მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩებში ცუდი გამოსვლის შემდეგ საქართველოს ნაკრები ამხანაგურ შეხვედრას გამართავს და ფეხბურთელები ოქტომბრამდე კლუბებს დაუბრუნდებიან.

ბულგარეთში სტუმრობა ჩვენთვის წარმატებული ნაკლებად ყოფილა (ამ ქვეყნის ნაკრებთან ორჯერ 2:6 დავმარცხდით), თუმცა "ჯვაროსნებმა" და ვილი სანიოლმა ყველაფერი უნდა გააკეთონ, რათა რეაბილიტაცია შეძლონ და შესარჩევი ეტაპის დარჩენილ მატჩებს უკეთესი განწყობით შეხვდნენ.

ესპანეთთან დაპირისპირებაში ფრანგი მთავარი მწვრთნელი ისეთ შემადგენლობას დაეყრდნო, რომ დღევანდელი სასტარტო 11-ეულის პროგნოზირება ურთულესი იქნება. თუმცა უკანასკნელი მატჩების, სანიოლის განცხადებებისა და გარკვეული დაკვირვებით შემადგენლობაზე მსჯელობა მაინც შესაძლებელია.

გიორგი მამარდაშვილი - გიორგი ლორიასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების დროს სანიოლმა ისიც მიანიშნა, რომ წინ სამი მატჩია და შანსი სხვა მეკარესაც მიეცემაო.

ლაზარე კუპატაძემ რუმინეთთან მოგებულ (2:1) ამხანაგურ მატჩში იასპარეზა, ბულგარელთა წინააღმდეგ კი "ვალენსიას" მეკარე გიორგი მამარდაშვილის დებიუტს ველით.

ოთარ კაკაბაძე - უკანასკნელ ოფიციალურ შეხვედრებში ოთარმა ძალიან ცოტა ითამაშა, თუმცა ესპანეთთან ენერგიულად ჩაერთო. სავარაუდოდ, მას დღეს სასტარტოში დაწყების შესაძლებლობა მიეცემა.

დავით ხოჭოლავა - "კოპენჰაგენის" მცველმა წინა მატჩში დაისვენა და ბულგარეთთან ძირითად შემადგენლობაში უნდა ვიხილოთ.

საბა ხვადაგიანი - ფრანგმა სპეციალისტმა თქვა, რომ თამაშის საშუალება ყველას მიეცემა. აქედან გამომდინარე, საკმაოდ დიდია შანსი, გურამ კაშიამ მატჩი გამოტოვოს და სასტარტოში თბილისის "დინამოს" ახალგაზრდა მცველის დებიუტი ვნახოთ.

გურამ გიორბელიძე - დრეზდენის "დინამოს" მცველს ახლა სათამაშო პრაქტიკა და ფორმაში შესვლა ძალიან სჭირდება. გურამმა ამხანაგური შეხვედრა ამისთვის ნაყოფიერად უნდა გამოიყენოს.

გიორგი აბურჯანია - "ჟილ ვისენტეს" ნახევარმცველის მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ყოფნა გვაფიქრებინებს, რომ ის დღესაც ძირითად შემადგენლობაში დაიწყებს.

სანიოლმა აღნიშნა, რომ გიორგი გუნდისთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია.

მურთაზ დაუშვილი - გასულ 2 მატჩში მურთაზ დაუშვილს მოედანზე 1 წამიც არ გაუტარებია და თუკი მთავარი მწვრთნელის ნათქვამით ვიმსჯელებთ, თავის გამოჩენის საშუალება ამხანაგურ შეხვედრაში უნდა მიეცეს. ჯაბა კანკავა, დიდი ალბათობით, დაისვენებს.

უნდა აღინიშნოს, რომ სანდრო ალთუნაშვილი ესპანურ დაპირისპირებაში აქტიურად ჩაერთო და მისთვის მეტი შანსის მიცემა ლოგიკური და სამართლიანიც იქნება.

გიორგი წიტაიშვილი - კოსოვოსთან მშვენიერი დებიუტის შემდეგ გიორგი ესპანელთა წინააღმდეგ, მოულოდნელად, მოედანზე საერთოდ ვერ ვიხილეთ.

წიტაიშვილს თავისი საუკეთესო თვისებების გამოვლენით, ჩვენს თამაშში სიახლისა და ენერგიის შემოტანა შეუძლია.

გიორგი ჩაკვეტაძე - ფრანგი სპეციალისტი ჩაკვეტაძის ფიზიკურ შესაძლებლობებსა და სათამაშო დროს ხშირად ახსენებს, თუმცა ამხანაგურ მატჩში გიორგიმ ძირითად შემადგენლობაში უნდა დაიწყოს! ვინ იცის, იქნებ ეს ფსიქოლოგიურად ძალიან მნიშვნელოვანი გამოდგეს.

გიორგი ესპანელთა წინააღმდეგ საკმაოდ დამაჯერებლად ჩაერთო და თამაშის გამწვავებასაც არ ერიდებოდა.

ზურიკო დავითაშვილი - ზურიკო ბადახოსში კარგი იყო - დაცვასაც ეხმარებოდა და შეტევისთვისაც ყველაფერი გააკეთა. იმ მატჩის შემდეგ კი, ამხელა საკადრო დეფიციტის პირობებში, შანსს იმსახურებს.

დავითაშვილი "ფურია როხასთან" მარჯვენა ფლანგზე მოქმედებდა, ბულგარელებთან კი მისი მარცხნიდან თამაში უფრო რეალურია, მით უმეტეს, თუკი სანიოლი ირაკლი აზაროვს ზედიზედ მესამე შეხვედრაში პირველივე წუთიდან არ დაეყრდნობა.

გიორგი მიქაუტაძე - მიქაუტაძის გასულ შეხვედრებში ძირითად შემადგენლობაში არყოფნა მოულოდნელობა და ამავდროულად, შეცდომაც გამოდგა. ესპანეთის წინააღმდეგ მატჩშიც გამოჩნდა, რომ "ჟორჟი" ყოველთვის მოწადინებულია, რომ მეტოქის კარს შეუტიოს.

20 წლის ფორვარდი სამომავლოდ, ალბათ, სასტარტო 11-ეულის სტაბილურ წევრად ჩამოყალიბდება.

დევკალიონი
გახსოვთ ალბათ ორჯერ 6-2 და 6-2 ბულგარეთისაგან განამწარები ვართ.
თენგო
ჩაკვეტაძემ ნახევარი საათიც რომ შეძლოს ძრითადში უნდა დაიწყოს, თამაში რომ დააყენოს, მოაწესრიგოს იქნებ გოლიც გავიტანოთ ამ პერიოდში. გაკეთებული თამაშის გაფუჭება უფრო ძნელია, ვიდრე მიწასთან გასწორებულის გამოსწორება
კ და კ
მართლა არ ვაპირებ ამათი გულასარევ ყურებას, არ ღირს ამათი ყურება არაფელზე, ესენი არიან ნაყარები და არა ნაკრები, დააააააააახვიონ ამ სამარცხვინოებმა და საერთოდ გააუქმეთ საქართველოს ნაკრები რასაც ქვია.
მიდი გელა!
დაუშვილი საჭირო კაცია
გიორგი
მორიგი მარაზმის მოლოდინში! თამაშის ყურებას აღარ ვაპირებ! საქართველოს ნაკრების თამაშის ყურება კლავს!
QT
დაუშვილის გარდა, კარგი შემადგენლობა, ალბათ ალთუნაშვილი ჯობია. ჩაკვეც ჯერ ერთი ტაიმის კაცია, არ უნდა გადაიტვირთოს ძალიან იგივე რომ არ დავმართოთ. ისე დიდი მადლობა მაგრამ დროა უკვე ნელნელა კაშიამ კანკავამ, ლორიამ, დაუშვილმა სანაკრებო კარიერა დაასრულონ და მოახლოებულ ერთა ლიგას განახლებული და ახალგაზრდული გუნდით შევხვდეთ.
Levani
ბულგარეთიც ჯერ რა არის და იმათი საეეზერვოები იქედან VS ხიზანიშვილის ლöმები აქედან-დიდი ფაფხურის მომსწრე უნდა გავხდეთ ამ საღამოს.სავარაუდოდ იქნება ორი გუნდი ყოველგვარი კომბინაციის და გეგმის გარეშე-ტაქტიკით "შენიანს უპასე". შემადგენლობა იქნება მამარდაშვილი,კაკაბაძე,ხოჭოლავა,ხვადაგიანი,ჯიღაური,გიორბელიძე,დაუშვილი,აბურჯანია,წიტაიშვილი,ზურიკო,ქვილითაია 5-4-1 ქვილითაიას იმით გააპრავებენ ფლანგებიდან ჩაწოდების დროს უფრო ეფექტურიაო (ქვილითაია დაუშვილი და ჯიღაურს აბონემენტი გადახდილო აქვთ 2021 წლის და ხო არ გადააგდებენ
*გიორგი
დაცვაში კაშია კვირკველიას წყვილი უფრო ეფექტური იყო,ხოჭოლავა ძაან უმარილო ფეხბურთელია
თრეველა
რატომ არ თამაშობს ძირითადში მიქაუტაძე? რითი არ სჯობია ქვილითაიას? რატომ არ იყო ესპანეთთან წიტაიშვილი? რატომ არ იყო ძირითადში ჩაკვეტაძე? რატომ არაა ძირითადის მეკარე მამარდაშვილი? ვინ წააგო ესპანეთთან თამაში? ვინ გააკეთა ყაზახეთთან იდიოტობა, ნავალოვსკის მაკრატელამ რომ გადაგვარჩინა? რამდენი შეცდომა აქვს დაშვებული ლორიას ვინ მოსთვლის? ლორია არის საშუალო დონის მეკარე, მამარდაშვილი იქნება სუპერ გოლკიპერი, თუ არ არის უკვე. ცოტაა? ამდენ შეკითხვას უნდა გასცეს პასუხი სანიოლიმ. მანამ ყველას გვჯერა, რომ ნაფტალინიდან ამოყვანილ ფეხბურთელებს გვერდიდან ზეწოლის გარეშე სანიოლი ძირითადში არ დააყენებდა.
საქართველო
ჩაკვეტაძემ მაქსიმუმ ტაიმი ითამაშოს,ვფიქრობ უფრო მეორრ ტაიმში შემოვა, ჯერ 45 წუთი არცერთ თამაშში არ უთამაშია რაც დაბრუნდა,ნელ-ნელა აჩვევენ მოედანს,არ არის მარტივი,ბიჭი ფაქტობრივად ნულიდან იწყებს ფეხბურთის თამაშს,პროფესიონალებში იმაზე მეტი დრო გაუცდა ვიდრე ითამაშა
ზურაბი
დაუშვილი ვინაა?
ზურა222
მაგარი ხარ რააა ! კანკავაზე და კაშიაზე უკეთესი ვინ გვყავს ??
გია
დაუშვილს რა გამოცდა უნდა მისი თამაში შენელებული კადრივითაა, ან აბურჯანიას რა უნდა ნაკრებში, მისი ეფექტურობა მოედანზე არის ნული. (შესაძლოა მომავალში დაიმსახუროს ნაკრებში გამოძახება, მაგრამ ამ ეტაპზე ის სანაკრებო კაცი არ არის), დანარჩენი (სავარაუდო) შემადგენლობა კარგია.
გიორგი
ღმერთმა ჰქნას ასე იყოს. ესპანეთთან გამოყვანილი შემადგენლობა იყო კატასტროფის მთავარი მიზეზი. მაინც წააგებდნენ, რა თქმა უნდა მაგრამ ასე?
iraklibatumi
რაღა დროს დაუშვილის გამოცდის დროა? რამდენი წლის არის? ხო გამოიცადა უკვე ეგ თაობა 9 წლიანი წაგებებით. დაუშვილი,ლორია,კაშია და კანკავა დაწერეთ პატაკი და წადით..მადლობა თქვენ ყველაფრისთვის.
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
დაისაჯნენ - უნგრეთის ნაკრები თბილისურ მატჩს თავისი გულშემატკივრის გარეშე გამართავს
[VIDEO] როგორ აღნიშნავს ხვიჩა გოლს, თუ ის უნგრეთის კარს აიღებს - კვარაცხელიამ IShowSpeed-ს პირობა მისცა, სტრიმერი კი საქართველოში მოდის
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
"დაბრუნდები ისე მაგრად, როგორც დიდ ჩემპიონს ეკუთვნის!" - ნონა გაფრინდაშვილმა ხვიჩა კვარაცხელიას მიმართა
როგორ მოქმედებს SEO ოპტიმიზაცია ბიზნესის განვითარებაზე?
პსჟ კვარაცხელიას შემცვლელის შეძენას გეგმავს
საზონოვი ისევ არ ათამაშეს - "ხეტაფემ" "ლუგანოსთან" 5 გოლი გაუშვა
[VIDEO] გამარჯვებასთან რა ახლოს ვიყავით - "იბერია 1999" "მიალბისთან" ფრეს დასჯერდა
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
"მიალბისთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია
7-კაცა | ევროპულ თამაშებზე ოლიმპიადის საგზურისთვის
გიორგი ცხოვრებაძის ბრწყინვალე მატჩი: "ზაგრებმა" პსჟ-ს სძლია
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...
საქართველო - უნგრეთი | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
დაისაჯნენ - უნგრეთის ნაკრები თბილისურ მატჩს თავისი გულშემატკივრის გარეშე გამართავს
უკრაინისა და საქართველოს მატჩის მასპინძელი სტადიონი შეიცვალა
"საქართველოს დამარცხება შესაძლებელია - უკრაინის ჩამოწერა არ ღირს" - აცხადებს "შახტარის" ყოფილი ფეხბურთელი
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
Geo Team: მამაგეიშვილმა ტერფი მოიტეხა