22 წლის მცველმა, რომელმაც საქართველოს ნაკრებში ბოლოს ექტორ კუპერმა გამოიძახა, თბილისის "დინამოს" წინადადებაზე უარი თქვა
ამირან სანაიას საქართველოს ყველა ნაკრებში უთამაშია - ასაკობრივებშიც და ეროვნულშიც. 22 წლის მცველმა ხუთჯერ მოირგო მთავარი გუნდის ფორმა, ბოლოს ექტორ რაულ კუპერმა ჩერნოგორიასთან მატჩამდელ შეკრებაზე გამოიძახა - მას შემდეგ საფრანგეთში მოთამაშე მცველის შესახებ ბევრი არაფერი გვსმენია. მხოლოდ ის ვიცოდით, რომ იყო გასინჯვაზე ბელგიის ერთ-ერთ კლუბში, შემდეგ მეორე ბუნდესლიგის "ალემანიაში", ბოლოს კი საფრანგეთის რანგით მესამე დივიზიონის "ბასტიაში" ჩაირიცხა.

ახლახან შევიტყვეთ, რომ სანაიას დამატება თბილისის "დინამოს" სურდა, მას შეხვდნენ და კონკრეტული პირობებიც შესთავაზეს, მაგრამ ამირანი მაინც საფრანგეთში დაბრუნდა.

შეგახსენებთ, რომ სანაია 2005-07 წლებში გამოდიოდა "ზესტაფონში". საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებში თამაშის შემდეგ მისით უცხოური კლუბები დაინტერესდნენ. 2007 წელს საფრანგეთის ლიგა1-ის "ლე მანში" გადავიდა და 2010 წლამდე მის ღირსებას იცავდა. გასულ წელს კი კლუბთან კონტრაქტი დაუმთავრდა და "ბასტიაში" ჩაირიცხა.

სამწუხაროდ, ამირანმა საფრანგეთში "გაგვასწრო" და მასთან გასაუბრება ვერ მოვახერხეთ, თუმცა მის ოჯახში დაგვიდასტურეს, რომ თბილისის "დინამოსთან" მოლაპარაკება ჰქონდა.

"ბასტიამ" გასულ სეზონში ნაციონალდივიზიონში დიდი უპირატესობით გაიმარჯვა და ლიგა2-ში გადავიდა. თუმცა ბოლო ტურებში ქართველი მცველი შემადგენლობაში არ ჩანდა. ამირანს კუნთი დაეჭიმა და მკურნალობდა, თბილისში დაისვენა და ტკივილი აღარ აწუხებს, ამ ტრავმას კი მეტი მკურნალობა არც სჭირდება.

სანაია საფრანგეთში ორიოდე დღის წინ დაბრუნდა და მალე გაარკვევს, რომელ გუნდში გააგრძელებს კარიერას. თბილისის "დინამოს" დაინტერესებამ ფეხბურთელი გულგრილი არ დატოვა, წინადადებაც მოეწონა და კონტრაქტის პირობებიც. რაც მთავარია, კარგად ხვდება, რომ "ლე მანიდან" წამოსვლისა და ეროვნულ ნაკრებში ბოლო გამოძახების შემდეგ დიდი დრო გავიდა, ტრავმისა და სხვა მიზეზით დაკარგული დროის გამო მის მიმართ ნაკრების თავკაცებიც აღარ ინტერესდებოდნენ, "დინამოში" თამაშის შემთხვევაში კი ისინი მეტ ყურადღებას მიაქცევდნენ.

თუმცა, კარგია "დინამო" და კარგი პირობები, მაგრამ, ცხადია, ფეხბურთელისთვის საფრანგეთი ბევრად პერსპექტიული ქვეყანაა, ვიდრე საქართველო და ამ ფაქტორის გამო "დინამოს" წინადადებაზე უარი თქვა.

მას "ბასტიასთან" კონტრაქტი დაუსრულდა, მაგრამ ახალს გაუმჯობესებული პირობებით სთავაზობენ (1+1) და მეტ სათამაშო პრაქტიკას ჰპირდებიან. თავადაც ეიმედება, რომ "ბასტიას" ძირითად შემადგენლობაში დამკვიდრდება.

ამავე დროს, დაბრუნებას სთავაზობენ "ლე მანშიც", რომელსაც გასულ სეზონში "დიჟონმა" მხოლოდ ბურთების უკეთესი სხვაობით აჯობა და ამიტომ ლიგა1-ში თამაშის უფლება ვერ მოიპოვა. სანაია ამ შეთავაზებაც ფიქრობს, რადგან თავის დროზე გუნდიდან ბევრად უფრო გამოცდილი კონკურენტის გამო წამოვიდა, რომელიც სხვაგან თამაშს აპირებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"