კოტონერაში გამართულ ევროპის ჭაბუკთა პირველობაზე ჩვენმა ნაკრებმა წარმატებულად იასპარეზა
საქართველოს ნაკრებმა მალტურ კოტონერაში მიმდინარე ჭაბუკ ძიუდოისტთა ევროპის პირველობის მეორე დღესაც გააგრძელა წარმატებული გამოსვლა. მართალია, შაბათის მონაგარი მხოლოდ ერთი ბრინჯაოა და პარასკევის ოქრო-ვერცხლს ვერ მიედრება, მაგრამ გუნდის საერთო შედეგი მაინც საყურადღებოა. თანაც, შაბათს მოჭიდავე ოთხი ქართველიდან ერთი მეხუთეზე გავიდა, ერთიც - მეშვიდეზე, ეს კი სამომავლოდ ჩადებული დივიდენდია ანუ ეროვნულ ნაკრებს კარგი თაობა ეზრდება.

შეგახსენებთ, რომ პარასკევს ევროპის ჩემპიონი ივანე მამისაშვილი (55) გახდა, თამაზ კირაკოზაშვილი (60) კი მეორეზე გავიდა. შაბათს ბრინჯაოს მედალი ლევან გუგავამ (73) მოიპოვა, ამავე წონაში კი ბექა დონღვანი მეხუთეზე დარჩა.

შაბათი აშკარად რუსებისა გამოდგა - იმ დღეს მათგან მხოლოდ ორი წონის წარმოამდგენლებმა იჭიდავეს და ორივე ფინალში გავიდა. 73-ში ნახევარფინალური ეტაპი სულაც ქართულ-რუსული იყო, მაგრამ, სამწუხაროდ, ორივე დავთმეთ - გუგავა მომავალ ჩემპიონთან, სულეიმან ვიშეგუროვთან დაძაბულ და დრამატულ ბრძოლაში გაფრთხილებებით დამარცხდა, დონღვანმა კი რუსტამ გერეკოვთან წმინდად წააგო. ამ დუეტიდან დონღვანი საქართველოს ჩემპიონია, გუგავა - ბრინჯაოს მედალოსანი. ისინი ქვეყნის პირველობაზე არ შეხვედრიან ერთმანეთს, მაგრამ უცხოეთში - კიევსა და ანთალიაში გუგავამ ორივეჯერ ფინალში მოუგო თანაგუნდელს. კირაკოზაშვილისა არ იყოს, საწყენია, რომ უცხოეთში ყველაფრის მომგებმა გუგავამ ყველაზე მთავარი წააგო, თუმცა რუსთან შეხვედრაში ყველაფერი ერთადერთმა გაფრთხილებამ გადაწყვიტა...

ფინალამდე გუგავა ძლევამოსილად, ორი სუფთა მოგებით მივიდა - პოლონელ მიესცკო პოლგრაბსკის იუკოების კასკადი ხომ დაატეხა თავს, ზედაც ორი ვაზარი დააყოლა, ესტონელი მარტინ ვისტი კი ჯერ ვაზარიზე დააგდო, მერე - იპონზე. შედარებით გაუჭირდა აზერბაიჯანელ ფირუდინ დადაშოვთან - გდება ვერ შეასრულა, თუმცა მეტოქე მთელი შეხვედრა დიდ წნეხში ჰყავდა და ორი გაფრთხილება დამსახურებულად მიაღებინა, ამას კი ნახევარფნალი მოჰყვა, რომლის ბედიც ასევე გაფრთხილებებმა გადაწყვიტეს, ოღონდ - უკვე ჩვენებურის საწინააღმდეგოდ. ერთი გაფრთხილება რუსსაც მიაღებინა, მაგრამ მოსაგებად ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. სამაგიეროდ, კვლავ მოწოდების სიმაღლეზე დადგა ბრინჯაოსთვის შეხვედრაში უკრაინელ ვიტალი დერემიანკოსთან და იუკოს მოპოვების შემდეგ დააიპონა.

ნახევარფინალამდე დონღვანიც ზუსტად ასეთივე გზით მივიდა - სამი შეხვედრიდან ორი წმინდად მოიგო. თუმცა პირველ ორთაბრძოლაში ჰოლანდიელ ბოიდ დერკსთან ძლივს გადაურჩა მარცხს - მეტოქე ვაზარის იგებდა, მაგრამ ჩვენებურმა შეხვედრის მიწურულს მისი იპონზე დაგდება შეძლო. ხორვატ სტიეპო როკოსთან მხოლოდ იუკო იკმარა, ხოლო ზემოხსენებული უკრაინელი დერემიანკო კი ბეჭებზე დააგდო. სამწუხაროდ, მეტის გაკეთება ვეღარ შეძლო - ნახევარფინალში თვითონაც სუფთაზე დავარდა, ბრინჯაოსთვის შეხვედრაში კი დადაშოვმა გუგავას ჯავრი ამაზე იყარა - ვაზარ-იპონით მოუგო.

66-ში ლაშა ზურაბიანი პირველივე წრეში დამარცხდა აზერბაიჯანელ მიხაილ ანანიევთან, გიორგი მუზაშვილმა კი მედლისკენ გაიწია, თუმცა მას წილისყრამაც გაუმართლა - პირველ წრეში ისვენებდა, მეორეში კი მოლდოველი სერგიუ სპაცი დააიპონა და მეოთხედფინალში გავიდა. ამ ეტაპზე ისიც რუსთან და ასევე მომავალ ჩემპიონთან დამარცხდა - მიხაილ იგოლნიკოვთან მსაჯებმა პასიურობისთვის მოხსნეს. სანუგეშოში პირველივე შეხვედრა ორი ვაზარით დათმო აზერბაიჯანელ ჰუსეინ რაჰიმლისთან და მეშვიდეზე დარჩა.

სამწუხაროდ, ბიჭებს ვერაფრით აუბეს მხარი გოგოებმა. ოთხივე ჩვენებური შაბათს ჭიდაობდა და ყველა პირველივე წრიდან გავარდა. თან ყველამ - გურანდა შოთაძე, მარიამ ციხელაშვილი (ორივე - 52), მარიამ ჯანაშვილი (57), ანი მინდიაშვილი (63) იპონით წააგო.

კვარცხლბეკი

50 კგ. 1. ელიოს მანზი (იტალია), 2. ვალოდ ხიარი, 3. ლუის მასუ (ორივე - საფრანგეთი), ლუკა კავალო (იტალია).

55 კგ. 1. ივანე მამისაშვილი (საქართველო), 2. ისკანდერ ტალიშინსკი, 3. ელბრუს ზამანოვი (ორივე - აზერბაიჯანი), 3. ალექსანდრ იემჩენკო (უკრაინა).

60 კგ. 1. ელდარ გაზიმაგომედოვი (რუსეთი), 2. თამაზ კირაკოზაშვილი (საქართველო), 3. ვლადისლავ აზოვცევი (რუსეთი), რაშად რუფულლაიევი (აზერბაიჯანი)

66 კგ. 1. მიხაილ იგოლნიკოვი, 2. რამაზან კოძაკოვი (ორივე - რუსეთი), 3. მურატ ბეკტასი (თურქეთი), ჰუსეინ რაჰიმლი (აზერბაიჯანი), 7. გიორგი მუზაშვილი (საქართველო).

73 კგ. 1. სულეიმან ვიშეგუროვი, 2. რუსტამ გერეკოვი (ორივე - რუსეთი), 3. ლევან გუგავა (საქართველო), ფირუდინ დადაშოვი (აზერბაიჯანი), 5. ბექა დონღვანი (საქართველო).

81 კგ. 1. ბექა ღვინიაშვილი (საქართველო), 2. ბოგდან ზუსკო (უკრაინა), 3. დავით ხარებავა (უკრაინა) და აბდულ-მალიკ ელმარკიევი (რუსეთი), 5. ადამ ვარაზიშვილი (საქართველო)

90 კგ. 1. გლებს ტალალუჯევსი (ლატვია), 2. შალვა ჩოჩელი (საქართველო), 3. გურამ თუშიშვილი (საქარველო) და ლი კოხმანი (ისრაელი)

+90 კგ. 1. ოლეგ აბაევი (რუსეთი), 2. გიორგი ლაზუაშვილი (საქართველო), 3. ალექსეი საპუნოვი (რუსეთი), მატეუშ კვიატკოვკსი (პოლონეთი)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ramzo
აპოლონ ზურაბიანი ჯერ ეგერთი და მეორე ის არ გასულა საერთოდ ტრავმის გამო არ გამოცხადდა
საქართველოს ძიუდოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა პოდგორიცაში ევროპის გუნდურ ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
"ჯაფარიძის განცხადებით გაოგნებულები ვართ" - გერმანიის ძიუდოს ფედერაცია
[VIDEO] მოტეხილი ყბა და კბილები - ქართველი და გერმანელი ძიუდოისტების დაპირისპირება ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა
თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში
ეკვადორის ნაკრებს გალიარდო ჩაუდგა სათავეში
"წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებ" - ლამინ იამალი
კვარაცხელიას 66 წუთი - პსჟ-მ "ბრესტს" მინიმალური ანგარიშით მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 სპაერი. ფავორიტის მძიმე გამარჯვება
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფემ" "დეპორტინოსთან" ქულები გაიყო
"ბრესტთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] მამაგეიშვილმა გაიტანა, კიტეიშვილმა პენალტი ვერ გამოიყენა - "შტურმმა" ლიდერს "ლასკს" მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 2-2 დინამო (ბთ). ლიდერი ორშაბათამდე თუ..?
გოგლიჩიძე არ ათამაშეს - "მონცა" "ლეჩესთან" დამარცხდა
ქართველების გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "ჰოლშტაინს" მოუგო
იეგოიანის "ექსელსიორი" სახლში "უტრეხტთან" დამარცხდა
ხვალ "სან სიროზე" სერია A-ში ჩაკვეტაძის დებიუტია მოსალოდნელი
"კრიტიკა არ მადარდებს" - დემბელემ "ოქროს ბურთის" მოგების შემდეგ მის მიმართ დამოკიდებულებაზე ისაუბრა
ნიკოლოზ ბასილაშვილი გუანჯოუს ჩელენჯერზე იასპარეზებს
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია
ზაფხულის სატრანსფერო საგის მთავარი მონაწილე ტრავმირებულია
არაბეთიდან კატარში - ბროზოვიჩი აზიურ ტურნეს აგრძელებს
იქნება თუ არა დღეს კვარაცხელია ძირითადში - L'Équipe-ის პროგნოზი
"ზოგიერთმა მათგანმა ფეხბურთის შესახებ ბევრი არაფერი იცის" - კვარაცხელიას ჟურნალისტებმა შედარება სთხოვეს