2022 წლის სექტემბერში საქართველო ევროპის ჩემპიონატს მასპინძლობს, თუმცა მანამდე მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში მოუწევს ასპარეზობა, რომლის წილისყრაც 2 დღეში, 31 აგვისტოს, შვეიცარიაში გაიმართება.

შესარჩევი ტურნირის პრინციპი წინამორბედის ანალოგიურია. ფიბა-მ მსოფლიოს პირველობაზე გასასვლელი ახალი ფორმატი 2017 წელს , 2019 წლის მუნდიალისთვის შემოიღო და მაშინ საქართველოს ფინალურ ეტაპზე გასვლამდე მცირედი დააკლდა. ახლა ახალი, 2-წლიანი ციკლი იწყება და საქართველოც, ევროპის 31 ქვეყნის ნაკრებთან ერთად ჩაერთვება მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში, რომლის ფორმატიც შემდეგნაირია:

მსოფლიო პირველობის ევროპის საკვალიფიკაციოში 32 ნაკრები მონაწილეობს, რომლებიც 31 აგვისტოს დაგეგმილი წილისყრის შედეგად 8 ჯგუფში გადანაწილდებიან. ამ 32 ნაკრებიდან 24 მომავალი ევრობასკეტის მონაწილეა, ხოლო დანარჩენი 8 მიმდინარე თვეში გამართული წინასაკვალიფიკაციო ტურნირის შედეგად შეირჩა და ესენი არიან: სლოვაკეთი, ლატვია, მონტენეგრო, ბელარუსი, ისლანდია, ჩრდილოეთ მაკედონია, პორტუგალია და შვედეთი. აქვე დავაფიქსიროთ, რომ წინასაკვალიფიკაციო ტურნირში ჩვენი კონტინენტის იმ ნაკრებებმა მიიღეს მონაწილეობა, რომლებიც 2022 წლის ევრობასკეტზე ვერ გავიდნენ.

აქვე წარმოგიდგენთ იმ 24 ნაკრებს, რომლებიც ევრობასკეტის მონაწილეები არიან და მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევში პირდაპირ დაუშვეს: ესპანეთი, სლოვენია, საფრანგეთი, სერბეთი, იტალია, ლიეტუვა, საბერძნეთი, გერმანია, ჩეხეთი, პოლონეთი, რუსეთი, თურქეთი, ხორვატია, უკრაინა, ფინეთი, საქართველო, ბელგია, უნგრეთი, დიდი ბრიტანეთი, ისრაელი, ბოსნია-ჰერცეგოვინა, ნიდერლანდები, ესტონეთი, ბულგარეთი.

წილისყრის შედეგად 32 ნაკრები ოთხგუნდიან რვა ჯგუფში გადანაწილდება. ჩატარებული 2 წრის (6 მატჩი) შედეგად თითო ჯგუფიდან მომდევნო ეტაპზე საუკეთესო ტრიო გავა (24 გუნდი). მეოთხეადგილოსანი კი მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურისთვის ბრძოლას გამოეთიშება.

8 ჯგუფიდან გასული 24 გუნდი მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მეორე ეტაპზე შექმნის ექვსგუნდიან ოთხ ჯგუფს: A ჯგუფის სამეული + B ჯგუფის სამეული, C ჯგუფის სამეული + D ჯგუფის სამეული, E ჯგუფის სამეული + F ჯგუფის სამეული, G ჯგუფის სამეული + H ჯგუფის სამეული.

ახალ ჯგუფებში მანამდე ერთ ჯგუფში მყოფი გუნდები ერთმანეთში არ ითამაშებენ, მათ ურთიერთშეხვედრებში ნაჩვენები შედეგები გადაჰყვებათ. შესაბამისად, თითოეულ გუნდს სხვა ჯგუფის 3 წარმომადგენელთან მოუწევს 2-2 მატჩის (შინ და სტუმრად) გამართვა. შესაბამისად, თითო გუნდი 6 შეხვედრას ჩაატარებს და საბოლოოდ მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურებს თითო ჯგუფის 3 საუკეთესო გუნდი (ჯამში 12) მოიპოვებს.

არ შეცვლილა არც მატჩების ჩასატარებლად გამოყოფილი თარიღები. თამაშები გაიმართება ფიბა-ს მიერ დადგენილი ფანჯრების პერიოდში. როგორც პირველ, ისე მეორე ჯგუფურ ეტაპზე გამოყოფილია 3-3 ფანჯარა.

პირველი ეტაპი

2021 წლის 22-30 ნოემბერი;

2022 წლის 21 თებერვალი – 1 მარტი;

2022 წლის 27 ივნისი – 5 ივლისი;

მეორე ეტაპი

2022 წლის 22-30 აგვისტო;

2022 წლის 7-15 ნოემბერი;

2023 წლის 20-28 თებერვალი.

მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის წილისყრის ცერემონიალი შვეიცარიის დაბა მიესში მდებარე “კალათბურთის სახლში”, ფიბა-ს ოფისში გაიმართება, რომელიც 2018 წელს დაღუპული ფიბა-ს გენერალური მდივნის, პატრიკ ბაუმანის სახელობისაა. წილისყრა თბილისის დროით 14:00 საათზე დაიწყება.

GBF.GE

sddd
შეიძლება გასვლა
+5 პოზიცია და გუნდური გარდასახვა: საქართველო FIBA-ს Power Rankings-ში მე-11 ადგილზეა
დიდებული მეორე ტაიმი - საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიას სტუმრად მოუგო
საქართველოს ნაკრები პორტუგალიაში ჩაფრინდა
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
შენგელიას გარეშე - საქართველოს ნაკრებმა პოლონეთში ივარჯიშა
ანდრონიკაშვილის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს
ცნობილი გახდა თორნიკე შენგელიას ნაკრებში არყოფნის მიზეზი
საქართველოს ნაკრები ჩეხეთან 20 ქულით დამარცხდა
[VIDEO] უკვე უკეთ, მაგრამ მაინც წავაგეთ. პოლონეთი - საქართველო 94:89