თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ შოთა არველაძე საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებისთვის კარგი მწვრთნელი იქნებოდა. ამის შესახებ კახა კალაძემ შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა და აღნიშნა, რომ არველაძის უარი მისთვის გაუგებარი იყო.

"რაც შეეხება კობიაშვილისა და არველაძის შეპასუხებებს ერთმანეთთან, რა თქმა უნდა, ყველა ადამიანს აქვს თავისი მოსაზრების გამოთქმის შესაძლებლობა. ძალიან გამიხარდებოდა, თუ შოთა არველაძე ეროვნული ნაკრების მწვრთნელი იქნებოდა. როგორც ვიცი, ამასთან დაკავშირებით, რამდენჯერმე შეთავაზებაც იყო, თუმცა მან უარი განაცხადა, რაც ძალიან სამწუხაროა, რადგან თუ რაიმე გვაქვს ჩვენ და წარმატებას მივაღწიეთ, ეს წარმატება ვის უნდა მოვახმაროთ, თუ არა ჩვენს ქვეყანას, ფეხბურთს, სპორტს, ეროვნულ ნაკრებს?! გულწრფელად გეტყვით, ცოტა გაუგებარი იყო მისი უარი ჩემთვის, რადგან მგონია, რომ ის ეროვნული ნაკრებისთვის ძალიან კარგი მწვრთნელი იქნებოდა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

რაც შეეხება ფეხბურთის ფედერაციასა და ეროვნულ ნაკრებს, თბილისის მერი აცხადებს, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ინფრასტრუქტურის განვითარებას განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს.

„ძალიან სამწუხარო იყო ის მარცხები, რაც ვნახეთ, თუმცა ასევე, ძალიან სასიამოვნო იყო ის შესაძლებლობები, რაც ეროვნულ ნაკრებს ჰქონდა, რომ ევროპაზე მოხვედრილიყო. ძალიან წარმატებული საფეხბურთო თამაშები ჩაატარეს, მაგრამ ფეხბურთში ყოველთვის არის აღმავლობა და დაღმავლობა. ძალიან სამწუხაროა ეს. რაც შეეხება ფეხბურთის ფედერაციას, ძალიან მომწონს, რასაც ფედერაცია აკეთებს. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ინფრასტრუქტურის განვითარებას, რომლის ყველაზე დიდი ნაკლებობაა დღეს ქართულ ფეხბურთში და ეს, რა თქმა უნდა, მომდევნო წლების განმავლობაში შედეგს გამოიღებს იმ თვალსაზრისით, რომ ფეხბურთით ბევრი ახალგაზრდა ინტერესდება. მათ ეძლევათ შესაძლებლობა, ითამაშონ ისეთ მოედნებზე, როგორიც ევროპულ, განვითარებულ ქვეყნებშია. ყველა შემთხვევაში, ეს ძალიან კარგ და დიდ შედეგს მოიტანს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისის მერი მიიჩნევს, რომ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს წარმატებისთვის ბევრი კარგი და ძლიერი ფეხბურთელი სჭირდება.

„გვჭირდება ძლიერი, ბევრი წარმატებული ფეხბურთელი, რომლებიც იმ თამაშის ჩვენებას შეძლებენ, რომელიც ეროვნულ ნაკრებს სჭირდება იმისთვის, რომ წარმატებებს მივაღწიოთ", – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

წყარო: პირველი არხი

giorgi
ეს მე მგონია სხვა ქვეყანაში ცხოვრობს და სხვა ქვეყანაზე ლაპარაკობს.
დიმა
თუ გვინდა ფეხბურთი გადარჩეს კალაძე ფედერაციაში. ქალაქი იაგოს ჩავაბაროთ გაზონებში ყაყაჩოს დათესა ვს აბა თქვენ იცით დაბლოკეთ.
მე ქართველი ვარ.
კალაძე შენ ისე გაინტეფესებს ქართული ფეხბურთი როგორც პუტინს,პესკოვს და ალიევს. შენი პრეტენზიები ეხება ერთს მხოლოდ,რატომ არ და ვერ შეუერთდა არველაძე ოცნების ხროვას. თორემ ეროვნულ ნაკრებს არველაძე კიარა ზიდანი ვერ უშველის.
eeeeex
ყრილობის დელეგატები რომ დაუპატიმრეს არველაძეს ის ხო გაიგო.
მარი გურგენიძე
კალა, არველაძე შენნაირი ხამი გოიმი არ არის.. რაც ფედერაციაში ხდება იცის და თავს არ გაიბინძურებს თქვენსავეთ. კობიაშვილი და კალა..სამარცხვინოები
გიორგი
მწვრთნელობა არ არის მედალი, ჩამოიკიდო და იარო. ნაკრებში თუ მოდიხარ, უნდა გქონდეს შინაგანი რწმენა რომ შედეგს დადებ. თუ არ გაქვს ასეთი რწმენა, რომ სუბიექტური თუ ობიექტური მიზეზების გამო შედეგს ვერ მიაღწევ, რა თქმა უნდა არ უნდა წახვიდე ნაკრების თავკაცად. ხოდა არ ჰქონდა მოლოდინი/რწმენა/იმედი (ვისაც რა გინდათ ის დაუძახეთ) შოთას რომ შედეგს დადებდა და უარი თქვა. სწორადაც მოიქცა.
ალექსა
ბენდუქ, შენი აზრით ტრენერშია პრობლემა?
dato
არველაძეებიც რო მაგარი შებერტყილები არიან ხო იცით საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებიარის მწვრთნელთა სასაფლაო ასე რომ .
ბენდუქა
შესთავაზეს კაცს და მიეხედა ნაკრებისთვის, სხვისკენ ხელის გაშვერა ყველამ კარგად იცით და საქმის გაკეთება რატომღაც არავის უნდა.
gio
თვითონ რა უნდოდა ენერგეტიკაში, წასულიყო ფედერაციაში ან მწვრთნელი ყოფილიყო. შოთამ იცის რაც ხდება ფედერაციაში და იმიტომაც თქვა უარი.
კახა ქ.
მე რომ შოთას ადგილას ვიყო,მეც არ დავთანხმდებოდი.და ღვითონ რატომ არ წავიდა ფეხბურთში და და ეატო წავიდა ენერგეტიკაში.რა ფეხბურთზე დიდი გამოცდილება ქონდა მაქ სფეროში.არ მიყვარს ეს ორმაგი სტანდარტები და მომკალი.იცოდა რასთანაც ექნებოდა საქმე და იმიტომ.სხვისთვის როგორ ყველას ტვინი გადასდის
კაკოს
მიდი და კითხე მერე რატომ ყავს ნოღაიდელი?!! ჩემი დაწერილი რა არ მოგეწონა?!
რა გეშველებათ
სირცხვილ_ნამუსი კარგა ხანია დაკარგეთ შენც და კობიაშვილმა, რა ინფრასტრუქტურაზე საუბრობ ფული ვერ დავხარჯე და ბიუჯეტში დავაბრუნეო კობიაშვილმა და თბილისის იქეთ არ იხედებით, ხალხი დებილი გგონიათ, მე გეტყვით რა არის გასაკეთებელი თქვენ თუ ვერ ხვდებით... ფუთქვენი
ანტა
ამას რომ კითხულობ სულ ცოტა საფეხბურთო აკადემია მაინც ნდა ჰქონდეს შექმნილი რით დაეხმარა ქართულ ბეხბურთს? ამიხსენით
ირაკლი
ბოდიშს ვიხდი გიორგისთან და საზოგადოებასთან, მისი გვარის არასწორად წამოთქმისას... - ჭიაბრიშვილი
ირაკლი
ფეხბურთი სიგიჟემდე მიყვარს და არც ჩასაფრებულის პოზიციიდან ვწერ... ბევრმა თქვენგანმა უყურა დღეს ხვიჩას თამაშს. ერთადერთხელ მოუწია მარჯვენა ფლანგზე გადასვლა და ისე ზანტად, ისე უსიცოცხლოდ ბრუნდებოდს თავის პოზიციაზე, რომ... მე არ ვიხდი მასში ფულს, მაგრამ ვინც უნდა გადაიხადოს, ის ხომ ჩემზე მეტად აკვირდება დეტალებს... თუნდაც წუხანდელი რეალი რომ ავიღოთ.- ვერცხლის წყალი იყო მთელი გუნდი, გაშვებული ბურთის შემდეგ... არ გაჩერდნენ და შედეგუც დადეს. სეირნობით არ გამოვა ჩვენო ხვიჩა, ჩვენო ჯანო, ჩვენო გიო და ჩვენო ბიჭებო... რატომ გიკვირს კახი? - შენ და შოთამ გულგრილი მიდგომით მიაღწიეთ წამატებას, თუ თავი გადაიკალით, სასურველი შედეგისთვის რომ მიგეღწიათ და თქვენი სიტყვა გეთქვათ ფეხბურთში?!-წამით არ ვამტყუნებ არველაძეს, როცა უარს ამბობს უსისხლო და უჯიგრო (ყველას არ ვგულისხმობ) მოთამაშეების მესაჭედ უოფნას. - მენტალურად გვაქვს პრობლემა. განათლებაში გვაქვს პრობლემა. ბევრი ნიუანსი გვაქვს გამოსასწორებელი, მაგრამ პატრიოტიზმზეც თუ მიდგებოდა საქმე იმათთან, ვინც საქართველოს სახელით იბრძვის, როგორც ჭიაბერაშვილმა თქვა, აქ უკვე სიტყვები აღარ მეყოფა... - მადლობა ჭიაბერაშვილს, გულახდილობისთვის
გიო
მოდი შენ თვითონ გახდი ნაკრების მთავარი მწვრთნელი, შენნაირ ქალაქის მერს ყველგან იპოვიან და იმ საფეხბურთო გამოცდილების კაცს რაც შენ გაქვს ქართველებს შორის ვერ იპოვი, წლებია მილანში თამაშობდი, მსოფლიოს ერთ ერთ საუკეთესო მწვრთნელთან ანჩელოტისთან, თუ ასე ძაან გაწუხებს ნაკრების ბედი არველაძესთან რაგინდა მიდი თქვი ქალაქის მერობა არაა ჩემი საქმე წავედი იქ რასაც მთელი ცხოვრება ვაკეთებდი და არც თუ ურიგოთო და გადადი ნაკრების მწვრთნელად. არა?? მერე ტენდერებიდან წილებს ვინ მომცემსო??? მშენებლობის ნებართვებისგან წილებს ვინ მომცემსო??
dinamo
იმდენი შენ რა გითხარი რაც ქვეყნის ან ნაკრების აღმავლობა გადარდებდეს უბრალოდ ფედერაციაში მოკალათებული შენი კლანისთვის განტევების ვაცს ეძებთ, არველაძეზე გინდათ ხელის შეწმენდა და იმიტომ ამუნათებთ მწვრთნელობას დათანხმდიო
ალექსა
ბანძად ეიაზვება კალაძე არველაძეს :))
კაკო
ბარემ ისიც გეკითხა, ბიზნესპარტნიორად ენერგეტიკაში ნოღაიდელი რატომ ყავს?!
maxa.
არა დაღმავლობა ქე ვიციცი რაცაა მარა, აღმავლობა სად ნახე თუ კაცი ხარ და, არ დამიმალო რა.
კახა
რადგან თუ რაიმე გვაქვს ჩვენ და წარმატებას მივაღწიეთ, ეს წარმატება ვის უნდა მოვახმაროთ, თუ არა ჩვენს ქვეყანას, ფეხბურთს, სპორტს, ეროვნულ ნაკრებს?! და შენ რატომ წახვედი პოლიტიკაში და ენერგეტიკის მინისტრად!!!
foodboll
შოთი დათახმდი რა, გვინდა რომ სენ იყო ეროვნული ნაკრების მწვრთნელი, აღმასვლა შენით უნდა დაიწყოს ქართულ ფეხბურთში
ფეხბურთიდან ომამდე: როგორ გადაიქცა შეხვედრა 100-საათიან ომად
ეიზელის ღამე: 39 გარდაცვლილი ქომაგი და ტრაგედია, რომელმაც ფეხბურთი შეცვალა
[VIDEO] მესის 922-ე გოლი და "მაიამის" ფრე "ფილადელფიაში"
"იუვენტუსმა" პოლონელი მეკარე დაიმატა
ოფიციალურად: სავინიო "ტოტენჰემის" ფეხბურთელია
კიევის "დინამოს" თავდამსხმელი შეიძლება "გალათასარაიში" გადავიდეს
"ბორნმუთმა" "იუვენტუსის" მეკარე ინათხოვრა
კვლავ პრემიერ ლიგაში - ნიკო გონსალესმა "სიტი" დატოვა
არ დაადგა საშველი - ლეაომ არაბებს უარი შეუთვალა და ევროპიდან ახალი მსურველი ჰყავს
მუდრიკი სავარაუდოდ, კარიერას საფრანგეთის ჩემპიონატში განაგრძობს
15-წლამდე გოგონათა ნაკრები უეფას განვითარების თასზე იასპარეზებს
საქართველო - უკრაინა | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
ბუნდესლიგის დაწყების წინ ლოჩოშვილმა თასის მატჩში ტრავმა მიიღო
ფეხბურთიდან ომამდე: როგორ გადაიქცა შეხვედრა 100-საათიან ომად
"ატლეტიკო" ალვარესის გაყიდვას დათანხმდა, მაგრამ ძალიან ძვირად აფასებს
შენგელია პირველი ტიტულისთვის! დუბაი ევროლიგის სუპერთასზე ითამაშებს
"ნიუკასლის" მწვრთნელს მიაჩნია, რომ მსაჯმა "ლივერპულს" პენალტი აჩუქა
ჰიუგოს გმირი "კვარა" - რას მოიტანს კონკურენცია ხვიჩასა და გუნდისთვის
ენეს მაჰმუტოვიჩი ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
ფერან ტორესი: მთლად კმაყოფილი არ ვარ
"მანჩესტერ იუნაიტედი" ახალგაზრდა ნახევარმცველის შეძენასთან ახლოსაა
"მანჩესტერ სიტი" როდრის შემცვლელს 100 მილიონ ევროდ შეიძენს
აქვსენტი გიორგაძე ქართულ რაგბს დაუბრუნდა
კვლავ ფორმაშია! - შოთა არველაძემ მადრიდის "რეალს" გაუტანა [VIDEO]
[VIDEO] "მხითარიანი კვარაცხელიაზე უკეთესი ფეხბურთელია" - რა რეაქცია ჰქონდა კალაძეს სომხური წარმოშობის რუსი ჟურნალისტის ამ ნათქვამზე
[VIDEO] "ხვიჩაზე ერთ საიდუმლოს გაგიმხელთ..." - კალაძემ კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა
შოთა არველაძე "ქასიმფაშას" აღარ გაწვრთნის
"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ
"ჩემთვის პასუხი აშკარაა" - კვარაცხელია სჯობს თუ კალაძე... ცნობილმა მწვრთნელმა არჩევანი გააკეთა
"ქასიმფაშას" მწვრთნელად არველაძის ნაცვლად ემრე ბეროზოღლუ დანიშნეს
"გულიაშვილის შეძენა ლეგენდარულმა ქართველმა ფეხბურთელმა შესთავაზა" - გიორგი ახალ გუნდში გადასვლას უახლოვდება
ხვიჩა კვარაცხელიას, კახა კალაძესა და ზაზა ფაჩულიას წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე წარადგენენ
[VIDEO] თბილისში მყოფი ილია თოფურია კახა კალაძეს და გიორგი ქინქლაძეს შეხვდა
"გიოს და "კვარას "ვუსურვებ, რომ ნაკრებში, გოლების რეკორდი წელსვე გააუმჯობესონ" - შოთა არველაძე
თურქულ კლუბთან შეთანხმება შედგა - არველაძე სამწვრთნელო საქმიანობას უბრუნდება