საქართველოს რაგბის კავშირმა, გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, საგანგებო განცხადება გაავრცელა:

"27 სექტემბერს ერთ-ერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს, საქართველოს რაგბის კავშირი ჩართულია საარჩევნო პროცესში და კონკრეტული კანდიდატის სასარგებლოდ ამომრჩევლის მობილიზაციას ახორციელებს.

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ გავრცელებული ინფორმაცია მტკნარი სიცრუეა! საქართველოს რაგბის კავშირი დამოუკიდებელი, პოლიტიკური გავლენებისგან აბსოლუტურად თავისუფალი, აპოლიტიკური სპორტული კავშირია, რომელიც არანაირი ფორმით არ ერევა წინასაარჩევნო პროცესში. საქართველოს რაგბის კავშირის თითოეული თანამშრომელი, წევრი თუ მორაგბე, საკუთარ არჩევანში სრულიად თავისუფალია. შესაბამისად, თავად გადაწყვეტს, დააფიქსირებს თუ არა საკუთარ პოზიციას არჩევნებზე და ვის გამოუცხადებს მხარდაჭერას.

სამწუხაროდ, გადაუმოწმებელი ფაქტების ტირაჟირება თუ სიცრუის მიზანმიმართული გავრცელება საქართველოს რაგბის კავშირსა და საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ სპორტის სახეობას აყენებს რეპუტაციულ ზიანს. სწორედ ამიტომ, მოვუწოდებთ ყველას, თავი შეიკავონ მსგავსი პროვოკაციებისა და საქართველოს რაგბის კავშირის დისკრედიტაციის მცდელობებისგან!

რაც შეეხება ადამიანს, რომელიც გასული სიუჟეტის თანახმად, სატელეფონო საუბარში ფიგურირებს – წარმოადგენს ერთ-ერთ დამოუკიდებელ სარაგბო სუბიექტს და საქართველოს რაგბის კავშირთან იურიდიული კავშირი არ გააჩნია. დარწმუნებულები ვართ, სატელეფონო საუბრის შინაარსსა და მასში ჩართული პირების ვინაობას კომპეტენტური ორგანოები გაარკვევენ, ხოლო საზოგადოება კიდევ ერთხელ დარწმუნდება, რომ გავრცელებული ინფორმაცია სიცრუეა და კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ჟურნალისტებსა და პოლიტიკოსებს, თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი ინფორმაციის ტირაჟირებისგან!

ასევე გვინდა მივმართოთ საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას, მათი კომპეტენციის ფარგლებში შეისწავლოს ეს მიზანმიმართული პროვოკაცია და მიიღოს შესაბამისი ზომები, რამეთუ აღნიშნული და მორიგი თავდასხმა სრკ-ზე მოცემული მედიაორგანიზაციიდან სისტემატურ და სისტემურ ხასიათს ატარებს."

"დავიჯერეთ".
ავოე
მა ოცნების დეპუტატი მე ჩავსვი გამგეობაში?
მთ
სასაცილოა
დათო
ხო აბა გამგეობაში ოცნების დეპუტატი მე ჩავსვი, ფედერაციის არჩევნები ხო საერთოდ "სამაგალითო" იყო , ბიძინას პირადი ინჟინერი-მშენებელი ფედერაციის პრეზიდენტად სულ რაგბისტებმა არ აირჩიეს , სასაცილოებიც აღარა ხართ , ქოცმატყუარებმა უკვე ნაცებს გაასწარით ცინიზმით ..
ლაშა
ეეეჰ :-( რაგბიც გარიეს სიბინძურეში.
რაგბის კავშირმა და მაისაშვილმა თანამშრომლობა დაასრულეს
15-ქალას ელიტური მეტოქე
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
U17 | საქართველო 0:0 ავსტრია
40 წლის ნოიერი კარიერას ჯერ არ დაასრულებს
უკრაინელი ფეხბურთელი შეიძლება "ბრენტფორდიდან" "ტრაპზონსპორში" გადავიდეს
ქართველი მსაჯები და კომისარი FIBA-ს მორიგ სანაკრებო მატჩებზე
შეთანხმება მიღწეულია - პოჩეტინო დიდი ალბათობით, "მანჩესტერ იუნაიტედს" ჩაიბარებს
"19 წლის იამალი თავის ასაკში მესისა და რონალდოზე ძლიერია" - სტივენ ჯერარდი
არ გაჩერების კულტურა კალათბურთში - საქართველოს ბანკი კალათბურთის ეროვნული ნაკრების გენერალური სპონსორია
"ამჟამად "რეალი" უფრო ძლიერია, ვიდრე პსჟ" - მარკ კუკურელია
პიერ-ანრი ბრონკანი: ვფიქრობ, სწორი მიმართულებით მივდივართ
ნაკრები ერთა ლიგის მატჩებისთვის მზადებას განაგრძობს - დებიუტანტებმა კომენტარები გააკეთეს
18 წ. | ნიდერლანდებს ბრძოლაში ვძლიეთ, ფინალს ზედიზედ მე-11-ედ ვითამაშებთ
ბოლო წუთს გადაწყდება - უნგრელთა ვარსკვლავი თბილისში მოდის, მაგრამ...
"ბორჯღალოსნები" | მომავალი მეტოქე - ტონგა
17-წლამდე ნაკრები შესარჩევ ციკლს ავსტრიასთან მატჩით დაიწყებს
პსჟ შეიძლება დიდი ზარ-ზეიმით შეძენილ თავდამსხმელს დაემშვიდობოს
3×3 FALL 2026-ის სერიების პირველი ტურნირი გუნდმა არგომ მოიგო
კერიკის დღეები დათვლილია - პოჩეტინომ "მანჩესტერ იუნაიტედის" ჩაბარებაზე თანხმობა განაცხადა
რა უნდა იყოს სვანაძის მიზანი? - უკეთესი ნაკრებისთვის!..
ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
უნგრეთამდე: თანამედროვე ფეხბურთის თამაში და სიყვარულის გაფრთხილება
"შეწყვიტონ ზეწოლა და მისცენ სპორტსმენებს საშუალება, აკეთონ თავიანთი საქმე" - საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტის მიმართვა სარაგბო ოჯახს!
საქართველო ყაზახეთსა და აზერბაიჯანს რაგბის განვითარებაში დაეხმარება
ქართული და ებრაული რაგბი განვითარებისთვის ირაზმებიან
ბოდიშს გიხდით ვანდალური შეტევებით გამოწვეული შეფერხებების გამო - რაგბის კავშირის განცხადება
"მას შემდეგ, არცერთი ქართველი მორაგბე ანტისადოპინგო წესების დარღვევაში დადანაშაულებული არ არის" - საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება