ლა ლიგის მეოთხე ტურში „ვალენსიამ“ გასვლაზე „ოსასუნას“ 4:1 სძლია.

მწვრთნელმა ხოსე ბორდალასმა მეკარე გიორგი მამარდაშვილი კვლავ ძირითად შემადგენლობაში დააყენა. მატჩი მასპინძელთა იერიშებით დაიწყო, ჯერ მსაჯმა დანიშნული პენალტი გააუქმა, შემდეგ კი მონკაიოლამ ანგარიში გახსნა. გაშვებულ გოლში ქართველს ბრალი არ მიუძღვის, as-ი და „მუნდო დეპორტივო“ აღნიშნავენ, რომ ბურთის მოგერიება შეუძლებელი იყო. სტუმრებმა შეტევებით უპასუხეს და მაქსი გომესმა სოლერის გადაცემულ ბურთს ერერას კარში მიუჩინა ადგილი. აქედან მოყოლებული თამაში გათანაბრდა, მომენტები ორივე გუნდს ჰქონდა, ხოლო კომპენსირებულ დროში გიორგიმ კიკე გარსიას დარტყმული ბურთი მოიგერია და პირველი ტაიმი 1:1 დასრულდა.

მეორე ტაიმის დასაწყისში გედეშმა დუბლი შეასრულა და „ვალენსია“ 3:1 დაწინაურდა. 63-ე წუთზე ბრაშანაცმა მამარდაშვილს მიერ ხელებში დაფიქსირებული ბურთი "წაართვა" და გაიტანა, მაგრამ მსაჯმა გოლი სამართლიანად არ ჩათვალა. 74-ე წუთზე ალდერეტემ თავურით სადებიუტო გოლი გაიტანა, 1:4 და ყველაფერი დასრულდა.

მამარდაშვილმა პრიმერაზე ოთხივე სასტარტო მატჩი შეუცვლელად ჩაატარა, ორი გოლი გაუშვა, ხოლო „ვალენსია“ 10 ქულით ლიდერია და 19 სექტემბერს „რეალს“ უმასპინძლებს.

პამპლონა. „ელ სადარი“

ოსასუნა - ვალენსია 1:4

გოლები: 1:0 მონკაიოლა (8), მაქსი გომესი (26), 1:2 გედეში (50), 1:3 გედეში (54), 1:4 ალდერეტე (74)

სოსო
სილკ უნივერსალზე იყო რეპორტაჟი.შეგიძლია მაივიდეოზე გადაახვიო და მთლიანს უყურო
სოსო
ნაკრებში დებიუტი ჰქონდა,ლა ლიგაშიც ჯერ ისევ დამწყების რანგშია და დაძაბულობაც ბუნებრივია.ამ დროს ყოველ შეცდომას,კიდევ უფრო დიდი ფასი აქვს და ეს აშკარად ეტყობა,თამაშის დროს.რაც მალე დასძლევს,მით უკეთესი.აშკარაა,რომ სასწავლიც ჯერ კიდევ ძალიან ბევრი აქვს.თუმცა თვითონაც მუყაითი მოსწავლეა და მასწავლებელიც შესანიშნავი ჰყავს.თუ უხეში და საბედისწერო შედეგიანი შეცდომების გარეშე გაიარა ადაპტაციის პერიოდი,მერე გაცილებით გაუადვილდება.იკერ კასილიასი და რინატ დასაევი,19 წლისანი ჩადგნენ ჯერ კლუბების,შემდეგ კი,იმავე წელს ნაკრების კარში და ძალიან დიდხანს,წარმატებითაც იცავდნენ მის ღირსებასთუ კარგად დაიწყებ,მერე იოლდება.ნაკრებში ეს არ გამოუვიდა,მაგრამ არც ეს არის ტრაგედია.მთავარია სწორი დასკვნები და ფსიქოლოგიური წონასწორობის შენარჩუნება.ასე რომ წარმატებები გიორგის.
jango
ბვერი მიხვდება მამარდაშვილის მაგალითზე რომ ნაკრები ზოგჯერ მკვლელიცაა პროფესიული ფეხბურთელის, ალბათ უტიფრობის და გაუტეხელობის დიდი ზღვარი უნდა გქონდეს რომ ნაკრებში გინდოდეს ყოფნა. ერთი საქმეა თანაკლუბელები,მეორე საქმეა პირადულში და ამხანაგურში პასუხისმგებლობისაგან "თავისუფალი" ნაკრების წევრები, რომლებიც ხშირად ვერც კი ხვდებიან თუ რა მოვალეობა აკისრიათ. ამიტომაც სჯობს მამარდაშვილმა მინიმუმ 25 წლის ასაკამდე ნაკრებისაკენ გამოხედვა არც კი იფიქროს.
ფეხბურთი
მამარდაშვილს ძალიან ბევრი აქვს სამუშაო თავის თავზე.

გიორგის დაბალ ბურთებზე თამაში ცოტა გასაუმჯობესებელი აქვს. არც არის გასაკვირი 1.99 სიმაღლის მეკარისთვის ეს იყოს სუსტი წერტილი. ფეხით მოგერიება უნდა ისწავლოს ახლოს მინდვრის სიმაღლეზე გასროლილი ბურთების აუცილებლად. ამ ბურთზე და ნაკრებშიც 2 გოლზე ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა რომ უფრო ძლიერი ბიძგი ჭირდება ნახტომისას - ბოლომდე არ "გაიჭიმა" და სანტიმეტრები დააკლდა. მეკარე არ იყო დამნაშავე არ გამოდგება - სწორედ მასეთი ბურთები უნდა აიღოს 60%-70% რომ ეს შანსი არ გაუშვას და რუსეთში არ მოუწიოს კარიერის გაგრძელება.
ბექა
საქმე დიდად არ ჰქონია ერთი დაურტყეს და კი გაუშვა . შემდეგ ტურში რეალთან გამოჩნდება რისი მაქნისია თუ დააყენეს .
მერაბი
ნაკრებში თამაშმა ფსიქოლოგიურად ცუდად იმოქმედა გიორგიზე, დაძაბული ჩანდა. უნდა შეეჩვიოს, მეკარისთვის მდგრადი ფსიქიკა ისეთივე აუცილებელია, როგორც მაღალი პროფესიული მომზადება.წარმატებები გიოს!
aburjga
თუ შეიძლება მამარდაშვილის მომენტები (ვიდეო) დადეთ!
ika
ის პსჟ-ს ყოფილი ფეხბურთელი თუ აღზრდილი გეტესბი რატო გაუშვეს პსჟ-დან ინფო ხო არ გაქვთ?
ჯეკო
შენ აიღებდი ალბათ
მამუკა
50/50 იყო, შეიძლებოდა მაგ ბურთის აღება, დააგვიანა რეაქცია
სიმართლე
გეთანხმები. ფეხბურთში არა გიშავს, აი გრამატიკაში კი, ოოო
ჯიმა
წარმატებებს გისურვებ! მჯერა, რომ შენ ჩვენი დონნარუმმა იქნები შემდეგი 15 წელი
kako
გვარამაძეს ამ მაგარ ხალხთან ნუ დააყენებ,გვარამაძე თამაშებს ყიდიდს
ჯუჯი
ახლა მთავარია რეალთან როგორ ითამაშებს.
გოგა
ასაკით პატარა, მაგრამ საქართველოს რეალობაში ყველაზე დიდი კარის დარაჯი. მახსოვს გვარამაძე, დევაძე, ტოგონიძე, გრიშიკაშვილი, ლომაია, რევიშვილი, ლორია... არაფერს ვამბობ წინა თაობის მეკარეებზე... ესენი უდიდესი მეკარეები არიან და უფალი მათკენ, მაგრამ მამარდაშვილი სხვა დონეა (თუმცა სხვებასაც იოლად შეეძლოთ)... ვალენსიაა... ლალიგაა და აქ დამთავრდა ყველაფერი... მიდი მიაწექი, შენ შეგიძლია იყო საუკეთესო!!!
Gaguuu
ესეთი ბოღმა ხალხი რა ხართ სულ რო ინაწყლებით და ვითომ რამე გაგეგებათ ან რამე იცით მალადეც ვიცი რისი ღირსსებიც ხართ მარა სადაა სამართალი
დევკალიონი
უცხოურ კლუბებში მოთამაშე ,ფულიანი ფეხბურთელები საქართველოს ნაკრებში თავს არ მოიკლავენ ,ეს არის აქსიომა საქართველოს შემთხვევაში,ასე იყო მთელი 30 წელი , ადგილობრივ ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელებზე უნდა გაკეთდეს აქცენტი და იმ ლეგიონერზე ვისთვისაც ნაკრებში თამაში არის უმაღლესი მოვალეობა.მეც მიკვირს ამას ,რომ ვამბობ მაგრამ ესაა სიმართლე, ბულგარეთის ნაკრებში ლეგიონერები ნაკლებად იყო , ჩემპიონატის დონე ჩვენსავით უვარგისია ,მაგრამ ნახეთ ხო რაც გაგვიკეთეს? და უკვე მერამდენედ?!
რუბინი
ტურისტი ჩაკვეტაძე დღეს მწვრთნელმა მოხსნა განაცხადიდან ზედმეტი წონის გამო,სადღაც ბარში იქნებოდა რკგორც ყოველთვუს

მაგარი ბიჭია და დიდი მეკარეც დადგება, ოდნავ სითამამე და მსოფლიოს კლასია
fff
არ შეიყვანა და კაი ჩიტიც დაიჭირა, მიამყნეს და ქი აგდია ბოლოში.
ირაკლი
ყოჩაღ ბექა! შენ აბსოლიტური სიზუსტით შეგიძლია შეარჩიო მოთამაშის ადგილმდებარეობა, ის მოედნის ცენტრში იმყოფება თუ საჯარიმო ხაზთან, თან იმ დროს, როცა ხელს არავინ უშლის :)
მიხაელ
გიგაშვილი ტამბოვში რომ იყო ცენტრალური მცველი გადასულა კრივოი როგის კრივბასში (უკრაინის პერშა ლიგის [რანგით მეორე] თანალიდერია) და მანდვე არენდით არის დნიპროდან ვაგნერ გონსალვეში (საბურთალო, დინამო ბათუმი) .
ჟორჟ
მიქაუტა შევიდა, 2 ტაიმში.მიდი ჟორჟ
გია
ჩაკვეტაძესთან დაკავშირებით რა ხდება იქნებ დაწეროთ, დღეს განაცხადში საერთოდ არ ყოფილა
რატი
წარმატებები გიორგი!
ტოტტი
ეს სეზონი თუ ძირითადში ჩაამთავრა მომავალ წელს ათჯერ უკეთესი გახდება გამოცდილება რომ შეემატება . ცოტა დაძაბულობა ეტყობა მაგრამ ეგ ჩვეულებრივი მომენტია რადგან ამხელა ნახტომი გააკეთა ასე პატარა ასაკში
beqa q
ცენტრიდან რომ გაუშვა გოლი ეგ რა იყო,მორჩა არ ეღირსება აწი ძირითადს
"შეძლებს ალისონის შეცვლას?" - liverpoolecho-მ მამარდაშვილის ტრანსფერი შეაფასა
"ხვიჩას ძალიან კარგად ვეწყობი, რუსულად და ინგლისურად საუბარი შეგვიძლია" - საფონოვმა პსჟ-ში თავის მეგობრებზე ისაუბრა
დეკემბერში პსჟ-ს საუკეთესო ფეხბურთელად საფონოვი დაასახელეს
თუ ალონსოს გაათავისუფლებენ - "რეალის" ჩაბარების მთავარი კანდიდატი არვალო არბელოაა
"შეძლებს ალისონის შეცვლას?" - liverpoolecho-მ მამარდაშვილის ტრანსფერი შეაფასა
დე ლაურენტისს კონტე ძალიან მოსწონს - ხელფასის გაზრდასა და ახალ კონტრაქტს შესთავაზებს
"კორინთიანსმა" "მილანს" ბრაზილიის ნაკრების მეკარე არ მიჰყიდა
20 წ. | ორი ტესტი მოქმედ ჩემპიონ სამხრეთ აფრიკასთან
ზამთრის სერიებისა და წლის ბოლო 3×3 საკალათბურთო ტურნირის გამარჯვებული არგო გახდა
იმედები ვერ გაამართლა - "ატლეტიკო" სორლოტის გაყიდვას ეცდება
"გიორგი რუსეთის ნაკრებში დაბრუნებაზე ოცნებობს, ამხანაგურ მატჩში მაინც..." - ჯიქიას აგენტი
"პსჟ მადრიდის "რეალის" მცველს სარფიან კონტრაქტს შესთავაზებს" - ესპანური გამოცემა
"მიქაუტაძე "ვილიარეალს" წიტაიშვილის შეძენას ურჩევს, საქმეში სხვა კლუბებიც არიან" - რას წერს ფრანგული გამოცემა ქართველზე?
[VIDEO] რონალდოს ლამაზი საგოლე პასი და ფელიქსის ბრწყინვალე გოლი
დეკემბერში პსჟ-ს საუკეთესო ფეხბურთელად საფონოვი დაასახელეს
"ბაიერნი" "რეალს" და "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელს მხოლოდ სარეკორდო თანხად მიჰყიდის
ფუტსალი | საქართველოს ნაკრები სომხეთთან დამარცხდა
დამძიმებული ფეხებით - ჩაკვეტაძემ "ლესტერთან" მატჩამდე ისაუბრა
"ფრთებგაშლილი ნერესი ფენომენალური "კვარას" დამამძიმებელი აჩრდილისგან გათავისუფლებას ლამობს" - იტალიური მედია
"ბარსელონა" ბოლო წამებზე დამარცხდა - თორნიკეს ისევ არ უთამაშია
"რა კრიზისზე საუბრობთ? მათ ხომ კონტე ჰყავთ" - კაპელომ "ნაპოლიზე" ისაუბრა
ბასტონიმ შესაძლოა, "ინტერი" დატოვოს - იტალიელის გადასაბირებლად ორი გრანდი იბრძვის
ხელფასის შემცირებაზე თანახმაა - ლევანდოვსკის მომდევნო სეზონშიც "ბარსელონაში" თამაში სურს
[VIDEO] 5 ყვითელი და 2 წითელი ბარათი - "ლივერპულმა" "ტოტენჰემი" გაჭირვებით დაამარცხა
ხვიჩა ქუვეითისკენ, ქართველები "ბარსასა" და "ბაიერნის" წინააღმდეგ და მატჩი ახალ წელს
"შეძლებს ალისონის შეცვლას?" - liverpoolecho-მ მამარდაშვილის ტრანსფერი შეაფასა
"ადამიანი, რომელსაც ჩემს ცხოვრებასა და კარიერაზე უდიდესი გავლენა ჰქონდა, აღარ არის" - 64 წლის ასაკში "ვალენსიას" ლეგენდარული მეკარე გარდაიცვალა
[VIDEO] მიქაუტაძის აქტიურობას გოლი მოჰყვა - "ვილიარეალმა" "ვალენსია" სტუმრად დაამარცხა
"ლევანტემ" ქოჩორაშვილის დაბრუნება მოისურვა
Rousing the Kop: ალისონი მიდის, მამარდაშვილი პირველი ნომერი იქნება, თუმცა...
ჩაკვეტაძის "ვალენსიაში" გადასვლა დღითიდღე არარეალური ხდება - როგორ აფასებენ ტრანსფერის შანსებს?
"ვალენსიამ" შეიძლება "რეალის" ყოფილი ვარსკვლავი უფასოდ დაიმატოს
"თამაშობ და იცი, რომ ალისონი დაბრუნდება, მაშინვე სათადარიგოთა სკამზე ხარ" - კელეჰერი "ლივერპულიდან" წასვლაზე
იაროშს "ლივერპულის" პირველი მეკარის სტატუსის მოპოვების იმედი აქვს
"ის უბრალოდ განსაკუთრებულია" - ვალვერდემ მბაპეზე ისაუბრა