საქართველოს ნაკრების თავკაცმა რიჩი დიქსონმა და კაპიტანმა ილია ზედგენიძემ პრესკონფერენცია გამართეს
საქართველოს მორაგებთა ნაკრები ახლახან რუმინეთიდან დაბრუნდა, სადაც IRB-ს ერთა თასის გათამაშებაში სამიდან ორი მოიგო და მეორე ადგილი დაიკავა. "ბორჯღალოსნები" ახალ ზელანდიაში გასამართი მსოფლიოს თასისთვის მზადებას 4 ივლისიდან შეუდგებიან. განვლილ ტურნირისა და მომავლის გეგმების შესახებ სასტუმრო "ქორთიარდ მერიოტში" საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა რიჩი დიქსონმა და კაპიტანმა ილია ზედგინიძემ პრეკონფერენცია გამართეს.

რიჩი დიქსონი:

"ბუქარესტში ერთა თასზე სრულიად ახალი გუნდი წავიყვანეთ, რომელიც ჩამოყალიბებულ, ერთად დიდხანს მოასპარეზე გუნდებს ეთამაშა. ცხადია, ამან გარკვეული პრობლემები შეგვიქმნა. პირველი თამაშის წინ მხოლოდ ორი დღე გვქონდა მოსამზადებლად, არადა მეტოქე ძალიან ძლიერი გვყავდა. სამხრეთ აფრიკის "კინგზის" მორაგბეები ორი წელიწადია სულ ერთად ვარჯიშობენ და თამაშობენ.

მეორე მატჩში არგენტინის A ნაკრებთან რადიკალურად განსხვავებული გუნდი ვათამაშე, ვინაიდან ყველა, ოცდაექვსივე მორაგბეს დავპირდით, რომ აუცილებლად მივცემდით თავის გამოჩენის შანსს.

მესამე მატჩი ნამიბიასთან სარეიტონგო იყო, ამიტომ მას ყველაზე დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა. ეს თითოეულ მორაგბეს კარგად ჰქონდა გაცნობიერებული. თავიდან თამაში ცუდად დავიწყეთ. შესვენების შემდეგ კი გუნდმა მობილიზება მოახერხა და მატჩის გადარჩენა შეძლო. მიხარია, რომ ბევრმა ახალმა მოთამაშემ ბუქარესტში თავი კარგად წარმოაჩინა.

ამ ტურნირზე სამი მიზანი გვქონდა დასახული. პირველი, საქმეში გვენახა ახალი მოთამაშეები, მეორე - გვინდოდა გაგვერკვია იმ მორაგბეების მდგომარეობა, ვისაც ნაკრებში სხვადასხვა მიზეზების გამო დიდი ხანია არ უთამშია დაბოლოს, აუცილებლად უნდა მოგვეგო სარეიტინგო მატჩი. სამივე მიზანი მიღწეულია.

მინდა მოკლედ ვთქვა, იმის თაობაზე, თუ რისი გაკეთება შევძელით მას შემდეგ, რაც ნოემბერში ნაკრები ჩავიბარე. გუნდის სამწვრთნელო შტაბი ჩემთვის ისეთივე უცხო იყო, როგორც მორაგბეები. მაშინ ვინმეს, რომ ეთქვა, ახალ ზელანდიაში წასვლაზე პრეტენზია 40 მორაგბეზე მეტს ექნებაო, არ დავიჯერებდი. ამას ძალიან სკეპტიკურად შევხედავდი. ამჟამად კი საქმე ისეა, რომ მსოფლიო თასზე თამაშის შანსი 45 მორაგბეს აქვს.

ეს ფაქტი, ცხადია, ძალიან გვახარებს, თუმცა იმავდროულად დიდი თავსატეხი გაგვიჩინა. 45 მოთამაშიდან 30-ის არჩევა ძალიან რთული საქმეა. მათთან, ვინც მსოფლიოზე ვერ მოხვდება, თუ მუშაობას სწორი მიმართულებით გავაგრძელებთ, მომავალში კვალავ მაღალი მიზნებისთვის ბრძოლას შევძლებთ.

მსოფლიოს თასისთვის მზადებას 4 ივლისს თბილისში დავიწყებთ. ძირითადად ფიზიკური კონდიციების დახვეწაზე ვიმუშავებთ. მერე 18 ივლისს საფრანგეთში გავემგზავრებით და იქ ბურთით ვარჯიშს დავიწყებთ. აგვისტოში რამდენიმე საწვრთნელი თამაში გავქვს დაგეგმილი. ახალ ზელანდიაში ძალიან მძიმე თამაშები გველის და ის 30 მორაგბე, ვინც 3 სექტემბერს თვითმფრინავში ჩაჯდება და ახალ ზელანდიაში გაემგზავრება, ფიზიკურად უმაღლეს დონეზე უნდა იყოს მომზადებული.

ჩვენ უკვე დავიწყეთ, მომავალ მეტოქეებზე დოსიეს შექმნა. არგენტინის, შოტლანდიისა და ინგლისის ნაკრებების თამაშებს კი აგვისტოში უშუალოდ დავესწრები. ეს გუნდები ამ დროს ბრიტანეთში ტესტებს გამართავენ. 2007 წელს ირლანდიასთან ბრწყინვალე თამაშის შემდეგ საქართველოს ნაკრებს უკვე ყველა სერიოზულად აღიქვამს და, გარწმუნებთ, ისინიც სწავლობენ და აანალიზებენ ჩვენ თამაშს. ერთი სიტყვით, ჩვენი გუნდი მსოფლიო რაგბიში უცხო აღარ არის, რაც კიდევ მეტად გვაფიქრებინებს, რომ ახალ ზელანდიაში ურთულესი ბრძოლები გველის."

ილია ზედგინიძე:

"რუმინეთში გამართული ტუნირი ძალიან სასარგებლო გამოდგა. როგორც ახალგაზრდა, ისე ვეტერანი მორაგბეები დიდი ენთუზიაზმით მივუდექით საქმეს და თუ პირველ მატჩს არ ჩავთვლით, სადაც ობიექტური მიზეზების გამო სათანადოდ ვერ ვითამაშეთ, საერთი ჯამში ცუდი შედეგი არ გვიჩვენებია.

ახლა მთავარი ორიენტირი მსოფლიოს თასის გათამაშებაა. ყველანაირად ვეცდებით სათანადოდ მოვემზადოთ. საფრანგეთში ელიტურ, პირველი დივიზიონის გუნდებს, "მონპელიესა" და "ბურგუენს" ვეთამაშებით. სავარაუდოდ, კიდევ გვექნება, რამდენიმე საწვრთნელი შეხვედრა, უფრო დაბალი დივიზიონის გუნდებთან. წინ ძალიან დიდი სამუშაო გვაქვს. ახალ ზელანდიაში ურთულესი თამაშები გვექნება."

საქართველოს ნაკრები

პირველი ხაზი: ჯაბა ბრეგვაძე (არმია), აქვსენტი გიორგაძე, ანტონ ფეიქრიშვილი (ორივე-კასტრი), გიორგი ჟღენტი (მონპელიე), ვასილ კაკოვინი, დავით ხინჩაგიშვილი (ორივე-ბრივი), დავით ქუბრიაშვილი (ტულონი), ბექა შეყლაშვილი (აჟენი), გოდერძი შველიძე (მონპელიე), დავით ზირაქაშვილი (კლერმონი), შალვა მამუკაშვილი (ყოჩები).

მეორე ხაზი: ლევან დათუნაშვილი (ორიაკი), ვახტანგ მაისურაძე (სენ ნაზერი), კონსტანტინე მიქაუტაძე (ტულონი), გიორგი ნემსაძე (მონტობანი), ილია ზედგინიძე (კარკერენი).

მესამე ხაზი: მამუკა გორგოძე, გიორგი ჩხაიძე (ორივე-მონპელიე), დიმიტრი ბასილაია (ობენა), ვიქტორ კოლელიშვილი (კლერმონი), გია ლაბაძე (ლა სეინი), სიმონ მაისურაძე (ვილერბანი), ზვიად მაისურაძე (ლოკომოტივი), შალვა სუთიაშვილი (მასი), ბესო უდესიანი (მაკონი), გივი ბერიშვილი (ლოკომოტივი), ლაშა თავართქილაძე (ფარული).

#9: ირაკლი აბუსერიძე (ოსერი), ბიძინა სამხარაძე (არმია), გიორგი ბეგაძე (ყოჩები), გიორგი კაჭარავა (ლელო)

#10: მერაბ კვირიკაშვილი (სენ ჟუნიენი), ლაშა მალაღურაძე (ბეზიე), ლაშა ხმალაძე (ლელო)

#12-13: რევაზ გიგაური (ფიჟაკი), ირაკლი გიორგაძე (აია), დავით კაჭარავა (ნიცა), ალექსანდრე თოდუა (ლელო), თედო ზიბზიბაძე (პერიგო), გიორგი ჯიმშელაძე (კლერმონი)

#11-14: ბესიკ ხამაშურიძე, ირაკლი ჩხიკვაძე (ორივე-აია), ლექსო გუგავა (ლელო), ირაკლი მაჩხანელი (მაკონი).

#15: მალხაზ ურჯუკაშვილი (გურდო), ბექა ურჯუკაშვილი (ფიჟაკი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

იკა
მთელი საქართველო გულშემატკივრობს ჩვენს მორაგბეებს. გისურვებთ წარმატებებს!!!
დევიდ
წარმატებებს გისურვებთ, ბევრჯერ გაგეხარებინოთ გულშემატკივარი!
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
დაისაჯნენ - უნგრეთის ნაკრები თბილისურ მატჩს თავისი გულშემატკივრის გარეშე გამართავს
[VIDEO] როგორ აღნიშნავს ხვიჩა გოლს, თუ ის უნგრეთის კარს აიღებს - კვარაცხელიამ IShowSpeed-ს პირობა მისცა, სტრიმერი კი საქართველოში მოდის
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა