ვარიანის კრივის კლუბ ”ჩემპიონის” დარბაზში, 1997-1998 წწ დაბადებულ მოკრივეთა შორის, გიორგი კანდელაკის სახელობის ტურნირი დასრულდა
ვარიანის კრივის კლუბ ”ჩემპიონის” დარბაზში გუშინ დასრულდა მსოფლიოს ჩემპიონის გიორგი კანდელაკის სახელობის ტურნირი კრივში 1997-1998 წწ დაბადებულ მოკრივეთა შორის თბილისის, ქუთაისის, ტყიბულის, საჩხერეს, გარდაბანის, რუსთავის, თელავის, ახალციხის, ახალქალაქის, ერედვის, გორის და ვარიანის კრივის სკოლებისა და კლუბების აღსაზრდელების მონაწილეობით.

საგულისხმოა, რომ ყველა გუნდმა შეძლო საპრიზო ადგილის მოპოვება თუმცა, განსაკუთრებით კარგად გორელმა და ახალქალაქელმა მოკრივეებმა იასპარეზეს.

გაგაცნობთ გამარჯვებულებს: 34 კგ - არსენ ელიზბარიანი (ახალქალაქი), 36 კგ - ბექა ლაზარაშვილი (გორი), 38 კგ - მჰერ მელტონიანი (ახალქალაქი), 39 კგ - ლაშა კობახიძე (გორი), 40 კგ - ნუკრი გამგებელი (ვარიანი), 41,5 კგ - თარაშ კანდელაკი (გორი), 43 კგ - გაგიკ პოზოიანი (ახალქალაქი), 44, 5 კგ - მიხეილ კაზარიანი (ახალქალაქი), 50 კგ - გიორგი დოლიაშვილი (გორი), 52 კგ - ჯოტო თაბოშვილი (ერედვი), 56 კგ - გოჩა გურული (ქუთაისი), 59 კგ - რატი ტლაშაძე (გორი), 62 კგ - გიორგი ხარაბაძე (ქუთაისი), 72 კგ - გიორგი ზურაბიანი (გარდაბანი).

არაოფიციალურ გუნდურ ჩათვლაში უკეთესი შედეგით პირველ ადგილზე გორის კრივის სკოლის გუნდი გავიდა. ”შეჯიბრებამ კარგად ჩაიარა. გაისად უცხოელებსაც მოვიწვევთ” - გვითხრა შეჯიბრების დასრულების შემდეგ ტურნირის მთავარმა ორგანიზატორმა ავთანდილ შოშიაშვილმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

აჩიკო
უკაცრავად, ტლაშაძის სახელი შემეშალა, ლაშას მაგიერ უნდა იყოს რატი.
აჩიკო
გამარჯობათ ბატონო ვასილ. თქვენს სტატიაში შცდომაა. კანდელაკის სახელობის ტურნირზე 59 კგ წონით კატეგორიაში გამარჯვებული არა ლაშა ტლაშაძე, არამედ ნოდარი აბულიძეა. თავდაპირველად მსაჯების შეცდომების(თუ მიკერძოებულობის) გამო გამარჯვება ლაშა ტლაშაძეს მიაკუთვნეს, მაგრამ გაპროტესტების შემდეგ სპეციალურმა კომისიამ იმსჯელა და გამარჯვება ნოდარი აბულიძეს მიეკუთვნა.
"ქართველებო, თქვენი დანაკარგის გამო გისამძიმრებთ" - უკრაინელი უსიკი ილია II-ს გარდაცვალებას გამოეხმაურა
[VIDEO] გურული დაუმარცხებელია - ლაშამ პროფესიონალურ კრივში მესამე გამარჯვება მოიპოვა!
[VIDEO] ჯოშუამ კრივის ღირსება დაიცვა - ენტონიმ ჯეიკ პოლს ყბა მოტეხა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა