ზაფხულში „რუბინში“ სერიოზული ცვლილებები მოხდა. გუნდმა 10 მილიონად მიჰყიდა გარემარბი დენის მაკაროვი მოსკოვის „დინამოს“, რომელიც მოხარულია იმით, რომ მისი სეზონური გასამრჯელო 150 ათასი ევროდან 800 ათასამდე გაიზარდა. სამაგიეროდ, ყაზანურმა გუნდმა ორი ნახევარმცველი დაიმატა: სეად ჰაკშაბანოვიჩი (ნორჩოპინგი) და ანდერს დრაიერი (მიდტიულანდი) – 6-6 მილიონად. „სელტიკში“ გადასული კარლ სტარფელტის ნაცვლად (5 მილიონად გაყიდეს) „რიზესპორისგან“ მცველი მონტასარ ტალბი იყიდა. მცველ სილვიე ბეგიჩს „კრილია სოვეტოვში“ გაანათხოვრებენ, ხოლო ნახევარმცველ დარკო ევტიჩს გაისამდე აეკ-ში იჯარით გაუშვებენ, რის შემდეგაც ათენურ კლუბს მისი კონტრაქტის გამოსყიდვის უფლება ექნება. ასევე დაემშვიდობებიან იაპონელ მიცუკი საიტოს. თავდამსხმელი ივან იგნატიევი სათამაშო დროის სიმცირეს უჩივის და „ზულტე-ვარეგემში“ სურს გადაბარგება.

„რუბინს“ "სელტიკის" 23 წლის თავდამსხმელ ოდსონ ედუარის შეძენა უნდა, რომელიც გასულ სეზონში შოტლანდიის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდა, მაგრამ გლაზგოური კლუბი მას საკმაოდ ძვირად აფასებს - 18 მილიონად.

შეგახსენებთ, „რუბინმა“ ზურიკო დავითაშვილი თავისუფალი აგენტის სტატუსით გაუშვა, ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერი კი ჯერ ვერ განხორციელდა.

vaxo
sasaciloa
Martali
Ra xdeba rato xart chumad? Evropis top clubebio milanio gladbachio tottanhamio da bolos darcha chveni super varskvlavi rubinis kazanshi? Hahahahha magrad mecineba
kaxi
ჩვენთვის სულ დახურული არაა?(
ლაშა
ან "დინამოს" ფარმ-კლუბ "სამდურაკში".
კვარა
თავი რამეს ხო არ მიარტYი
სიო
ყველაფერში გეთანხმები, გარდა "პატივს სცემენ",ძაღლს რო დაარქმევენ შენ სახელს როგორია?)
შოთა
ამ ხალხს რა ანერვიულებს ვერ გამიგია?))) წარმატებები ხვიჩას, სადაც არ უნდა იყოს!
გელა
სამწუხაროდ ბატონი მამუკა ჯუღელის დამსახურებით გაფორმდა ყაზანის რუბინთან 4 წლიანი თუ 5 წლიანი კონტრაქტი და ეგ იყო ჩემი აზრით ძალიან დიდი შეცდომა ასეთი ხანგრძლივი კონტრაქტის გაფორმება ისეთ გუნდათ რომელიც არც რუსეთში არ ბრწყინავს და არც არცერთი ევროტურნირის მონაწილეე არაა
Musenbezi
ყველაფერი მედიის და თაღლითი აგენტის გაბუქებულია, ჩაკვეტაძესთან დაკავშირებითაც ისეთი აჟიოტაჟი ატეხეთ, ყოველდღე ახალ-ახალი გრანდი ცდილობდა მის შეძენას და სამწუხაროდ სადაც არის დღეს კი ვხედავთ!!! საკმარისი ფული აქვს რუბინში, აფასებენ, პატივს სცემენ და მიეცნენ განცხრომას, ასე რომ ჩვენ მხოლოდ ვნერვიულობთ და განვიცდით, თვითონ კი არიან მშვენივრად!!!
ისიდორე
საქართველოში ჩამოვიდეს და თბილისის დინამოში ითამაშოს
გიორგი
იმედი ბოლოს კვდებაო და ველოდები მაინც ხვალინდელ დღეს. თუ ახლა არ გადავიდა, ძალიან დიდი ალბათობით კარიერა უკან წავა. სამწუხარო ამბავი ისაა, რო როგორც ჩანს თავად ძალიანაა დამოკიდებული სხვის აზრზე და არ/ვერ ამბობს "არას".
ქუთაისი
ნუ ართულებთ რა...არაფერ შუაშია ჯუღელი. ჯუღელი არც კი აწარმოებს მოლაპარაკებებს დაინტერესებულ მხარეებთან. მოლაპარაკებებს აწარმოებენ რუბინის წარმომადგენლები. ჯუღელი მხოლოდ მონაწილეობს ამ პროცესში. საქმე არის მარტივად გასაგები. რუბინმა დააკლო ერთი ორი მილიონი მაგრამ პოტენციურ მყიდველებს ესეც ეძვირებათ. რუბინი კი მეტს არ უკლებს და ესაა მიზეზი პროცესის გაჭედვის. რა შუაშია აქ ჯუღელი. რუბინის პოზიციაც გასაგებია რადგან კონტრაქტის თანახმად ტრანსფერიდან აღებული თანხის 30 პროცენტი მიაქვს ქართულ მხარეს და რუბინის რჩება 70 პროცენტი. ნუ გგონიათ რომ 20 მილიონად რომ გაყიდოს რუბინმა კვარაცხელია აქედან ოცივე მისია.
ილია
ხვიჩას ტრანსფერი ევროპაში აფხაზეთის დაბრუნებასავით გაგვიხადეს,სამწუხაროდ ორივე გაყიდულია.
ჰავლაბრელი ტიღუა
გელა. ალბათ გაგიგონია რა არის კონტრაქტი. ჰოდა კონტრაქტი დაიჭერს რუბინში კვარას მანამდე სანამდე არ იშოვიან ისეთ კლიენტს, რომელიც ხვიჩაში 20 მილიონს გადაიხდის, თუ არადა და დარჩება რუბინში და იქნება მანამდე სანამდე კონტრაქტი არ დამთავრდება. წასვლა-დარჩენა ხვიჩას საქმე არ არის. ეს ბიზნესია და არა სპორტი.
Milani
Xval ixureba xom satransfero fanjara?
გელა
ჩემი აზრით რუბინში ხვიჩას დარჩენა ერთადერთი იმ შემთხვევაში იქნებოდა სწორი გადაწყვეტილება თუ რუბინი გავიდოდა კონფერენც ლიგის ჯგუფში და ხვიჩა სექტემბერში ითამაშებდა მნიშვნელოვან სანაკრებო თამაშებზე არც ერთი მოხდა და არც მეორე და მართლა ვერ ვხდები რა მიზეზით უდნა დარჩეს ხვიჩა რუბინში კიდევ 1 სეზონი ? იმასაც თუ გავითვალისწინებთ, რომ რუბინს ძალიან მცირე შანსი აქვს ჩემპიონობის და ზოგადად ჩემპიონთა ლიგაზე გასვლის და რუსეთში არის საშუალო კლასის გუნდი აქედან გამომდინარე ჩემთვის სრულიად გაუგებარია ან ამხელა ფასი რატომ დადეს ხვიჩას (20 მილიონს) რუსეთის პრემიერ ლიგის და რუბინის ფეხბურთელში რომელსაც არანაირი ევროტურნირებზე თამაშის გამოცდილება არ აქვს არავინ გადაიხდიდა ტოპ კლუბიდან 20 მილიონს ეგ ხომ ისედაც იცოდნენ მაქსიმუმ 15 მილიონზე მეტად არავინ იყიდიდა. როგორც ჩანს რჩება რუბინში და ვფიქრობ ყველაზე კარგი შანსი წასვლის ახლა იყო მისთვის, რადგან ბევრი გუნდის რადარებზე იყო და ძალიან არ მინდა ანანიძე კვირკველიას ბედი გაიზიაროს მანაც და რუსეთის დონეს ვერ გაცდეს ამ გადმოსახედიდან საქმე მაქეთ მიდის. ძალიან მწყინს ეგ ყველაფერი განა იმიტომ რომ რუსეთის პრემიერ ლიგის პათლოგიური ზიზღი მაქვს უბრალოდ რუსეთის პრემიერ ლიგა არის ტოპ ლიგებთან შედარებით ბევრად დაბალი დონე და იქ თამაშით ფეხბურთელი ვერ გახდება უმაღლესი დონის შემსრულებელი რუსეთის პრემეირ ლიგაში ვერ ითამაშებ დიდ ფეხბურთს და ვერ გახდები ვარსკვავი.
ზაზა
ხვიჩა რომ ძალიან ნიჭიერი და პერსპექტიულია ამას საუბარიც არ უნდა და ტოპ ლიგის ნებისმიერ კლუბში არის მისთვის ადგილი თუ გრანდში ვერ მოხვდება ძირითადში ჩემი აზრით ტოპ ლიგის ნებისმიერ საშუალო კლუბებში დაიმკვიდრებს ადგილს ძირითადში მაგრამ მე პირადად როდესაც გავიგე რომ მისი აგენტი იყო მამუკა ჯუღელი ძალიან დამწყდა გული და მაშინვე გავაცნობიერე და დღემდე დარწმუნებული ვარ ამაში რომ სანამ ჯუღელი იქნება ხვიჩას აგენტი იქამდე ხვიჩა რუსეთს ვერ გაცდება თუმცა ეს ჩემი სუბიექტური აზრია,მაგრამ თუ წასვლა იყო ახლა უნდა წასულიყო თორე ზამთარში და მომავალ წელს რა იქნება ეგ არავინ არ იცის პლიუს იმასაც თუ გავითვალისწინებთ რომ რუბინი არცერთ ევროტურნირზე არ თამაშობს და ამ სანაკრებო თამაშებზეც არ ჩამოდის ხვიჩა მე მართა ვერ ვხდები რა უნდა მოხდეს ზამთარში ან თუნდაც ზაფხულში ისეთი რომ ხვიჩა გადავიდეს რუბინიდან ევროპის ტოპ ჩემპიონატში.
ჯორჯ ბესტი და დიდების მეორე მხარე
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
"ყველაზე დიდი ბრილიანტია, რაც კი ოდესმე ხელში ჩამვარდნია" - სლუცკიმ კვარაცხელია და ოდეგორი შეადარა
"2025 წელს "ოქროს ბურთის" მოგება მსურს, ვერ ვხვდები, რითი მჯობია როდრი?" - "რუბინის" ნახევარმცველი
"ზოგჯერ მასთან ერთად თამაში მაღიზიანებდა" - რუსმა ფეხბურთელმა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"ვიღაც ნახევრად მელოტმა ბეჰემოთმა ხვიჩაზე ეს თქვა" - ძიუბა კვარაცხელიას განვითარებაში სლუცკის წვლილზე
ლეონიდ სლუცკი ჩინურ გუნდს ჩაიბარებს
"დღეს კვარაცხელიას შეიძლება პსჟ-ს წინააღმდეგ ეთამაშა" - ფრანგული გამოცემა არშემდგარი ტრანსფერის დეტალებს ახმოვანებს