ბელგიის ჟუპილერ ლიგაში "გენტის" ტრავმამორჩენილმა ნახევარმცველმა გიორგი ჩაკვეტაძემ უკვე 78 წუთი ითამაშა და საგოლე გადაცემა გააკეთა.

"გენტი" საკუთარ მოედანზე 63-ე წუთამდე 0:1 მარცხდებოდა "სერკლ ბრიუგესთან", შემდეგ ჟულიენ დე სარტმა ანგარიში გაათანაბრა. საგოლე კომბინაციაში ჩაკვეტაძემ მიიღო მონაწილეობა. 73-ე წუთზე კი გიორგის პასით დარკო ლემაჯიჩმა გამარჯვების გოლი გაიტანა. ქართველი 78-ე წუთზე შეცვალეს. მოედნიდან გასვლისას მას ფანებმა ისევ უმღერეს.

ჩაკვეტაძემ ზედიზედ მეორე მატჩი ჩაატარა სასტარტოში და დღეს საგოლე გადაცემის გარდა ყვითელი ბარათი მეტოქე გუნდის ფეხბურთელ ედგარას უტკუსს მიაღებინა და მეკარე ტომას დიდილონმა ორჯერ არ დაანება გოლის გატანა.

შეგახსენებთ, "ანდერლეხტთან" ნამატჩევს (1:1) "გენტის" მწვრთნელმა ჩვენებური შეაქო და თქვა, რომ არ იცოდა მოახერხებდა თუ არა აღდგენას და თამაშს. მოახერხა და თავის გუნდს გამარჯვების მოპოვებაში დაეხმარა.

"გენტი" 11 ქულით მე-11 ადგილზეა და 3 ოქტომბერს სტუმრად "ანტვერპენს" შეხვდება, იქამდე კი 30 სექტემბერს კონფერენს ლიგაზე "ანორთოსისს" უმასპინძლებს.

უფრო აკადემიურია, მრავალმხრივი, ნუ აშკარად მეტი საფეხბურთო ინტელექტი აქვს. ხვიჩამ გარდა დრიბლინგებისა უნდა იმუშავოს სხვა კომპონენტების დახვეწაზე, ადრე ცენტრისკენ შესვლებს აკეთებდა, ახლა ძალიან ერთფეროვანი გახდა. იმედია ხვიჩაც ათამაშდება
თემო
ჩემო კარგებო, კომენტარები წავიკითხე და გთხოვთ ნუ შეადარევთ ჩაკვეს და ხვიჩას.. ნუ გამოიწვევთ ამ შედარებითობას და შესაბამისად დაპირისპირებას. ორივეს თავისი ღირებულება აქვს და მათი შედარება არასწორი იქნება. ჩაკვე და ხვიჩა არიან ფეხბურთელები ვისიც მწამს და მჯერა, ღმერთმა ხელი მოუმართოს ირივეს
ATP 16
სულ სხვა ხიბლი აქვს გიორგის თამაშს , სხვანაირად ეპყრობა ბურთს , ესთეტია შინგანად , რაღაცით ყიფიანის თამაშის მანერას მაგონებს , შეიძლება ამ წუთას კლასში დიდი სხვაობაა , თუმცა ბურთთან შეხება აქვს მისეული . მთავარია ჯანმრთელად იყოს და ყველაფერი თავისით დალაგდება . წარმატებები გიო .
PIRLO
მოკლედ ორივე ერთად საუკეთესო ფორმაში ვერ დავიმთხვიეთ რაა, ჩაკვე ფორმაში შედის და ახლა თითქოს კვარამ უკლო აშკარად.... ოხ ეს რუბინი და ჯუღელი!!!
შაკო
კიტესაც მაგარი თამაში ქონდა ფაქტიურად მარტომ მოუგო რაპიდს დღეს
შაკო
------კანკავა------- ---კიტე-----ჩაკვე--- საბა-----------ხვიჩა ----მიქაუტაძე------ ასეთი შუა ხაზი და თავდასხმა უნდა იყოს ძირითადის
მევარმეე
ვუყურე მთელ თამაშს და ჩაკვე დღეს იყო ძველი ჩაკვე... საკმაოდ კარგი მატჩი ჩაატარა ერთ მომენტში მწვრთნელს თხოვა არ შემცვალოო იმდენად კარგად წაუვიდა თამაში რომ ვიმედოვნებ სულ ასე და უკეთესად გააგრძელებს.... სოფასქორმა 8.0 შეაფასა რაც ყველაზე მაღალი ქულაა ორივე გუნდის შემადგენლობაში , ჩემი აზრითაც მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი იყო, საგოლე პასიც რომ არ გაეკეთებინა მაინც... გილოცავთ ოქტომბრის მატჩებში ნაკრებს ტვინი დაუბრუნდება
Ttt
Miuxedavat xvichasadmi didi pativiscemisa, me gio dzalian momwons, gansakutrebulat,direqtorivit aris stadionze, sul sxva kinoa. Janmrtelobas vusurveb da danarchens tviton mixedavs, araperi sheeshleba, kai bichia
გიორგი
როგორ გამიხარდა. კარგი ბიჭია, და პირველ რიგში მაგით იმსახურებს წარმატებას.
გიორგი
მიდი ჩაკვე წარმატებები. კაცი მონატრებულია ფეხბურთის თამაშს 2 წელზე მეტი წესიერად ფეხბურთი არ უთამაშია დროა სრულყოფილი დაბრუნების დარწმუნებული ვარ ნელ ნელა ყველაფერი მოვა.
გიორგი
დღეს ჩაკვე მართლა მომეწონა მთელ თამაშს ვუყურე და თითქმის უშეცდომოთ ჩაატარა შეხვედრა და ძალიან ჭკვიანურად თამაშობდა აქვს რა ამ ფეხბურთელს სათამაშო ინტელექტიც კლასიც და ყველაფერი იმისთვის რომ დიდი ფეხბურთი ითამაშოს დარწმუნებული ვარ რომ გიორგი 1-2 თვეში ძველ ფორმაში დაბრუნდება მიდის ეს ფორმის აღდგენის პროცესი წარმატებით.
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
ოთარ კაკაბაძე: ვიმუშავებთ და აუცილებლად გამოვასწორებთ
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
[VIDEO] ჩაკვეტაძის სრული მატჩი - "უდინეზე" ვარდნას აგრძელებს
ჩაკვეტაძეს "უდინეზეში" ახალი მწვრთნელი ჰყავს
[VIDEO] ჩაკვეტაძეს კარგი შანსი ჰქონდა - "უდინეზემ" ძანეტის ხელმძღვანელობითაც წააგო
ჩაკვეტაძეს სავარაუდოდ, ახალი მწვრთნელი ეყოლება - რუნიაიჩს ნდობის მარაგი ამოეწურა
[VIDEO] ჩაკვეტაძის "უდინეზე" "რომასთან" დამარცხდა
ჩაკვეტაძის დადებითი შეფასებები - "უდინეზემ" როგორც იქნა ქულა მოიპოვა