მსოფლიო ფეხბურთს ესპანური ხანა უდგას - ესპანეთის ოცდაერთწლამდელთა ნაკრებმა, შვეიცარიელთა ძლევით, ისტორიაში მესამედ მოიგო ევროპის ჩემპიონატი

შვეიცარია-ესპანეთი 0:2

შვეიცარია (4-1-4-1): ზომერი - კოხი, კლოზე, როსინი, ბერარდი - ლუშტენბერგერი - შაჩირი, ჯაკა (67. კასამი), ფრაი (54. არბაში), ემეგარა (53. გავრანოვიჩი) - მეჰმედი.

ესპანეთი (4-1-4-1): დე ხეა - მონტოია, ბოტია, ა. დომინგესი, დიდაკ ვილა - ხ. მარტინესი - მატა, ტ. ალკანტარა, ანდერი (90. კაპელი), მუნიაინი (85. პარეხო) - ა. ლოპესი (80. ხეფრენი).

გოლები: 0:1 ანდერი (41), 0:2 ტ. ალკანტარა (81)

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: ტიაგო ალკანტარა (ესპანეთი)

რაც "როხაა", ისაა "როხიტაც" - მსოფლიო ფეხბურთს ესპანური ხანა უდგას - შაბათს ესპანეთის 21-წლამდელთა ნაკრებმა ისტორიაში მესამედ მოიგო ევროპის ჩემპიონატი. დანიურ ორჰუსში ლუის მილიას გუნდმა 2:0 მოუგო სუპერორგანიზებულ შვეიცარიას. ახლაც არ გაგვნელებია ემოციები ბარსელონელი ტიაგო ალკანტარას გოლის შემდეგ, ასეთები ფეხბურთში იშვიათია, ტიაგოს გოლის აღწერას აზრი არა აქვს - ეს უნდა ნახოთ!

შვეიცარიელებმა ფინალამდე სრული ტრიუმფით მოაღწიეს, ბოლოს პიერლუიჯი ტამის გუნდს საკვალიფიკაციო ეტაპზე ჯერ ქართველებმა და შემდეგ შვედებმა დააკარგვინეს ქულები. მას მერე ალპების შვილებს გოლიც კი არ გაუშვიათ. ფინალშიც კინაღამ შვეიცარია დაწინაურდა, მათმა ლიდერმა ჯერდან შაჩირიმ ტრიალში დაურტყა დავიდ დე ხეას, თუმცა ესპანელთა გოლკიპერმა სასწაულებრივ შეძლო გუნდის გადარჩენა. ტაიმის დასრულებამდე 4 წუთით ადრე კი, როგორც იქნა, ზომერის კარს "ჯადო აეხსნა" დიდაკ ვილამ მარცხენა ფლანგიდან ჩააწოდა და ანდერ ერერამ თავით გახსნა ანგარიში. ესპანელთა გამარჯვებას ბეჭედი ტიაგო ალკანტარამ დაუსვა, რომელმაც 40 მეტრიდან გაიტანა საჯარიმო - 2:0.

ლუის მილია (ესპანეთის მწვრთნელი): "ძალიან გახარებული ვარ, ჩემმა ბიჭებმა ეს ტიტული დაიმსახურეს ამდენი ხნის შრომის შემდეგ. მინდა კომპლიმენტი ვთქვა შვეიცარიელთა ნაკრებზე, უბრალოდ აღფრთოვანებული ვარ ამ გუნდის თამაშითა და ქცევით. შვეიცარია იყო ღირსეული მეტოქე. ვიცოდით, რომ გაგვიჭირდებოდა, რადგან ბურთის "დაჭერა" შვეიცარიასაც უყვარს. მათ კარგი მომენტი ჰქონდათ, თუმცა ჩვენმა მეკარემ შაჩირის დარტყმული მოიგერია. მეორე ტაიმში შევძელით ბურთის ფლობაზე კონტროლის დაწესება. ტიაგო ალკანტარას გოლი მოულოდნელი კი იყო, მაგრამ ეს მის ნიჭს არ ამცრობს."

პიერლუიჯი ტამი (შვეიცარიის მწვრთნელი): "პირველი 30 წუთი იყო თანაბარი თამაში, შემდეგ ესპანელებმა გვაჯობეს. მეორე ტაიმში ბევრი რამ შევცვალეთ, მაგრამ ფიზიკურად მზად არ ვიყავით და მეტოქეს ამით პრობლემები ვერ შევუქმენით. რა თქმა უნდა, ფინალში წაგება დიდი ტკივილია, მაგრამ ჩვენ სამშობლოში ამაყები მივდივართ."

პლეი ოფი

ჩეხეთი-ბელარუსი 0:1

ჩეხეთი (4-1-4-1): ვაცლიკი - ჩელუსტკა, სუხი, მაზუხი, ლესიაკსი (13. კოვარჟიკი) - გეცოვი - დოჩკალი, ვაჩა, ჰორავა, ჰლუშეკი (46. კოზაკი) - ხრამოსტა (83. კადლეცი).

ბელარუსი (4-4-2): გუტორი - ვერეტილო, ფილიპენკო, პოლიტევიჩი, მატვეიჩიკი (76. პოლიაკოვი) - პერეპეჩკო (34. ბაგა), დრაგუნი, სივაკოვი, ნეხაიჩიკი - ვორონკოვი, სკავიში (83. რეკიში).

გოლი: 0:1 ფილიპენკო (88)

გაძევება: ვაჩა (75)

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: იეგორ ფილიპენკო (ბელარუსი)

ბორისოვოს ბატე-ს ცენტრალური მცველი იეგორ ფილიპენკო სრულიად ბელარუსის გმირია - მან მატჩის დასრულებამდე 2 წუთით ადრე გაუტანა გოლი 10 კაცით მოთამაშე ჩეხეთს, რომლის წყალობითაც ბელარუსის ნაკრები 2012 წლის ლონდონის ოლიმპიადაზე ითამაშებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"სავარაუდოდ, ცვლილებები იქნება" - ფაბრიციო რომანომ ალისონ ბეკერის მომავალზე ისაუბრა
[VIDEO] ოლისეს და დუეს შოუ. საფრანგეთმა ბელგიას საოცარი თამაში შემოუტრიალა - იტალიამ თურქეთს მოუგო
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თვაური და ვართანოვი ევროსეზონს თურქეთში გახსნიან
"სავარაუდოდ, ცვლილებები იქნება" - ფაბრიციო რომანომ ალისონ ბეკერის მომავალზე ისაუბრა
მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე საჭიდაო დღეს ტატამზე 3 ქართველი გამოვა
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აღარ გვიკვირს - და-ძმა აბეები მსოფლიო ჩემპიონები არიან!
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
"ეს მატჩი ჩემს სამწვრთნელო კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი იყო" - სერ ალექს ფერგიუსონი
ვაჟა მარგველაშვილი მსოფლიო ჩემპიონატს პირველი წრიდან გამოეთიშა
"ალეგრის იმდენად არ სურდა ჯარიმა რონალდოს დაერტყა, ასეთი რამ მოიფიქრა" - პიანიჩმა საინტერესო ისტორია გაიხსენა
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო
"შავი ლომი" | თბილისის თასი "ჩიტასთან" გამარჯვებით დავხურეთ
ლაშა დვალი: მხოლოდ ასე შევძლებთ ამ ვითარების შემოტრიალებას
რამაზ სვანაძე: იდეალურ სიტუაციაში არ ვართ - ერთად უნდა გამოვიდეთ ამ რთული პერიოდიდან
მატჩის დღე! ლოგიკის დროით, საქართველოს გამარჯვების დროა