ქევყნის პოლიციამ დიდი დანაშაულებრივი დაჯგუფება გამოავლინა, რომელიც სპორტში ყველასათვის ცნობილი ხერხებით დიდ ფულს შოულობდა

ბერძნულ კალათბურთში სეზონის დასრულების შემდეგ სერიოზული სკანდალები აგორდა - "ოლიმპიაკოსსა" და რადოსლავ ნესტეროვიჩს შორის კონტრაქტის გაწყვეტა, სავარაუდოდ, სერიოზულ კონფლიქტში გადაიზრდება, რადგან ბერძნული გრანდი არ აპირებს სლოვენიელისთვის 1.3 მილიონი ევროს ოდენობის კომპენსაციის გადახდას.

მაგრამ უფრო ხმაურიანი სკანდალი უკავშირდება იმავე "ოლიმპიაკოსის" კიდევ ერთ ცნობილ ცენტრს იოანის ბურუსისს. საბერძნეთის ნაკრების კალათბურთელი სერიოზულ უსიამოვნებებში გაეხვა.

საქმე ისაა, რომ საბერძნეთის პოლიციამ გამოვლინა დიდი დანაშაულებრივი დაჯგუფება, რომელიც სპორტში ყველასთვის ცნობილი ხერხებით შოულობდა დიდ ფულს. ეს იყო: ჩაწყობილი საფეხბურთო თამაშები, ქრთამები, მოსყიდვა, შანტაჟი, მუქარა და დოპინგი. სწორედ ამ ბოლო პუნქტის გამო აქვს პრობლემა ბურუსისს.

როგორც გაირკვა, იოანისი ამ მაფიის ერთ-ერთი მთავარი პირის, საფეხბურთო კლუბ "კავალას" მფლობელის, მაკის ფსომიადისის სიძეა. პოლიციას გააჩნია სატელეფონო ჩანაწერი, რომელშიც ბურუსისი უცენზურო სიტყვებით მოიხსენიებს "ოლიმპიაკოსის" მეპატრონეებს და გუნდიდან წასვლის სურვილს გამოთქვამს, მაგრამ, რაც მთავარია, ცენტრმა გაუფრთხილებლობით დოპინგის გამოყენება აღიარა. ამ ჩანაწერში ის ახსენებს რაღაც "ვიტამინებს", რომელიც მორიგი მატჩის წინ უნდა მიიღოს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გერმანიამ თურქეთი დრამატულ მატჩში დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ევრობასკეტიც მოიგო
თურქეთმა საბერძნეთი შეარცხვინა - სუპერ ფინალის მოლოდინში!
გერმანიამ ფინეთი მარტივად დაამარცხა და ევრობასკეტის ფინალში გავიდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 0-1 რუსთავი. ერთპიროვნული ლიდერი ისევ "რუსთავია"
"მამარდაშვილი ძალიან კარგი მეკარეა" - ირაოლამ გაამხილა ვინ ითამაშებს "ტოტენჰემთან"
თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში
ეკვადორის ნაკრებს გალიარდო ჩაუდგა სათავეში
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 სპაერი. ფავორიტის მძიმე გამარჯვება
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფემ" "დეპორტინოსთან" ქულები გაიყო
"ბრესტთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 2-2 დინამო (ბთ). ლიდერი ორშაბათამდე თუ..?
გოგლიჩიძე არ ათამაშეს - "მონცა" "ლეჩესთან" დამარცხდა
ქართველების გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "ჰოლშტაინს" მოუგო
იეგოიანის "ექსელსიორი" სახლში "უტრეხტთან" დამარცხდა
ხვალ "სან სიროზე" სერია A-ში ჩაკვეტაძის დებიუტია მოსალოდნელი
ნიკოლოზ ბასილაშვილი გუანჯოუს ჩელენჯერზე იასპარეზებს
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია
ზაფხულის სატრანსფერო საგის მთავარი მონაწილე ტრავმირებულია
არაბეთიდან კატარში - ბროზოვიჩი აზიურ ტურნეს აგრძელებს
იქნება თუ არა დღეს კვარაცხელია ძირითადში - L'Équipe-ის პროგნოზი
"ოქროს ბურთი" მხოლოდ "კვარაცხელიას" - აცხადებს ცნობილი ფრანგი ჟურნალისტი
"შავი ლომი" | სასარგებლო მოთელვა "ბენეტონთან"
მატჩის დღე! რომელი "პარიზელი" დაისვენებს და ქართველების სიმრავლე ესპანეთში