რომის საერთაშორისო ტურნირში ტიტულს ვერ შეწვდა სოფიო შაფათავა, რომელიც მარინა შამაიკოსთან (რუსეთი) დუეტში წყვილთა ბადის ფინალში იყო გასული
რომის საერთაშორისო ტურნირში (25 ათასი დოლარი) ტიტულს ვერ შეწვდა სოფიო შაფათავა (292), რომელიც მარინა შამაიკოსთან (რუსეთი, 408) დუეტში წყვილთა ბადის ფინალში იყო გასული.

ქართულ-რუსულმა დუეტმა გადამწყვეტი მატჩი სამხრეთამერიკულთან წააგო (პარაგვაელი ვერონიკა სეპედე როიგი (321) და არგენტინელი პაულა ორმაეჩეა (236)) - 5:7, 4:6.

შვეიცარიულ ლენცჰაიდეში (25 ათასი დოლარი) ნახევარფინალამდე მიაღწია ეკა გორგოძისა (552) და იაპონელი ჩიჰირო ტაკაიამას (1071) დუეტმა, იქ კი ავსტრიელი ნიკოლა ჰოფმანოვასა (280) და სლოვაკი რომანა ტაბაკის (717) წყვილთან წააგო - 6:7 (10), 1:6.

თურქულ იზმირში ერთი 10-ათასიანი ტურნირის დასრულების შემდეგ ანალოგიური გათამაშება დაიწყო. საკვალიფიკაციო ბადეში კვლავ სამმა ჩვენებურმა ითამაშა. პირველ წრეში ნათია გეგიამ 6:2, 6:3 მოუგო რუს ამინა ბერდიევას. სამწუხაროდ, თამარ ცხაკაიამ და ვიქტორია ჟორჟოლიანმა წააგეს. ცხაკაიამ ფრანგ ლუ ბრულოსთან დათმო - 2:6, 1:6, ხოლო ჟორჟოლიანი იტალიელმა მარია-ლეტიცია ძავალიმ "მშრალად" დაამარცხა - 6:0, 6:0. ფინალურ წრეში გეგია მე-3 ნომრად განთესილ იტალიელ ელენა ბერტოიას (1092) ხვდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე