რუსეთის თასზე "არსენალმა" ბრიანსკში 6:1 გაანადგურა ქვედალიგური "დინამო".

ტულელთა შემადგენლობაში შეუცვლელად ითამაშა ზურიკო დავითაშვილმა და გოლიც გაიტანა - მან მეტოქის კარი 58-ე წუთზე დალაშქრა და ანგარიში 5:1 გახდა. ეს მიმდინარე სეზონში დავითაშვილის მეორე გოლია.

"არსენალი" რუსეთის პრემიერლიგაში 8 ტურის შემდეგ 8 ქულით მე-13 ადგილზეა და 27 სექტემბერს ეკატერინბურგში "ურალს" შეხვდება.

Mazzola
არ ვეთანხმები იმათ მოსაზრებას ვინც ფიქრობს, რომ დრიბლინგი ცენტრში არ ვარგა და მხოლოდ საჯარიმოსთან ახლოს შეიძლება. დრიბლინგი და მატაობა უნდა ჰქნა მოედანზე იქ, სადაც ამ მომენტში საჭიროა. მაგრამ ფეხბურთის ვარსკვლავად რომ გადაიქცე, კარგი დრიბლინგის გარდა, კიდევ გჭირდება სხვა კომპონენტებიც: 1. მოედნის ხედვა; 2. რბილი და თან ზუსტი პასი; 3. შორი დარტყმები, ზუსტი რა თქმა უნდა; 4. სტანდარტების და პენალტების უბადლო შესრულება... აი ვიდეო სახელმძღვანელო, ჩვენს ნორჩ დრიბლიორებს და მომავალში იმედია სუპერვარსვლავებს, როგორი უნდა იყო თანამედროვე ფეხბურთელი: https://m.youtube.com/watch?v=10F3pKmzWd8
ჰავლაბრელი ტიღუა
დრიბლინგი რომ კარის სიახლოვეს უნდა გააკეთო და არა მოედნის ცენტრში, სწორედ ეს ვერ გაიგო ხვიჩამ და ამტვრევენ ამ არაფრისმომცემი დრიბლინგაბისთვის.
დათო
საბას და სოსოს: მეგობრებო, გასაგებია რასაც ამბობთ, ბატონო სოსო, კარგი დედა გყოლიათ, აცხონოს უფალმა, ეგეთ მასწავლებელს იშვიათად ნახავს კაცი, მაგრამ თქვენ რაც მოყევით ცოტა სხვა თემაა, კიბატონო, გოლის გამტანი უნდა შეაქო და სტიმული მისცე, მაგრამ სხვანაირად ნუ გამიგებთ და ზურიკოს არ ეტყობა რომ დიდ ფეხბურთს ითამაშებს. დღევანდელ საფეხბურთო ეპოქაში 20 წლის ფეხბურთელი უკვე მთლიანად ჩამოყალიბებული და მდგრადი ფეხბურთელი უნდა იყოს, ჩვენ კიდევ კაცი დაბერდება და მაინც პერსპექტიულ ფეხბურთელს ვუძახით(ჯანოს მაგალითი სახეზეა). არც იმას ვამბობ ბატონო საბა, რომ ზურიკოზე უკეთესად რომ ვინმემ ითამაშა ნაკრებში, არც მონდომებას ვუკარგავ, მაგრამ კარგ ფეხბურთელს მეტი მოეთხოვება და უკეთესიც უნდა იყვეს. თუ თქვენ ბატონებო ეგღა მოგწონთ, რომ ზურიკო სხვა ჩვენს "ბედოვლათ" ვაი-ფეხბურთელებს ჯობია, კიბატონო, აგერაა და გყავდეთ, მაგრამ ბატონო საბა და სოსო, განა ეს ჩვენთვის, საქართვთველოს ნაკრების წარმატებისთვის საკმარისია?
საბა
ბატონო დათო ამ გუნდთან რომ ვერ გაეტანაა იტყოდით ამასაც ვერ გაუტანაო, გაიტანა და ამასთან თუ გაიტანა დიდი ამბავიო ბატონო დათო უყურეე ზურიკოს თამაშებს , მართალია წინა სეზონში ფორმაში არ იყო მაგრამ ახლა ამას ნამდბილად ვერ ვიტყვით. რაც შეეხება ნაკრებს ვინ ითამაშა სასწაულად მითხარით , და ზურიკოს ბრძოლისუნარიანობას და მონდომებაზ თუ ვერ ხედავდით მაშინ ეგ თქვენი პრობლემაა და არაა იმ ხალხის ვიც ზურიკოში პოტენციალს ვხედავთ.
სოსო
დათო ნაკრებში ვინც გვყავს,ეგენი არიან და უკეთესები ჯერ არ ჩანან.ყველას და ყველაფერზე რომ ვუძახოთ,უვარგისები ხართო,უკეთესად ათამაშდებიან?ცუდს რომ ხედავ და აკრიტიკებ,კარგიც დაინახე და დაუფასე,რა!ბავშვსაც კი ვერ გაზრდი,კარგზე თუ არ შეაქე და ცუდზე დატუქსე.ხელჩაქნეულები რატომ თამაშობენო...იქნებ იმიტომ რომ,როცა ბოლომდე დაიხარჯნენ,მაგრამ კარგად არ გამოუვიდათ,მცდელობა სათანადოდ არ დავუფასეთ?ყველას გვაქვს ალბათ გამოცდილი,როგორ გვიქრებოდა ყველაფრის ხალისი,შენს ნაშრომს,წყალს რომ გადაასხავენ.ესენიც ხომ ჩვენნნაირები არიან და ყველაფერს ჩვენნაირად განიცდიან.დედაჩემი მასწავლებელი იყო და ერთხელ,ერთ წყალწაღებულ მოსწავლეს,არასდროს ხმა რომ არ ამოეღო გაკვეთილზე,რაღაც მარტივი კითხვა,პასუხი გაკვეთილზევე რომ შეეძლო გაეგო,დაუსვა.ბავშვმა უპასუხა და დედაჩემმაც ყველას გასაგონად გამოუცხადა,რომ დღეს ხუთიანს უწერდა.იმ ბავშვის თვალები უნდა გენახათო...კიდევ ჰკითხა რაღაცა და კიდევ უპასუხა.აიყოლია ბავშვი გაკვეთილების სწავლაც დაიწყო და მეოთხედის ბოლოს,ალალი 4 დავუწერეო,მერე კი,უკვე ხუთიანზე სწავლობდა და სხვა საგნებშიც ნელნელა ამოქაჩა.ცხონებულ დედაჩემს არ ვაქებ,უბრალოდ იმის თქმა მინდა,რომ საჭირო დროს,საჭირო ქმედებას,ძალიან კარგი შედეგის მოცემა შეუძლია და სისულელეა თუ ვინმეს ჰგონია,რომ ვინმეს უნდა,ცუდი იყოს და სხვებმა ლანძღონ.იმ ბავშვს,კომპლექსი ჰქონდა,რომ ვერ სწავლობდა და როცა დაინახა,შემიძლია თურმე,კარგი ნიშნის მიღებაო,უკვე ხელიც გაატოკა.ჩვენმა ნაკრებმაც გაზაფხულზე გვიჩვენა,რომ ფეხბურთის თამაში,რაღაც დონეზე მაინც,ნამდვილად შეუძლია,მაგრამ როცა მოსაგებად უნდა ეთამაშათ,ამისათვის მზად არ აღმოჩნდნენ,ჩვენც ქვა და მიწა არ მოვაკელით და ძლივს რაღაცას დამსგავსებული ნაკრები,ისევ თავზე დაგვეშალა.მეც გავმწარდი და სათქმელი ვუთხარი,მაგრამ ვფიქრობ,რომ კრიტიკაში აშკარად გადავაჭარბეთ.ალბათ ამიტომაც არის,თამაშის თავის თავზე აღებას რომ ვერ ბედავენ ბიჭების უმრავლესობა.არც იმდენად კარგი ტექნიკა აქვთ და მომენტის გაფუჭების შემთხვევაში,გინების ეშინიათ.თუ მომენტი არ ექნებათ,მაშინ კონკრეტულად მას,არავინ შეაგინებს და ისინიც მცველების ზურგს უკან იმალებიან,რომ ბურთი მათთან ვერ მოხვდეს.კრიტიკა საჭიროც არის და აუცილებელიც,მაგრამ თუ კარგის გამონათებაც არ შევამჩნიეთ იქვე,არაფერი გამოვა.მოედანზე 11 ფეხბურთელია და ხვიჩა და კიდევ ერთი-ორი თუ შევაქეთ,სხვები კი მკვდრები არიანო ვიძახეთ,ის მკვდრად ჩათვლილები,თავს რაღატომ მოიკლავენ?მერე უკვე ეს ორი სამი კაციც ვეღარ ჰყოფნის და ახლა მაგათ გინებას ვიწყებთ.შედეგად კი,ისევ დაშლილი ნაკრები გვრჩება
დათო
ბრიანსკის დინამოს გაუტანა თურმე, ეს რა უქნია კაცო, აიტ მალადეც. ეჰ, საცოდავო ჩვენო თავო, ბრიანსკში ბურთი რო მრგვალია გუშინ გაიგეს და მათთან გატანილ გოლს რომ წარმატებად აღიქვამთ ეგაა უბედურება. ეგ თქვენი ზურიკო რისი გამკეთებელიცაა ნაკრების თამაშებზე ნახეთ მგონი და კიდევ რისი იმედი გაქვთ, რომ ზურიკო ერთ მშვნიერ დღეს გაიღვიძებს და დაგლიჯავს ყველაფერს?
სოსო
ზურიკოსაგან კიდევ მეტს ველით და გვინდა.შორიდანვე "მატაობით" სიარული არ უნდა,რადგან კართან მისულს ძალა ხშირად აღარ ჰყოფნის, ძლიერი და ზუსტი დარტყმისათვის.დრიბლინგი,კარის სიახლოვეს სჯობია,როცა წესების დარღვევა,სახიფათო ჯარიმით დამთავრდება.საჯარიმოდან შორს კი,შემოგარტყავენ და არც არაფრისა ეშინიათ,ტყუილად ამტვრევინებენ თავს, ესეც და ხვიჩაც.ამიტომ არის,რომ ტრავმების მკურნალობას ვეღარ აუდიან ერთიც და მეორეც.
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...
"სენტ-ეტიენმა" "როდეზს" დავითაშვილის გარეშე მოუგო
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
დავითაშვილი დაბრუნდა - "სენტ-ეტიენმა" "რედ სტარს" მნიშვნელოვან მატჩში სძლია
[VIDEO] დავითაშვილის საგოლე პასი და "სენტ-ეტიენის" წაგება ხუთი მოგების შემდეგ
ხვიჩა ითამაშებს და მოდის - როგორ გამოდიან ნაკრების ფეხბურთელები...
აბუაშვილის "მეცი" დავითაშვილის "სენტ-ეტიენს" დაუზავდა