ვარიანში გამართულ გიორგი კანდელაკის სახელობის ტურნირზე თელაველმა მოკრივეებმა სპეციალისტების მოწონება დაიმსახურეს
ვარიანში გამართულ გიორგი კანდელაკის სახელობის ტურნირზე სპეციალისტების მოწონება დაიმსახურეს თელაველმა მოკრივეებმა. მათი ახალგაზრდა კოლეგის იროდი გრემელაშვილის მისამართით კი საქებარი სიტყვები არ დაუშურებიათ. ჩვენც გადავწყიტეთ გავსაუბრებოდით თელაველ სპეციალისტს.

- თელავში კრივის სექცია დაახლოებით მეთხედ საუკუნეს მოითვლის. ორი ათეული წელია სასპორტო სკოლასა და დარბაზში ძალოსნებთან ერთადაა. ვმუშაობთ ორი მწვრთნელი არსენ ხუტუაშვილი და მე, ვავარჯიშებთ ოცდაათზე მეტ სპორტსმენს. ბატონი არსენი გამოცდილი სპეციალისტია, მე კი მოკრივის ხანმოკლე კარიერის მერე, სპორტის აკადემია დავამთავრე და მეხუთე წელია, რაც მწვრთნელად ვმუშააობ. ერთხელ გავხდი საქართველოს ჩემპიონი (სხვათა შორის აქ, ვარიანის მაშინ ჯერ კიდევ ახალგახსნილ დარბაზში) და ერთხელაც საერთაშორისო ტურნირი მოვიგე.

- შეგირდთაგან რომელ სპორტსმენს გამოარჩევთ?

- ჭაბუკთა უმცროსი ასაკის ნაკრებში ორი პერსპექტიული მოკრივეა - ნოდარ აბულიძე და ლაშა გრემელაშვილი. ქვეყნის მთავარ გუნდში კი 69 კგ-ში გოჩა ბადურაშვილი მეორე ნომრად მოიაზრება. ეს ბიჭი ახმეტელია, მაგრამ ჩვენთან თელავში ვარჯიშობს. გვყავს რეგიონულ ტურნირებში არაერთი გამარჯვებული და პრიზიორი.

- საერთოდ, კახეთში რომელი საკრივო სკოლა მუშაობს ყველაზე უკეთ?

- არ ვიქნები მიკერძოებული თუ ვიტყვი, რომ კახეთში სწორედ ჩვენი სკოლა მუშაობს ყველაზე ნაყოფიერად. ადგილობრივი მუნიციპალიტეტიც კმაყოფილია ჩვენი საქმიანობით. ამიტომაც გვეძლევა შესაძლებლობა მონაწილება მივიღოთ საქართველოს ყველა ასაკობრივ პირველობასა თუ ჩემპიონატში. ხშირად გამოვდივართ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გამართულ ტურნირებშიც.

- მაღალი რანგის შეჯიბრებებს რატომ არ მასპინძლობთ?

- ჩვენთან მხოლოდ რეგიონული პირველობები თუ იმართება სხვადასხვა ასაკში. უფრო დიდი მასშტაბის ტურნირებისთვის არ არის შესაფერისი ჩვენი დარბაზი. იატაკიც კი შესაცვლელია. თვითონ დნაგებობაც არ არის თელავის მუნიციპალიტეტის ბალანსზე, რომ გარემონტდეს - დედაქალაქის რომელიღაც უწყების კუთვნილებაა. იმასაც ვშიშობთ არ გაიყიდოს და ღია ცის ქვეშ არ დავრჩეთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გიორგი
რათქმაუნდა მაგრები ვართ
19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს მოკრივეთა ნაკრებმა სამივე ხარისხის მედალი მოიპოვა
ზედიზედ მეოთხე გამარჯვება - ლაშა გურული შეუჩერებელია
"ქართველებო, თქვენი დანაკარგის გამო გისამძიმრებთ" - უკრაინელი უსიკი ილია II-ს გარდაცვალებას გამოეხმაურა
U21. საქართველოს ნაკრები გერმანიასთან დამარცხდა
U21. გერმანიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] ლიპარტელიანი ოქროს ზედიზედ მეორედ შეუტევს! - ეთერი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
[VIDEO] დომინანტურად - ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია
შავი ლომი | ორი მოგება და დიდი გამოცდილება თბილისის თასზე
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თვაური და ვართანოვი ევროსეზონს თურქეთში გახსნიან
მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე საჭიდაო დღეს ტატამზე 3 ქართველი გამოვა
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აღარ გვიკვირს - და-ძმა აბეები მსოფლიო ჩემპიონები არიან!
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
ლუის ენრიკე პსჟ-ში ერთ ცვლილებას ამზადებს
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
"ჩემთვის ეს პრობლემა მარტივად მოგვარებადია" - პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელმა რონალდოსთან კონფლიქტზე ისაუბრა
"ეს მატჩი ჩემს სამწვრთნელო კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი იყო" - სერ ალექს ფერგიუსონი
"პატარა გოგოს ჰგავს" - NBA-ის ყოფილმა კალათბურთელმა ლებრონ ჯეიმსი გააკრიტიკა
ფელიქსს "ბარსელონაში" დაბრუნება სურს