სპორტულმა გაზეთმა "ლელომ" ინტერვიუ ჩაწერა ჩემპიონთა ლიგის დებიუტანტი ტირასპოლის "შერიფის" ლეგენდასა და გენერალურ დირექტორ ვაჟა თარხნიშვილთან.

sportall.ge აღნიშნული ინტერვიუს ნაწყვეტს გთავაზობთ:

-რა იყო წარმატების საფუძველი?

-ეს კლუბის პრეზიდენტ ნიკოლაი გუშჩანის დამსახურებაა. წარმოიდგინეთ, ზაგრების "დინამოს" მოვუგეთ და მისალოცად რომ დავურეკე, იცით რა მითხრა? ახლა მოლდოვის ჩემპიონატში თამაში რომ გვექნება, აუცილებლად უნდა მოვიგოთო!.. ყველაფერი მისი მაქსიმალიზმიდან იწყება. "რეალი"-"ბარსელონას" თამაშს უყურებდა და მითხრა - ჩვენ ამ დონის მოთამაშეები უნდა გავზარდოთო. ასეთი პრეზიდენტი რომ გყავს, შენს საქმეს ზერელედ ვერ გააკეთებ, საკუთარ თავს მეტს სთხოვ...

ასევე, მინდა გამოვარჩიო ჩვენი მწვრთნელი - იური ვერნიდუბი, რომელსაც ჩამოსვლისას ველაპარაკე. მე "შერიფში" ევროპალიგაზე ორჯერ ვითამაშე, მან კი ლუგანსკის "ზორია" ასევე ორჯერ გაიყვანა ჯგუფურ ეტაპზე. ჩემპიონთა ლიგაში მინდა გავიდეთ-მეთქი, მან კი - მეც სწორედ ამ მიზნით ჩამოვედიო. საბედნიეროდ, ასე ვიტყოდი, ყველა ვარსკვლავი საჩვენოდ განლაგდა და ჩვენი სურვილებიც ახდა!..

-არადა, ორი წლის წინ "საბურთალომ" გამოგთიშათ ჩემპიონთა ლიგიდან. მას შემდეგ რა შეიცვალა კლუბში?

-ეს ჩვენთვის დიდი შოკი იყო! ტირასპოლის მატჩში "საბურთალომ" მართლა გვაჯობა. ალბათ, იღბალიც მის მხარეს იყო, მაგრამ იღბალი ხომ ძლიერის მხარესაა ყოველთვის და შემთხვევით არაფერი ხდება. ძალიან კარგი მოთამაშეები და მწვრთნელი ჰყავდა მაშინ "საბურთალოს"... მაგრამ ასეთი დაცემის შემდეგ წამოდგომა და წინსვლა უფრო სასიამოვნოა. სწორედ ეს შეიცვალა - შეცდომები გავაანალიზეთ და სწორი დასკვნები გამოვიტანეთ. ამას, უპირველესად, საკუთარ თავზე ვამბობ, რადგან ჩემს თავს ვეკითხებოდი მაშინ - რა ვერ გავაკეთე კარგად?

სრული ინტერვიუს ხილვა lelo.ge-ზე შეგიძლიათ.

ზურაბი
ვინც არ მომიწონა ნათქვამი: "რა ყველა გაალეგენდეთ-მეთქი", რა ვთქვი არასწორად, განმომარტეთ.
ზურაბი
ქართველ ძალოსანთა შედეგები ევროპის ჩემპიონატზე: 20 აგვისტო: 49კგ (U17). 1. გიგა ოდიკაძე - 186 (84+102), 2 ოქრო (ატაცი, ორჭიდი) და 1 ვერცხლი 21 აგვისტო: 55კგ (U15). 2. რევაზ მილდიანი - 188 (86+102), 1 ოქრო (ატაცი), 1 ვერცხლი (ორჭიდი) 55 კგ (U15). 4. ლერი ნეფარიძე - 181 (81+100), 1 ბრინჯაო (ატაცი) 61 კგ (U15). 2. გოგა ჯაჯვანი - 216 (98+118), 2 ვერცხლი (ატაცი, ორჭიდი), 1 ბრინჯაო 55 კგ (U17). 4. არჩილ ოქროპირიძე - 210 (94+116). უმედლოდ 23 აგვისტო: 73 კგ (U15). 1. ლევან ოჩიგავა - 263 (117+146), 3 ოქრო, ევროპის რეკორდი აკვრაში გოგონები. 55კგ (U17). 5. მარიამ მაისურაძე -158 (73+85). უმედლოდ 24 აგვისტო: 73კგ (U17). 2. ნიკოლოზ ესართია - 287 (129+158), 1 ოქრო (ატაცი), 2 ვერცხლი 81 კგ (U15). 3. საბა ადამია - 246 (104+142), 2 ბრინჯაო (აკვრა, ორჭიდი) 25 აგვისტო: 81 კგ (U17). 9. გერვასი თაბაგარი - 286 (129+157), უმედლოდ გოგონები. 81 კგ (U15). 1. მარიამ მურღვლიანი - 190 (85+105), 3 ოქრო, 9 რეკორდი 26 აგვისტო: 96 კგ (U17). 1. გურამ ვეკუა - 325 (147+178), 3 ოქრო გოგოები. 81კგ (U17). 1. ნათია გადელია - 204 (87+117), 3 ოქრო 27 აგვისტო: 102/+102 კგ (U15). 3. ირაკლი ვეკუა - 245 (113+132)
ალეკო
ამ ჩვენ გაუბედურებულ თბილისის დინამოს რა ეშველება, არა და დარჭმუნებული ვარ ნამდვილმა პროფესიონალებმა რომ დაიწყონ გუნდში საქმიანობა (ფიფიას გარეშე} კარგი გუნდის გაკეთებას შეძლებენ
ზურაბი
რავა ყველა გაალეგენდეთ!
ფირუზა
ისწავლე ფიფია!
ტოტტი
ჩვენს მეტმა ყველამ ისწავლა თამაში
"ასეთ შემთხვევაში, ირაოლას სხვა გზა აღარ ექნება და მამარდაშვილი "ლივერპულის" ძირითადი მეკარე გახდება!" - Football Insider ქართველ კიპერზე წერს
ლუკა გაგნიძემ მოსკოვის "დინამოსთან" კონტრაქტი გაწყვიტა და თავისუფალი აგენტი გახდა
მამარდაშვილი "რეალში" კურტუას შესაძლო შემცვლელად - ესპანური გამოცემა საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს
სეზონის ბოლომდე კვლავ “ლიონში”? - ენდრიკს საფრანგეთში უხმობენ
WU19 | გოგონათა ნაკრები ბულგარეთში გაემგზავრა
U21. გერმანიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ვინისიუსი მნიშვნელოვნად გაიაფდა
"ბარსელონამ" რაფინიას კონტრაქტი გაუგრძელა
[VIDEO] ლიპარტელიანი ოქროს ზედიზედ მეორედ შეუტევს! - ეთერი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
[VIDEO] დომინანტურად - ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია
[VIDEO] ლაშა შავდათუაშვილი მსოფლიო ჩემპიონატს ნაადრევად გამოეთიშა
ნიკოლოზ ბასილაშვილი შანხაის მასტერსის ძირითად ბადეში ითამაშებს
ნაკრები: თითქოს ხომ გავიზარდეთ?! - რა შეიცვლება, თავის მოტყუების გარეშე...
შავი ლომი | ორი მოგება და დიდი გამოცდილება თბილისის თასზე
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
თვაური და ვართანოვი ევროსეზონს თურქეთში გახსნიან
"სავარაუდოდ, ცვლილებები იქნება" - ფაბრიციო რომანომ ალისონ ბეკერის მომავალზე ისაუბრა
[VIDEO] მამუკელაშვილის 20 წუთი - სანდრომ "ლეიკერსის" მაისურით პირველად ითამაშა
მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე საჭიდაო დღეს ტატამზე 3 ქართველი გამოვა
[VIDEO] ოლისეს და დუეს შოუ. საფრანგეთმა ბელგიას საოცარი თამაში შემოუტრიალა - იტალიამ თურქეთს მოუგო
ფელიქსს "ბარსელონაში" დაბრუნება სურს
დე ლაურენტისმა გაამხილა, რატომ გადაიფიქრა ინფანტინოს მოკვლა
რანაირად?! - "შერიფის" ფეხბურთელი: "საბურთალოზე" უკეთესი გუნდი ვართ
კატასტროფა - "საბურთალომ" პირველი ტაიმი "შერიფთან" 0:3 წააგო!
მატჩის კატასტროფული დებიუტის შემდეგ "საბურთალომ" "შერიფის" ბარიერის გადალახვა მოახერხა [VIDEO]
"შერიფის" ქართველი დირექტორი: ჩეფერინს ვუთხარი, რომ "რეალს" უპრობლემოდ დავამარცხებდით
მოლდოვური მედია: ჩაწყობილი თამაშების ორგანიზატორები შესაძლოა, ძმები ხორგუაშვილები იყვნენ
ვაჟა თარხნიშვილი ტირასპოლის "შერიფის" გენერალურ დირექტორად დაინიშნა
შოთა მახარაძე: "შერიფში" ყველაფერი ისეა აწყობილია, იქაურობის მიტოვება ძალიან ძნელია
გიორგი გაბედავა: ვერ ვხვდები, როგორ გავუშვით 3 გოლი პირველ 10 წუთში
ვალტერ ხორგუაშვილი: გარიგებულ მატჩებთან არაფერი მაკავშირებს
გიორგი ჭიაბრიშვილი: გულშემატკივარს ბოდიშს ვუხდი
ვაჟა თარხნიშვილი: ლამაზი სიტყვების ნაცვლად, საქმის კეთების დროა
კიუიტის ამაზრზენი განცხადება - დირკი "კონკიას" წარმატებამ გააღიზიანა