გამოცანად რჩება, საქართველოს საფეხბურთო სკოლებში კიდევ როგორ იზრდებიან ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებების მომავალი თაობები
ფედერაციის პრესსამსახურის ცნობით, მალე საფეხბურთო სკოლებს კატეგორიები მიენიჭებათ. ფედერაციაში საფეხბურთო სკოლების ლიცენზირების კომისია შარშან ჩამოაყალიბდა, საკლუბო ლიცენზირების განყოფილებამ კი შეიმუშავა კატეგორიზაციის დებულებები, რომელიც ყველა დაინტერესებულმა მხარემ მოიწონა და დაამტკიცა.

შექმნილმა ქვეკომისიებმა მუშაობა ორი მიმართულებით დაიწყეს: სფფ-ის ექსპერტები და სკოლების ასოციაციები სამართლებრივ, საკადრო, ფინანსურ და ინფრასტრუქტურულ საკითხებზე მუშაობდა, ფეხბურთის სპეციალისტების მონაწილეობით კი სპორტული საკითხების დახვეწა მიმდინარეობდა.

სკოლებთან ურთიერთობა რეგიონული ფედერაციების საშუალებით ხორციელდებოდა, რომელთაც 2011 წლის დასაწყისში რეგიონში არსებული საფეხბურთო სკოლებისთვის გადასაცემი მასალები დაურიგდათ.

ამჟამად ფედერაციასთან სხვადასხვა ფორმით 144 საფეხბურთო სკოლა თანამშრომლობს, თუმცა მოთხოვნილი დოკუმენტაცია მხოლოდ ნაწილმა წარმოადგინა და ისიც დაუხვეწავი სახით.

კომისიის დასკვნა ბავშვთა ფეხბურთში არსებულ მძიმე მდგომარეობაზე მეტყველებს:

"საფეხბურთო სკოლების აბსოლუტურ უმრავლესობაში გამოვლინდა ძალიან მძიმე სურათი. ეს ეხება სპორტულ, ინფრასტრუქტურულ, სამართლებრივ და საკადრო საკითხებს, რომ არაფერი ვთქვათ ფინანსურ მდგომარეობაზე. სკოლების ეფექტური ორგანიზების შემთხვევაში. არსებული ფინანსებითაც უფრო მეტის გაკეთებაა შესაძლებელი.

კომისიას მიაჩნია, რომ, უპირველესად, უნდა მოწესრიგდეს სამართლებრივი საკითხები, კერძოდ, აღიარებენ თუ არა საფეხბურთო სკოლები სფფ-ის იურისდიქციას, რათა შემდგომ სფფ-მ განახორციელოს ფეხბურთის განვითარებასთან დაკავშირებული ქმედებები.

ამ ქმედებებიდან ყველაზე პრიორიტეტულია საბჭოური პერიოდიდან შემორჩენილი არასწორი მოდელის აღმოფხვრა: ზოგადი სპორტული დაწესებულებების განყოფილებების ნაცვლად საფეხბურთო სკოლების ცალკე იურიდიულ პირებად ჩამოყალიბება; ერთი იურიდიული პირის მიერ ცალ-ცალკე დაფუძნებული საფეხბურთო სკოლების და კლუბების გაერთიანება ერთიანი საფეხბურთო პოლიტიკის გასატარებლად, რადგან აბსოლუტურად გაუგებარია, რას უნდა ემსახურებოდეს რეგიონში საფეხბურთო კლუბისგან განცალკევებით ფუნქციონირებადი საფეხბურთო სკოლა, თუ არა ამავე კლუბისთვის კადრების მომზადებას" - წერია ფედერაციის ცნობაში.

კომისიამ საფეხბურთო სკოლების წინასწარი შეფასება დაიწყო და ვარსკვლავის მინიჭების 20 კანდიდატი გამოავლინა:"ოლიმპი", "ოლიმპიკი", თ. სულაქველიძის აკადემია, "ველაჯიოს" საფეხბურთო კომპლექსი - "ავაზა", 35-ე საფეხბურთო სკოლა, "მერანი", "მთვარის გლობუსი", "ნორჩი დინამოელი", "ლოკომოტივი", "ამერი" (ყველა - თბილისი), "ჩიხურას" აკადემია (საჩხერე), თერჯოლის სკოლა, ქუთაისის #94 ფეხბურთის სკოლა, "იმედი", "კოლხიდა", "ბაია" (ზუგდიდი), მარტვილის და ფოთის საფეხბურთო სკოლები, "ადელი" (ბათუმი), "ლუკა" (ბათუმი).

თუმცა კომისიის დასკვნაში მითითებულია, რომ სია საბოლოო არ არის და დასახელებული სკოლები მოთხოვნებს ერთნაირად ვერ აკმაყოფილებენ. სკოლებისთვის ვარსკვლავების დამტკიცების პროცესი გაგრძელდება მეორე ეტაპზეც, სექტემბრიდან 2012 წლის მაისამდე.

შემოწმების შედეგად კანდიდატებს შეიძლება მიენიჭოთ პირველი ან უფრო მაღალი კატეგორიის ვარსკვლავი ან პირიქით - გაუუქმდეთ კანდიდატის სტატუსი და დარჩნენ შეფასების გარეშე.

"გვესმის, რომ სკოლებს არ ულხინთ, მაგრამ ელემენტარული პირობები ყველამ უნდა დააკმაყოფილოს, ჰყავდეთ ლიცენზირებული მწვრთნელები, სტადიონზე აუცილებელია საშხაპეები, გასახდელები. ამავე დროს, აუცილებელია სამედიცინო პუნქტი, ბავშვებს დახმარება დროულად რომ გაუწიონ", - აცხადებს ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი რევაზ არველაძე.

საინტერესოა, რომ ლიცენზირების კანდიდატი სკოლებიდან 10 თბილისშია, ხუთი - იმერეთში, სამი - სამეგრელოში და ორი აჭარაში. ანუ არც ერთი სკოლა არ აკმაყოფილებს მინიმალურ მოთხოვნებს საქართველოს უმეტეს რეგიონში - შიდა და ქვემო ქართლში, გურიაში, კახეთში, რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთში... გუშინ ამ საკითხზე ფედერაციის აღმასკომზეც ილაპარაკეს.

გამოცანად რჩება, ასეთი კატასტროფული მდგომარეობის შემდეგ კიდევ როგორ იზრდებიან ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებების მომავალი თაობები. როდესაც 144 მოქმედი სკოლიდან ლიცენზირების მინიმალურ მოთხოვნებს მხოლოდ 20 აკმაყოფილებს, ამ ვითარებას მართლაც შეეფერება სიტყვა "კატასტროფა".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

luka
ფეხბურთის სკოლები რომ სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებდა ეხლა გაგიგეს? საფეხბურტთო სკოლები ფულის გასაკეტებელი კანტორებადა რომ არის რათუნდა ლაპარაკი იკნებ ფედერასიას მოეფიკრებინა რაგას მოდელი ან ტუნდას გერმანიის მოდელი გადმოეგოთ ბავშთა საფეხბურთო სკოლების შესახებ ან თუნდას ხოლანდიური მოდელი.
ფეხბურთიდან ომამდე: როგორ გადაიქცა შეხვედრა 100-საათიან ომად
ეიზელის ღამე: 39 გარდაცვლილი ქომაგი და ტრაგედია, რომელმაც ფეხბურთი შეცვალა
[VIDEO] მესის 922-ე გოლი და "მაიამის" ფრე "ფილადელფიაში"
კვლავ პრემიერ ლიგაში - ნიკო გონსალესმა "სიტი" დატოვა
15-წლამდე გოგონათა ნაკრები უეფას განვითარების თასზე იასპარეზებს
"მანჩესტერ იუნაიტედი" ახალგაზრდა ნახევარმცველის შეძენასთან ახლოსაა
აქვსენტი გიორგაძე ქართულ რაგბს დაუბრუნდა
"ამაზე საუბარი გვჭირდება" - რა თქვა ფლიკმა ფორვარდის შესაძლო დამატებაზე?
"თუ გაკპოს ტრანსფერი არ გამოვა - მუდრიკი ნიდერლანდელის ალტერნატივად განიხილება
"ბოლომდე ბედნიერი არ ვარ" - ფერან ტორესი დუბლის შემდეგ
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "რენთან" მატჩში?
[VIDEO] პსჟ სეზონს მძიმედ იწყებს - ზედიზედ მეორე მარცხისგან დუბლით დებიუტანტმა ტორესმა იხსნა
კვერნაძის "ფროზინონე" "იუვენტუსთან" დაძაბულ მატჩში დამარცხდა
"რენთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
გენერალური რეპეტიცია შედგა - საქართველოს ნაკრებმა ისრაელი დაამარცხა
[VIDEO] "ლივერპული" "ნიუკასლთან" წაგებას გადაურჩა
[VIDEO] ომი "მეტროპოლიტანოზე". მატჩის MVP მიქაუტაძემ მცველი გააგდებინა და ობლაკს გაუტანა - კაცნაკლულმა "ატლეტიკომ" ფრეს მიაღწია
რა უშლის ხელს ოსიმენის "არსენალში" გადასვლას?
მამუკელაშვილი დონჩიჩის კემპიდან დაბრუნდა - საქართველოს ნაკრები ისრაელთან სრული შემადგენლობით ითამაშებს
[VIDEO] ზივზივაძემ პენალტი ვერ გაიტანა - "ჰაიდენჰაიმი" თასიდან რეგიონული ლიგის გუნდმა გამოაგდო
"მარსელს" სატრანსფერო ფანჯრის დასრულებამდე, მინიმუმ სამი ფეხბურთელი დატოვებს
ნოიერმა არ გამორიცხა - ლეგენდარულმა მეკარემ შესაძლოა, ამ სეზონის მერე კარიერა დაასრულოს
"ეს მისი დანაკარგია" - კურტუა როდრის მიერ "ბარსელონას" არჩევაზე