რას არ იზამს ჭეშმარიტი გულშემატკივარი საყვარელი გუნდის მხარდასაჭერად - პოლ ბაიარსი "ბეტისთან" ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის მატჩში "სელტიკის" მხარდასაჭერად გლაზგოდან სევილიაში ჩავიდა, მაგრამ ბილეთი ვერ იშოვა და ამ სიშორეზე ნამგზავრი უკან ისე ხომ არ გაბრუნდებოდა, რომ თამაშისთვის არ ეყურებინა.

ბაიარსმა თადარიგი დაიჭირა, ავტოპარკიდან სტადიონის ტუალეტში გადავიდა და იქ ორი საათი უნიტაზზე იჯდა, რის შემდეგაც "ბენიტო ვილიამარინზე" შევიდა და "სელტიკს" უქომაგა, რომელიც 3:4 დამარცხდა.

ამ ამბის დასტურად მან ეს სურათები "ტვიტერზე" გამოაქვეყნა.

დინამოს ფანი
მეც ასე ვიქცევი ხოლმე დინამოს თამაშებზე, მაგრამ იმ განსხვავებით, რომ ტუალეტიდან თამაშის დროსაც არ გამოვდივარ, ზუსტად ვიცი რა შედეგითაც დამთავრდება და გულს ვუფრთხილდები.
სოსო
ეეჰ,როგორ გეტყობა,რომ საქართველოში დიდ ფეხბურთს მოსწრებული არა ხარ.ბილეთი არ ჰქონდა. სტადიონზე ადრევე შევიდა და ტუალეტში დაიმალა.თამაში რომ დაიწყო და სტადიონის შემოსასვლელები დაკეტეს,გამოვიდა ტუალეტიდან და თამაშს უყურა.ყველა ადგილზე არ გაიყიდა ბილეთები და თავისუფალი ადგილებიც იყო.დინამოს სტადიონზე 75 000 ადგილი იყო და როცა სწერენ,თამაშს80 000,ან 100 000 მაყურებელი დაესწროვო,გგონია ყველას ბილეთები ჰქონდა?კიბეებზე და ყველა თავისუფალ ადგილზე,ერთმანეთზე ვისხედით,მაგრამ კაცი არ გეტყოდა მაშინ,წადი,ეს ადგილი ჩემიაო.გულშემატკივრები ერთმანეთს ყველა ვუფრთხილდებოდით და მილიციელებისაგანაც შეძლებისდაგვარად ვიცავდით.ბილეთი რომ ვერ ვიშოვე,ბილეთი გადავხატე,2 ცალი და ისე შევედი სტადიონზე.ერთხელ სტადიონის ტერიტორიაზე შემამოწმეს მილიციელებმა და გარეთ გამაგდეს,მაგრამ მეორე ბილეთით მაინც შევაღწიე და ჰამბურგთან თამაშს,ზედა და ქვედა იარუსებს შორის სივრცეში,ჩემს წინ ჩაცუცქული უბილეთოს თავზე წამოყუდებულმა ვუყურე.ძალიან დაბალია და მეც მთელი თამაში წელში მოღუნულმა ვუყურე,კინაღამ წელში გადავწყდი.გოლი რომ გავიტანეთ და ჩემ წინ ჩაცუცქული წამოხტა,თავი ჩემს მაღლა ცემენტს ვკარი თავი,მაგრამ მაგას ვინღა ჩიოდა.ეეჰ,ნეტავი მოგვეგო ის თამაში.რაც საკუთარი თვალით მინახია,ეს ყველაზე მაგარი თამაში იყო.ლივერპულთან, სამწუხაროდ არაფერი გამომივიდა,ქალაქში არ ვიყავი და ვერც ჩასვლა მომიხერხდებოდა.ეეჰ,მაშინ დინამო ფეხბურთს თამაშობდა.კარგი დრო იყო.
ლუკა
ამ საწყალს დაფასებოდა მაინც, უნიტაზე ჯდომა?
ნოდო
ვინმემ თუ გაიგეთ იქნებ მითხრათ თუ ვერ იშოვა ბილეთი როგორ შევიდა სტადიონზე და უყურა მატჩშს ტრიბუნიდან ან ტუალეტში რატო იჯდა 2 საათი და მერე რატო გადავიდა სტადიონზე რომლის ვილეთიც ვერ იშოვა :D
"ბეშიქთაშისა" და "ჰაპოელის" მატჩი ბათუმში ჩატარდება
სალაჰმა "ფერენცვაროშთან" განადგურების შემდეგ ოპტიმისტური კომენტარი გააკეთა
ევროპა ლიგის წილისყრა - კიტეიშვილის და მამაგეიშვილის მეტოქეები ცნობილია
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ლანსმა" ჩემპიონთა ლიგაზე 1:9 მარცხის შემდეგ, კიდევ ერთი შეხვედრა წააგო და მწვრთნელი ამის შემდეგ გაათავისუფლა
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
"იბერია 1999"-დან წასვლის შემდეგ, ანდრეი დემჩენკო ყოფილ გუნდში დაბრუნდა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
მიმდინარე სეზონში მეორედ - “სელტიკმა” მწვრთნელად ო’ნილი დააბრუნა
ბრენდან როჯერსმა "სელტიკის" მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა
[VIDEO] "რეალის" 100%-იანი შედეგი, "არსენალის" მორიგი გამარჯვება და "კომოს" 9:1 "ლანსთან"
კიტეიშვილის "შტურმი" ოთხი გამარჯვების შემდეგ "სელტიკთან" დამარცხდა
[VIDEO] ჯერ საუცხოო გოლი გაიტანა, მერე თანაგუნდელის გამო იჩხუბა - იამალის ბენეფისი და "ბარსელონას" მორიგი გამარჯვება
"სელტიკმა" "ბრაიტონისგან" ინგლისის ნაკრების მეკარე ინათხოვრა
"სელტიკმა" შესაძლოა, მთავარი მწვრთნელი დანიშვნიდან 2 კვირაში მოხსნას
[VIDEO] "რეალმა" "რომას" თამაში 1:3-დან 7 წუთში შემოუტრიალა - "ასტონ ვილამ" "ფენერბაჰჩე" გააბითურა
შმეიხელმა 39 წლის ასაკში საფეხბურთო კარიერა დაასრულა
საზონოვი სათადარიგო იყო - "ხეტაფე" "ბეტისთან" დამარცხდა
[VIDEO] "არსენალმა" "ბაიერნთან" ფრეს მიაღწია - "რეალმა", "ასტონ ვილამ" და "ბეტისმა" მორიგი გამარჯვებები მოიპოვეს
შვილის ფეხზე დასაყენებლად დედა "ბეტისში" დამლაგებლად მუშაობდა - ფაბიან რუისმა დედის როლზე ისაუბრა