გუშინვე ვვარაუდობდით, რომ ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში ქართულ მერვედფინალს ვიხილავდით, მაგრამ არ გვეგონა, რომ 50-ათასიან ტურნირში მე-7 ნომრად განთესილი ოქსანა კალაშნიკოვას მეტოქე ასეთი მოუმზადებელი იქნებოდა...

გუშინვე ვვარაუდობდით, რომ ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში ქართულ მერვედფინალს ვიხილავდით, მაგრამ არ გვეგონა, რომ 50-ათასიან ტურნირში მე-7 ნომრად განთესილი ოქსანა კალაშნიკოვას მეტოქე ასეთი მოუმზადებელი იქნებოდა. 19 წლის ქართველმა "უაილდ ქარდით" მიწვეული 16 წლის ყაზახი დარია ბერეჟნაია ორ სეტში გაანადგურა - 6:0, 6:0. მაშ ასე, დღეს ქართული დერბია - კალაშნიკოვა სოფიო შაფათავას (299) წინააღმდეგ. ოქსანა ასზე მეტი საფეხურით უსწრებს თანამემამულეს რეიტინგში და ურთიერთშეხვედრებშიც 2:0-ს უგებს. შარშან თელავის 25-ათასიანი ტურნირის მერვედფინალში კალაშნიკოვამ 7:6, 6:4 მოიგო, შემდეგ კი თბილისის ტურნირის (25 ათასი დოლარი) ფინალში სამ სეტში დაამარცხა შაფათავა - 4:6, 6:3, 6:2. ამ წყვილის გამარჯვებული მეოთხედფინალთან ერთად 18 სარეიტინგო ქულას გაინაღდებს.

პირველ წრეში კიდევ ერთმა ქართველმა იასპარეზა - ეკა გორგოძემ (551) რუს დარია კუჩმინასთან (406) წააგო - 5:7, 5:7. ასტანის ტურნირის მერვედფინალში კიდევ ერთი ქართველია - თათია მიქაძე (283) მე-2 ნომრად განთესილ რუს ევგენია როდინას (118) ხვდება. როდინა ასტანაში ყველაზე მაღალი რეიტინგისაა (პირველ ნომრად განთესილი ბელარუსი ანასტასია იაკიმოვა მსოფლიოს 119-ე ჩოგანია).

ანა ტატიშვილი (149) კანადურ ვანკუვერშია, სადაც 75-ათასიანი ტურნირის პირველ წრეში ამერიკელ გაილ ბროდსკის (647) ეთამაშება. უკრაინული წარმოშობის ამერიკელმა ძირითად ბადეში თამაში საკვალიფიკაციო ბადიდან მოიპოვა. ანა ამერიკელ ლილია ოსტერლოსთან (142) ერთად წყვილებში მე-2 ნომრადაა განთესილი. პირველ წრეში ეს დუეტი "უაილდ ქარდით" მიწვეულ ამერიკულს (ჯიბსი, როჯერსი) ხვდება.

თურქულ გაზიანთეფში 10-ათასიან ტურნირში სცადა ბედი 15 წლის თამარ ცხაკაიამ, მაგრამ უშედეგოდ, პირველ საკვალიფიკაციო წრეში ბულგარელ იზაბელა შინიკოვასთან წააგო - 0:6, 1:6.

ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
"მეტოქე შესანიშნავად თამაშობდა" - ბასილაშვილს კარგი გარჯა ალკარასმაც შეუქო
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
სავარაუდო შემადგენლობა უნგრეთთან - სად გვაქვს პრობლემები...
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა