მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მეხუთე ტურის მატჩის პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები გასვლაზე ესპანეთთან 0:3 მარცხდება.

შვედეთთან დამარცხებული ესპანეთი სატურნირო თვალსაზრისით არასახარბიელო სიტუაციაში აღმოჩნდა, მწვავედ გააკრიტიკეს და ამ მატჩში გამარჯვება ჰაერივით სჭირდებოდა. ფიფას რეიტინგში „ფურია როხა“ მე-7 ადგილზეა, საქართველო 91-ეზე, კლასში სხვაობა უზარმაზარია და თანაც, ისინი საკუთარ მოედანზე თამაშობდნენ. რაც ყველაზე სამწუხაროა, ჩვენს გუნდს შეტევაში წამყვანი ფეხბურთელები აკლდნენ და ამან სერიოზული პრობლემის წინაშე დააყენა მისი მწვრთნელი სანიოლი. რა თქმა უნდა, ეს ის ძველი ესპანეთის ნაკრები არ არის, მაგრამ რაც არ უნდა იყოს, მაინც გრანდია, მით უმეტეს ჩვენთვის. იქაური მედია აღნიშნავდა, რომ შეცდომის უფლება აღარ ჰქონდათ და სავალდებულო გამარჯვების მოპოვება მართებდათ.

რბილად რომ ვთქვათ, სანიოლმა სასტარტო შემადგენლობის შერჩევით გაგვაკვირვა. აღსანიშნავია, რომ მოთელვაზე ლობჟანიძე დაშავდა და დავითაშვილმა შეცვალა.

როგორც მოსალოდნელი იყო, მასპინძლებმა თავიდანვე დიდი ძალებით შემოგვიტიეს, ცალკარა თამაში წავიდა და დაწინაურდნენ კიდეც - გაიას დარტყმული ბურთი კაშიას მოხვდა და რიკოშეტით ლორიას კარში გავიდა. შემდეგ სოლერმა ლორენტეს პასით ანგარიში გაზარდა. საქართველოს ნაკრები კონტრიერიშების განხორციელებას ვერ ახერხებდა, რაც მისი ზედმეტად დაცვითი შემადგენლობიდან გამომდინარე, გასაკვირი არ გახლდათ. 33-ე წუთზე გაიამ დალაშქრა ლორიას კარი, მაგრამ მსაჯმა თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა. შესვენებამდე მაინც გაიტანეს ესპანელებმა მესამე გოლი და ისედაც აზრდაკარგულმა შეხვედრამ საერთოდ აზრი დაკარგა. ამჯერად ფერან ტორესმა დაგვამწუხრა.

ბადახოსი. „მუნისიპალ ნუევო ვივერო“

ესპანეთი-საქართველო 3:0

გოლები: 1:0 გაია (13), 2:0 სოლერი (25), 3:0 ფერან ტორესი (41)

ესპანეთი: სიმონი, ასპილიკუეტა, ერიკ გარსია, ლაპორტი, გაია, სოლერი, როდრი, ლორენტე, სარაბია, რუისი, ფერან ტორესი

საქართველო: ლორია, ჩაბრაძე, კაშია, ლოჩოშვილი, გიორბელიძე, აზაროვი, კანკავა, აბურჯანია, ზარია, მამუჩაშვილი, დავითაშვილი

ზეზვა
წიტაიშვილი როგორ არ ათამაშეთ თქვე უნამუსოებო? დაგლიჯა ტიპმა და ამათმა მაინც თავიანთები შეტენეს სასტავში. უკრაინაში უფრო დააფასებდენ,ჯერ ვერ ხვდება სად ჩამოვიდა და ვისთან აქვს საქმე
ემზარ
გეთანხმები ბევრ რამეში,მაგრამ არ დაგავიწყდეს სანიოლი ჯერ კიდევ ახალი ტრენერია და ისევ ვარიანტების ძიებაშია! გამოსცადა დავითაშვილიც,მამუჩაც და ვაკოც, წიტას გამოცდა არ აკლია ,ერთი თამაშითაც ეტყობოდა რომ უკრაინის ფეხბურთის სკოლა აქვს გავლილი! აი ვაკო და ჩაბრაძე აბა რა გითხრა? დავითაშვილიც დიდი ვერაფერი ,ლორიას არ დაეჯახოს ვინმემ საკმაოდ კარგი მეკარეა ჯერ კიდევ , მამარდას გვეიმედება სუყველას უნდა გამოიბრძმედოს ესპანეთის ლიგაში უფრო კარგად….მახარებს და მგონია რომ ჩაკვეტაძე ისევ ძველი ჩაკვე იქნება ….აი ჟორჟიკა კი მაგარი ბიჭია ! რომ გაგვმართლებოდა 2 გოლი მაინც უნდა გაგვეტანა ….
122
გადაარწყიე მერე იმათ ვინც აგირია
ATP 16
პრობლემა იცით რაშია ? არც კობიაშვილის წასვლა შეცვლის რამეს და არც ვინმეს მოსვლა . ეს ქვეყანა იმდენად გახრწნილია სისტემურად , მორალურად , არც თამაშის წესები მოქმედებს და არც ადამიანური . იმ ძველ თაობას რომ მისტირის ხალხი , რომელიმეს კრიტიკული შეფასება თუ გაგიგიათ რომელიმე პრეზიდენტის მიმართ : ან ჟორდანიასი , ან ახალკაცი უმცროსის , ან ცირკის დირექტორი რომ იყო ( გვარი აღარ მახსოვს) , ან არველაძის , ან კობიაშვილის და იცით რატომ , თვითონაც თავიდან ბოლომდე გასვრილები არიან . თქვენ ეხლა უყურებთ , რომ ხალხი შეყავთ გასაყიდად ნაკრებში , ადრეც მასე იყო და კიდევ ნაკრების მწვრთნელის ხელმოწერაც ჭირდებოდა ტრანსფერის დასრულებას , ხოდა იმდენ ადამიანზე შეგეცვლებათ წარმოდგენა , ვინც ნაკრების მწვრთნელი ყოფილა , ჯობია არ გაიქექოს ეგ ნაგავი . ხოდა იმიტომაც ვზივართ ამ ნაგავში მთელი ერი და იმდენად ღრმად ვართ ჩაფლულები , აღარც იმედი მაქვს როდესმე რამე გვეშველოს ( ნუ კუჭავას იმედის ინდექსის მაჩვენებელი აშკარად სხვაა )
რომა
სამარცხვინოებიიიიიი. როცა იცი სექტემბერში ნაკრებში იქნები გამოძახებული უნდა ითამაშო ესპანეთთან და შენ მაინც მოუმზადებელი ჩამოდიხარ იმას რაუნდა ელაპარაკო? ვილი თუ მწვრთნელობა არიცი კიარ ტეხავს რო თქვა?! წასული როა ყაზაიშვილის თამაში ვერ ხვდები? ან ქვილითაია რო ფეხბურთელი გგონია... ხიზანამ ახალგაზრდულს უთავკაცა ერთი ორჯერ და სრული მარაზმი... ათასი პრობლემაა საიდან დავიწყო არც ვიცი. წიტაიშვილი დასაჯეთ ხო კოსოვოსთან რატო კარგად ითამაშეო ეგ პონტი იყო ალბათ..... კაია კვარა როარ ჩამოვიდა ასეთ ნაკრებში რაგინდა რო ქნა
Martali
აქაც რომ ცენზურაა და ამასაც რომ ვყლაპავთ. კომენტარს დავწერ და საათები არ იდება და ერთიორჯერ ვცადე ფედერაციაზე კარგი და წამებში დაიდო
roma
კომენტატორები მოაშორეთ გთხოვთ. კონსტიტუციით აუკრძალეთ.
roma
სრული მარაზმი და დაცინვა ქართველი ხალხის ტფუი თქვენ უნამუსოებოოო
მანჩო
ქართული ფეხბურთი მკვდარია ! სამაგიეროდ ფეხბურთელების გაყიდვა და მიღებული შემოსავალი ცოცხლობს !
ანდუყაფარი
წიტა,ჩაკვე არ გამოხვიდეთ!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
საქმოსანი
რატომ აგინებთ ფედერაციას? რითი იარსებონ?ყველას ექნება ეროვნულში მოხვედრის შანსი ვინც გადაიხდის თუგინდ ოჯახი ან კლუბი როგორც ბათუმის დინამო იხდის ფეხბურთელების გამოძახებაზე..
ფირუზა
გუგუნებენ ღორები/
ჯიმა
კვეკვესკირს რო არ დაუძახებ და პირობითად სამტრედიის ფეხბურთელს რო ათამაშებ ე მაშინაა კარგად საქმე:(
ვოოტ
თუ წიტაიშვილმა თავად არ განაცხადა უარი თამაშზე, მთლიანი სამწვრთნელო შტაბი და ფედერაცია საბოტაჟის მუხლით არის დასაჭერი... ვინც ამ პეტიციას შეადგენს და მსვლელობას მისცემს, არჩევნებზე ჩვენს ხმებს მიიღებს, მგონი, არც ისე ცოტანი უნდა ვიყოთ...
ამატაკი
მინდოდა დამეწერა, მაგრამ ამ კაცმა ჩემი სათქმელი თქვა ზუსტად! ლამისაა გული გამისკდეს! ეს უსისხლოები, ესენი, ყველა ერთად! ყველა უბედურებასთან ერთად ეს საზიზღარი კომენტატორები, დაბეჩავებული ფეხბურთელები! ეს ხომ დინამო ფარერები არააა თქვე არაკაცებო, ეს ქვეყანაა, თითქოსდა თქვენი ქვეყანა! რას უშვრებით, ასე როგორ მოიძულეთ, რომ ამ საცოდაობაზე ძარღვი არ აგიტოკდებათ?!

რატომ ყლაპავთ კომებს, ფაშისტებო ვისკენ ხართ????????????????????????????/
Master
შეცვლაც არ გააკეთა პირველი ტაიმის 0-3 წაგების მერე.კმაყოფილია ანუ თამაშით?ესენი გვეღადავებიან.ნაკრებია თუ საოჯახო ბიზნესი.რა უბედურებაა ეს.შეგნებულად აკეთებენ რომ განადგურდნენ.
ლევან მაღლაკელიძე
რაღაცა გეშლებათ ბიჭებო, ქუთაისის ტორპედო მალე ლიგას მოიგებსო კაცო და მეტი რაგინდათ? მერე ტორპედოელებით დავაკომპლექტებთ ნაკრებს. ესენი რისი რირსიც არიან მე კი ვიცი, მარა ჩვენ ამათზე მეტი ნახირი ვართ, ამათ რომ ვითმენთ მიტო.

რატომ ჭამს ლ ( რბილი ლ) კობიაშვილი ხალხის ფულს. ეს მართლა ქვეყანაა თუ ყანა. ვინ ხართ თქვე უვარგისებო, პროკურატურა არსებობს საერთოდ, ამ ბოსელში როდემდე ვიცხოვროთ როდემდეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეე ????????????????????????????????????????????
პაატა
ჩემო კეთილო ხალხო რატომ გიკვირთ ასეთ დღეში რომ ვართ?! ყველაფერი გაუვიდათ კობიაშვილს და კალაძეს!!! ბოლომდე სპობენ ფეხბურთს ეს მართლა უვიცი და ფულზე გაგიჟებული უთავმოყვარეო ადამიანები! ფედერაციასთან ფეხურთის ფანებს რომ წაუთაქა იმ ჩმორმა ცქიტიშვილმა აი მაშინ მაინც უნდა მივმხდარიყავით რომ მეტის მოთმენა არ შეიძპებოდა! ხიზანიშვილი არის მწვრთნელი და რას მოველით????? პირადად მე ამათზე ხელი დიდი ხანია ჩავიქნიე, მაგრამ მცირე იმედს მაინც ვიტოვებ რომ ეგება და ფედერაციაში ოდესმე წესიერი და მცოდნე ადამიამები მოვიდნენ! რამდენი ნიჭიერი თაობა უნდა დაიღუპოს რომ გამოვფხიზლდეთ?!როდემდე უნდა ვიყოთ ასე გაფარჩაკებულები?..:
დიმა
ისე კარგია პარალელურად სომხეთი რომ თამაშობს.პატარა შვებაა.
არაპროფესიონალზმის
დონეს დააკვირდით რა!!! წინასამატჩო მოთელვაზე როგორ უნდა დაშავდე?!ლობჟანიძე მყავს მხედველობაში,რომელიც თუ ნაკრებს არ გამოადგება,ერთ ადგილას გაიკეთოს თავისი საკლუბო გოლები!!! ეს ეხებათ სხვა დანარჩენებსაც!!!
kaxi
1 ტაიმის პოზიტივი!)) კომენტატორი!))
გია
არაუშავს ხალხო,სამაგიეროდ რაგბიში შანსს არ ვაძლევთ
S.O.S.
ეგ არაფერი, შვიდამდეა თამაში!!! უთავმოყვარეების ჯგრო !!!
კობი
გული მერევა
მწრთვნელი
ის შეიძლება "ბადახოსში" მოკვდეს!
Gacofebuli
Akver vwer mblokaven sul arvici rato mara zato feisbukshi mogikitxavt federacian fexbiritelianad

ეს სანიოლიც დააქლიავეს, ან წიტაიშვილი ან მიქაუტაძე რატომ არ არიან სასტარტოში. ეს უთავმოყვარეო ნაგვები გაყარეთ ნაკრებიდან. დავითაშვილი რომ ვარგოდეს , სლუცკი სხვას შეტენიდა????????????? ერთი ბებიაჩემი ოლღა არ არის ნაკრებში, დანერჩენები შეუტენიათ უკვე
ბექა
კოშმარი კი არა ლოგიკურია, რა ნაკრები ჩვენ გვყავს რო?! მამარდაშვილმა ვალენსიასთან ერთად ჩემპიონატი და თასი უნდა მოიგოს, რომ ნაკრებში კარში დააყენონ?! თუ დიდხანს მეძინა წუხელ და კვიპროსის ჩემპიონატი

მამაცხონებულებო, სახლში კოსოვოსთან წაგება არ იყო კოშმარი და ესპანეთთან ამ შემადგენლობით ეს ანგარიშია ? რა სრ8ს გასაკვირი, წინასწარ არ იცოდეთ? ხუთამდე თუ ავიდნენ, ლოგიკური იქნება
უნამუსოები
უსისხლოდ და უსირცხვილოდ თამაშობენ, კაშია, ლორია, კანკავა, დროა წავიდნენ ნაკრებიდან, გუნდს ახალი კაპიტანი სჭირდება, მაგალითად მამარდაშვილი
რა გვეშველება?
ასეა, ბიძიკო, თვეობით უმუშევარი მწვრთნელი საქართველოსნაირ წყალწაღებულ ქვეყანაში ფულის საკეთებლად მოდის. რა თქმა უნდა, მასაც და ფედერაციასაც უნდა, რომ ფულის კეთებასთან ერთად შედეგიც დადონ, მაგრამ ეგ საქართველოს კი არა, არგენტინის ფედერაციას არ გამოსდის. რაც შეეხება ბიჭებს, რომლებსაც ყველანი ვატყობთ, რომ ისე არ იბრძვიან, როგორც მარტის თამაშებში - მე პირადად ვერ გავამტყუნებ, რადგან არავისა აქვს სურვილი, ფედერაციის შემოტენილი ხალხის მაგივრად ირბინოს. მჯერა, არ ეზარებათ საქართველოსთვის თავდადება, მაგრამ როცა შენს თვალწინ იჩაგრებიან ახალგაზრდა ბიჭები ვიღაცის ფინანსური ინტერესების გამო, იქ უკვე შეუძლებელია თავდადებული თამაშისთვის განეწყო.
T.q
ბადახოსში კატოკი და ასფალტი თამაშობს!
სტალინი
საძოვარზეა უთავმოყვარეო ნახირი. დაშალეთ მეთქი ფედერაცია, მაგ უვარგისებმა საერთოდ დააქციეს ფეხბურთი
გადასარევი გიორგი
არ დაბლოკოთ იცოდე!!! არ დაბლოკოთ!!! მომცეით საშუალება რაღაც ვთქვა!!! ამ არაკაცებს მართლა გონიათ რომ გაუვათ სულ ეს მარაზმი??? ერთხელაც იქნება ამოასხამს ხალხს და მოვა და თავზე დაგახევთ მაგ ბურთს და თქვენ კონტრაქტებს!!! კობიაშვილს და ვილი სანიოლს და ხიზანიშვილს მივმართავ და ყველა გამყიდველს და მოღალატეს !!!!! თქვე უსირცხვილოებო!!! თქვე არაკაცებო!!! კომენტატორებო თქვე მლიქვნელო ლაჩრებო, ვირთხებო!!! ვეტერანებო თქვე მშიშარა უსირცხვილოებო!! გინდათ Mოსპოთ სულ ხომ ფეხბურთI ყველამ ერთად?? ერთადერთი რაც ახაერბდა ქართველ გულშემაკივარს ის იყო მხოლოდ, რომ ნიჭIს წყალობით კიდევ ხან ფინტს ვაჩვენებდით, ხან რაღაც ლამაზ დრიბლინგს და ესეც რომ მოსპეთ! როგორ ერთი შემქმნელი არ დააყენა, თქვენ მართლა ხომ არ გაჟრიალებთ??? ან რითI აფინანსებთ ამ არაკაცებს ?? ვისი ფულით? ხალხს როგორ არ უწევთ ანგარიშს? თქვე სამარცხვინოებო, ტფუი თქვენი ყველასი !!! ტფუი!!! სამი წლის ბავშVი რომ ხვდება რომ ეს შემადგენლობა ძალით უნდა დააყენო კაცმა მტერი თU ხარ ამ ქვეყნის ან სულ ფეხებზე თU გკიდია ყველაფერი და ესენი კომენტატორები მერე გამოფხიზლდნენ, რომ რატომღაც არ გამოდის არაფერი ??? VIN ხართ , მონღOლებო!!!!! ტფუი თქვენი , ტფუიიიი!!!!

სხვა რამე იყო მოსალოდნელი???
xuta
თავს არ მოიკლავს ქართველი არა!
kaxa
გაიყვანეთ გუნდად წოდებული ნახირი და ჩაშალეთ თამაში, ეს რა სასტავი გამოიყვანა ხიზანიშვილმა. სანიოლი ალბათ ჩემოდანს ალაგებს უკვე, ერთი თქვენიცო.........
ILIA
თავმოყვარე ქვეყანაში ამათ და მათ ბოსებს ისეთ დღეში ჩააგდებდნენ, მტრისას! ჩვენთან კი ყველას ყველაფერი შერჩა და მომავალშიც შერჩება.
საქმოსანი
თუ ვინმეს სურს ათიათასად ეროვნულში გამოვაძახებინებ,დეტალებზე პირადში მომწერეთ
ირაკლი
აღარ უყუროთ და მეტ სიმშვიდეს იგრძნობთ. დამიჯერეთ :(
მამუკა
უბრალოდ უკომენტაროდ
აკრძალული ნივთიერება მუდრიკის ორგანიზმი საქართველოსთან მატჩის წინ მოხვდა - უკრაინელი ჟურნალისტი ფეხბურთელის დისკვალიფიკაციაზე ინფორმაციას ავრცელებს
ისტორიული რეკორდი დამყარებულია - ქართველი ფეხბურთელების ფასი სულ უფრო იზრდება
"გუნდში "ოქროს ბურთის" კანდიდატი ჰყავს და მის ნათქვამს ვერ ვიგებ" - ბიძინა ბარათაშვილი ოლისეს შესახებ სანიოლის განცხადებაზე
ტრაპიზონში საგიჟეთია - სალაჰს 25 ათასი ფანი დახვდა
18-წლამდელები სამხრეთ აფრიკაში ჩავიდნენ
ტყვიის სროლა. დიდი წარმატება ვროცლავში
კვლავ აფრიკაში - ერვე რენარი ნაცნობ ადგილას დასაქმდა
კონტრაქტს ჯერ არ გაუგრძელებენ, მაგრამ რჩება - "ინტერმა" ჩალღანოღლუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
ხანგლძრივი მოლაპარაკებების შემდეგ, "არსენალმა" ბრუნო გიმარაეში შეიძინა
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
20 წ. | საიმონ კიბლი: საქართველომ გამორჩეულად წარმატებული ტურნირი ჩაატარა
ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის მატჩს განსჯიან
[VIDEO] მძიმე მატჩი, შედეგი სასურველი - "იბერია 1999"-ს მომდევნო რაუნდში გასვლის კარგი შანსი აქვს
"ლარნესთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია
ნორვეგიის ნაკრების მეკარე "ლაიფციგში" დაბრუნდა
ოფიციალურად: საბა საზონოვი “ხეტაფეს” ფეხბურთელია
ჩატარდება თუ არა დღეს "ლარნესა" და "იბერიას" მატჩი - ქართულმა გუნდმა ინფორმაცია გაავრცელა
ალისონმა მუნდიალის შემდეგ 5 კვირა დაისვენა და "ლივერპულს" დაუბრუნდა
ნიკა ამაშუკელი სამხრეთ აფრიკაში - ხუთი მატჩი "ოლ ბლექსის" ისტორიულ ტურნეზე
გადადის თუ არა ფერან ტორესი პსჟ-ში?
მამისა და შვილის სხვა განცხადება - ნეიმარი ბრაზილიის ნაკრებში კიდევ ითამაშებს?
"რეალმა" ვინისიუსს წლიურ გასამრჯელოდ 22 მილიონი შესთავაზა - ბრაზილიელი მეტს ითხოვს
"ბარსელონამ" ტერ შტეგენი "აიაქსში" გაუშვა
"ბარსელონა" 15 მილიონად მსოფლიო ჩემპიონის შეძენას აპირებს
[VIDEO] SOS. "ჯვაროსნებს" სიფრთხილე მართებთ - უნგრეთში ციდან მოედანზე კამერები ცვივა
"არგენტინის ნაკრები წარმოადგენდა ამაზრზენი ფენის აგრესიულ ნაწილს" - ესპანელი მწერალი
ბაჰრეინთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] უნაი სიმონმა და იერემი პინომ ერთმანეთს ტუჩებში აკოცეს
ეპოქა დასრულდა - ნეტავ, რას ფიქრობს ბებია სელია ცაში?
[VIDEO] განსხვავებული ტაიმები - საქართველოს ნაკრებმა ბაჰრეინს მოუგო
"მსოფლიოში საუკეთესოა, თუ წელს ოლისე "ოქროს ბურთს" ვერ მოიგებს, მაშინ ამის თქმა შეგვეძლება" - სანიოლი Bild-ს ესაუბრა
სანიოლი: ამიტომ ვითამაშეთ ასე - ამ შეკრებით ძალიან კმაყოფილი ვარ
[PHOTO] ა, კაცი - კუკურელიას დე ლა ფუენტე უკვე ზედ ახატია
კიტეიშვილი: სანაკრებო დონეზე შედეგები მარტივად არ მიიღწევა და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ
უარი საჩუქარზე - იამალმა ჩეჩენი ბლოგერისგან "ბუგატი" არ მიიღო