წესით, გერმანიამ მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული უნდა შეინარჩუნოს

ხვალ მსოფლიოს ჩემპიონატი იწყება! ეს არის წინადადება, რომელსაც ფეხბურთის გულშემატკივრები მოუთმენლად ველით ხოლმე და რომლის გაგების დროს ყოველთვის გვბურძგლავს. თუმცა ამჯერად არ დაგვბურძგლავს, რადგან საქმე ეხება არა იმ უდიდეს საფეხბურთო ზეიმს, რომელსაც სხვანაირად მუნდიალსაც ვუწოდებთ ხოლმე, არამედ სულ სხვას, რომელსაც ასევე მუნდიალი ჰქვია, მასში ასევე ქვეყნების ეროვნული ნაკებები მონაწილეობენ, ოღონდ, საქმე ეგ არის, რომ ეს არის შემთხვევა, როცა ფეხბურთს ქალები ითამაშებენ...

ქალთა მუნდიალი არ არის და დიდი შანსია, რომ არასდროს იყოს ისეთი ტურნირი, რომელსაც მოუთმენლად დაველოდებით და თუნდაც იმის მეათედი შემართებით ჩავუჯდებით, როგორც ეს „დიდი“, კაცების მსოფლიოს ჩემპიონატის შემთხვევაში ხდება ხოლმე, მაგრამ ხომ იცით, ყველაფერს დამუღამება უნდა და დაგვერწმუნეთ, ამ „მკვდარი სეზონის“ დროს, როცა ფეხბურთში არაფერი ხდება გარდა უამრავი სპეკულაციისა და თითო ოროლა ტრანსფერისა, ქალ ფეხბურთელთა მსოფლიოს ჩემპიონატის დამუღამებაც შეიძლება.

ქალი ფეხბურთელები მსოფლიოს თასისთვის ამჯერად გერმანიაში იბრძოლებენ და აქვე ისიც უნდა შეგახსენოთ, რომ ქალთა ფეხბურთში მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი სწორედ გერმანიაა. მეტიც: გერმანელებმა ბოლო ორი მუნდიალი მოიგეს და შესაბამისად, მთავარ ფავორიტებად ამჯერადაც სავსებით სამართლიანად მიიჩნევიან. საყოველთაო მოსაზრებით, სილვია ნაიდის გუნდს (სწორედ ეს არის ქალთა ბუნდესგუნდის მთავარი მწვრთნელის სახელი და გვარი) ტიტულის შენარჩუნება არ უნდა გაუჭირდეს – მით უმეტეს, რომ საკუთარ კედლებში თამაშობენ. ეს კი არა, გერმანიაში ამ დღეებში ყველას იმას ლაპარაკობდა, ბირგიტ პრინცსა (ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო, გერმანელი ქალი ფეხბურთელი) და კომპანიას უთხრეს, მეტოქეები დიდი ანგარიშით არ დაამარცხოთ, რათა ქალთა ფეხბურთმა პრესტიჟი არ დაკარგოს და ყველამ იმაზე ილაპარაკოს, რომ დონე ამაღლდაო.

ქალთა ფეხბურთში გრანდ ქვეყნებად გერმანია, ბრაზილია და აშშ მიიჩნევიან. რატომ? მოდით, ქალთა მუნდიალის ისტორიას გადავხედოთ და მიხვდებით, რატომაც.

მსოფლიოს პირველი ჩემპიონატი მანდილოსნებს შორის 1991 წელს ჩინეთში ჩატარდა და მისი გამარჯვებული აშშ გახდა (ფინალი: აშშ-ნორვეგია 2:1), მესამე ადგილი კი შვედეთმა დაიკავა. მეორე მუნდიალს, ოთხი წლის შემდეგ, შვედეთმა უმასპინძლა, მსოფლიოს ჩემპიონი კი ნორვეგია გახდა (ფინალი: ნორვეგია-გერმანია 2:0), მესამე ადგილზე აშშ გავიდა. შემდეგ, 1999 წელს, ქალთა მუნდიალი აშშ-ში გაიმართა და ამერიკელებმა თასი არავის დაუთმეს (ფინალი: გერმანია-ჩინეთი 5:4 პენალტების სერიაში), მესამეადგილოსანი კი ბრაზილია იყო. 2003 წელს ქალთა მუნდიალისთვის ჩინეთს უნდა ემასპინძლა, მაგრამ ცნობილი ეპიდემიის გამო, მსოფლიოს ჩემპიონატი ისევ ამერიკაში ჩაატარეს, სადაც ამჯერად უკვე გერმანიამ იმარჯვა (ფინალი: გერმანია-შვედეთი 2:1), მესამე ადგილი კი ამერიკელებმა დაიკავეს. 2007 წელს (ჩინეთში) გერმანიამ ზედიზედ მეორედ მოიგო ქალთა მუნდიალი (ფინალი: გერმანია-ბრაზილია 2:0), ხოლო მესამე ადგილი ისევ აშშ-ს დარჩა.

ასე რომ, ორგზის ჩემპიონი გერმანია სუპერგრანდი და ჩემპიონობის ნომერ პირველი კანდიდატია. გერმანელებთან ერთად, ჩემპიონობისთვის ბრძოლა ამერიკას, აშშ-ს, შვედეთს და ნორვეგიასაც შეუძლიათ. საინტერესო გუნდი ჰყავს იაპონიასაც და გამორიცხული არც ინგლისისგან და საფრანგეთისგანაა რამე. თუკი გერმანიას ბირგიტ პრინცი ჰყავს (ალექსანდრა პოპიც), ბრაზილია მსოფლიოს თასისთვის მარტასთან ერთად იბრძოლებს, ამ უკანასკნელს კი წარდგენა ნამდვილად არ სჭირდება.

ქვემოთ კალენდარს გაეცნობით, ჩვენ კი იმასღა დავძენთ, რომ ქალების მუნდიალს რეგულარულად, ოპერატიულ რეჟიმში გავაშუქებთ. თქვენ კი, დაგვერწმუნეთ, თუ მოინდომებთ, დაუმუღამებთ კიდეც...

კალენდარი

A ჯგუფი

გერმანია

საფრანგეთი

ნიგერია

კანადა

26 ივნისი. სინზჰაიმი. ნიგერია-საფრანგეთი

26 ივნისი. ბერლინი. გერმანია-კანადა

30 ივნისი. ბოხუმი. კანადა-საფრანგეთი

30 ივნისი. ფრანკფურტი. გერმანია-ნიგერია

5 ივლისი. მიონხენგლადბახი. საფრანგეთი-გერმანია

5 ივლისი. დრეზდენი. კანადა-ნიგერია

B ჯგუფი

ინგლისი

იაპონია

ახალი ზელანდია

მექსიკა

27 ივნისი. ბოხუმი. იაპონია-ახალი ზელანდია

27 ივნისი. ვოლფსბურგი. მექსიკა-ინგლისი

1 ივლისი. ლევერკუზენი. იაპონია-მექსიკა

1 ივლისი. დრეზდენი. ახალი ზელანდია-ინგლისი

5 ივლისი. ზინსჰაიმი. ახალი ზელანდია-მექსიკა

5 ივლისი. აუგსბურგი. ინგლისი-იაპონია

C ჯგუფი

აშშ

შვედეთი

კოლუმბია

ჩრ. კორეა

28 ივნისი. ლევერკუზენი. კოლუმბია-შვედეთი

28 ივნისი. დრეზდენი. აშშ-ჩრ. კორეა

2 ივლისი. აუგსბურგი. ჩრ. კორეა-შვედეთი

2 ივლისი. ზინსჰაიმი. აშშ-კოლუმბია

6 ივლისი. ბოხუმი. ჩრ. კორეა-კოლუმბია

6 ივლისი. ვოლფსბურგი. შვედეთი-აშშ

D ჯგუფი

ბრაზილია

ნორვეგია

ავსტრალია

გვინეა

29 ივნისი. აუგსბურგი. ნორვეგია-გვინეა

29 ივნისი. მიონხენგლადბახი. ბრაზილია-ავსტრალია

3 ივლისი. ბოხუმი. ავსტრალია-გვინეა

3 ივლისი. ვოლფსბურგი. ბრაზილია-ნორვეგია

6 ივლისი. ფრანკფურტი. გვინეა-ბრაზილია

6 ივლისი. ლევერკუზენი. ავსტრალია-ნორვეგია

1/4 ფინალი

9 ივლისი. ლევერკუზენი. B1-A2

9 ივლისი. ვოლფსბურგი. A1-B2

10 ივლისი. აუგსბურგი. ჩ1-D2

10 ივლისი. დრეზდენი. D1-ჩ2

1/2 ფინალი

13 ივლისი. მიონხენგლადბახი. ლევერკუზენის გამარჯვებული-დრეზდენის გამარჯვებული

13 ივლისი. ფრანკფურტი. ვოლფსბურგის გამარჯვებული-აუგსბურგის გამარჯვებული

მატჩი მესამე ადგილისთვის

16 ივლისი. ზინსჰაიმი

ფინალი

17 ივლისი. ფრანკფურტი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფეხბურთიდან ომამდე: როგორ გადაიქცა შეხვედრა 100-საათიან ომად
ეიზელის ღამე: 39 გარდაცვლილი ქომაგი და ტრაგედია, რომელმაც ფეხბურთი შეცვალა
[VIDEO] მესის 922-ე გოლი და "მაიამის" ფრე "ფილადელფიაში"
იკარდი შესაძლოა, სერია A-ს დაუბრუნდეს
"მეგონა, კარიერას "სიტიში" დავასრულებდი" - როდრი მანჩესტერული გუნდის დატოვების მიზეზზე
ოფიციალურად: კოუტინიო "სანტოსის" ფეხბურთელია
პიერ-ანრი ბრონკანი: გვჭირდება მკაფიო გზა და ბევრი მუშაობა
თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში
ეკვადორის ნაკრებს გალიარდო ჩაუდგა სათავეში
"ამ სეზონში ყველაზე ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ მოვიგეთ" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ბრესტთან" მატჩის შემდეგ?
"ეს ჩემთვის სიურპრიზია" - მატვეი საფონოვი
"ლივერპული" რეკორდული ტრანსფერისთვის ემზადება
"წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებ" - ლამინ იამალი
[VIDEO] "მანჩესტერ იუნაიტედი" კაცნაკლულ "სიტისთან" დამარცხდა
"ჩემთვისაც არასასიამოვნო მოსასმენი იყო" - მუჯირი სანიოლის "კვარაზე" გაკეთებულ კომენტარს გამოეხმაურა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ბრესტთან" მატჩში?
კვარაცხელიას 66 წუთი - პსჟ-მ "ბრესტს" მინიმალური ანგარიშით მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 სპაერი. ფავორიტის მძიმე გამარჯვება
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფემ" "დეპორტინოსთან" ქულები გაიყო
"ბრესტთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] მამაგეიშვილმა გაიტანა, კიტეიშვილმა პენალტი ვერ გამოიყენა - "შტურმმა" ლიდერს "ლასკს" მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 2-2 დინამო (ბთ). ლიდერი ორშაბათამდე თუ..?
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია