მთელი სარაგბო სამყაროს ყურადღება ახლა რომისკენაა მიმართული, სადაც მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატი მიმდინარეობს
მთელი მსოფლიოს სარაგბო სამყაროს ყურადღება ახლა სწორედ ამ შეჯიბრებისკენაა მიმართული, რადგან ევროპის სამხრეთში პლანეტის საუკეთესო ახალგაზრდა მორაგბეები ირჯებიან, იქ ახლა რაგბის ხვალინდელი დღე იჭედება.

20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატი 2008 წლიდან იმართება. მას შემდეგ ამ ტურნირში მონაწილე 96-მა მოთამაშემ გაითქვა სახელი. მათი უმრავლესობა თავისი ქვეყნის ეროვნული ნაკრების წამყვანი მოთამაშე გახდა. ამჯერად მათ შორის ყველაზე გამორჩეულ შვიდ მორაგბეზე გიამბობთ.

დევიდ პოქოკი (ავსტრალია)

როდესაც "ვოლაბების" კაპიტანმა ნაკრების კვართი საბოლოოდ გაიხადა, რათა ევროპაში სათამაშოდ წასულიყო, ყველას ერთი კითხვა აწუხებდა. ვინ უნდა ყოფილიყო მისი სრულფასოვანი შემცვლელი? ამ კონტექსტში ხშირად ახსენებდნენ "ბრამბიზის" მესამეხაზელ ჯულიან სალვის, თუმცა მერე გამოჩნდა ვინმე პოქოკი. 2008 წლის მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ის ავსტრალიის ნაკრების კაპიტანი იყო.

უელსში გამართულ შეჯიბრებაში ავსტრალიელთა გუნდში რამდენიმე ძალიან ნიჭიერი მოთამაშე ირჯებოდა: ქუადე კუპერი, ვილი გენია და ქართლი ბეილი. მიუხდავად ამისა, "უმცროსი ვოლაბების" ასპარეზობას ტურნირზე წარმატებულს ვერაფრით დავარქმევთ. ისინი მხოლოდ მე-5 ადგილს დასჯერდნენ.

მას შემდეგ პოქოკმა ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში 30 კეპი მოიხვეჭა.

ბენ იანგზი (ინგლისი)

მან მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ორჯერ ითამაშა 2008 და 2009 წლებში. ჯერ კიდევ შარშან ბენ იანგზი "პომების" ცხრა ნომრებს შორის მესამე ნომრად ითვლებოდა. წლეულს კი ექვსი ერის გათამაშებაში შესანიშნავად იასპარეზა და დაამტკიცა, რომ ამ პოზიციაზე ინგლისში საუკეთესოა.

იანგზს ამჟამად ეროვნულ ნაკრებში 12 კეპი აქვს მოხვეჭილი. ახალგაზრდულ ნაკრებში მასთან ერთად თამაშობდა კორტნი ლოუ, რომელიც, თუ ტრავმა დროულად მოიშუშა, ახალ ზელანდიაში მსოფლიო თასზე იასპარეზებს. იმ დროინდელი გუნდიდან კიდევ ერთი აღმოჩენა იყო ალექს კორბსეირო, რომელმაც ექვსი ერის გათამაშებაში ენდრიუ შერიდანი წარმატებით შეცვალა.

აარონ კრადენი (ახალი ზელანდია)

ის 2009 წელს მსოფლიოს საუკეთესო ახალგაზრდა მორაგბედ დაასახელეს. იმ წელიწადს გამართულ მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე აარონ კრადენი ახალი ზელანდიის ნაკრების კაპიტანი იყო. "უმცროსმა ოლ ბლექსმა" ფინალში ინგლისის ნაკრები დაამარცხა და კრადენმა იმ მატჩში ორი ლელო გაიტანა.

აარონი ეროვნულ ნაკრებში ზუსტად ერთი წლის შემდეგ გამოჩნდა და ამ დროისთვის ექვსი კეპი აქვს მოხვეჭილი. ახალი ზელანდიის 2009 წლის ახალგაზრდული ნაკრებიდან გამოვყოფდით ასევე სემ ვაითლოქს, ვისი ძამა, ლუკა ამჟამად იტალიაში მოასპარეზე ნაკრების კაპიტანია. ერთ-ერთი საუკეთესო იყო (და დღესაც არის) ზაკ გილფორდი, რომელმაც 2009 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე რვა ლელო გაიტანა.

რის რადოკი (ირლანდია)

ის 2010 წლის მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ირლანდიის ნაკრების კაპიტანი იყო. იმავე წელს, რის რადოკის კარიერაში მისთვის შოკის მომგვრელი ამბავი მოიხდა. ის ეროვნულ ნაკრებში მიიწვიეს. ამას ხელი ვითარებამ შეუწყო. სამხრეთ ნახავარსფეროში ტურნეზე გამგაზვრების წინ დაშავდნენ ჯეიმზ ჰესლი და ჯონ მალდუნი, "სამყურების" მთავარმა მწვრთნელი დეკლან კიდნიმ არჩევანი რადოკზე შეაჩერა და არც შემცდარა.

რისმა ტურნეზე ყველა მოლოდინს გადააჭარბა. მისი დებიუტი ახალი ზელანდიის მაორებთან მატჩში შედგა. პირველი კეპი კი ბრისბენში, ავსტრალიის ნაკრებთან მატჩში მოიხვეჭა. მას შემდეგ რადოკი "ლენსტერის" ისტორიაში, ამ გუნდის ყველაზე ახალგაზრდა კაპიტანი გახდა.

ლი ჰელპფენი (უელსი)

"კარდიფ ბლუზის" აღზრდილი 2008 წლის მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატში უელსელთა შორის ყველაზე შედეგიანი იყო. ლი ჰელპფენმა გუნდს მაშინ 52 ქულა შესძინა და იმავე წელიწადს ნოემბრის ტესტებისას სამხრეთ აფრიკაში გაემგზავრა ეროვნულ ნაკრებთან ერთად. მისი დებიუტიც იქ შედგა.

მომდევნო წელს ჰალპფენი კიდევ უფრო უკეთესად ათამაშდა და ყველაზე ახალგაზრდა მორაგბე გახდა, მათ შორის ვინც "რბიტანელი ლომების" შემადგენლობაში ბოლო 40 წლის განმავლობაში მიუწვევიათ. სამწუხაროდ, ლი დაშავდა და მისთვის ტურნე ამით დასრულდა. თუმცა მისი სწრაფი ზრდა და ელვისებური სიჩქარით განვითრებული კარიერა, უელსელი ახალგაზრდებისთვის სამაგალითო გახდა.

ტობი ფალეტაუ (ტონგა, უელსი)

ამ სიაში ის აუცილებლად ინდა შეგვეყვანა. ტობი ფალეტაუ დავადებით ტონგელია, მისი მამა კული ფალეტაუ 1999 წლის მსოფლიო თასის გათამაშებაში ტონგას ნაკრების ღირსებას იცავდა. ტობი უელსის ახალაგზრდულ ნაკრებში შარშან არგენტინაში გამართულ მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩამპიონატზე გამოჩნდა. მან იქ შესანიშნავად ითამაშა და წლეულს ეროვნულ ნაკრებშიც მიიწვიეს ექვს ერზე სათამაშოდ, თუმცა ბედმა უმუხთლა, დაშავდა და თამაში ვერ შეძლო.

მისი დებიუტი უელსის ნაკრებში ახლახან, "ბარბაროსებთან" მატჩში შედგა და თავი არ შეურცხვენია, მეტიც, ვფიქრობთ, "ნიუპორტის" უკანახაზელს წინ თავბრუდამხვევი კარიერა ელოდება.

პატრიკ ლამბიე (სამხრეთ აფრიკა)

ის დღესდღეობით მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ახალგაზრდა მორაგბეა. პატრიკ ლამბიე 2010 წლის მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე საუკეთესო მექულე გახდა. ზე 14-ის გუნდ "ნატალ შარქსში" მას დებიუტი 19 წლის ასაკში ჰქონდა. თუმცა ეს მხოლოდ "ქარის თასის" გათამაშება იყო.

ლამბიე კიდევ უფრო პოპულარული მას შემდეგ გახდა, რაც 2010 წლის ნოემბერში ეროვნულ ნაკრებში პირველად ითამაშა ირლანდიასთან. იმ შეხვედრაში მან ლეგენდარული მორნი სტეინი შეცვალა. პატრიკმა ნოემბრის ტესტების ყველა მატჩში მიიღო ითამაშა, ოთხი კეპი დაუგროვდა და ზე რაგბის ამჟამინდელ გათამაშებაში ერთ-ერთი საუკეთესო მორაგება. როგორც ჩანს, ის დიდ როლს ითამაშებს, წლეულს, ახალ ზელანდიაში გასამართ მსოფლიო თასზე სამხრეთ აფრიკის ნაკრების წარმატებაში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
7-კაცა | ევროპულ თამაშებზე ოლიმპიადის საგზურისთვის
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...