საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა ბუქარესტში გამართული "შავი ზღვის თასის" ფინალში მასპინძელთა ნაკრები დამაჯერებლად დაამარცხა - 27:8
საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა ბუქარესტში გამართული "შავი ზღვის თასის" გათამაშება მოიგო. "პატრა ბორჯღალოსნებმა" ფინალში მასპინძელთა ნაკრებს დამაჯერებლად სძლიეს - 27:8.

მატჩი ქართველი მორაგბეების აშკარა უპირატესობით წარიმართა და უკვე 23-ე წუთისთვის 15:0 იგებდნენ. ანგარიში პირველი ნახევრის მე-4 წუთზე ლელოთი გარემარბმა მურაზ გიორგაძემ გახსნა, გარდასახვა ფულბეკმა გიორგი აფციაურმა გაიტანა - 7:0.

მორიგი ლელო ჩვენმა მორაგბეებმა 11 წუთის შემდეგ მიითვალეს. ამჯერად შუამარბმა გიორგი ნათელაშვილმა იყოჩაღა, აფციაურს გარდასახვა გაუცუდდა, თუმცა 23-ე წუთზე საჯარიმო მანვე გაიტანა

და ანგარიშში სხვაობა საკმაოდ სოლიდური გახდა - 15:0.

რუმინელები მხოლოდ ამის შემდეგ გამოცოცხლდნენ და სამ წუთში ლელო გაგვიტანეს, შესვენების შემდეგ კი მონაგარს ერთი ზუსტი საჯარიმოც შემატეს - 8:15. საქართველოს ნაკრები ამან კიდევ უფრო აგრესიული გახადა. 50-ე წუთზე ჯერ გარემარბმა გიორგი ფრუიძემ დაამწუხრა მასპინძლები, 16 წუთის შემდეგ კი გიორგაძემ მატჩში მეორე ლელო მიითვალა. აფციაურმა ორიდან მხოლოდ ერთი გარდასახვის რეალიზება შეძლო, თუმცა ესეც საკმარისი აღმოჩნდა საიმისოდ, რომ ჩვენს ბიჭებს შავი ზღვის თასი საქართველოში წამოეღოთ - 27:8.

შეგახსენებთ, რომ ნახევარფინალში საქართველოს ნაკრებმა უკრაინელ თანატოლებს 68:0 მოუგო. ტურნირისთვის გუნდი მწვრთნელებმა დავით ჩავლეიშვილმა და მამუკა ტყეშელაშვილმა მოამზადეს.

მესამე ადგილისთვის მატჩში რუსეთის ნაკრებმა უკრაინელთა გუნდს 52:3 სძლია.

საქართველო-რუმინეთი 27:8

საქართველო: 15. გიორგი აფციაური, 14. მურაზ გიორგაძე, 13. ლაშა ლაშხია, 12. გიორგი ნათელაშვილი, 11. გიორგი ფრუიძე, 10. რევაზ ჯინჭველაშვილი, 9. რევაზ ბროძელი. 1. რამაზ მაზმიშვილი, 2. ბექა ფირიაშვილი, 3. ალექსი ცსიკარიშვილი, 4. მიხეილ მასხარაშვილი, 5. შალვა შაშიაშვილი, 6. საბა შუბითიძე, 7. გიორგი გოგლიძე, 8. შოთა თევზაძე.

16. მიხეილ ბოდოკია, 17.ბექა კარაგეზოვი, 18. ჟორჟ სალდაძე, 19. ონისე მოგელაშვილი, 20. თემურ თუთბერიძე, 21. იოსებ ტუკვაძე, 22. ილია მელაძე, 23. დევი დევსურაშვილი, 24. ზურაბ ცუცქირიძე.

4ლ: გიორგაძე (2), ნათელაშვილი, ფრუიძე. 2გ,ს: აფციაური.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
18 წ. | ნიდერლანდებს ბრძოლაში ვძლიეთ, ფინალს ზედიზედ მე-11-ედ ვითამაშებთ
18 წ. | ხუთი ცვლილებით ნიდერლანდებთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა