ბრიტანულ გამოცემაში ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ საინტერესო და ილუსტრირებულ სტატიას გაეცნობით. სკაუტურ მასალაში საუბარია იმაზე, თუ რა შეიძლება შესძინოს ქართველმა გარემარმა ინგლისის პრემიერლიგასა და ისეთ კლუბებს, როგორებიც მისი მსურველები "ლიდსი" და "ტოტენჰემი" არიან.

ხვიჩა, ძირითადად, მარცხენა ფლანგზე თამაშობს. პირველ ფოტოზე პრემიერლიგის გასული სეზონში მისი სამოქმედო არეალია. კვარაცხელიას უყვარს დაცვაში ჩამოსვლა და მოწინააღმდეგისთვის ბურთის ართმევა, შემდეგ კი წინ გაიჭრება, სივრცეს იპოვის და საგოლე შანსის შექმნას ცდილობს.

როცა კვარაცხელია ბურთს იღებს და წინ მიიწევს, მეტოქის მცველებში სრული პანიკა იწყება. გარემარბი ცდილობს, რამდენიმე მოწინააღმდეგე თავისთან ახლოს მიიყვანოს და შემდეგ ფინტებით ერთიანად ჩამოიტოვოს (მე-2 ფოტო).

თუკი კარგად დავაკვირდებით მის თამაშს, აღმოვაჩენთ, რომ კვარაცხელია საგოლე შანსებს უფრო მეტად მაშინ ქმნის, როცა მარცხენა ფრთიდან ცენტრისკენ შეიჭრება და კარისკენ გაიხედავს (მე-3 ილუსტრაცია).

წინა და მომდევნო კადრებში ვხედავთ, რომ მცველებში მოქცეული კვარაცხელია ერთგვარად "კრუიფის ფინტით" მათგან ერთიანად თავის დაღწევას ახერხებს და შეტევასაც აგრძელებს.

ახლა კი ქართველი გარემარბის საგოლე გადაცემებზე (ფოტო ქვემოთ) ვისაუბროთ - ის დრიბლინგებით მოწინააღმდეგეებს იოლად იშორებს და შესაბამისად, ფორვარდის არეალში მოთამაშე თანაგუნდელი საგოლე პოზიციაზე იოლად გაჰყავს.

სკაუტური დასკვნა

კვარაცხელიას შეუძლია თავისი წარმატებული დრიბლინგებით კიდევ უფრო მეტი საგოლე შანსი შექმნას, მაგრამ გადამწყვეტ მომენტებში ცივსისხლიანობა აკლია და საგოლე მომენტების უკეთ გამოყენება მართებს. სწორ მწვრთნელთან მუშაობით შეუძლია ამ მიმართულებით დაიხვეწოს. კვარაცხელიას მეტი შემოქმედებითი თავისუფლება და წინა ხაზზე უკეთესი პარტნიორები სჭირდება.

ხვიჩა ჯერ 20 წლისაა და ამიტომ, სრულფასოვანი მოთამაშე ვერ იქნება, მაგრამ ბევრად მაღალი დონის ლიგაში ასპარეზობა ნამდვილად შეუძლია. ის უაღრესად ნიჭიერია და როცა მცველებს სისწრაფითა და ცრუმოძრაობებით სცდება, მისი გაჩერება ძალიან რთული ხდება. მიუხედავად იმისა, რომ ყოველივე ამის ცქერა სასიამოვნოა, მაინც რჩება განცდა, რომ ხვიჩა მეტოქის თითოეული მცველის ზედმეტად ბევრჯერ გაბითურებას ცდილობს.

მომზადებულია EPL analysis-ის მიხედვით

ქ. გ.
დღეს რუბინის განაცხადში არ შეიყვანეს.
დემნა
სტატიის სათაურიდანვე იუმორისტულ ფელეტონს წააგავს.
გია
საქმე არა ჩანს! ქაქანი გრძელდება... 31 აგვისტოს იხურება ფანჯარა. მთავარია, ესეთი ტკბილი ქაქანი არ მოგვაკლოს ხვიჩას აგენტმა და ჟურნალისტებმა.
დავით 67
რომ აღარ დაწეროთ ხვიჩას ტრანსფერზე არა? ვერა ხედავთ რომ ჭორიკნების ბუდედ გადაიქეცით ეს ჟურნალისტები? საერთოდ ყველაფერზე უპასუხისმგებლოები როგორა ხართ ყველაფერში! ამ თვეში სატრანსფერო ფანჯარა რომ იხურება ამის საქმის კურსში თუ ხართ?
jigari
აი იმენა რა, მარა მერე დეკემბერშიო მაგას კი არ დაწერენ, ჯუღელის ბრალია ყველაფერიო ასე იტყვიან
kaxi
სულ "რიჟაა" ეს წერა-კითხვა. ვიღაცეები კიდე წერენ "აი ერთი კვირაც და ნახავთო", მერე ერთ კვირაში დაიწყება "აი დეკემბერიო", ხო აქვს ყველაფერს საზღვარი, მათ შორის ადამიანის ფანტაზიას.
Levani
ვინმემ უთხარით ვიდეო განხილვა რო არსებობს,ტიპს ანდრო ჟორდანიას დაზვერვა ჩაუტარებია
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"აჩვენეთ მსოფლიოს, რას ნიშნავს, იყო ქართველი" - კვარაცხელიამ დვალიშვილს და ლაზიშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა, მას ხაბიბმა "ინსტაგრამზე" გამოწერა გაუუქმა
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს