ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ნამდვილი საგიჟეთი არათუ ბრაზილიაში, არამედ გვინეაში ხდება - სპორტსმენები სასტუმროში გამოიკეტნენ, პრეზიდენტი გადაყენებულია [PHOTO]

ნამდვილი საგიჟეთი არათუ ბრაზილიაში, არამედ გვინეაში ხდება - სპორტსმენები სასტუმროში გამოიკეტნენ, პრეზიდენტი გადაყენებულია [PHOTO]

სანაკრებო პაუზის დროს ნამდვილი ქაოსი არათუ ბრაზილიაში, არამედ გვინეაში მძვინვარებს. ეროვნული გუნდის ფეხბურთელები სამშობლოში რევოლუციის დროს ჩავიდნენ, ქვეყანას კი ვეღარ ტოვებენ... მათ შორის არიან "ლივერპულის" ფეხბურთელი ნაბი კეიტა და პოლ პოგბას ძმა ფლორენტინი.

გვინეაში სამხედროებმა პრეზიდენტი გადააყენეს - ქვეყნის ექსმმართველს კონსტიტუციის შეცვლა აპატიეს, თუმცა ჯარისთვის თანხის შემცირების მოთხოვნა აღარ.

კვირას, 5 სექტემბერს, ჯარისკაცთა ჯგუფმა, პოლკოვნიკ მამადი დუმბუიას მეთაურობით, ეროვნული ტელევიზია აიღო და განცხადება გააკეთა.

"ჯარისკაცების მოვალეობა ქვეყნის დაცვა და უვნებლად შენარჩუნება გახლავთ. ჩვენ ჩვენს ქვეყანაში ძალაუფლების მითვისებას დავასრულებთ. ჩვენ პოლიტიკას ერთ ადამიანს არ მივცემთ, მას ხალხს გადავცემთ, რათა კეთილი სურვილებით იმართოს. შეხედეთ გზებს, შეხედეთ, რას ჰგავს ჩვენი საავადმყოფოები. მხოლოდ მათი დანახვაც საკმარისია იმის მისახვედრად, რომ გამოღვიძების დროა, ეს ჩვენი ვალდებულებაა".

ჯარისკაცები ამ სიტყვებში 83 წლის ყოფილ პრეზიდენტს, ალფა კონდეს გულისხმობდნენ, რომელიც გვინეას 2010 წლიდან მოყოლებული მართავდა. მას ბრალს არჩევნების გაყალბებაში, კორუფციასა და არასწორი პოლიტიკისთვის სდებდნენ - შეგახსენებთ, კონდეს მმართველობის დროს გვინეას მეზობელ სენეგალთან და გვინეა ბისაუსთან დაპირისპირება ჰქონდა, რაც საბოლოოდ, შეიარაღებულ კონფლიქტში გადაიზარდა.

2019 წელს მან კონსტიტუცია შეცვალა, რითაც საკუთარ თავს იმის შესაძლებლობა მისცა, რომ პრეზიდენტად მესამედ არჩეულიყო (აქამდე არჩევა ორჯერადად ხდებოდა). 2020 წლის ნოემბერში, როგორც მოსალოდნელი იყო, ალფამ და მისმა გუნდმა არჩევნები მოიგეს, რამაც ოპოზიციისგან მწვავე პროტესტი გამოიწვია. Aljazeera-ს თქმით, შეტაკებებში ადამიანებიც გარდაიცვალნენ...

გასულ კვირას კონდემ მთავრობას პრეზიდენტის შენახვის ხარჯების გაზრდა და საჯარო მოხელეთა და სამხედრო სამსახურისთვის დაფინანსების შემცირება მოსთხოვა. როგორც ჩანს, სწორედ აქ დაუშვა უპატიებელი შეცდომა. ჯარი იმწამსვე აჯანყდა.

კვირას თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ ამბოხება უკვე დაწყებული იყო, პრეზიდენტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე სროლების ხმა ისმოდა, შემდეგ კი ვიდეო გავრცელდა, სადაც კონდე ჯარისკაცებით გარშემორტყმული ზის, ამბობს, რომ არ უცემიათ, თუმცა შეშინებული კი იყო. მომდევნო ვიდეოში ჯარისკაცებმა განაცხადეს, რომ პრეზიდენტი გადააყენეს.

გვინეის დედაქალაქ კონაკრის რამდენიმე პუნქტში ჟრიამული ატყდა, ზოგან საპასუხოდ შეტაკებები დაიწყო. შედეგად, პოლკოვნიკმა დუმბუიამ "კომენდანტის საათი" შემოიღო, ასევე გამოაცხადა, რომ ქვეყნის კონსტიტუცია დაემხო, საზღვრები კი ერთი კვირით ჩაკეტეს.

ამ ქაოსის დროს ქვეყანაში საფეხბურთო მატჩი იყო დაგეგმილი. მაროკოს ნაკრები სროლის ხმის გაგონებისას სასტუმროდან წავიდა და ქვეყანა დატოვა.

საზღვრების დაკეტვისა და რევოლუციის გამო ფეხბურთი დაზარალდა: გასაგები მიზეზების გამო ორშაბათს ჩანიშნული შეხვედრა (გვინეასა და მაროკოს შორის) დიდი ხნით გადაიდო.

მაროკოს ნაკრები სასტუმროში ჩაიკეტა. მწვრთნელმა ვაჰიდ ხალილოჯიჩმა L'Equipe-ს განუცხადა, რომ სროლის ხმები ყოველდღე მათთან სიახლოვეს ისმოდა.

"ჩვენ სასტუმროში ვართ. აქ ყოველდღე ისვრიან. ველოდებით უფლებას, რომ აეროპორტის მეშვეობით ქვეყანა დავტოვოთ, თუმცა, როგორც ჩანს, აქ ჩავრჩით. თვითმფრინავი ჩვენ გველოდება, თუმცა გაფრენის საშუალებას არ გვაძლევენ. აეროპორტში მისასვლელად დაახლოებით 45 წუთიდან 1 საათამდე გვჭირდება, თუმცა სროლების გამო აქედან უსაფრთხოდ წასვლის გარანტიას არავინ გვაძლევს. ვიმედოვნებთ, მაროკოში გაფრენას მალევე შევძლებთ".

მიუხედავად ქვეყანაში არსებული საშინელი ვითარებისა, ქვეყნიდან მსაჯები და სტუმარი გუნდი გაიყვანეს. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერში ლომის წილი მაროკოს საელჩომ გასწია.

თუმცა ქვეყანაში ჯერ კიდევ ადგილობრივები რჩებიან, მათ შორის, ცნობილი ფეხბურთელები, როგორებიც არიან "ლივერპულის" ნახევარმცველი ნაბი კეიტა, "რომას" ფეხბურთელი ამადო დიავარა და პოლ პოგბას ძმა ფლორენტინ პოგბა.

ბოლოს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ნაბი კეიტამ 13-ადგილიანი კერძო თვითმფრინავი დაიქირავა, რათა თანაგუნდელებთან ერთად ქვეყანა დატოვოს. ფეხბურთელები სასტუმროში რჩებიან, ბორტის წევრები კი კონაკრიში დაჯდომის უფლების შემთხვევაში ჩაფრინდებიან.

მომზადებულია sports-ის მიხედვით

• roma

ნოდო 10 წუთს როგორ ვერ წაიკითხე?

• ავთო

მეგონა მარტო ჩვენთან იცოდნენ შეხვედრების ჩანიშვნა, სხვაგან კი ძველებურად დანიშნული იყო. მაგრამ თურმე ვცდებოდი, გვინეაშიც ჩანიშვნა დაუწყიათ!

• ნოდო

10 წუთი მეგონა ახალი ამბების საიტზე ვიყავი :D

საქართველოს მინიფეხბურთის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ესპანეთს დაუზავდა

დიდი დაბრუნება - ვლადიმირ ვაისი სლოვაკეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელია

ბუნდესლიგის ამომავალი ვარსკვლავი შეიძლება მამარდაშვილის ან კვარაცხელიას თანაგუნდელი გახდეს

ანტმანი: თუ შანსებს ვერ იყენებ, ამით მეტოქე სარგებლობს

ბაჰრეინთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

რობერტსონი "ლივერპულიდან" "ტოტენჰემში" გადავიდა

ვინგსმა ჰიუნდაი დაამარცხა და ფინალში ვსა-ს შეუწყვილდა | რა ხდება ასაკობრივ A ლიგებში?

"მე კი წავედი, მაგრამ მის ადგილას კარგად დავფიქრდებოდი" - კოულმა კალაფიორის "რეალში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა

"შავი ლომი" | "ტოიოტა ჩელენჯს" "აირლინკ პუმასით" ვიწყებთ

კიტეიშვილი: სანაკრებო დონეზე შედეგები მარტივად არ მიიღწევა და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ

ოფიციალურად - "ლივერპული" ირაოლამ ჩაიბარა

U21 | აშშ V საქართველო - მატჩისწინა ვარჯიში ბრანსკოში

არც კოშტა და არც სვილარი - პსჟ იტალიელ მეკარეს დაიმატებს

Le Parisien: პსჟ-მ ბატრაკოვთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო

20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - ესპანეთი

ქალთა ნაკრები ფარერის კუნძულების ეროვნულ გუნდს უმასპინძლებს

"ხვიჩა პირველივე წუთებიდან ითამაშებს... მამარდაშვილს ვურჩევდი, რომ სხვა კლუბში გადავიდეს" - ვილი სანიოლის პრესკონფერენცია

[VIDEO] სოხუმის "ცხუმი" ქართულ ფეხბურთში დაბრუნდა

ვან დერ ვაარტმა მიანიშნა, რომ რუსებმა ევროპირველობაზე დოპინგი მიიღეს

მატჩის დღე! ბაჰრეინთან "მამარდას" გარეშე და "კვარასთან" ერთად

ვლაჰოვიჩი "იუვენტუსს" თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს

"3-4 წლის წინ, არავინ მომისმინა" - "ჩელსის" ყოფილმა ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა

"რეალის" ფეხბურთელობისას რომ ეს მეთქვა, მომკლავდნენ, მაგრამ..." - აზარმა ერთმანეთს მესი და რონალდო შეადარა