არადა, ქართველი თავდამსხმელის ტრანსფერის გამოსყიდვაზე კრასნოდარელები ნიჟნინოვგოროდელებს უკვე შეუთანხმდნენ
ნიჟნი ნოვგოროდის ”ვოლგას" პრესსამსახურმა გულშემატკივრები გუშინ გვარიანად დააბნია: დილით დაადასტურეს, რომ შესაძლოა, გუნდის თავდამსხმელი ოთარ მარცვალაძე ”კრასნოდარში" გადავიდეს, მაგრამ სიმართლე ბოლომდე მაინც არ გაამხილეს.

”ეს არის ერთ-ერთი ვარიანტი, საკითხი განხილვის სტადიაშია. თავად ფეხბურთელს ნიჟნი ნოვგოროდში დარჩენა სურს" - ეწერა კლუბის ვებგვერდზე.

შემდეგ ”ვოლგას" პრესსამსახურმა მარცვალაძის გადასვლა საერთოდ უარყო. არადა, მარცვალაძის ტრანსფერის გამოსყიდვაზე კრასნოდარელები ნიჟნინოვგოროდელებს უკვე შეუთანხმდნენ, ფეხბურთელმა კი რუსეთის პრემიერლიგის დებიუტანტ ”კრასნოდართან" უკვე პირადი სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა და საქართველოს ნაკრების მცველის, ალექსანდრე ამისულაშვილის თანაგუნდელი გახდა.

26 ივნისს რუსეთის პრემიერლიგაში შესვენება გამოცხადდება და მარცვალაძის ტრანსფერს სწორედ ამის შემდეგ გამოაცხადებენ, ივლისის დასაწყისში კი ის კრასნოდარელებს ავსტრიულ შეკრებაზე გაჰყვება.

”სპორტ-ექსპრესის" ცნობით, 26 წლის მარცვალაძემ კონტრაქტში არსებული ”ხვრელები" გამოიყენა, ”კრასნოდარმა” კი განსაზღვრული სატრანსფერო თანხა გადაიხადა და ნიჟნინოვგოროდელები იძულებულნი გახდნენ, ქართველი თავდამსხმელი გაეშვათ. არადა, ეს ძალიან არ სურდათ, რადგან წლეულს მარცვალაძემ თავი კარგად წარმოაჩინა.

რუსულ ინტერნეტ-პორტალ ”სპორტს.რუ"-ს შეფასებით, 6.8 სარეიტინგო მაჩვენებლით მარცვალაძე რუსეთის პრემიერლიგის ტოპთავდამსხმელთა ხუთეულში მესამე ადგილზეა, ქულები კი სამატჩო შეფასებების საშუალო არითმეტიკულით იანგარიშება.

მარცვალაძესთან ერთად, ”კრასნოდარში" გამოცდილ ჩეხ ფეხბურთელ მარტინ ირანეკსაც ელიან. ”ბირმინგემიდან" წამოსული 32 წლის ცენტრალური მცველი უკანა ხაზში ალექსანდრე ამისულაშვილს შეუწყვილდება.

სხვათა შორის, სეზონის დაწყებამდე ”კრასნოდარში" გადასვლას სთავაზობდნენ გია გრიგალავას, მაგრამ მან ომარ თეთრაძესთან და მამუკა ჯუღელთან ”ვოლგაში” თამაში ამჯობინა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა