"ვალენსიაში" ჩატარებული პირველი 6 მატჩის შემდეგ "ვალენსიას" მწვრთნელმა ხოსე ბორდალასმა 20 წლის გიორგი მამარდაშვილის ნაცვლად მე-7 ტურში კარში გამოცდილი ნიდერლანდელი იასპერ სილესენი ჩააყენა, თუმცა ქართველი შეაქო და დიდი მომავალი უწინასწარმეტყველა. მამარდაშვილზე წერილი superdeporte-მა გამოაქვეყნა:

რა უნდა ისწავლოს მამარდაშვილმა სილესენისგან

ქართველის ზღაპარს არაფერი აქვს საერთო ფეხბურთის ყველაზე დიდ სისასტიკესთან

"ფეხბურთის ისტორიაში მრავლადაა გარიყული მეკარეების მაგალითები. ფეხბურთელთა არც ერთ პოზიციაზე არ არის ასეთი მკვეთრი ცვალებადობა, როდესაც გმირი შეიძლება ანტიგმირი გახდე და საკმაოდ რთულია პუბლიკის წინაშე გაბრწყინების შემდეგაც კი დაკარგული პოზიციის დაბრუნება. სამართლიანი არ არის? უბრალოდ ითამაშე კიდევ ერთი მატჩი და ამაში დარწმუნდები. თან "ვალენსიაში" კიდევ ორ მეკარეს სურს ძირითადში ადგილის მოპოვება.

მამარდაშვილის "სევილიასთან" თამაში ერთ-ერთი იმათგანი იყო, რომელსაც შეუძლია კარიერაზე უარყოფითი გავლენა მოახდინოს. ბრაზილიის ნაკრების ყოფილი გოლკიპერი მოასირ ბარბოზა ამის ნათელი მაგალითია, რომელმაც მსოფლიოს 1950 წლის ჩემპიონატზე "მარაკანაზე" ურუგვაისთან ფინალში ორი გოლი გაუშვა. ის "პიონერი" იყო. თუმცა შორს წასვლა სულაც არ გვჭირდება, ყველას კარგად გვახსოვს "ლივერპულის" კიპერის, ლორის კარიუსის ორი სავალალო შეცდომა ჩემპიონთა ლიგის ფინალში "რეალთან". იმის მაგივრად, რომ გერმანიის ყველაზე პერსპექტიული მეკარე გამხდარიყო, გარიყული აღმოჩნდა. მსგავსმა შეცდომებმა შესაძლოა, სამწუხაროდ, ფეხბურთელს კარიერა სამუდამოდ დაუნგრიოს.

მამარდაშვილის წარმატება იმაში მდგომარეობს, რომ მისგან ბევრს არავინ მოელოდა. 20 წლის ბიჭი "მესტალიაზე" იჯარის წესით მოვიდა და პირველ გუნდში 6 სასტარტო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. მან დამაჯერებელი თამაშით იმდენად დაარწმუნა კლუბი, რომ გადააწყვეტინა კონტრაქტის გაფორმების პროცესი დააჩქარონ. მოლოდინმა სწორედ ზღაპრისას დაიწყო ზრდა. სილესენი გამოჯანმრთელდა და თავის რიგს სათადარიგოთა სკამზე ელოდებოდა, როდესაც გიორგის მედია "რეალთან" და "სევილიასთან" გამადიდებელი შუშით აკვირდებოდა. იდეალური სტარტი კი 20-წუთიანი "გამოთიშვის" შედეგად ბორტს მიღმა აღმოჩნდა. ექნება კი კიდევ ექვსი შანსი, რათა კვლავ პირველი მეკარე გახდეს?

და სილესენმა ყველაზე უკეთ იცის, ამით როგორ ისარგებლოს. ის "ბარსელონაში" ტერ შტეგენის აჩრდილი იყო, "ვალენსიაში" უკანასკნელი ათწლეულის, ალბათ, საუკეთესო მეკარის შემცვლელად მოვიდა, მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელისგან ბევრს მოელოდნენ, მაგრამ ტრავმებმა თავის იდეალურად წარმოჩენის საშუალება არ მისცა. და აი, ისევ მიიღო შანსი. არა, ჩვეულებრივი გზით და წმინდანის კოცნით ამას ვერ მიაღწევს და ეს მამარდაშვილისთვის დამამშვიდებელი უნდა იყოს".

Ucxo
Gios problema isaa rom pirdapir espanetshi moxvda da iset gundebtan itamasha rogoric reali da seviliaa cotas uechveli nerviulobda imitomac mosdioda shecdomebi ai meore ligashi rom etamasha ramodenime tamashi sheechveoda espanets da mere uketesad carmoachenda tavs an realtan da seviliastan ar unda etamashebinat jer cota iset gundebtan tamashit sheechveoda espanetis chempionats da gaizrdeboda rogorc sachiro iyo amat egreve miushves mglebshi da xota aichra.
Levanis
პრობლემა ისაა მეგობარო, რომ ქართველს სამწუხაროდ არავინ დაელოდება ტოპ ლიგაში 25-26 წლამდე ათამაშდებაო, ამიტომ რაც შეიძლება მალე უნდა გახდეს გიო სტაბილური მეკარე. მაგისთვის ყველანარი მონაცემი აქვს
სოსო
ვფიქრობ გიორგიზე მაინც ფსიქოლოგიურმა წნეხმა იმოქმედა დამთრგუნველად.განსაკუთრებით პირველი ორი, კარგი ტურის შემდეგ.ის უდიდესი ყურადღების ქვეშ აღმოჩნდა და კიდევ უფრო შეიბორკა.სოსო,სეხნიავ,კარგი პოსტია და ერთი ლაიქი ჩემგან.დაღირებას,დარტყმა სჯობიაო.გიორგის უკვე დაარტყეს და ამის შემდეგ შიშის ფაქტორი,ასე ვეღარ დათრგუნავს.ეს კი ნიშნავს,რომ მეორე შანსს გაცილებით უკეთესად გამოიყენებს.ვულოცავ დღევანდელ დაბადების დღეს და შესანიშნავ მომავალს ვუსურვებ.
სოსო
სამწუხაროდ 6 შეხვედრა ვერ ჩაატარა უმაღლეს დონეზე, თორემ ისევ ძირითადში იქნებოდა. ბოლო 2 თამაში დადებით კონტექსტში ვერ განიხილება, თუმცა 20 წლის მეკარისთვის მაინც კარგი დასაწყისია. შეიძლება ამ ეტაპზე უკეთესიც იყოს, ფსიქოლოგიური წნეხი მოეხსნება და შეცდომების გაანალიზებას შესძლებს, დააკვირდება სილესენის თამაშს ვარჯიშებზე დაიხვეწება და ა.შ.
Levani
20 წლის ლორია გაგახსენოთ? ლორიაც 26-27 წლის მერე ჩამოყალიბდა
hhh
უფრო ტრამვას უნდა დაელოდოს,D რისკენაც მიდრეკილა სხვათაშორის, რადგან ნიდერლანდელს იმხელა გამოცდილება აქ არა მგონია ისეთი უხეში შეცდომა დაუშვას, რომ მაგის გამო სასტავიდან ამოაგდონ.
ჟორა გაბრიჭიძე
თუ გავითვალისწინებთ, რომ მეკარე რიგიანად 25-27 წლის შემდეგ იწყებს თამაშს მამარდაშვილს დღეს ფეხის ადგმის სტადიაშია, მიუხედავად ამისა 6 შეხვედრა უმაღლეს დონეზე ჩაატარა, ეს იმას ნიშნას, რომ ის დიდ ფეხბურთში კი არ შემოვიდა შემოჯლიგინდა. ნახავთ, რომ მისი სახით ქართული ფეხბურთის ისტორიაში ერთერთი საუკეთესო მეკარე გახდება.
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
[VIDEO] გიულერის ბრწყინვალე მატჩი და ვალვერდეს გასროლა - "რეალმა" ზედიზედ მერვე გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] 3:2 - ალისონის უხეში შეცდომა - "ფენერბაჰჩემ" "ლივერპულს" თამაში შემოუტრიალა
"ვალენსიას" გადასარჩენად აგირეს უხმეს
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
Sky Sports: მამარდაშვილი, სავარაუდოდ, "ლივერპულის" დატოვებას მოისურვებს
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
"იწყება ერა ახალი?" - რომანო ალისონზე მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს
[VIDEO] აი, ეს გვინდოდა. ქოჩორაშვილის გადამწყვეტი საგოლე პასი - "სევილიამ" "ვალენსიას" მოუგო და უკვე მესამე ადგილზეა
როდრის "ვალენსიაზე" გაჟღერებული ფრაზის გამო ბოდიშის მოხდა მოუწია
გულიაშვილის გარეშე - "რასინგი" "ვალენსიას" ფრედ ეთამაშა
ალისონი საერთოდ აღარ აპირებს "ლივერპულიდან" წასვლას - როგორია მამარდაშვილის სიტუაცია?
ირაოლა: ალისონი მთავარი დამნაშავე არაა - ყველაფერს ვერ მოგიყვებით