ისლანდიის ფეხბურთის ასოციაციის (KSI) სრული ხელმძღვანელობა სექსუალურ ძალადობასთან დაკავშირებული სკანდალის გამო გადადგა.

ყველაფერი იმიტომ მოხდა, რომ ისლანდიის ნაკრების ერთ-ერთ წევრს ბრალი სექსუალურ ძალადობაში ედება.

25 წლის ტორნჰილდურ გინა არნაგსდოუთირმა განაცხადა, რომ ეროვნული გუნდის ერთ-ერთმა წევრმა მასზე 2017 წელს იძალადა. გოგონა ამტკიცებს, რომ რეიკიავიკის ერთ-ერთ ღამის კლუბში ფეხბურთელი მას ფეხებშუა შეეხო და ყელში სწვდა.

ფეხბურთელის სახელი და გვარი არ სახელდება, თუმცა "გეტებორგმა" გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც, მათი გუნდის ერთ-ერთი მოთამაშე 2017 წელს ჩადენილი სექსუალური ძალადობის გამო დააკავეს. ამჟამად გუნდში ისლანდიის ნაკრების მხოლოდ ერთი ფეხბურთელი თამაშობს - კოლბეინ სიგტორსონი.

მომხდარის გასაჯაროების შემდეგ KSI-ს პრეზიდენტმა გუდნი ბერგსონმა განაცხადა, რომ ასოციაციას ფეხბურთელის მიერ ჩადენილი სექსუალური ძალადობის შესახებ უწყება არ მიუღია. სწორედ ამ განცხადების შემდეგ გაჩნდა საზოგადოებაში მოთხოვნები მისი გადადგომის შესახებ.

მალე ბერგსონმა და KSI-ს სხვა ხელმძღვანელებმა ბოდიში მოიხადეს, წინა კომენტარები შეცდომად გამოაცხადეს და თანამდებობები დატოვეს.

მომხდარი ამბის გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს ისლანდიის პრემიერ-მინისტრი კატრინ იაკობს დოუთირი გამოეხმაურა. ქალბატონმა განაცხადა, რომ მომხდარით გაოგნებულია, დაზარალებულებს სოლიდარობა გამოუცხადა, ასევე გამოთქვა იმედი, რომ ეს ისტორია საფეხბურთო საზოგადოებისათვის მაგალითი გახდება.

მომზადებულია BBC-ის მიხედვით

ავᲗო
ისლანდიელებს შენ დაემსგავსე. თუ ასე ყველა ჩვენზე წინაა და აქაურობა არ მოგწონთ, წადით რა სადაც მოგწონთ იქ
სოსო
გახსოვთ ფილმი,ყველაზე სწრაფები მსოფლიოში?მეგრელმა სასაცილო ამბავი მოჰყვა,ბევრი ეცადა,მაგრამ რაჭველი ვერ გააცინა და მეფემ ჩამოხრჩობა ბრძანა.მას გურული მოჰყვა,მანაც ბევრი ეცადა,სხვები სიცილით ჩაბჟირდნენ,მაგრამ რაჭველს წარბი არ შეუხრია.ისიც ჩამოახრჩეს.საწყალმა კახელმა,ამათ ვერაფერი მოახერხეს,მე რაღა უნდა მოვიგონოვო და თვითონ გაჰყო ყულფში თავი.რაჭველი ახარხარდა და როცა ჰკითხეს,რა გაცინებსო,მეგრელის ნაამბობზე გამეცინაო.გეკითხებით ახლა,4 წლის წინანდელი,ახლა რომ ეწყინა,რაჭველებზე ხმა ამოგვეღება?ეს ნორმალურად მიგაჩნიათ და საეჭვოც არაფერია?გასაგებია და ვხედავთ,რომ საქართველოს ზოგიერთ ფედერაციას მარტორქის ტვინიანები მართავენ და რაც უარესია,არც მათ ზემოთ მდგომ სტრუქტურებს,სამართალდაცველი სტრუქტურების ჩათვლით აქვთ უფრო დალაგებული ზნეობა,მაგრამ 4 წლის წინ ვიღაცამ რაღაცა არასწორად გააკეთა,დღეს ობიექტმა ჩათვალა, რომ ამით რაღაცის გამორჩენა შეიძლება და უჩივლა.დამტკიცებულიც არაფერია, მაგრამ ფედერაციის პრეზიდენტი მაინც გადადგა.რა ვქნა,მომკალით და ეს უკვე მეორე უკიდურესობა მგონია.ისევე მიუღებელი,როგორც საქართველოს სიტუაცია.მთელი ისლანდია 365000 კაცია და არა მგონია რომელიმე მიმართულებით უამრავი კადრი ჰყავდეთ რომ ახალი პრეზიდენტის არჩევა,არავითარ გართულებას არ იწვევდეს.აქაც მგონი სხვა რამესთან გვაქვს საქმე.საქმე ის არის რომ ისლანდიელი ქალები სტატისტიკურად ძალიან დიდი პროცენტი,შვილებს აჩენს და უმამოდ ზრდის და ძალიან ბევრი ჰეტეროსექსუალურ კავშირებს,ერთსქესიან ურთიერთობებს ამჯობინებს.ძალიან ძლიერია ლგპტ თემის დაწოლა და სავარაუდოდ,სწორედ მათი მხრიდან იქნება ეს პროტესტი და მათ მოთხოვნას დაჰყვა,პრეზიდენტი.
ნოდო
უსლანსია რო ჩვენზე წინა არაა ეკონომიკით ამ შემთხვევაში ხალხის შეგნებით დიდი ხანია ცნობილია პოლიცია უიარაღოთ დადის ბატონი კახის მარადიული კითხვა გამახსენდა გცეშველება რამე? აი ისლანდიელებს რო დავემსგავსევით 30%იც მაინც მერენამდვილად გვეშველება თორე როცა შენს დანაშაულს იმით ამართლებ რო იმანაცდააშავა და იმას თუ არაფერი მე რატო მიჭერთო არაფერი გვეშველება
ქართველი
წარმომიდგენია რამდენი ქართველი ვერ გაიგებს რატო გადადგა ფედერაცია.. კაცმა არ იცის სად ვართ(შეგნება , გაგება, პასუხისმგებლობის განცდაში).
დიახ, ასეა
შემთხვევით დისლაიქს დავაჭირე, ზუსტად მაშინ ვიქნებით შემდგარი სახელმწიფო, როცა ანალოგიურად მოიქცევა ყველა, თუმცა კობიაშვილი კარგად მუშაობს. მაგრამ დარწმუნებული ვარ, ისლანდიის ფედერაცია არანაკლებ სწორად მუშაობდა. აბა ჭიდაობის ფედერაციის მამები ამას ვერასოდეს ვერ შეიგნებენ, სადა აქვთ მაგათ ამ დონის ინტელექტი.
ალექსანდრე
აქ კიდევ საქართველოს ნაკრების წევრს სახალხოდ თავში ურტყა ჯაჭვი ფედერაციის პრეზიდენტმა და ნორმალურად ბოდიშიც არ მოუხდია. ეს პატარა ამბავიც კი ნათელს ხდის რამხელა უფსკრულია საქართველოსა და ნორმალურ სამყაროს შორის.
ფეხბურთიდან ომამდე: როგორ გადაიქცა შეხვედრა 100-საათიან ომად
ეიზელის ღამე: 39 გარდაცვლილი ქომაგი და ტრაგედია, რომელმაც ფეხბურთი შეცვალა
[VIDEO] მესის 922-ე გოლი და "მაიამის" ფრე "ფილადელფიაში"
პსჟ დემბელესთან, კვარაცხელიასთან და დუესთან კონტრაქტების გაგრძელებას ჩქარობს
ბექჰემი: "ოქროს ბურთს" მესი იმსახურებს
სეოკ-ის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა
ტოდ ბოელიმ "ჩელსის" ხელმძღვანელის პოსტი დატოვა
ისტორიული მოგება ჩემპიონთა ლიგაზე | "ბათუმის" გამარჯვება და ოჩხიკიძის გმირობა
[VIDEO] გულიაშვილი "კამპ ნოუზე" შეცვლაზე შევიდა - "ბარსელონამ" რასინგი" გაანადგურა
კიტეიშვილის გარეშე - "შტურმი" ევროპა ლიგაზე "რენს" ფრედ ეთამაშა
ქოჩორაშვილი ისევ შეცვლაზე შევიდა, "სევილიამ" ისევ გაიმარჯვა
კლოპი გერმანიის ნაკრების ძირითადი მეკარის საკითხში ჩამოყალიბდა
პსჟ "ლივერპულის" მთავარი იმედის გადაბირებას გეგმავს
"ნეიტრალური, მშვიდი ადგილი გვინდა" - დევისი და სმოლკინი ქორწილის გადახდას საქართველოში გეგმავენ
სანაკრებო სია: სად აქვს პრობლემა სანიოლს და რა სიახლეებს უნდა ველოდოთ
როდის იქნება თოფურია ბრძოლისთვის მზად და დაუბრუნდება ოქტაგონს - ქართველს გეიჯისთან რემატჩი სურს
ალიადერი: კვარაცხელია "არსენალისთვის" ფანტასტიკური შენაძენი იქნებოდა
"გიჟური საღამო გამოვიდა, ძალიან ბედნიერი ვარ" - მამარდაშვილი "ტოტენჰემთან" მატჩის შემდეგ "ლივერპულის" ოფიციალურ გვერდს ესაუბრა
ერთა ლიგაზე ფორმატი შეიცვალა - რა ახალი წესი დაამტკიცა UEFA-მ გუშინ გამართულ ყრილობაზე
ბასილაშვილმა თითქმის მოგებული მატჩი ბოლომდე ვერ მიიყვანა და თამაში შეწყვიტა
მესის ბოლო სანაკრებო შეკრება - ლეოს ეროვნული გუნდიდან 6 ოქტომბერს გააცილებენ
"შავი ლომი" | 28 მორაგბით ინგლისში
განშორება უკვე ზამთარში? - პსჟ-ში ზაბარნის თამაშით უკმაყოფილონი არიან
საფრანგეთმა უკრაინას სძლია - დემბელემ ტრავმა მიიღო
უკრაინამ ისლანდიას სძლია და მსოფლიო ჩემპიონატის პლეი-ოფში გავიდა
9:0 რონალდოს გარეშე და 6 მოგებული მატჩი საერთო ანგარიშით 24:0 - პორტუგალია შეუჩერებელია
საფრანგეთმა უკრაინა გაანადგურა და მსოფლიოს ჩემპიონატზე გავიდა
უკრაინის გასაოცარი ქამბექი - პლეი-ოფის ყველა ფინალისტი გაირკვა
უკრაინა და პოლონეთი ევროპის ჩემპიონატზე გავიდნენ