ბელგიის თასის პირველ რაუნდში "სერენმა" სტუმრად 3:0 დაამარცხა ქვედალიგური "ლოკერენ-ტემსე" და გათამაშების შემდეგ ეტაპზე გავიდა - ჰეთ-თრიკი საქართველოს ნაკრების 20 წლის თავდამსხმელმა გიორგი მიქაუტაძემ შეასრულა.

მიქაუტაძემ გოლები მე-7, 44-ე და 88-ე წუთებზე გაიტანა.

შეგახსენებთ, გიორგი "მეციდან" "სერენში" იჯარით ახლახან დაბრუნდა, "სტანდარდთან" ჟუპილერ ლიგის მე-7 ტურში მეორე ტაიმში შევიდა შეცვლაზე და ორი კარგი მომენტი ვერ გამოიყენა. უნდა აღინიშნოს, რომ მაშინ მას გუნდთან ერთად მხოლოდ ერთი ვარჯიში ჰქონდა ჩატარებული.

შემდეგ მატჩს "სერენი" ჩემპიონატზე 19 სექტემბერს გასვლაზე "ანტვერპენთან" გამართავს.

გელა
ექსპერტებო და ჟურნალისტებო -ასეთი უნივერსალი თამაშობს ,სერენში,და ევროპა ვერ ამჩნევს ?სად ბელგიის ჩემპიონატი და ნაკრებების შესარჩევი თამაშები.
გადასარევი გიორგი
სანიოლზე იმას ვწერდი კოსოვოს წინ, რომ ყველა მის გადაწყვეტილებას გავიგებ და პატივისცემიტ მოვეკიდები, მხოლოდ მიქაუტაძე რომ არ იყოს ძირითადში ეს იქნება აუხსნელიი თქო და არ დააყენა, ან არ დააყენებინეს, როგორც გინდათ ისე იყოს. სირცხვილია! ამას ქვია ზურგში დანის ჩარტყმა ფეხბურთში, იგივე წიტაიშვილის არ დეყენება კი არა საერთოდ არ გამოყვანა ესპანეთთან. ხვიჩას კორონას ტესტის გახმაურებაზე არაფერს აღარ ვამბობ ზედ მაკედონიასთან თამაშის წინ
zaza
და მაგ ყველგანში რას გულისხმობ ჯიგარო ან თვალებში ზამეკანია კიარ გვა ქ ქომაგს ტიპს ცხრანაირად ქონდა მუხლი შეხოული და ისე თამაშობდა ხო ფაქტია ფაქტებით ვისაუბროთ და არა ზღაპრებით ზღაპრები მოუყევით პატარებს,
თერჯოლელი
ფედერაციავ!დაანებეთ მწვრთნელს ნაკრების ჩამოყალიბება და ხიზანიშვილი მოაშორეთ ნაკრების ხელმძღვანელობას,მე ხიზანიშვილის ნაკრებში კარგი თამაში არ მახსოვს,თუმცა შევეშვათ წარსულს და დღევანდელ დღეს მივხედოთ,დღევანდელი დღე კი გვეუბნება საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია საქმეს თავს ვერ ართმევსო,მარტო ახალი სტადიონების გახსნა,რაც უდავოდ კარგია,საქმეს ვერ უშველის,ეს სტადიონები ჩვენ ძლიერი ნაკრებისთვის გვინდა,ჰოდა ეს ძლიერი ნაკრები არ ჩანს,30 წელია დაკარგულია და როგორც საქმეს ეტყობა დიდხანს ვერ მოძებნიან. გაიგეთ ბატონო ფეხბურთის ფედერაციის ბოსებო რას ვითხოვთ?
11
ამ სამ გოლს შევეშვათ, მანამდე რა მოცემულობაც გვქონდა, ამას რომ არ დააყენებ კოსოვოსთან ძირითადში, ან ფეხბურთის აზრზე არ ხარ და ან სხვა ბნელი ზრახვები გამოძრავებს!!! ჟურნალისტებო, კითხეთ სანიოლს, შემადგენლობას ეგ ასახელებს თუ ხიზანიშვილი.
აბა რა
ეგრე, ყველგან ქართველებს მტრობენ. ე.ი. ოღონდ სარფიანად გაეყიდათ, ტრამვიანს ათამაშებდნენ, ხომ? ეს ბელგიელები ბიზნესის გაგებაში არ არიან.
დ
ხიზანიშვილს ქვილითაია ურჩევნია დაა.... რატომ არ იდგა ძირითადში კოსოვოსთან ეს ბიჭი, რა არგუმენტი აქვს შტაბს, ან ესპანეთთან რატომ არ იყო? რატომ თქვე არაკაცებო, რომ გამოდიხართ და ფეხბურთელებისკენ იშვერთ ხელს, მწვრთნელს არ თხოვთ პასუხს ამისათვის? მაგრამ რა პასუხს მოსთხოვთ, როცა თქვენივე რჩევითაა ყველაფერი გაკეთებული, იმიტომაც იყო ნაკრები ესეთი ინერტული ალბათ, რომ იცოდნენ პროტექციით ათამაშეთ უამრავი უნიჭო და უპერსპექტივო ხალხი, თქვენივე გამორჩენის მიზნით.
zaza
ამას შრომა და გამძლეობა ფრანგებმა ჩაუნერგეს თავისთვის უნდოდათ და მიტო ევროპაში წასვლა პანაცეა არარი ჩაკვეს რაუქნეს ბიჭო ლიშბი სარფიანად გაეყიდათ და ტრამვიანს ათამაშებდენ კიდე ევროპაო კაცი დაფრინავდა ბიჭოო და დაშლილი გამოგვიგზავნეს.მთავარია ახალგაზრდა ფეხბურთელს გაუფრთხილდე როარ გადაწვა რაც გენტმა არ გააკეთა სამაგიეროდ გააკეთა სლუცკიმ და რუბინმა.ან ასე დაუნახავი როგორ უნდა იყო.
ATP 16
სანიოლს რომ ჰკითხო , უთამაშებელი იყო და მაგიტომ არ ათამაშა ! უთამაშებელი კი არა , ქართველი ლობი არ ჰყავს ეტყობა , ქვილითაიასაგან განსხვავებით და მაგიტომ უჭირს ძირითადში მოხვედრა. არადა არც დაფიქრებულა ისე დათანხმდა საქართველოს ნაკრებში თამაშს , ამით კარიერა გაირთულა არაევროკავშირელობის გამო . თუმცა სხვებისგან განსხვავებით ნიჭი და შრომისმოყვარეობა არ აკლია და ერთ დღესაც მჯერა ტოპ კლუბში აუცილებლად ითამაშებს . ძალიან ცოტაა ამ ასაკში თავდამსხმელი რომელიც სულ კარზეა დაგეშილი და დაყენებული დარტყმა აქვს უკვე . წარმატებები გიორგი .
სოსო
წარმატებები გიორგი, იგივე ნაკრებშიც !!
გიოს
დისლაიქზე შემთხვევით დამეჭირა და ბოდიშს ვიხდი.წარმატებები ჟორჟსაც და ჩვენ ნაკრებშიც.
ზაზა
ძალიან მაგარი ბიჭია და წარმატებებს ვუსურევებ იმედი მაქვს რომ ასე გაგრძელებს. ზოგადად ყოველთვის გული მწყდება ხოლმე რომ ამდენი ნიჭიერი ბავშვი გყავს არასწორად გაზრდილი უცოდინარი დილეტანტი მწვრთნელების მიერ ყოველთვის იმას ვამბობ რომ 15-16 17 წლის ნიჭიერი ბავშვები უნდა გავუშვათ ევროპაში აკადემიებში რომ სწორად გაიზარდნონ სწორი ფეხბურთი ისწავლონ და თავისი ნიჭის და პოტენციალის რეალიზება მოახდინონ საქართველოში სამწუხაროდ ამის რესურსი არ არის. იგივე მიქაუტაძე ფრანგული სკოლა აქვს გავლილი პლიუს ნიჭი შრომა მონდომება და შედეგი სახეზეა. ძალიან მწყდება კიდე გული იმაზე რომ ახალგაზრდა ნიჭიერი ბავშვები მიდიან რუსეთში და თურქეთში როცა ევროპაში წასვლის პერსპექტივაც აქვთ
Gia
ესეთი თავდამსხმელი ცოტა მინახავს, სულ დარტყმაზეა მომართული. ფიზიკას რომ მოუმატოს ალბათ ტოპ კლუბში ერთი შანსი დასჭირდება და გაფრინდება. წარმატებები
Zaza
ეს ბიჭი ყველგან გაიტანს, გინდა ბელგიის მეორე ლიგა იყოს, გინდა თასი და გინდა პრემიერლიგა! უზადო ტალანტია და ბრწყინვალე ფორმაშია! როგორ შეიძლებოდა ნაკრებში მისი უთამაშებლობა? აგერ ნახავთ თუ სანიოლი აზრზე მოვოდა და ძირითადში ხვიჩა, ჩაკვე, წიტაიშივილი და ჟორჟი დააყენა იმავე კოსოვოს გასვლაზე გავხევთ და სხვებსაც გავსმწარებთ!
გიო
რაც წინა თამაშებში ვერ გაიტანა ერთად აინაზღაურა დღეს წამრმატებები გიორგი იმედი მაქვს ასე გაგრძელებს
"დანაშაული" და საჯელი? - ლუის ენრიკემ დემბელე დასასვენებლად გაუშვა
გიორგი აბურჯანია კარიერას ინდოეთის ჩემპიონატში გააგრძელებს
"პსჟ-ში ხელშეუხებელი ფეხბურთელი აღარ არსებობს, ენრიკემ მეთოდები გაამკაცრა" - რას წერს ფრანგული პრესა კვარაცხელიასა და დემბელეს შეცვლის შემდეგ
"იუვენტუსმა" პოლონელი მეკარე დაიმატა
ოფიციალურად: სავინიო "ტოტენჰემის" ფეხბურთელია
კიევის "დინამოს" თავდამსხმელი შეიძლება "გალათასარაიში" გადავიდეს
"ბორნმუთმა" "იუვენტუსის" მეკარე ინათხოვრა
კვლავ პრემიერ ლიგაში - ნიკო გონსალესმა "სიტი" დატოვა
არ დაადგა საშველი - ლეაომ არაბებს უარი შეუთვალა და ევროპიდან ახალი მსურველი ჰყავს
მუდრიკი სავარაუდოდ, კარიერას საფრანგეთის ჩემპიონატში განაგრძობს
15-წლამდე გოგონათა ნაკრები უეფას განვითარების თასზე იასპარეზებს
საქართველო - უკრაინა | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
ბუნდესლიგის დაწყების წინ ლოჩოშვილმა თასის მატჩში ტრავმა მიიღო
ფეხბურთიდან ომამდე: როგორ გადაიქცა შეხვედრა 100-საათიან ომად
"ატლეტიკო" ალვარესის გაყიდვას დათანხმდა, მაგრამ ძალიან ძვირად აფასებს
შენგელია პირველი ტიტულისთვის! დუბაი ევროლიგის სუპერთასზე ითამაშებს
"ნიუკასლის" მწვრთნელს მიაჩნია, რომ მსაჯმა "ლივერპულს" პენალტი აჩუქა
ჰიუგოს გმირი "კვარა" - რას მოიტანს კონკურენცია ხვიჩასა და გუნდისთვის
ენეს მაჰმუტოვიჩი ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
ფერან ტორესი: მთლად კმაყოფილი არ ვარ
"მანჩესტერ იუნაიტედი" ახალგაზრდა ნახევარმცველის შეძენასთან ახლოსაა
"მანჩესტერ სიტი" როდრის შემცვლელს 100 მილიონ ევროდ შეიძენს
აქვსენტი გიორგაძე ქართულ რაგბს დაუბრუნდა
გეგმავს "ბარსელონა" მიქაუტაძის შეძენას? - COPE დეკოს სიას ასახელებს
[VIDEO] ომი "მეტროპოლიტანოზე". მატჩის MVP მიქაუტაძემ მცველი გააგდებინა და ობლაკს გაუტანა - კაცნაკლულმა "ატლეტიკომ" ფრეს მიაღწია
როგორ მოვიდა მიქაუტაძე აქამდე და რა სარგებლის მოტანა შეუძლია "ბარსელონასთვის"?
მიქაუტაძის "ვილიარეალმა" კანადის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი დაიმატა
"ვილიარეალმა" "ბარსელონას" მიქაუტაძის ტრანსფერისთვის თანხა დაუსახელა - რამდენად რეალურია ქართველის გადასვლა კატალონიურ გრანდში
ხვიჩას მატჩის დღე! ნაცნობი და ახალი შემტევები - ბევრი ქართველით...