სანამ სერგეი რებროვი არაბთა გაერთიანებული საამიროების "ალ-აინთან" კონტრაქტს გაწყვეტს, უკრაინის ნაკრებს ალექსანდრ პეტრაკოვი უხელმძღვანელებს. 2019 წელს მისი ხელმძღვანელობით უკრაინელები 20-წლამდელებში მსოფლიოს ჩემპიონები გახდნენ, მის გუნდში თავდამსხმელი გიორგი წიტაიშვილი თამაშობდა, რომელმაც ფინალში დიდებული გოლი გაიტანა. პეტრაკოვმა დღეს პრესკონფერენცია ჩაატარა და წიტაიშვილის შესახებაც ისაუბრა.

"წიტაიშვილის თაობაზე, მე ყოველთვის პირდაპირი ადამიანი ვარ და შემიძლია თქვენ ყველაფერი მოგიყვეთ. თავის დროზე მე ლობანოვსკის სახელობის ტურნირზე გავიყვანე გუნდი. იქ 1999-97 წლებში დაბადებულები ასპარეზობდნენ, ჩვენ კი 1999-2000 წლებში დაბადებული ფეხბურთელებით მივიღეთ მონაწილეობა. ეს იდეა ალექსანდრ გოლოვკომ შემომთავაზა. ვფიქრობდი, ახლა მოედანზე გავალთ, ასაკში ამხელა სხვაობაა, ლობანოვსკის ტურნირია... შევრცხვებით. თუმცა, მე ამაზე წავედი. ბიჭებს რჩევა ვკითხე და წავედი.

და აი, ამ ტურნირზე გუნდში წიტაიშვილი ავიყვანე. ჩემთან ვუხმე და ვეუბნები: "შენ როგორ მოგმართო? გიო? ჟორა?". ის მეუბნება: "როგორც გინდათ, ისე დამიძახეთ. გიო". ვუთხარი: "მისმინე, მე შენ გუნდში გიყვან. მინდა მსოფლიოს ჩემპიონატზე წაგიყვანო, მაგრამ ნუ იეშმაკებ. ახლა ჩვენთან ითამაშებ, ეს ვიცი და 100%-ით ვგრძნობ, მოვა დრო და საქართველოს ნაკრებში სათამაშოდ წახვალ". მიპასუხა: "არა, არა, ასეთი რამ არ მოხდება".

ხომ ხედავთ, დრო გავიდა და გიომ თავისი არჩევანი გააკეთა. ჩემს თანაშემწეებს შეუძლიათ ჩემი ნათქვამი დაადასტურონ. მან თავისი არჩევანი გააკეთა, თავისი გზა აირჩია - ეს მისი უფლებაა. ის ქართველია და არ განვკიცხავ".

წიტაიშვილმა საქართველოს მოქალაქეობა მიიღო და ჩვენი ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა უახლოესი მატჩებისთვის გამოიძახა.

kaxi
ალბათ კარგი ფეხბურთელია, და საინტერესოა გაგუას რატო არ აძლევს შანსს, მერე იტყვიან გოლიადორი არ გვყავსო.
ხომ ერა
ოზურგეთელი - ყაზაიშვილი
გრიგოლი1408
ამ უკრაინელებმა ხომ შეოკიკინეს წიტაიშვილს
მწრთვნელი
ეხ! აკაკი გოგიაც დაემატებინა ბარემ ციურიხიდან და წინა ხაზი შეივსებოდა!
რიგითი
სასაცილოა რო ჩემი კომენტარები არ მოგწონთ.....
ლაზი აზნაური არზნევ მუსკია
სერიოზული წინა ხაზი გვეყოლება: წალენჯიხელი - კვარაცხელია, ოჩამჩირელი - ჩაკვეტაძე, ზუგდიდელი - წიტაიშვილი, თბილისელი -მიქაუტაძე.. ვნახოთ,ვნახოთ. წარმატებები ბიჭები!
საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა - "რაიო ვალეკანომ" დამატებით დროში გაიმარჯვა
ხვიჩა-ფერანი ერთდოულად - "მამარდას" მოლოდინი და სხვა მატჩები
წიტაიშვილი შეცვლაზე და სათადარიგო საზონოვი - "რაიო ვალეკანომ" კაცნაკლულ "ხეტაფეს" ვერ მოუგო
წიტაიშვილი შეცვლაზე და "რაიო ვალეკანოს" დამაჯერებელი გამარჯვება "სელტასთან"
[VIDEO] ბუნტი მადრიდში - წიტაიშვილის "რაიო ვალეკანოს" მატჩი "ატლეტიკთან" ჩაიშალა