ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-2 ტურში "რეალმა" "ბერნაბეუზე" "შერიფს" უმასპინძლა და სენსაციურად, 1:2 დამარცხდა.

აღნიშნული მატჩის საბოლოო შედეგი მადრიდელთა Facebook-ის გვერდზე გამოქვეყნდა, რომლის კომენტარებშიც ეროვნული ლიგის ბინადარმა "საბურთალომ" "სამეფო გუნდი" "დატროლა".

"ჩვენ გასწავლით, როგორ დაამარცხოთ შერიფი", - დაწერა "საბურთალოს" სოციალური ქსელის ადმინმა, პოსტს კი ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

შეგახსენებთ, რომ 2019 წელს, ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ წრეში, "საბურთალომ" ტირასპოლში 3:0 იმარჯვა, საქართველოში კი 1:3 დამარცხდა.

მარტვილელი
მე შენნაირი ქართველი მეამაყება )). "ქართველობა" რომ არ ჩაურთონ არ შეუძლიათ
ქომაგი
რა ქნა და მშვენიერი ფული იშოვა საბურთალომ. ძირითად დროში თბილისში ზუსტად 0-3 არ წააგო??? და დამატებითში ითამაშეს რეალურად, დანარჩენი მოლდოვაშიც და თბილისშიც ორივე ტაიმები შეთანხმებული ჰქონდათ. მასე იყომარა მერე არარატ-არმენიასთან. და განა რა მოიგო მაგით, რომ ქომაგების უმეტესობა აგინებს ახლა.
ზაზა
ჯერ თქვენ ისწავლეთ თამაში თქვე კლოუნებო და მერე იკაიფეთ სხვაზე...
Roma
ჩემპიონთა ლიგა კიარა ტოტალიზატორჩიკების ლიგაა.. საბურთალომ რომ მოუგო მერე რაქნა რო? ყიდეთ და იყავით მასე მე სტადიონზე მომსვლელო არ ვარ და არც ფულის დამდები ტოტალიზატორში!
Juve
Ararat armenias vaqcina ar eqnebat jer kide
Odala
ეს უთავმოყვარეოები რომ ხმას ამოიღებენ!! ტიპები ისეთი არაადეკვატურები არიან რომ ღადაობენ კიდეც. ფუ თქვენ რა გითხარით... ამისთანების შემყურეთ ქართველობა როგორღა გეამაყებათ. კაი, ვერ ქაჩავ და არ შეგიძლია, მაგრამ ამ ყველაფერთან ერთად ტვინი და თავმოყვარეობაც არ გყოფნიდეს, იშვიათია.
გეგი
ეჰ ამდენი ბაქიბუქობით კი ვხედავთ ჩვენი ფეხბურთი რა დონეზეცაა.ცუდია ასეთი დამოკიდებულება რომ გაქვთ და ამბობთ გასწავლით როგორ უნდა დაამარცხოთო.მაგას სჯობს ბევრი იმუშაოთ და იმაზე იფიქროთ ქართული ფებურთის დონე როგორ აამაღლოთ,მკვეხარა ქათმებო.
ირაკლი
"საბურთალო" მოლდოვურ "შერიფთან" მოგებას რომ ასწავლით "რეალს" მერე ძმურად არ დაიზაროთ და ისიც ასწავლეთ "არარატ-არმენია"-სთან როგორ უნდა წააგო.
ბალეშიკ
აი ლეგიონერები არ ჭირდებათ რომ გაიძახით ქართული გუნდებსო ფეხბურთის ვითომ მცოდნენი ასეთი დონის ფეხბურთელების მოყვანა დინამოს არ შეეძლო ნეტა?
გელა
ყოჩაღ შერიფებს? მეკარე ყავთ მხეცი.
Master
გაყიდვა სხვა რამეა ტოტალიზატორზე თამაში სხვა რამე.შერიფმა წელს ტოტალიზატორებს დიდი მოგება მოუტანა,ეს ფაქტია.როგორ და რატომ ეს სხვა საკითხია და ვერავინ ვერაფერს დაამტკიცებს.მაგრამ სუფთა თამაშში შერიფის გასვლაზე რეალთან მოგების მე არ მჯერა.ვისქც გჯერათ გაგატარებთ)))
ნოდო
საერთოდ არაა შესადარი ლიგის საკვალიფიკაციოს თამაში ლიგის ჯგუფურ მატჩთან ბევრი არც ადევნებს თვალს მარტო ბენზემას ერთი კვირის ხელფასია მთელი შერიფის ბიუჯეტი და იცის ეგეთ კუშებზე რეალმა მსგავსი რაღაცეები
გელა
ძალიან მეცინება იმაზე ზოგიერთები რო წერენ რეალმა თამაში გაყიდაო დაუშვათ რეალმა გაყიდა შახტარმაც გაყიდა? ან ცვრნა ზვეზდამაც? ამ გუნდმა მასტერ კლასი ჩაუტარა ყველა იმ პატარა ქვეყანას და კლუბებს თუ როგორ უნდა დაწერო ისტორია ფაქტია რომ ამ გუნდს საბურთალომ მოუგო 2 წლის წინ და ის საბურთალო დაიშალა და შერიფმა განაგრძო მუშაობა ჩადეს იმდენი ფინანსები რაც შეძლეს და დღეს მოუგეს მსოლიო ფეხბურთის გრანდს ლიგაზე თეთრი შურით მშურს ამ გუნდის გულშემატკივრის ნეტა მართლა იქამდე მაცოცხლა რომ მეც გავიხარო ასე როგორც შერიფის ფანებს უხარიათ ახლა და ზეიმობენ.
Lm
გაჩერდით ჯობია და ივარჯიშეთ. ვინ უნდა დატროლოთ ბიჯო თქვენ, თქვენს ჩასვრილს რომ მიხედოთ არა ?
"ის "ოქროს ბურთის" უდავო გამარჯვებულია" - რაისმა თავისი ფავორიტი დაასახელა
[VIDEO] "არსენალმა" "ბაიერნთან" ფრეს მიაღწია - "რეალმა", "ასტონ ვილამ" და "ბეტისმა" მორიგი გამარჯვებები მოიპოვეს
"კომომ" "მანჩესტერ იუნაიტედი" გაანადგურა, "გალათასარაიმ" "ლილს" სძლია
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...