რეიმონდ ფელტონი ”პორტლენდში”, რუდი ფერნანდესი ”დალასში”, სტივენ ჯექსონი ”მილუოკიში”...

გუშინ, ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში 2011 წლის დრაფტის ცერემონია ჩატარდა. ამ მნიშვნელოვან მოვლენას წინ უძღოდა რამდენიმე საინტერესო ტრეიდი, რომელშიც ლიგის ცნობილი კალათბურთელები იყვნენ ჩართული.

მივყვეთ თანმიმდევრობით. პირველ ტრეიდში სამი გუნდი - "მილუოკი", "შარლოტი" და "საკრამენტო" იღებდა მონაწილეობას.

გაცვლის შედეგად, "მილუოკიმ" მიიღო შემტევი მცველი სტივენ ჯექსონი და ორი გამთამაშებელი - ბენო უდრიხი და შონ ლივინგსტონი, აგრეთვე დრაფტის მე-19 ნომრის არჩევის უფლება, "შარლოტს" ერგო ფორვარდი კორი მაგეტი და დრაფტის მე-7 ნომერი, "საკრამენტოს" - მცველი ჯონ სალმონსი და მე-10 ნომერი.

"სან ანტონიო სპურსმა" მაინც მიაღწია საწადელს და დრაფტის პირველ რაუნდში აიყვანა კალათბურთელი. ამისთვის მას თავისი ახალგაზრდა მცველის ჯორჯ ჰილის "ინდიანაში" გაშვება მოუწია. "სპურსის" შემადგენლობა შეავსო სანდიეგოელმა კოუჰი ლეონარდმა. ის შარშან NCAA-ის ჩემპიონატში საშუალოდ 15.5 ქულასა და 10.6 მოხსნას აგროვებდა.

"სპურსის" კიდევ ერთი ახალწვეული გახდა ტექსასის მცველი კორი ჯოზეფი - ის 29-ე ნომრად იქნა არჩეული.

ჯორჯ ჰილი წარმოშობით ინდიანას შტატიდანაა, ამიტომაც კმაყოფილი დარჩა ამ ტრედით.

"ეს ძალიან ემოციური მომენტია. მინდა ყველას მადლობა გადავუხადო მხარდაჭერისთვის. "სან ანტონიოში" გატარებული დრო არასოდეს დამავიწყდება", - განაცხადა ჰოლმა, რომელიც გასულ სეზონში საშუალოდ 11.6 ქულას აგროვებდა.

ერთი ტრეიდი შედგა "ჰიუსტონ როკეტსსა" და "მინესოტა ტიმბერვულვზს" შორის. "რაკეტებმა" დათმეს ცენტრი ბრედ მილერი, წლევანდელი დრაფტის 23-ე ნომერი (ნიკოლა მიროტიჩი) და მომავალი დრაფტის პირველი რაუნდი, სანაცვლოდ კი "მგლებისგან" გამთამაშებელი ჯონი ფლინი და ცენტრი დონატას მოტეიუნასი მიიღეს.

2011-12 წლების სეზონში მილერმა 60 მატჩი ჩაატარა და საშუალოდ 6.4 ქულა და 3.7 მოხსნა დააგროვა.

კიდევ ერთი სამგუნდიანი ტრეიდი დღის ყველაზე საინტერესო გარიგება იყო. მასში "დენვერი", "პორტლენდი" და "დალასი" მონაწილეობდნენ.

"პორტლენდმა" შემადგენლობა შეავსო გამთამაშებელ რეიმონდ ფელტონით "ნაგეტსიდან", საპირისპირო მიმართულებით კი ვეტერანი მცველი ანდრე მილერი გაუშვა. გარდა ამისა, "ბლეიზერსიდან" "დალასში" გადავიდა ესპანელი მცველი რუდი ფერნანდესი. "მავერიქსმა" აგრეთვე ფინელ პეტერი კოპონენზე უფლებები მიიღო.

თავის მხრივ, "მავერიქსმა" "პორტლენდს" მისცა ორი ახალბედა - ჯორდან ჰემილტონი (26-ე ნომერი) და ტანგაი ნგომბო (57-ე ნომერი).

რაც შეეხება გუშინდელ დრაფტს, როგორც მოსალოდნელი იყო, "კლივლენდმა" პირველ ნომრად აირჩია გამთამაშებელი კაირი ირვინგი.

"არანაირი ეჭვი არ მქონდა დრაფტის პირველ ნომერთან დაკავშირებით, მაგრამ ახლა, როცა არჩევანი ჩემს სასარგებლოდ გაკეთდა, განსაკუთრებული შეგრძნება მაქვს. მოუთმენლად ველი კლივლენდში გადაბარგებას. ეს დიდი სპორტული ქალაქია და იმედია, "კავალიერზის" მფლობელთა მოლოდინს გავამართლებ", - განაცხადა ირვინგმა.

დრაფტის პირველი ათეულის წევრები კლუბებმა შემდეგნაირად დაინაწილეს:

1. კაირი ირვინგი (დიუკი) - კლივლენდი

2. დერიკ უილიამსი (არიზონა) - მინესოტა

3. ენეს კანტერი (კენტუკი) - იუტა

4. ტრისტან ტომპსონი (ტექსასი) - კლივლენდი

5. იონას ვალანჩიუნასი (ლ. რიტასი) - ტორონტო

6. იან ვესელი (პარტიზანი) - ვაშინგტონი

7. ბისმაკ ბიიომბო (ფუენლაბრადა) - შარლოტი

8. ბრენდონ ნაითი (კენტუკი) - დეტროიტი

9. კემბა უოკერი (კონეკტიკუტი) - შარლოტი

10. ჯიმერ ფრედეტი (ბრიგემ იანგი) - საკრამენტო

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ამაზე ძალიან ვღელავთ" - სტეფ კარი ტრავმირებულია
"რაც მთავარია, ჩემი ოჯახი უსაფრთხოდაა" - ლებრონ ჯეიმსი ბოლოდროინდელ სკანდალს გამოეხმაურა
რამდენიმე საათში, რაც თანაგუნდელმა ვადაგასულ რძეს შეადარა - კრისტაპს პორზინგისმა კალათბურთელის კარიერა დროებით შეაჩერა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
სავარაუდო შემადგენლობა უნგრეთთან - სად გვაქვს პრობლემები...
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
"ეს წინასწარ დაგეგმილი თავდასხმა იყო" - ნინა დრამამ მერაბ დვალიშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა
"ამაზე ძალიან ვღელავთ" - სტეფ კარი ტრავმირებულია
"ნეტა მანდ ვყოფილიყავი" - ლაშა ბექაური მერაბ დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
"რატომ დუმდით მაშინ, როცა მერაბმა დაღესტნელ მოჭიდავეს უმიზეზოდ დაარტყა?" - ისლამ მახაჩევმა უსმან ნურმაგომედოვი დაიცვა
[VIDEO] მამუკელაშვილის მაგარი მატჩი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ - "ლეიკერსმა" ზედიზედ მეშვიდე მატჩი მოიგო