მოსკოვის „დინამოსთან“ „რუბინის“ დამარცხების (0:2) შემდეგ ყაზანური გუნდის გარემარბ ხვიჩა კვარაცხელიაზე „სპორტ-ექსპრესში“ წერილი ჟურნალისტმა ვლადისლავ ზიმაგულოვმა გამოაქვეყნა:

კვარაცხელია ამ სეზონში იმედებს გვიცრუებს: იმოქმედა ტრავმამ, ევროპაში ჩაშლილმა ტრანსფერმა და მეტოქეთა განსაკუთრებულმა ყურადღებამ

ხვიჩა ისევ დაიკარგა და „რუბინმა“ „დინამოსთან“ წააგო.

„დინამო“ დამაჯერებლად გაუმკლავდა ქართველს, რომელიც ჯერ თავის ყველაზე წარმატებულ სეზონს ვერ ატარებს. ხვიჩა კვარაცხელიას ყოველთვის ჩემპიონატის ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშედ განიხილავენ, რომლისგანაც დიდი მოლოდინი და სულ სხვა მოთხოვნაა. და აი, უკვე თითქმის სეზონის მესამედია, ქართველი არადამაჯერებლად გამოიყურება.

„დინამოსთან“ ხვიჩა კვლავ არ იყო ის ფეხბურთელი, რომელიც სხვაობას ქმნის, შედეგს და გუნდის თამაშზე განსაკუთრებულ გავლენას ახდენს. ვარელამ დამაჯერებლად შეაკავა ქართველი მარჯვენა ფლანგზე და არც ერთი სახიფათო მომენტის შექმნის უფლება არ მისცა. თვით „დინამოს“ მცველი უფრო ეფექტურად გამოიყურებოდა შეტევაში, ვიდრე ლიგის ერთ-ერთი ყველაზე კრეატიული ფეხბურთელი. ცრუმოძრაობის წარუმატებელი მცდელობები, ბურთის ხშირი დაკარგვები, ცუდი გადაწყვეტილებები პასების გაკეთებისას - კვარაცხელიამ დიდ მატჩში ისევ ვერაფერს მიაღწია.

აგვისტოს შუაში ქართველმა „რუბინის“ ვარჯიშზე ტრავმა მიიღო და რამდენიმე კვირით გამოითიშა. მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელმა ოლეგ ვერეტენიკოვმა დღეს ხვიჩას ჩავარდნა იმით ახსნა, რომ ტრავმის შემდეგ „ფორმას კრეფს“, მაგრამ ტრავმამდეც ხომ არ ბრწყინავდა. ამ სეზონში მის ანგარიშზე 9 მატჩში 1 გოლია - მეორე ტურში „არსენალთან“. დამარცხება „რაკუვთან“, დაკარგული ქულები „კრილია სოვეტოვთან“ - ეს ჯერ კიდევ ტრავმამდე იყო და ხვიჩა ამ შეხვედრებში გაუგებრად გამოიყურებოდა.

მოთამაშეზე უთუოდ იმოქმედა ევროპაში ჩაშლილი ტრანსფერის სიტუაციამ. სწორედ ამ ზაფხულში იმედოვნებდა კვარაცხელია ევროპულ კლუბში გადასვლას. ამაზე ყველანი ღიად საუბრობდნენ „რუბინში“ და მოთამაშის აგენტიც. როდესაც ხვიჩა ყაზანში დარჩა, ძნელი იყო იმედგაცრუებისგან დამალვა. კლუბში ამბობენ, რომ ქართველი ისევ მოტივირებულია, თუმცა ხასიათის გაფუჭებაც მოქმედებს ფსიქოლოგიურ მდგომარეობასა და თამაშზე. როდესაც მთელი ზაფხული გაგზავნიან „ტოტენჰემში“, „მილანსა“ და „ბორუსიაში“ და ჩემოდნების გახსნა ყაზანში გიწევს, ამან არ შეიძლება არ დაგამწუხროს. ხვიჩა ევროპაში გადაბარგების სურვილით იწვის, ტოპ-ჩემპიონატში თამაშზე ოცნებობს და ასეთი შედეგის გამო უეჭველად იმედგაცრუებული დარჩა.

სხვა ფაქტორი - ხვიჩას წინააღმდეგ თავდაცვა ისწავლეს. საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ მის მიმართ მწვრთნელები პერსონალური მეურვეობის გეგმას ამზადებენ - ქართველის საწინააღმდეგოდ მოქმედების მკვეთრი ხედვით. მისი თამაშის სტილი ყველასთვის ცნობილია და ხვიჩას ჯერ არაფერ სხვის შეთავაზება არ შეუძლია. ამიტომ ის გუნდები, რომელთაც მეტ-ნაკლებად კარგი მცველები ჰყავთ, ქართველს პირად მატჩებში დამაჯერებლად ანეიტრალებენ. კვარაცხელიამ საერთოდ ვერ გაუტანა გოლი ტოპ-კლუბებს - ბოლო 6 გოლი „ურალთან“, „როტორთან“, „ახმატთან“, „უფასთან“, „სოჭისთან“ და „არსენალთან“ გაიტანა.

ღირს აღიარება, რომ კვარაცხელია ცოტა გადაფასებულია და დღეს ჩანს, რომ ჯერ სულაც არაა 20 მილიონ ევროდ შეფასებული ფეხბურთელი. წინააღმდეგ შემთხვევაში, უფრო სტაბილური იქნებოდა, სტრესმდგრადი და ეფექტური. ახლა „რუბინში“ არაერთი ფეხბურთელი უფრო სასარგებლოდ თამაშობს.

გასაგებია, რომ „რუბინის“ ამჟამინდელი პრობლემები უფრო კომპლექსურია და კონკრეტულად კვარაცხელიას ფიგურასთან არაა დაკავშირებული. ეს არაა მცდელობა კლუბის წაგებათა სერიის ქართველის თამაშის ხარისხზე გადაბრალებისა. საუბარია მხოლოდ იმაზე, რომ ფეხბურთელისგან, რომელშიც კლუბი 20-25 მილიონ ევროს ითხოვს, სულ სხვა დონეს ელიან. მის მიმართ სრულიად სხვა მოთხოვნაა და სწორედ ასეთ მატჩებში, როდესაც გუნდს ბევრი არაფერი გამოსდის, ელოდებიან შედეგიან მოქმედებას და იმას, რომ სწორედ ის შეიტანს გარდატეხას. თუმცა ეს უკვე მერამდენედ არ ხდება: „დინამოსთან“ ის ბაკაევმა შეცვალა, რომელიც მისთვის გამოყოფილ 26 წუთში უფრო მწვავედ გამოიყურებოდა.

დღეს კომპლექსში ქართველის ასეთ თამაშსა და ფორმაზე გავლენას ახდენს: ტრავმის შემდეგ არასაუკეთესო ფიზიკური მდგომარეობა, სატრანსფერო ფანჯრის გამო ფსიქოლოგიური ვარდნა და აგრეთვე ის, რომ დიდი ვარსკვლავის სტატუსისადმი სრულად მზად არ არის. ხვიჩა ტალანტია, ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო დრიბლიორი, მაგრამ ჯერ ნამდვილად არაა ის მოთამაშე, რომელსაც შეუძლია სხვაობა შექმნას და მატჩები მარტომ მოიგოს. ამიტომ თამაშობს ჯერ რუსეთში და არა ინგლისში ან იტალიაში."

გია
ხვიჩია თავის თავს უნდა გადაახტეს რომ ძველი ფორმა და მოტივაცია დაიბრუნოს..ფასიც მერე დდადგინდება და რათქმაუნდა ახლანდელი არადეკვატურია..
ლევანი
თავმოყვარე ადამიანი რუსეთში არ წავა სათამაშოდ!!! არაააა!!!!!!
ქ. გ.
ხვიჩა მიხვდა, რომ რუსეთში კარგი თამაშით მხოლოდ ორ რამეს მიაღწევს: არსად არ გაუშვებენ; უნიჭო შურიანი კონკურენტები ყოველ თამაშში ფეხებს დაუმტვრევენ. ამიტომ ნაკრებისთვის ინახავს თავს.
ქ. გ.
ხვიჩა ჭკვიანი ბიჭია. მიხვდა, რომ თავი უნდა გამოიჩინოს საერთაშორისო შეხვედრებში. და ამიტომ რუსეთის ჩემპიონატში თავი უნდა დაზოგოს, ტრავმებს მოერიდეოს.
სიმართლე
მილანთან და იუვენტუსთან რითი ვერ დასრულდა პერეგავორები? რა პრედლაჟენია აქვთ ეგეთ? იგრავოი პრაქტიკა ხომ აქვს,სანამ იუვენტუსი გაიჩარხება ზესტაფონის მარგვეთში ჩამოვიდეს და აქ ითამაშოს…
დევკალიონი
ყველა თამაშს ვუყურებ და შეიძლება ითქვას მთელი გუნდი ცუდად თამაშობს ,ბევრი ფეხბურთელი შეიცვალა და გარდაქმნებს მოყვა არეული თამაში ,ხვიჩა გუნდის წევრია და მარტო გაზაფხულს ვერ მოიყვანს ,სხვა ვინ ითამაშა რუბინში ხვიჩაზე უკეთ? ბარემ გვარიც დაწერეთ.
ქუთაისი
ხალხო არ არის კვარაცხელიას პრობლემა ჯუღელი. კვარაცხელია არის რუბინის საკუთრება და მისთვის სულერთია ვისგან გაიჩარხება ტრანსფერი. თქვენ გგონიათ რომ მარტო ჯუღელი მუშაობს კვარაცხელიას ტრანსფერზე?!..ტრანსფერზე მუშაობს ჯუღელიც და რუბინის უცხოელი აგენტებიც. ნუ ფიქრობთ რომ რადგან ჯუღელია კვარაცხელიას აგენტი ამიტომ სხვას არავის აქვს უფლება იმუშაოს მის ტრანსფერზე. ნებისმიერმა თქვენთაგანმა ეხლა ვინც ამ სმსებს წერთ და კითხულობთ რომ მოახერხოთ და პირადი კონტაქტებით გაჩარხოთ კვარაცხელიას ტრანსფერი,თქვენ გგონიათ რომ ჯუღელი საშუალებას არ მოგცემთ?! ...პირიქით,ფეხებს დაგიკოცნით და ერთ მილიონსაც მოგცემთ და იცით რატო? იმიტომ რომ მისთვისაც სულერთია თუ ვინ გაჩარხავს ტრანსფერს. რატომ არის სულერთი? იმიტომ რომ როდესაც ჯუღელმა შეათანხმეთ თავის დროზე კვარაცხელიას კონტრაქტი რუბინთან იქ ჩაიწერა ერთი მნიშვნელოვანი პუნქტი რომელიც ამბობს რომ კვარაცხელიას შემდგომი ტრანსფერიდან 30 პროცენტი მიაქვს ფეხბურთელის მხარეს,ანუ თუ კვარაცხელია გაიყიდა 20 მილიონად აქედან ექვსი მილიონი არის ქართული მხარის და საერთოდ არა აქვს მნიშვნელობა ჯუღელი გაყიდის მას რუბინის აგენტები თუ ნებისმიერი თქვენთაგანი. კვარაცხელიას პრობლემა არის არა ჯუღელი არამედ ის თანხა რასაც აფასებს რუბინი და როგორაც აფასებს მას ტრანსფერმარკეტი.
klimenti
ოღონდ რუბლებში
დათო
ესეც მამამისი და მისი აგენტი
სოსო
სამწუხაროდ ბოლო თამაშს ვერ ვუყურე,მაგრამ ტრავმამდე თამაშებში,ხვიჩა ძალიან კარგად თამაშობდა...მერე იყო რაკუვი,სადაც მსაჯმა ფაქტობრივად გამოუცხადა პოლონელებს,მიდით და სცემეთო ეს ბიჭი.სრულიად მიუშვა უხეშობა და ვარჯიშზე კი არა,ფაქტობრივად იქ მიიღო ტრავმა.ითამაშეს კრილია სოვეტოვთან და იმათი მწვრთნელი პირდაპირ და დაუფარავად მოუწოდებდა თავის ვირგლებს,ფეხებში ურტყით,კვარასო.რაკუვთან განმეორებით მატჩშიც,თითქმის მარტო იბრძოდა შეტევაში და კვლავაც არ მოაკლეს მუხლის ცემა კუნთებში.მას შემდეგ სრულიად ვეღარც მოირჩინა ბარძაყის კუნთი.ტრანსფერმარკეტი ხვიჩას 15 მილიონად აფასებდა,გუნდმა კი,20-25 მილიონი მოინდომა და ყველა მსურველი შეაჩერა.არადა ნათქვამი იყო,რომ თუ კარგი კლუბი გამოჩნდებოდა,ხვიჩას წასვლაში ხელს არ შეუშლიდნენ.ერთბაშად მოინდომეს გამდიდრება და სიხარბემ ისინიც დაღუპა და ხვიჩაც თავს აღარ იკლავს,გულ აცრუებული.ადრე მომხრე ვიყავი,სლუცკისთან ხვიჩას დატოვებამდე,მაგრამ ამ სიტუაციაში,უკვე ვეღარ ვხედავ,რომ ხვიჩა რაიმე ახალს სწავლობს მწვრთნელისაგან.ენთუზიაზმი ჩაქრა.ხვიჩაც ქრება და თუ ამ ზამთარსაც არ გაყიდეს,თუნდაც 5-6 მილიონად,შესაძლოა ხვიჩაც დაიკარგოს და რუბინის ოცნებაში უკვე ჯიბეში ჩადებული მილიონებიც.
gio
ისეთი ფასი დაადეს, რომ არავინ არ მიმართა საერთოდ, არადა ინტერესი იყო ყველგან იწერებოდა. 10-ად გაიყიდებოდა და ეხლა კარგ გუნდში იქნებოდა.
დევი
ესე თუ გააგრძელა შენდეგ ტრანსფერზე 5-6 ლიმ. იქნება ფასი.
გიო
ეს ბავშვი დაღუპა თავისმა აგენტმა ვინც არის ჩართული მის ტრანსფერებში მოლაპარაკებებზე...რა მაინტერესებს რატო უნდა ჭირდებოდეს ფეხბურთელს დახმარეა ტრანსფერებში მოსალაპარაკებლად ეს უარყოფითად მოქმედებს ფეხბურთელზე...ნათელუ მაგალითი არის ხვიჩა.
ქ. გ.
ძალიან კარგად ითამაშა მოსკოვის "დინამო"-ს წინააღმდეგ. ნაკრებში უფრო კარგად ითამაშებს.
ILIA
მეშინია, არ დაღუპოს ჯუღელმა ეს ბიჭი.
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!
"დაბრუნდები ისე მაგრად, როგორც დიდ ჩემპიონს ეკუთვნის!" - ნონა გაფრინდაშვილმა ხვიჩა კვარაცხელიას მიმართა
ლიგა 1-ში პსჟ-ის მორიგ შეხვედრას სავარაუდოდ, გადადებენ
როგორ მოქმედებს SEO ოპტიმიზაცია ბიზნესის განვითარებაზე?
პსჟ კვარაცხელიას შემცვლელის შეძენას გეგმავს
საზონოვი ისევ არ ათამაშეს - "ხეტაფემ" "ლუგანოსთან" 5 გოლი გაუშვა
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა