკრები ჩაენაცვლება.

შეგახსენებთ, რომ სამოელებმა მსოფლის ჩემპიონატზე თამაშის უფლება, წლეულს თბილისში გამართულ "მსოფლიოს ახალგაზრდული ალაფის" გათამაშებაში მოიპოვეს.

IX ადგილისთვის

შოტლანდია-ტონგა 30:11, არგენტინა-იტალია 12:8

V დგილისთვის

უელსი-ფიჯი 20:34, სამხრეთ აფრიკა-ირლანდია 57:15

I ადგილისთვის

ინგლისი-საფრანგეთი 33:18, ახალი ზელანდია-ავსტრალია 37:7

XI ადგილითვის

იტალია-ტონგა

IX ადგილისთვის

შოტლანდია-არგენტინა

VII ადგლისთვის

უელსი-ირლანდია

V ადგილისთვის

ფიჯი-სამხრეთ აფრიკა

III ადგილისთვის

საფრანგეთი-ავსტრალია

ფინალი

ინგლისი-ახალი ზელანდია

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

რაგბის კავშირმა და მაისაშვილმა თანამშრომლობა დაასრულეს
15-ქალას ელიტური მეტოქე
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა