ესპანური Marca "ვალენსიას" ქართველ მეკარეზე, გიორგი მამარდაშვილზე წერს:

"გიორგი მამარდაშვილი "ვალენსიას" ძირითად მეკარედ ჩამოყალიბდა, თუმცა ის სულ რაღაც 20 წლისაა, როგორც ფეხბურთელი ამბობს, მას თამაში ელიტაში უწევს. ქართველი მეკარე "ღამურების" შემადგენლობაში მესამე კიპერად ჩავიდა, დღეს კი გუნდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რგოლია, ის თითოეულ თავის მოქმედებას ფანქრის მეშვეობით ზომავს. ესპანურ გუნდში კარის მცველს შესანიშნავი პირობები აქვს, თუმცა გასაძლიერებლად შეცდომები და არაკომფორტული შემთხვევები უნდა გაიაროს, რათა დრო და დრო პროგრესირდეს და მაღალი დონის მეკარედ ჩამოყალიბდეს. და ეს მოხდა...

მამარდაშვილმა გუნდის მთავარი მწვრთნელის, ხოსე ბორდალასის ნდობა მოიპოვა, ფურორი კი ძირითად თერთმეტეულში ადგილის დამკვიდრება გახლდათ, რადგან თითქმის არსაიდან ქართველი კიპერი ესპანური გრანდისთვის მნიშვნელოვანი ფიგურა გახდა. ახალგაზრდა სხვადასხვა გამორჩეულ მომენტს გვთავაზობს, რომელიც მომავალში მის კარიერაზე დიდ ზეგავლენას იქონიებს, თითოეული შეცდომა კი დიდი კრიტიკის საფასურად უჯდება, ქართველი ამით ნერვიულობს, შეცდომისგან კი არავინაა დაზღვეული, თანაც ასეთ ასაკში.

ბურთი სუსტი დარტყმითაა დაბლოკილი: გოლი არ ჩაითვალა

"ოსასუნას" წინააღმდეგ "ღამურებმა" გამარჯვება მოიპოვეს, თუმცა ერთ მომენტში უსიამოვნო რამ მოხდა, მატჩის 63-ე წუთზე ვალენსიური კლუბი 3:1 იგებდა, როდესაც გიორგიმ ფეხბურთელის მიერ დარტყმული ბურთი აიღო, თუმცა ხელებში დაფიქსირება ვერ მოასწრო და მასპინძელი გუნდის ფეხბურთელმა გოლი გაიტანა, ამ დროს ალბათ ბორდალასმა იფიქრა, რომ ქართველი კიპერი ძირითადი შემადგენლობისთვის მზად არ იყო, თუმცა VAR-ზე გადამოწმების შემდეგ გოლი გაუქმდა, მიზეზი კი ის გახლდათ, რომ მამარდაშვილს ბურთი ხელებში ჰქონდა, წესების მიხედვით კი ამ დროს ბურთის წართმევა ჯარიმა გახლავთ. რა თქმა უნდა, ქართველს ამ ეპიზოდში ძალიან გაუმართა, მხატვრულად, რომ ვთქვათ, ის ავარიაში მოყვა, თუმცა არაფერი დაუზიანდა.

მადრიდის "რეალი" - "ვალენსია" 2:1 - მცველობის გადაწყვეტლება, შეცდომა და საკუთარ კარში მიღებული გოლი...

და აი დადგა მის კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი დღე, გიორგი მამარდაშვილი "მესტალიაზე" მადრიდის "რეალს" დაუპირისპირდა. ქართველი მეკარე თითმის მთელი შეხვედრის განმავლობაში კარის ხაზზე შესანიშნავად მოქმედებდა, ის "ბლანკოსის" ფეხბურთელების დარტყმებს მიყოლებით იგერიებდა, თუმცა მატჩის მიწურულს "სამეფო კლუბმა" 2 გოლის გატანა მოახერხა და "ღამურებმა" შეხვედრა 1:2 დათმეს. პირველი ბურთის ეპიზოდში მეკარე ვერაფერს იზამდა, აი მეორე მომენტში კი კარის დარაჯმა მცველის როლის ფუნქციის მორგება გადაწყვიტა, რითაც კარიმ ბენზემამ უპირატესობა გამოიყენა და დედაქალაქურ გუნდს მორიგი 3 ქულა შესძინა.

რამდენიმე საათის გასვლის შემდეგ მამარდაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა: "სამწუხარო დღე, კარგი გამოცდილება". მნიშვნელოვანი იცით რა არის? ქართველი საკუთარ თავს ოპტიმიზმის საშუალებას აძლევს, რადგან მან კარგად იცის, რომ ინდივიდუალურ და გუნდურ ეპიზოდებს გამოასწორებს, დანარჩენს კი დრო გვაჩვენებს...

სილესენი შანსს ელოდება

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, იასპერ სილესენს შანსი აღარ ეძლევა, მისი ადგილი ქართველმა დებიუტანტმა დაიკავა. ნიდერლანდელი მეკარე ალბათ თვლიდა, რომ "ოსასუნას" წინააღმდეგ შეხვედრას სწორედ ის დაიწყებდა, თუმცა ფაქტია, ეს ასე არ მოხდა. როგორც ცნობილია, იასპერსა და ბორდალასს შორის მ-4 ტურის შემდეგ საუბარი შედგა, მიზეზი კი მოლაპარაკება ჰარმონიაში დასაბრუნებლად იყო, თუმცა ყველაფერს ვხედავთ" - წერს ესპანური გამოცემა.

შეგახსენებთ, ლა ლიგის 5 ტურის შემდეგ "ვალენსია" 10 ქულით მე-3 ადგილზე იმყოფება, მომდევნო შეხვედრას 22 სექტემბერს, "სევილიის" წინააღმდეგ გამართავს.

გიო
გივი? სად ხარ გივი, გამოდი გივი
1
რა შუაში იყო ახლა ეს
სოსო
ბარსელონას ტერ შტეგენი მსოფლიოს დონის მეკარეა,მაგრამ მაგან ბოლო ტურში შეცდომა რომ დაუშვა,საქართველოს ჩემპიონატში არ გაპატიებენ.შეცვლიან ამის გამო?რა თქმა უნდა არა.მხოლოდ ამ მომენტისათვის არ შეცვლიან.შესაძლოა უკვე დაგროვილი შეცდომების და სილესენისათვის შანსის მიცემის საჭიროების გამო,შეცვალონ,მაგრამ არა მგონია სევილიასთან გარისკონ.თუმცა ვარჯიშებზე ორივე მეკარეს ხედავენ მწვრთნელები და შესაძლოა სილესენის გამოცდილებასაც ენდონ.ხომ ფაქტია,რომ გიორგის შეცდომები,ძირითადად,ასეთ დონეზე და სისწრაფეებზე თამაშის გამოუცდელობის გამო მოსდიოდა.მაინც მგონია,რომ გიორგის დააყენებენ.ტრავმების გამო,უკვე ბევრი ძირითადის ფეხბურთელი მოაკლდათ და კიდევ ერთს,არ დაამატებენ.თან რეალთან მატჩის შემდეგ შეცვლა,გიორგისადმი უნდობლობას ნიშნავს და ისეთ ფსიქოლოგიურ დარტყმასაც მიიღებს რომ,შესაძლებელია მთლიანად ჩაქრეს კიდეც.
Givi
ნიკა მელიას ნათესავია და მაგან გაქაჩა, ზურაბ პოლოლიკაშვილი რომ ყავდათ ნაცებს მაგას აქვს კავშირები ბარსას და რეალის დონის გუნდებთან, ხოდა მელიას თხოვნით სწორედ მან გაუკეთა ვალენსიაში საქმე. თურმე ბარსაზეც მიდიოდა ჩალიჩი.
zvidev
მომეწონა Marca-ს შეფასება და მიდგომა. პროფესიული ჟურნალისტური მიდგომა. ზრუნვა მომავალზე და ურთიერთობის დამყარებაზე. პლიუს ამას არ უკარგავს საკუთარ თავზე და ზრდაზე ზრუნვის ამაგს. ყველაფერი კარგად იქნება თუ არ დავივიწყებთ უბრალოებას და საკუთარ მოვალეობას...
Რაგბის ფანი
მამარდა არის ნამდვილი კატა, 2 მეტრიანი კატა, ვეფხვი.
გოგა
ერთს ვურჩევ რომ კარგი სპორტული ფსიქოლოგი აიყვანოს და საკუთარი ხელფასიდან ყოველ თვე გადაუხადოს ყოველთვის საჭიროა
ვალერი
შესანიშნავი ბიჭია, დაჯილდოებულია ბრწყინვალე მონაცემებით. ძალიან ვქომაგობ, როგორც ყველა ნორმალური ადამიანი! აშკარაა, ნიჭის ფონზე გადის, არა აქვს მაღალ ტემპში თამაშის გამოცდილება.ეს ბუნებრივია, რადგანაც ორღობის ჩემპიონატიდან - მსოფლიოს ერთერთ საუკეთესო ჩემპიონატში აღმოჩნდა. ძალიან მეიმედება, რომ მონაცემებს საუკეთესოდ გამოიყენებს და უმაღლესი კლასის მეკარე გახდება! უკან დახევა არ შეიძლება! no pasaran! ისინი( არაკეთილისმსურველები) გზა მოვუკვეთოდ საიმედო და მაღალი დონის თამაშით !!
გიორგი 50
სუსტი წერტილი: გამოსვლაზე თამაშია... სწორედ ესაა დასახვეწი... ეს ნაკრებშიც ჩანდა... წარმატებები...
ჟორა გაბრიჭიძე
რაც მთავარია, მწვრთნელმა სწორად შეაფასა მომენტი და აღნიშნა, რომ კარში თუ დარჩებოდა გოლის მიღების 95%-იანი შანსი იყოვო, ანუ თუ არ გამოვიდოდა და გოლს გაუშვებდა, მაშინ იტყოდენ: რომ გამოსულიყო ბურთის აღების დიდი შანსი ჰქონდაო. ასე, რომ მთავარია მისი თამაში მწვრთნელს მოეწონოს, ჩვენ კი რამენაირად გადავიტანთ ყველაფერს.
მიდი გელა!
რევაზ თევდორაძის დონეა. მეტი არაფერი. ლაზარე კუპატაძე ჯობია.
ფრანს-ლორენცო პიზეტო ტიბო!
სისწრაფე აკლია.
bacho
მაგრა ვგულშემატვკივრობ ამ ბიჭს, მაგარ პრესშია ახლა მაგრამ იმედია გაუძლებს! სანამ სხვებზე დიდი ხმაური და აურზარი იყო, ამან ჩუმად, წყნარად გააკეთა თავისი საქმე და ტოპ გუნდში მოხვდა. წარმატებებს ვუსურვებ მთელი სულით და გულით!!!
შაკო
პირველი გოლი რომ გაუშვა მამარდამ რეალთან (მიუხედავად იმისა, რომ მისი ბრალი მართლა არ იყო) ძალიან ინერვიულა. სახეზე რომ შევხედე, შემესინდა მეორე გოლიც არ გაეშვა ისე განიცადა.
მამო
ვეთანხმები კანისარესს, კარში რომ დარჩენილიყო სავარაუდოდ მაინც გაუშვებდა. მთავარია თვითონ ძალიან არ ჩაიციკლოს ამ შეცდომაზე, მემგონი მე უფრო მეტად ვნერვიულობ დარჩება თუ არა ის პირველ მეკარედ ვიდრე თვითონ. შემდეგ მატჩში რომც არ ათამაშონ ამით ტრაგედია არ მოხდება, ჯერ ყველაფერი წინ აქვს და დარწმუნებული ვარ საბოლოოდ საუკეთესო მეკარეთა კოჰორტაში მოხვდება.
giga
ნაკრებში არ აყენებენ ძირითადში, და ესპანეთში ვის მოვთხოვოთ, უხერხულია
ნუკრი
ამ დილით ბენზემას გოლის გამეორება ვნახე.ამ რაკურსით გამოჩნდა,რომ ხელით გაიტანა.ისე,ბენზემასთვის დასწრება რომ ეცადა,ჰაერში შეასკდებოდა.იმას ხო ასიანი დალეწავდა და შეიძლებოდა თვითონაც ტრავმა მიეღო და თან გაეძევებინათ კიდეც.თუ მაგან იმ პატარა შეყოვნების დროს,რაც გამოსვლის დროს გააკეთა,ამდენი მოტვინა,ყოჩაღ მაგას,ყველაფერი სწორად გააკეთა თავისი კარიერისთვის.მაგარი ხარ გიორგი.პატარა პრაქტიკა მაგ მგლებთან და მსოფლიო დონის მეკარე გახდები.წარმატებები!!!
ფეოლა
რა რთული პერიოდის გავლა უწევს, ბეწვის ხიდზე უნდა გაიაროს, თან რა ასაკში. ამხელა კონკურენცია, პრესა, გულშემატკივრები. ყველაფერი ალბათ როგორ ზეწოლას ახდენს, გამადიდებელი შუშით გიყურებს ყველა. წარმომიდგენია როგორ ნერვიულობს გიორგი. ეგ არის, თუ გინდა ამხელა დონეზე თამაში, უნდა გაუძლო ამ ყველაფერს და დარწმუნებული ვარ გაუძლებს. ყველა ჩაწოდებას, დარტყმას, საჯარიმოსთან მიახლოებას გულისფანცქალით ვუყურებთ და მინდა იცოდეს გიორგიმ, რომ უკვე უამრავი გულშემატკივარი ყავს თავის ქვეყანაში, და არა მარტო ...
გია
მამარდა, გვჯერავს შენი!
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
[VIDEO] 3:2 - ალისონის უხეში შეცდომა - "ფენერბაჰჩემ" "ლივერპულს" თამაში შემოუტრიალა
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
"იწყება ერა ახალი?" - რომანო ალისონზე მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს
Sky Sports: მამარდაშვილი, სავარაუდოდ, "ლივერპულის" დატოვებას მოისურვებს
ალისონი საერთოდ აღარ აპირებს "ლივერპულიდან" წასვლას - როგორია მამარდაშვილის სიტუაცია?
ირაოლა: ალისონი მთავარი დამნაშავე არაა - ყველაფერს ვერ მოგიყვებით