საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის მზადებას იწყებს. ვილი სანიოლის გუნდი 4 ოქტომბრიდან თბილისში შეიკრიბება.

9 ოქტომბერს საქართველოს ეროვნული ნაკრები "ბათუმი არენაზე" საბერძნეთს უმასპინძლებს, საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე შეხვედრას კი ჩვენი გუნდი სტუმრად, კოსოვოს წინააღმდეგ 12 ოქტომბერს გამართავს.

2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ორი მატჩისთვის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა 24 ფეხბურთელი გამოიძახა.

მიმდინარე საკვალიფიკაციო ეტაპზე მიღებული ყვითელი ბარათების გამო გრიგოლ ჩაბრაძე და გურამ კაშია საბერძნეთის წინააღმდეგ ვერ ითამაშებენ. ორივე ფეხბურთელი საწვრთნელ შეკრებას სრულად გაივლის და ეროვნულ ნაკრებთან ერთად კოსოვოს წინააღმდეგ დაგეგმილი მატჩისთვის მოემზადება.

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა:

მეკარე: გიორგი ლორია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი), ლაზარე კუპატაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო)

მცველები: გურამ კაშია (სლოვანი, ბრატისლავა, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, კრაკოვი, პოლონეთი), დავით ხოჭოლავა (კოპენჰაგენი, დანია), გურამ გიორბელიძე (დინამო, დრეზდენი, გერმანია), გრიგოლ ჩაბრაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო), ირაკლი აზაროვი (დინამო, ბათუმი, საქართველო), ლუკა ლოჩოშვილი (ვოლფსბერგი, ავსტრია), ლაშა დვალი (ფერენცვაროში, ბუდაპეშტი, უნგრეთი)

ნახევარდაცვა/თავდასხმა: ჯაბა კანკავა (სლოვანი, ბრატისლავა, სლოვაკეთი), გიორგი აბურჯანია (ჟილ ვისენტე, ბარსელონა, პორტუგალია), საბა ლობჟანიძე (ჰათაისპორი, ანტალია, თურქეთი), ნიკა კვეკვესკირი (ლეხი, პოზნანი, პოლონეთი), ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი, ყაზანი, რუსეთი), გიორგი ჩაკვეტაძე (გენტი, ბელგია), ზურიკო დავითაშვილი (არსენალი, ტულა, რუსეთი), ვაკო გვილია (რაკუვი, ჩესტოხოვა, პოლონეთი), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, გრაცი, ავსტრია), ვლადიმერ მამუჩაშვილი (დინამო, ბათუმი, საქართველო), გიორგი წიტაიშვილი (ჩერნომორეცი, ოდესა, უკრაინა), თორნიკე ოქრიაშვილი (აპოელი, ნიქოზია, კვიპროსი), გიორგი მიქაუტაძე (სერენი, ბელგია).

წყარო: Nakrebi.ge

დავით
არ ვიჭრები მწვრთნელის კომპეტენციაში ,მაგრამ ერთი კია სანიოლი რომ თამაშობდა და მწვრთნელობდა თურმე სულ ქართველ ფეხბურთელებს აკვირდებოდა და რა გასაკვირია მანვე დააყენოს ოპტიმალური შემადგენლობა )
Gio
ებრალიძის გამორჩეულობა სად დაინახე ჯერ მეოთხე ტურია, აი ნინუას იმედი მეც მქონდა და ჯერ კიდე ვფიქრობ, რომ აქვს შანსი დიდი ფეხბურთი ითამაშოს მაგრამ სანამ ნაკრებზე ექნება პრეტენზია იქამდე ანართოსისში დაიმკვიდროს თავი, სადაც ოქრი ჩემპიონატის საუკეთესო ლეგიონერად ითვლება, ზუსტად კვიპროსის პრესაში იწერებოდა, რომ ქვილითაიას დონის ფორვარდი მათ ჩემპიონატში ართამაშობს პლიუს ამას გუნდში რომელიც ჩემპიონი გახდა და პირველ ადგილზეა გადასვლისთანავე ვიცე კაპიტნად დანიშნეს... ასე, რომ თუ ვთვლით რომ კიპრი დონეა და იქიდან ებრალიძის და ნინუას გამოძახებაზე ვფიქრობთ, მაშინ ოქრი და ქვილითაია ბევრად მაღალ დონეზე არიან... ბერიძეს რაც შეეხება სწრაფია, მაგრამ ფიზიკაში ძალიან აქვს მოსამატებელი, ნაკრებში ყველა მხარის ჩადგმაზე წაიქცა (თუმცა, ფიზიკა თუ მოუმატა შეიძლება მისი იმედი გქონდეს)...
semi
რა ბედნიერებაა ქართველი გულშემატკივარი ასე რომ ერკვევა ფეხბურთში. სანიოლი ბაიერნის და საფრანგეთის ყოფილი ფეხბურთელია, მწვრთნელი ამდენ ხნიანი გამოცდილებით და ქართველი გულშემატკივარი უკეთ არჩევს ნაკრების შემადგენლობას. გულს უხარია კომენტარებს რომ ვკითხულობ, თქვენ გენაცვალეთ ცრემლი მომადგა ცალ თვალზე.
აბო
ჯოყოლა ოგანესიანი გამოიძახე სანიოლ. შენ მარტო ეგ გიშველის. აბა ვინც ცოტა ნორმალური ფეხბურთელია, არავინ ჩამოვა. ევროპიდან უკეთესად ჩანს რაც ხდება ქვეყანაში.
Giorgi
კირკიტაძე მართლა გამოსაძახებელია ნაკრებში.
ლევან მაღლაკელიძე
ამოვისუნთქე, ოქრი არის. ახალი სისხლიო და სადაა? ოქრი, კვეკვე და გვილიაა ახალი? ბიჭო, სადაა ნინუა? სადაა ბერიძე? სადაა ებრალიძე, რომელიც ასევე კიპრზე თამაშობს და ძალიან კარგ ფორმაშია? გვილიასაც, დავითაშვილსაც, კვეკვესკირსაც, მამუჩაშვილსაც და ოქრისაც, ერთად აღებულს სჯობს ავთო, რატომ არ მიეცემა ამ ბიჭს არასდროს საშუალება? დანიაში გვყავს კიდეევ კარგი საყრდენი, რომელიც აქ გამოძახებულებს არაფრით არ ჩამოუვარდება. ლაკვეხელიანის დამატება შეიძლებოდა. კაროჩე რაა. ჩაკვე და კიტე არ იქნება, კვარა არ იქნებაა, ალბათ საბაც ტრამვას მიიღებს და მართალიც იქნება, კაცი კაი გუნდში გადადის და ამ ყანაში, უთავმოყვარეო ნაკრებში აიკიდებს ტრამვას? საბოლოოდ შემაზარეს მგონი ნაკრებიც და ფეხბურთიც საერთოდ. ვამბობ და ვიტყვი, ამათ არ უნდატ მოგება არაააა.
fff
ბერიძე ჰო, მარა ნინუას სათამაშო პრაქტიკა სად ნახე?დდდდდდდდდდდდდდ
ემიგრანტი
ფეხბუღთელებს აფუჭებთ უთამაშლებს რომ იძახით ნაკრებში ზოგი განაცხადშიც ვერ ხვდება იცის რომ ჯამრტელად თუ არის ნაკრებში მოხვდება გადავხედოთ წარსულს რომ არ გამოიძახებ ბევრად ბოლომდე დაიხარჯებიან რომ თამაშები ითამაშონ კლუბში რომ ნაკრების გირსი გახდეს გადახედეთ სხვა ნაკრებების შემადგენლბას რომელია უთამაშებელი ფეხბურთელი მარტო ჩვენთან ხდება ეს მეტი არსად

მაგ სისტემით რომ ვითამაშოთ, კარგი ნახევარდაცვა უნდა გვყავდეს, ორი შემტევი ფლანგელი და ერთიც კარგი ათიანი. სტანდარტულებში კატასტროფულად გვიჭირს და ჩვენი მეორე სართული საერთოდ არ არსებობს. მოკლედ, ფიზიკურად სასტიკად გვიჭირს და არა მგონია მაგ სქემამ გაამართლოს

აბურჯანია არა?

რეზო ნამდვილად გეთანხმები. ჩაბრაძემ ჯობია ცოტა დაისვენოს და თუ გვინდა ეხლა მაინც გავიფხაკუნოთ, უთამაშებლებს უნდა მოერიდოს. ზოგადად დიდი მოლოდინი ნუ გვექნება - კოსმოსში მიმავალი რაკეტასავით გზადაგზა სცვივა ნაწილები ჩვენს ნაკრებს

ეგ იცი რისი ბრალი მგონია? ერთ გუნდში ქართული საძმო რომ კეთდება, პლიუს ქართველი მწვრთნელი ჰყავთ და კონკურენციისაც არ ეშინიათ. ოქრიაშვილი მარსელში ვერ გადავიდა და იმის მერე წავიდა უკან მაგისი საქმე. ამ აპოელში კიდევ მთლად დადგა
ემზარ
უფრო ირიცხებიან ვიდრე თამაშობენ

ვაიმე….
რომა
კაით რა გეყოთ ვაისი ადგენს ამ სიას თუ კობი იაშკა!!! კირკიტაძის გამოძახება რა გახდა ასევე ბერიძის კაცი გოლს გოლზე იტანს... ნინუა გადავიდა თემურისთან და სათამაშო პრაქტიკა აქვს ბიჭს მასავით ჯარიმას ვერავინ ურტყავს მიეცით შანსი ამ ბიჭებს ნუ გადააკვდით ამ ერთი და იგივე ხალხს რაღადროს ოქრია სადაც არის იქაც ფაფხურობს
ემზარ
ყველაზე მტრად ქვილითა დაგვაკლდება
ვოოტ
გააჩნია, საშველში რას გულისხმობ.... მასე კიმ ჩენ ირმაც (ვააბშეტა, კორეელების შეჭმული ყველა საცოდავი ძაღლი მიაკვდა სულში) უშველა ჩრდ. კორეულ ფეხბურთს და ისეთი ისტორიული გამარჯვება მოაპოვებინა ბრაზილიასთან, რომ თავადვე დაიჯერა და სიხარულისგან გული გაუსკდა...
ეკო ფანგანი
არადა უზბეკეთის ჩემპიონატში ბდღვნიან ჩვენი ბიჭები, აგერ ტაჯიკეთის ჩემპიონატის გამოცდილებით მეკარე დაიმატა სამტრედიამ არ შეიძლება ასეთი იგნორი გვყავს კიდევ ბიჭები აზერბაიჯანის და სომხეთის ჩემპიონატებშიც, ასევე რუსეთის მეორე ლიგაში და ავსტრიის მე 8 ლიგაში მწვრთნელი იმისი ხარ რომ ნახო ყველა თუ მაინც ვღადობთ ბოლომდე ვიღადაოთ მოედანზეც
100%
))))) კარგია.
Vasili
30 წელია ახალ გუნდს ვქმნით! / ისე მერებაშვილის ადგილზე რო ვიყო , სრულიად სამართლიანად მექნებოდა პრეტენზია ნაკრებში თამაშზე!! / ( მე პირადად არც არასდროს მომწონდა ამ ბიჭის თამაში მაგრამ უსანართლობის განცდა ნამდვილად ჩნდება
კკ
ლოჩოშვილი)) ხო არ ღადაობს))
თეოფა
ვერ ვხვდები ბათუმში თამაშის აზრს,ხალხის დასწება მაინც არ შეიძლება და სულ მეორედ უნდა ითამაშოს ნაკრებმა! სულ შეიძლება არალოგიკური ნაბიჯების გადადგმა? სპეციალურად კეთდება ?!?!
თეოფა
24 კაცში ერთი თავდამსხმელი ! თავის კარში თუ გაიტანენ ეგ შანსია რა
მამუკა სვანი
იმედია ბატონი ბიძინა ნაცების დამარცხების და დამთავრების შემდეგ დაავალებს ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს და ბატონ ირაკლი კობახიძეს რომ ბოლო ბოლო უშველონ ქართულ ფეხბურთსაც
გოგა
დაცვის ხაზი კატასტროფა, თან საბერძნეთან კაშიაც არ იქნება... წინა ხაზი და საყრდენები კარგია
ერიჰაა
წავიკითხე გვარები. დავმშვიდდი. აწი არაფერი გვიჭირს.
გია
ოქრიაშვილი, მამუჩაშვილი, ლოჩოშვილი- არ არიან ნაკრების დონის მოთამაშეები, ნინუა და ბერიძე სულ მინიმუმ იმსახურებდნენ გამოძახებას - დანარჩენი შემადგენლობა ოპტიმალურია.
კახა ქ.
კირკიტაძეს რატომ არ იძახებენ და ფანცულაიას
digela
ეს ვაისის ნაკრებია ტუ სავიოლასი----დაიწყო ამან გვილიას ოქრიაშვილის მისტანეების გამოძახება
semi
სადაა ზიბზიბაძე მეზოკოდოშოვეცის თავდამსხმელი? ხარაბაძე ? ჯამჭურჭელაშვილი?
დათო
ერთი დავდამსხმელი ძალიან ცოტაა - თუ იძახებდა ვინმეს ბათუმის დინამოდან, პირველ რიგში ფანცულაია უნდა გამოეძახა - ბოლო-ბოლო საქართველოს პირველობის ბომბარდირია 12 გოლით. ბერიძე და შენგელია სად არის?
სოსო
შესაძლოა დვალი ხოჭოლავა შეაწყვილოს,თუმცა კაშიასთან ერთად რა ვართ და მის გარეშე,ჯოგი იქნება,დაცვაში.ფლანგებზე კაკაბაძე და გიორბელიძე
Master
სადაა კვირკველია.სადაა ყაზაიშვილი და ყველაზე საოცრება სადაა ქვილითაია.მისი გამოუძახებლობა იქნებოდა???
ამხანაგი დოლაბერიძე
სანიოლი ითამაშებს
inviz9
საინტერესოა დაცვის ცენტრში ვინ ითამაშებს ამ შემადგენლობიდან-ისევ ლოჩოშვილი? ესპანეთში ავტო გოლების ჰეთ ტრიკს ცოტა დააკლდა და საბერძნეთთან დაამატებს იმედია-ვაი ჩვენს პატრონს სომხეთის და აზერბაიჯანის ნაკრებიც კი გვჯობს
tngh
შემადგენლობა კარგია... თუ მოულოდნელი ტრამვები არ დაიწყო...
გიო
შემადგენლობა კიდევ შეიცვლება, დასახელებულებიდან ნახევარზე მეტი ტრამვებს მოიმიზეზებს და არ ჩამოვა. ასე რომ ელოდეთ შემდეგ სტატიებში: 1.კიტეიშვილი ტრამვის გამო გამოაკლდა, 2. კვარაცხელიამ ბოლო ტურში ტრამვა მიიღო და ნაკრებში ვერ ითამაშებს 3. ჩაკვეტაზეს ტრამვა დაუდგინდა და ნაკრებს გამოაკლდა და ასე შემდეგ. ამას უკვე ყველა მივეჩვიეთ....
Levani
გუნდების მაგიერ მოკლე კომენტი ჯობია:ლორია(კასილასმა შეაქო ადრე),დვალი(რედინგში იყო ადრე),კვარა(გრანდში გადადის),კანკავა(არ სვამს),კაშია(არ ეწევა),ოქრი(არ იძინებს) და ა.შ.
giorgi
როგორც იქნა არ გამოიძახა არაფლის მაქნისები.!! ნინუას ველოდები მისი პასები საჯარიმო დარტყმები გვჭირდება თუ ათამაშდა რათქმაუნდა ქეცბო მისცემს შანს და უნდა გამოიყენოოს
ლადო
1- არცერთი არაა მის პოზიციაზე. 2- არცერთი არაა გამოძახებული :D
რეზო
აი შენ ვის გამოიძახებდი მასზე უკეთესს? კაკაბაძეს სამწუხაროდ კონკურენტი არ ყავს ნაკრებში, მე ჩაბრაძის გამოძახება მიკვირს ძალიან
ქომაგი
არასდროს ვაკრიტიკებ ხოლმე ნაკრების განაცხადს და შემადგენლობას, მაგრამ ახლა უნდა დავწერო. აურია ვილიმაც... თუ მოსაგებად თამაშობ შემტევები ხო უნდა გამოიძახო? რა დაუშავა ბერიძემ? შენგელიაც შეიძლებოდა რეზერვად გამოეძახებინა. ერთი ფორვარდია მხოლოდ...
ნიკო
ოქრიაშვილის ფენომენი ამოუხსნელია, კი ოდესღაც კარგი ფეხბურთელი იყო დიდი ხნის წინ, მაგრამ ბოლო წლების ოქრიაშვილს ერთი სასარგებლო მოძრაობა არ გაუკეთებია ნაკრებში, ადგილზე ყანყალის გარდა უაზრო მოძრაობების კასკადი, საოცრად ანელებს თამაშს საერთოდ ამოვარდნილია ყველაფრიდან და მაინც სულ ნაკრებშია, მაგალითად ბერიძე რომელიც ბევრად უკეთეს ფეხბურთს თამაშობს ვერ ხვდება ნაკრებში.
Gacofebuli
Da beridze rato argamoizaxa kawaravs ar jobs da kvilitaias tu ra?
fani
როგორც იქნა, სანიოლმა ძირითადად ოპტიმალური შემადგენლობა შეარჩია, ანუ: 1) მოაშორა ბალასტი ნაკრებს (ქვილითაია, დაუშვილი, ყაზაიშვილი); 2) დააბრუნა ან ხელახალი შანსი მისცა ფორმააღდგენილ თუ ადრე ტრავმირებულ მოთამაშეებს (კვეკვესკირი, გვილია, დვალი, აბურჯანია, ჩაკვეტაძე, კიტეიშვილი, ლობჟანიძე); 3) ასევე გვემატება ჯაბა კანკავა და როგორც ჩანს, ორივე თამაშს ძირითად ფორვარდად დაიწყებს მიქაუტაძე, რაც მისასალმებელია და ადრეც უნდა მომხდარიყო. . მხოლოდ ორი შენიშვნა მაქვს - 1. მინიმუმ კიდევ ერთი ცენტრფორვარდი უნდა გამოეძახა (ოღონდ, არა ქვილითაია ან ბუდუ; უფრო კაჭარავა ან ფანცულაია). ამ სიტუაციაში კი ალბათ ოქრიაშვილს ამზადებს ცრუ ფორვარდად (შეცვლაზე). მე პირადად ოქრის ნაცვლად ბერიძეს გამოვიძახებდი, კარგ ფორმაშია. 2. მამუჩაშვილის ნაცვლად ჯობდა ნინუასთვის მიეცა შანსი ან შენგელია დაებრუნებინა
zaza
ერთ თამაშს ითამაშებენ და უცებ ჰოი საოცრება ტრამვა აქვს ენაცვალოს დედა დედის ბუშტს რამე არ მოუვიდეს ჩასვით კოლბაში .დდ დაკოინდა ახალგაზრდობა და გვერხევა მგონია თუ უკვე დარხეული არაგვაქ.და შეიძლება საერთოდაც ამდენი წაგების მერე ნაკრებში თამაშის სურვილიც აღარააქვთ კლასიც არააქვთ იმხელა რო რამე შედეგს უწიონ ამ შესარჩევში.
შოთა
მაგას რა ჯობია, ოქრიაშვილი და ყაზაიშვილი(არც არის გამოძახებული) თუ არ იქნება. ჩაკვეტაძეც ალბათ არ იქნება სამწუხაროდ(((
w
მაგან კი გამოიძახა მაგრამ ის თუ კითხა თამაში თუ უნდათ? ისე რომელ გუნდებში თამაშობენ რომ არ მიუწეროთ არ შეიძლება მაგას რომ ვკითხულობ ცუდად ვხდები. რომელ გუნდებში ირიცხებიან და იქაც ძირითადში არ არიან.
არდილეს
კაკაბაძეს ვერ ელევიან!!!
გიონატ
სხვა არაა. რაცაა ეგაა, სამწუხაროდ
შოკირებული გულშემატკივარი
მომავალი სირცხვილისათვის ემზადებიან
vova
მართლაც რა კლუბებში თამაშობენ ჩვენი ბიჭები ნუ არ თქვათ ვინც იტყვის რო დონეს იმაღლებენო იმან ფეხბურთი არ იცის .იყო დრო მსოფლიო გრანდები ეხვეწებოდა ჩვენს ბიჭებს მარტო ის რად ღირს რასაც მსოფლიოში ანალოგი არ აქვს ვლადიმერ გუცაევზე მადრიდის რელმა ნებისმიერი თნხა დაასახელეთ და გადავიხდითო .მანუჩარ მაჩაიძეს კი ბაიერნი ეხვეწებოდა სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით .
100%
ძალიან მაინტერესებს 3-5-2 სისტემით, რომ ვითამაშოთ. ბიჭები ალბათ ვერ გაქაჩავენ, თორემ ვფიქრობ ჩვენთვის ამ ეტაპზე მორგებული იქნება. კაშია--ხოჭოლავა--დვალი (ვინც კარგ ფორმაშია) წიტაიშვილი--ჩაკვეტაძე--კანკავა--კვარაცხელია კიტეიშვილი ლობჟანიძე--მიქაუტაძე თამაშიდან გამომდინარე, ჩაკვეტაძე ადგილს გაუცვლის, წიტაიშვილს და ასევე, ფრთიდან, ფრთაზე კვარაცხელიას.
beqa
მაგარი გუნდი გვყავს თან ამაზე უკეთესაც ვერ გამოიძახებს :)))))
zuka
შემადგელობა კი კარგია მაგრამ საკითხავი ისა მიაჰწევს კი ეს შემადგენლობა თამაშემდე თუ დაიწყება იმ კვირიდან ტრადიციულად ე.წ ტრამვები და პრობლემები:))
ჰაჰა
შარშანდელი კატასტროფის მერე ამოქაჩვა ძნელია. მე მგონი სანიოლი მართალია, ახალი გუნდი უნდა შეიქმნას. ბარემ გააგრძელოს დებიუტანტების მოწვევა.
პინოგიო
7 ოქტომბრის ნიუსი: ტრამვების გამო ნაკრებს ვერ დაეხმარებიან: ოქრიაშვილი, კვარაცხელია, ყაზაიშვილი, ჩაკვეტაძე და ა.შ...
შოთა
ამ ეტაპზე ვინც ღირსია ყველა გამოიძახა, დანარჩენი მაგათზეა დამოკიდებული რას გააკეთებენ.. ჯანმრთელობას ვუსურვებ ყველას იმედია არავინ გამოგვაკლდება
გიორგი
ახლავე გეუბნებით ორშაბათს ამ შემადგენლობას მინიმუმ 5 კაცი გამოაკლდება "ტამვების" და "კოვიდის" გამო აბა როგორ შეიძლება ჩვენ რომ ოპტიმალური შემადგენლობა დავაყენოთ და მოგებაზე ვითამაშოთ გამოაკლდება მინიმუმ 5 კაცი და კიდე მოუწევს სანიოლს მოძებნოს ფეხბურთელები ეროვნულ ლიგაში.
las
ისეთ გუნდებში თამაშობენ ტირილი მოგინდება კაცს
როგორ ფორმაში ხვდება ხვიჩა სანაკრებო მატჩებს - ბარკოლას მარცხნივ ურჩევნია...
საქართველოსა და თურქეთის მატჩის ყველა ბილეთი გაყიდულია
სექტემბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს
სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის
15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება
ტონი კროოსმა ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მეკარე დაასახელა
"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ
ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში
"სპორტინგმა" ისევ მოიგო, ქოჩორაშვილი ისევ შეცვლაზე შევიდა
[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა
"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა
"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა
"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს
"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს
"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა
"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი
"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?
"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა
"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა
ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია