მურთაზ ჩანგელია ”გაგრაში” მიდის, გიორგი სომხიშვილი ფოთში?
ზუგდიდის ”ბაია” უკვე არაერთმა ფეხბურთელმა დატოვა. ირაკლი ქობალია რუსთავის ”მეტალურგში” ვარჯიშობს და ამ კლუბს ევროთასზე დაეხმარება, მერე კი კლუბში დაბრუნებას აპირებს.

ჯერ უცნობია მეკარე გიორგი სომხიშვილის საკითხი - მას ფოთის ”კოლხეთში” იწვევენ, დარჩენას ზუგდიდელებიც სთავაზობენ და არჩევანს მალე გააკეთებს.

აზერბაიჯანში მიიწვიეს 21 წლის თავდამსხმელი ირაკლი ეხვაია, მაგრამ მან ვეტერანთათვის საოცნებო ტრანსფერის გზაზე დადგომა ჯერ ნაადრევად მიიჩნია.

უმაღლეს ლიგაში დაბრუნებულ ”გაგრაში” ვარჯიშობს 18 წლის ნიჭიერი თავდამსხმელი მურთაზ ჩანგელია, რომელიც ჭაბუკთა ლიგებსა და დუბლშემადგენლობებში ”გოლის მანქანა" იყო.

თავად განსაჯეთ: 2009-10 წლების სეზონში ჭაბუკთა ლიგაში 44 გოლი გაიტანა, ”ბაიას” დუბლებშიც ათამაშებდნენ და გუნდს 12 გოლით შეეწია. დასრულებულ სეზონში კი ”ბაიას" დუბლშემადგენლობაში 21 გოლით ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

ჩანგელიამ ”გაგრას” შემადგენლობაშიც მოასწრო თავის გამოჩენა: პირველივე საკონტროლო შეხვედრაში თენგიზ სულაქველიძის აკადემიასთან გაიტანა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
ჯაბა კანკავა თბილისის "დინამოს" დაემშვიდობა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 გაგრა. გეგმა ძაგანიამ ჩაშალა!
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა