ამერიკის ღია პირველობის 1/16 ფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილი (39) ამერიკელ რეილი ოპელკასთან (24) 6:7 3:6 4:6 დამარცხდა და გათამაშებას გამოეთიშა.

გულშემატკივარმა დაძაბული შეხვედრა იხილა, ნიკამ პირველ სეტში მეტოქის მოწოდება მე-3 გეიმში მოიგო, თუმცა მიღებული უპირატესობა ვერ შეინარჩუნა და მე-4-ში დათმო. საქმე ლოგიკურ ტაი-ბრეიკამდე მივიდა, სადაც ამერიკელი "ტყვიამ ფრქვევი" ოდნავ უკეთ გამოიყურებოდა და 7:5 იმარჯვა.

მეორე სეტიც იმავე ფორმატით დაიწყო, "ბასილამ" სტარტზევე 2:0 დაწინაურდა, თუმცა რეილიმ მეტოქის ჩაწოდების 3-ჯერ მოგება და 6:3 გამარჯვება მოახერხა.

მესამე სეტში კი ნიკოლოზს ფეხი მე-10 გადამწყვეტ სეტში დაუცდა და საბოლოოდ, ამერიკის ღია პირველობასაც გამოეთიშა.

ამრიგად, ოპელკა 1/8 ფინალში გავიდა, სადაც მისი მეტოქე სამხრეთ აფრიკელი ლოიდ ჯორჯ ჰარისი (46) იქნება. მატცი ხვალ, 6 სექტემბერს, თბილისის დროით 19:00 საათზეა ჩანიშნული.

დათო
… მხოლოდ ანგრიშს ნახულობთ???!!! თამაშს უყურეთ???!!! სტატისტიკა შეხვედრის ნახეთ???!!! ფეხბურთში შეიძლება გუნდი 90წთ შეტევაში იყოს და უამრავი საგოლე მომენტი შექმნას, მაგრამ თამაში ფრედ დანთავრდეს!!! ეს ფრე არ ნიშნავს იმას, რომ გუნდები თანაბარი ძალის იყვნენ!!! მთელ ტურს ადევნეთ თვალი და ბევრ რამეს სხვანაირად დაინახავთ!!! მარტო ნიკას შეხვედრის ანგარიში არ არის საკმარისი კომენტარიას გაკეთებისთვის!!! ჩვენ საიტებზე ფაქტიურად შეუძლებელია ინფირმაციის მიღება!!! ამიტომ გირჩევთ საერთაშორისო საიტებზე მიიღოთ ინფო!!! პირველი თხუთმეტეულიდან 4 ჩოგბურთელი დარჩა,:დანარჩენები 100 -ის მიღმაა!!! და თქვენი ლოგიკით ისინი გავარდნილ ციციპასს, ხაჩანოვს, რუბლიოვს, აგუტს , ნიშიკორის, მონფილსს და ა.შ. სჯობიან!!! მატჩის ბედი უამრავ ფაქტორზეა დამოკიდებული, მათ შორის როცა შენ ნიუ- იორკში ამერიკელს ეთამაშები და მაყურებელი შენს წინააღმდეგ არის განწყობილი ძნელია 100%- ით მობილიზება!!!
დათო
…ძალიან კარგ ფორმაშია!!! უბრალოდ ადამიანია, არა რობოტი!!!
1.
ნიკოლოზს ზოგადად ეგ პრობლემა აქვს და გამოსასწორებელი აქვს. მაგრამ ეგ მაინც სტერეოტიპია და გვყავს ისეთებიც ვინც მაგ სტერეოტიპში არ ჯდებიან, გვაქვს იმის რესურსი რომ გავზარდოთ ნამდვილი ჩოგბურთელები რომლებიც თავიანთ ადგილს დაიკავებენ მსოფლიოში და თავიანთ სიტყვას იტყვიან ისე როგორც სხვები და ნურავის ნუ ეგონება რომ ქართველებს არ შეგვიძლია.
დათოს
თანაბარი ბრძოლა ფეხბურთშია, სადაც ფრედ შეიძლება დამთავრდეს შეჯიბრი. როცა აგებ, იმას თანაბარი ბრძოლა არ ჰქვია.
გუსანი
სამწუხაროა, მაგრამ მოსალოდნელი შედეგია, არც მგონია ნიკამ სტაბილურობას ცოტა მაღალ დონეზე მიაღწიოს, იმიტომ რომ ქართველია.....ეს სენი გვჭირს და რა ვქნათ ?, ერთი ტალახაძეს აქვს რაღაც ზებუნებრივი.....
დათო
… ნიკა ძალიან კარგ ფორმაშია!!! თანაბარ ბრძოლაში წააგო შეხვედრა!!! უზარმაზარი წნეხის ქვეშ იყო, ოპელკას გულშემატკივრობდა მთელი კორტი!!! ორ ამერიკელს მოუგო და მესამეს ვეღარ!!! 115- ე ზანდსხლუპმა( დღევანდელ დღემდე არ გამიგია მისი არსებობა) ეხლა მოუგო მე-14- შვარცმანს, რომელიც კარგ ფორმაში იმყოფებოდა!!!
nanka2002
ოპელკა კარგ ფორმაშია, ჰარისიც, გავიგეთ. ნიკას ვინმემ დაუშალა ძალიან კარგ ფორმაში ყოფნა?
დათო
…მართლაც გულდასაწყვეტია, მოგება შეეძლო!!! მაგრამ ოპელკა დღეს ძალიან კარგ ფორმაშია, ტორონტოს მასტერსის ფინალში იყო!!! იგივე შეიძლება ითქვას ჰარისზე, შეხედეთ ვინ გავიდა მესამე და მეოთხე წრეებში: ოტტე, ზანდსხლუპი, ბრუკსბი, ალკარეს გრაფია!!! და ვინ გამოვარდა: ხაჩანოვი, რუბლიოვი, ერთ-ერთი ფავორიტი ციციპასი, მონფილსი, აგუტი და ა.შ.!!! ქალებში: ოსაკა, ბარტი … ვისთან წააგეს ნახეთ!!! ასე რომ ნიკას უბრალოდ არ გაუმართლა ოპელკასთან, დასანანი ტაიბრეიკი და ორი სეტი , თითო ბრეიკით!!! ნიკამ ამერიკის ღია ჩემპიონატში კარგი ჩოგბურთი აჩვენა!!! წარმატებები!!!
Joko
ძალიან სამწუხარო არის. როგორი შანსი ვერ გამოიყენე შემდეგ ჰარისი ხვდებოდა და ფაქტიურად 8 საუკეთესოში მოხვედრა შეეძლო. შანსი მაგარი მიეცა,პირველ წრეში ფაქტიურად უთამაშებლად მოიგო, შემდეგ გაუმართლა რომ კარენო ბუსტა სენსაციურად გავარდა 151 -ე ჩოგანთან. მოუგე რა ოპელკას ,თუ გინდა რაიმე გააკეთო დიდ სლემზე ოპელკას უნდა მოუგო,აბა როგორ გინდა. ძაან გულდასაწყვეტია,ვერცერთ დიდ სლემზე ვერანაირი წარმატება.
ისევ დამაჯერებლად - ბასილაშვილი ჩენგდუს ტურნირის ნახევარფინალშია!
კვლავ სეტის წაუგებლად - ბასილაშვილმა რეიტინგის მე-40 ნომერი დაამარცხა და ჩენგდუს ტურნირის მეოთხედფინალშია
კვლავ ორ სეტში - ბასილაშვილი ჩენგდუს ტურნირის მერვედფინალშია
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო
U19 | საქართველო 2:2 ლატვია
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები: საკუთარ თავში უნდა ვიპოვოთ ძალები, რომ პირველ რიგში გამოვასწოროთ ჩვენი თამაში
ფუტსალი | 19-წლამდე ნაკრების მეტოქეები ცნობილია
საქართველოს ნაკრები ეიფორიიდან ჩიხში! - რატომ არაა კვარაცხელია სობოსლაი?
"ეს ბევრ რამეზე მეტყველებს" - ბასტონი საფრანგეთთან მატჩის შემდეგ
"ალბათ რამე მეც მერგება" - კუკურელიამ "ოქროს ბურთზე" ისაუბრა
ბათუმმა სუპერლიგის გასხნით მატჩში ქუთაისი ბოლო წამებზე 80:77 დაამარცხა
საფრანგეთი და იტალია დაზავდნენ, ბელგიამ თურქეთი დაამარცხა
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
[VIDEO] ისევ უგოლოდ - საქართველოს ნაკრები უნგრეთთან დამარცხდა და 1 ქულით აუტსაიდერია
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
რაფინია მძიმე ტრავმას გადაურჩა
ოლმოს ხორვატიაში დაბრუნება სურს
სიომინი: ხვიჩა "ოქროს ბურთის" ნომერი პირველი პრეტენდენტია
საქართველო, პორტუგალია, რუმინეთი და ესპანეთი ოთხი ერის ალიანსს აფუძნებენ
ფელიქსს "ბარსელონაში" დაბრუნება სურს
ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩენგდუს ტურნირის ძირითად ბადეში ითამაშებს
კვლავ სეტის წაუგებლად - ბასილაშვილმა რეიტინგის მე-40 ნომერი დაამარცხა და ჩენგდუს ტურნირის მეოთხედფინალშია
ნიკოლოზ ბასილაშვილი გუანჯოუს ჩელენჯერზე იასპარეზებს
ბასილაშვილმა თითქმის მოგებული მატჩი ბოლომდე ვერ მიიყვანა და თამაში შეწყვიტა
კვლავ ორ სეტში - ბასილაშვილი ჩენგდუს ტურნირის მერვედფინალშია
ისევ დამაჯერებლად - ბასილაშვილი ჩენგდუს ტურნირის ნახევარფინალშია!