მესიჯი ”ბაიერნს” - თქვენ რომ გგონიათ, ეგრე არ არის!
ბუნდესლიგის რამდენიმე კლუბმა ახალი სეზონისთვის მზადება უკვე დაიწყო, დორტმუნდის „ბორუსია“ კი ჯერ კიდევ ისვენებს. გერმანიის ჩემპიონები ვარჯიშს მომავალ ოთხშაბათს შეუდგებიან, მანამდე კი, „კიკერმა“ „ბორუსიას“ ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელს, ნახევარმცველ კევინ გროსკროიტცს ძალიან საინტერესო ინტერვიუ ჩამოართვა.

22 წლის კევინი გასულ სეზონში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მოთამაშე იყო, ყველაზე საინტერესო კი ის გახლდათ, რომ საშუალოდ ერთ თამაშში 14 კილომეტრს დარბოდა, რაც ძალიან ბევრია.

მიუხედავად ამისა, გროსკროიტცი ამბობს, საკმარისად კარგად დავისვენე და დღესვე შემიძლია ვარჯიშის დაწყება, დაღლილი აღარ ვარო. გარდა ამისა, კევინი „კიკერისთვის“ მიცემულ ინტერვიუში საკუთარ მინუსებსა და პლუსებზე, კონკურენტ ივან პერიშიჩზე, ოცნებებსა და მოსისხლე მტერ „შალკეზე“ საუბრობს. აქვე შეგახსენებთ, რომ გროსკროიტცმა გასულ სეზონში „ბორუსიას“ ძირითად შემადგენლობაში 32 მატჩი ჩაატარა, 8 გოლი გაიტანა და 7 საგოლე პასიც გააკეთა. ახლა კი დაპირებული ინტერვიუ:

- ჰერ გროსკროიტც, გასული სეზონი თქვენს კარიერაში საუკეთესო იყო. „დორტმუნდში“ შეუცვლელი ფიგურა ხართ, გერმანიის ნაკრებშიც გამოგიძახეს და რაც ყველაზე მთავარია, ჩემპიონი გახდით. ახლა რა მიზნები გაქვთ?

- მართალია, იდეალური სეზონი გამოვიდა, მაგრამ კიდევ ბევრი რამ მაქვს სასწავლი და გასაუმჯობესებელი. მაგალითად, ძალიან მინდა, რომ თავით უკეთ ვთამაშობდე და ბურთს მარცხენა ფეხით უკეთესად ვფლობდე.

- ახალი სეზონისთვის „ბორუსიამ“ ხორვატი შემტევი ნახევარმცველი, 22 წლის ივან პერიშიჩი შეიძინა, რომელიც უშუალოდ თქვენი კონკურენტია. ხომ არ გეშინიათ, რომ სასტარტოში ადგილს დაკარგავთ?

- ფაქტი ის არის, რომ უბრძოლველად არაფერს დავთმობ. ჩემი უმთავრესი პლუსი სწორედ ბრძოლისუნარიანობა და ბრძოლის სურვილია. ორი წელია, უმაღლეს დონეზე ვთამაშობ და პროგრესს განვიცდი. თანაც, მე ძალიან ბევრ პოზიციაზე შემიძლია თამაში. ჩემი საყვარელი პოზიცია მარცხენა გარემარბის ადგილია, თუმცა თავისუფლად ვთამაშობ მარჯვენა ფლანგზე, საყრდენი ნახევარმცველის ადგილსა თუ ფლეიმეიქერის პოზიციაზეც.

- „ბორუსიამ“ ბუნდესლიგაში მართლაც სამაგალითოდ იასპარეზა, ევროპის ლიგაში კი ჯგუფური ეტაპი ვერ გადალახეთ – მიუხედავად იმისა, რომ იქაც კარგად თამაშობდით. ფაქტია, გუნდს ევროსარბიელზე გამოცდილება აკლია, წინ კი ჩემპიონთა ლიგის თავგადასავლები გელით...

- ევროპის ლიგაში ძალიან არ გაგვიმართლა. თუ გახსოვთ, ათი კაცით „სევილია“ საკუთარ საჯარიმოს მივაჯაჭვეთ და უამრავი საგოლე მომენტი გვქონდა. არა მგონია, რომ ჩემპიონთა ლიგაში თავი შევირცხვინოთ...

- თქვენ დორტმუნდში დაიბადეთ და გაიზარდეთ, პატარაობიდან „ბორუსიას“ თავგადაკლული ფანი ხართ, რაც იმას ნიშნავს, რომ „შალკეს“ ვერ იტანთ. არადა, ახლა სწორედ გელზენკირხენულ კლუბს უნდა მიბაძოთ...

- „შალკეს“ უნდა მივბაძოთ? კი მაგრამ, რაში? „შალკეს“ მისაბაძი რა გვჭირს?

- გელზენკირხენელებმა ხომ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ითამაშეს...

- თუ ამას გულისხმობთ, ნამდვილად გეთანხმებით. ჩემპიონთა ლიგაში ჩვენი მიზანი მინიმუმ ჯგუფური ეტაპის გადალახვაა, მერე კი ვნახოთ და ამასთან, მე ერთი ოცნებაც მაქვს...

- რა ოცნება?

- მინდა, რომ ჩემპიონთა ლიგის ფლეი ოფში მადრიდის „რეალს“ შევხვდეთ, სადაც მომავალი სეზონიდან ჩემი უახლოესი მეგობარი ნური შაჰინი ითამაშებს. ეს იდეალური მატჩი იქნებოდა. დარწმუნებული ვარ, რომ ნური „სამეფო გუნდში“ ადგილს დაიმკვიდრებს და „რეალის“ ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელი გახდება. მას უდიდესი პოტენციალი აქვს.

- მიუნხენის „ბაიერნის“ ფეხბურთელები დარწმუნებულები არიან იმაში, რომ მომავალ სეზონში გერმანიის ჩემპიონები გახდებიან. განსაკუთრებით თომას მიულერი აქტიურობს, რომელიც ყველა ინტერვიუში ამბობს, აი, ნახავთ, „ბორუსია“ კონკურენციას ვეღარ გაგვიწევსო.

- მიუნხენელები ყოველთვის ასე ლაპარაკობენ და არაფერი მიკვირს. პირადად მე მხოლოდ იმაში ვარ დარწმუნებული, რომ „ჰამბურგი“, „ვერდერი“ ან „შტუტგარტი“ მომავალ სეზონს უკვე ძალიან კარგად ჩაატარებენ და მინიმუმ ერთ-ერთი მათგანი გერმანიის ჩემპიონობისთვის იბრძოლებს. მთავარი ფავორიტი კი, რა თქმა უნდა, ისევ „ბაიერნია“. მაგრამ იცით, რაშია საქმე? თუ ვინმეს ჰგონია, რომ „დორტმუნდი“ ამ ჩემპიონობით დანაყრდა და ჩვენ მოტივაცია დაგვაკლდება, ძალიან ცდება. ვიცი, რომ მიუნხენელებიც ამას ფიქრობენ და სწორედ მათ გასაგონად მინდა ვთქვა: ჩვენ არ დავნაყრებულვართ! ასე რომ, „ბორუსიას“ ტახტიდან ჩამოგდება ძალიან ძნელი იქნება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

40 წლის ნოიერი კარიერას ჯერ არ დაასრულებს
ტრავმირებული ნოიერი ოპტიმისტურადაა განწყობილი
"ლევანდოვსკი გასახდელში შემოვიდა თუ არა, ბარიოსმა მაშინვე სახეში დაარტყა" - "დორტმუნდის" ყოფილმა ნახევარმცველმა თანაგუნდელებს შორის მომხდარი კონფლიქტი გაიხსენა
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"