ბორჯღალოსანთა მესამეხაზელმა გიორგი ცუცქირიძემ, პრო დე2-ის მიმდინარე სეზონში პირველი ქართული ლელო გაიტანა.

მეორე ტურში მისი "ორიაკი" "ბაიონს" მასპინძლობდა და ტაიმი 10:3 მოიგო, თუმცა უპირატესობა ვერ შეინარჩუნა – 20:28. ცუცქირიძე მასპინძელთა ძირითადში იყო და შეუცვლელად გაისარჯა. 38-ე წუთზე მან ყვითელი ბარათი მიიღო, შეხვედრის მიწურულს კი თავისი გუნდის მეორე ლელო გაიტანა, მაგრამ ‘ორიაკი’ მაინც უქულოდ დარჩა. აღსანიშნავია, რომ ხანგრძლივი ტრავმის მოშუშების შემდეგ, ცუცქირიძისთვის ეს პირველი ლელოა.

"ორიაკის" სასტარტო შემადგენლობაში იყო და 58 წუთი ითამაშა გიორგი ქართველიშვილმა. შეცვლაზე შესვენებისას შევიდა და მეორე ტაიმი სრულად ჩაატარა ლუკა ნიორაძემ, ხოლო გიორგი ჯავახია მოედანზე 51-ე წუთზე გამოჩნდა. ‘ბაიონის’ რიგებში შეცვლაზე დასკვნითი 18 წუთი ითამაშა კოტე მიქაუტაძემ.

"ოიონამ" "კოლომიესგან" დასკვნით 5 წუთში ორი ჯარიმა გაუშვა და შინ 21:23 დამარცხდა. მასპინძელთა შორის 57-ე წუთიდან ითამაშა ბექა კაკაბაძემ.

"რუანმა" "ნარბონს" უმასპინძლა და ბონუსით, 57:16 დაამარცხა. გამარჯვებულთა რიგებში მიმდინარე სეზონში პირცველად ითამაშა კახა ასიეშვილმა, რომელიც შეცვლაზე 58-ე წუთზე შევიდა.

სტუმრად "მონ-დე-მარსანთან" დიდი სხვაობით, 13:48 დამარცხდა "ბურგ-ან-ბრესი", რომლის ძირითად შემადგენლობაში ვაჟა კაპანაძე და ზაურ თევდორაშვილი იყვნენ. ქართველი ბურჯები 49-ე წუთზე შეცვალეს. თევდორაშვილმა ახალი გუნდის კვართით პირველი ოფიციალური შეხვედრა ჩაატარა და მას მოედანზე დაბრუნება მატჩის მიწურულს, 2 წუთით მოუწია.

"მონტობანმა" "კარკასონს" სამით მეტი ჯარიმა გაუტანა და 25:16 დაამარცხა. მასპინძელთა გამარჯვებაში საკუთარი წვლილი შეიტანა მირიან ბურდულმა, რომელიც შეცვლაზე 49-ე წუთზე შევიდა. ეს მისი სადებიუტო მატჩი იყო "მონტობანის" შემადგენლობაში.

სეზონის პირველი გამარჯვება იზეიმა "გრენობლმა", რომელმაც სტუმრად "ვანი" 38:33 დაამარცხა. გამარჯვებულთა შორის 53-ე წუთზე შეცვლაზე შევიდნენ ბურჯები – ზურაბ ჟვანია და ილია კაიკაციშვილი. აღსანიშნავია, რომ სტუმრებმა გამარჯვების ლელო ბოლოსწინა წუთზე გაიტანეს და გარდასახვაც ზუსტი იყო.

rugby.ge

გიორგი
მაგარია, ცუცქირიძემ თუ აღიდგინა ფორმა,დიდი ძალაა ნაკრებისთვის!
ნიკა ამაშუკელი საუკეთესო მსაჯთა ათეულში დაასახელეს
ბაჩუკი ჭუმბაძე - ინგლისური გამოცდილებით ნოემბრის ტესტებისთვის
ქართველები ევროტურნირების ფინალში
შიდა ჩემპიონატების თამაშები გადაიდო
"ბაიერნთან" "რეალი" ძირითადი მეკარის გარეშე ითამაშებს
3x3SpringCup2026-ის პირველი ტურნირი Space Jam-მა მოიგო
მიმდინარე სეზონში მეხუთედ - მარკის რიდი თურქეთის ჩემპიონატის ტურის MVP გახდა
[VIDEOS] "ბაიერნი" და "ატლეტიკო" გავიდნენ - 1/4-ფინალის წყვილები გაირკვა
კვერნაძის "ფროზინონემ" "ბარის" მოუგო
[VIDEO] "ბარსელონა" "ნიუკასლს" დაუნდობლად გაუსწორდა
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის განცხადება
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
კალათბურთის ფედერაციის ორგანიზებული ყველა მიმდინარე ტურნირი შეჩერებულია
ტიტე კალანდაძემ ისრაელთან პლეი-ოფის მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა
ქართველებს შორის რეკორდი - კვარაცხელიას ორნიშნა ნიშნული “ჩელსისთან” შეხვედრების მერე
ალვარესი წასვლას არ აპირებს - არგენტინელს "ატლეტიკოში" დარჩენა დიდი ხნით სურს
მუდმივი ლოდინით დაიღალნენ - "მილანი" ლეაოს გასხვისებაზე უარს არ იტყვის
როდრიმ მის "რეალში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
სამიზნეში გრინვუდია - "იუვენტუსს" ზაფხულში დიდი გეგმები აქვს
FIFA უარზეა - მექსიკა მუნდიალზე ირანის მატჩების მასპინძლობის მზაობას გამოთქვამს
ჰაკიმის რეკორდი - არცერთ მცველს მსგავსი სტატისტიკა არასდროს ჰქონია
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ