რუსული football24 ყაზანის "რუბინის" ჩავარდნაზე წერს. გთავაზობთ, ნაწილს, სადაც სლუცკისა და ხვიჩა კვარაცხელიაზე საუბრობენ.

"რუბინმა" სეზონი კარგად დაიწყო, პირველ სამ ტურში გაიმარვა, შემდეგ კი... ფრე "კრილიასთან" და "ხიმკისთან", წააგო "ზენიტთან", "კრასნოდართან" და "დინამოსთან", შუალედში კი სუსტ ურალს სძლია. მადლობა უნდა თქვან, რომ სეზონი შესანიშნავად დაიწყეს, სწორედ ესაა მიზეზი იმისა, რის გამოც ახლა რუსეთის პრემიერ ლიგაში მე-7 ადგილს იკავებენ, თუმცა სავარაუდოდ, დრო და დრო ქვემოთ ჩამოვარდებიან...

რომ ვთქვათ, ყაზანელების გუნდი სუსტიაო ვერ ვიტყვით, რადგან კლუბი ფეხბურთელების ღირებულებით წელს რუსეთში მე-7 ადგილს იკავებს, ვფიქრობ, სლუცკიმ მსაჯებთან ჩხუბის ნაცვლად ფეხბურთელების შეცვლასა და თამაშის გადარჩენაზე უნდა იფიქროს".

ჩვენ 20 წლის ქართველ შემტევზეც ვსაუბრობთ, რომელიც წლევანდელ სეზონში ცუდი თამაშით არამხოლოდ "რუბინის" გულშემატკივრებს, არამედ რუსეთის პრემიერ ლიგას აკვირვებს.

რა თქმა უნდა, ხვიჩა ოპტიმალურ ფორმაში აგვისტოში მიღებული ტრავმის გამო არ არის, თუმცა აღსანიშნავია, რომ "დინამოსა" და "ზენიტის" ფეხბურთელებმა მისი შეჩერება ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე შეძლეს.

ტრავმამდე ჟურნალისტები ვარაუდობდნენ, რომ კვარაცხელია ევროპაში შესაძლო ტრანსფერს ელოდა და თავს ამის გამო არ "იკლავდა", თუმცა სატრანსფერო ფანჯარა დაიხურა, ტრავმა მოიშუშა, თუმცა იმის ნახევრადაც ვეღარ ბრწყინავს, როგორც ამას გასულ სეზონში აკეთებდა.

ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ ხვიჩა ფსიქოლოგიურად მას შემდეგ გატყდა, რაც ზაფხულში ყაზანი ვერ დატოვა და სათამაშოდ ევროპის რომელიმე წამყვან ლიგაში ვერ გადავიდა. "კვარა" საკუთარ თავს "დორტმუნდში", "ტოტენჰემსა" და"მილანში" ხედავდა, თუმცა საბოლოოდ, "რუბინი" შემორჩა, რა თქმა უნდა, ეს მის მოტივაციას ანადგურებს.

სიმართლე ვთქვათ, კიდევ ერთი ფაქტორი არსებობს, რუსეთის პრემიერ ლიგის მწვრთნელებმა ხვიჩას თამაში შეისწავლეს, დღეს მცველებმა კარგად იციან რას უნდა ელოდონ კვარაცხელიასგან, საპასუხოდ, ქართველი თავის ფიქრებში ჩარჩა და ვეღარ პროგრესირებს... მან უბრალოდ გოლების გატანა და სპექტაკლის დადგმა შეწყვიტა" - წერს football24.

Herbst
სამწუხაროდ წაიკითხა ყველაფერი და პოსტიც დაწერა მაგაზე. რაც ახლა სჭირს 90% ქართველი ე.წ გულშემატკივრის ბრალია, იცი რას უწერდნენ? ნაკრებში რომ ჩამოხვალ და ბურთს რომ მიიღევ ყველა დაგისტვენთო. აი ესაა ფსკერი და დაბალი ხარისხი. იმიტომაც არ ვიმსახურებთ ნიჭიერ სპორტსმენებს
Herbst
მსგავსი სიმართლე დიდი ხანია არ წამიკითხავს. ზუსტად დაღუპული გმირი გვიყვარს, ან მიწასთან გასწორებული და განადგურებული. სასაცილოა იმ ფოტოს მერე რომ დაიწყეს დადებითი კომენტარების წერა, სადაც ხედავენ რომ ტირის და მორალურად განადგურებულია ბავშვი. ნაკრებში ტრავმის გამო რომ აგინეს და საშინელებები უსურვეს ნეტა თუ არ აწუხებთ სინდისი. რამე რომ მოუვიდეს, ან დეპრესიაში ჩავარდეს ან სტრესისგან ფსიქოლოგიური პრობლემები შეექმნეს 20 წლის ბიჭს სულ ფეხებზე ჰკიდიათ. ყველა ერთნაირად არ რეაგირებს ბულინგზე და მუქარაზე. მიხარია თქვენნაირი გულშემატკივარი რომ არსებობს.
ზაზა
ფიფია გადაიხადე 5 მილიონი და წამოიყვანე დინამოში
სოსო
ხვიჩას 2024-მდე რომ დაუდეს კონტრაქტი,გულში ეჭვმა გამკრა,მაგრამ თავი დავიმშვიდე.სლუცკიმაც მაგრად დაიწყო მასთან მუშაობა,მაგრამ როცა გაყიდვის დრო მოვიდა,რუბინმაც იხარბა,ხვიჩას გამიზნული მტვრევაც დაიწყეს და როცა ხვიჩამ ნახა,რომ მიტყუებულია,მგონი მოტივაცია დაკარგა.რუსები წერენ,აგვისტოში მიღებულმა ტრავმამ შეუშალა ხელიო და მხოლოდ ქართველი,ვითომ ქართული ფეხბურთის გულშემატკივრებმა ვერ დაიკერეს,რომ მას მართლაც ტრავმა ჰქონდა.იმდენი ბოღმა და ზიზღი შეასხეს,თუ წაიკითხა,აღარც ის გამიკვირდება,ნაკრებისაკენ აღარ გამოიხედოს.ხვიჩა ემოციური ბიჭია და მეშინია დეპრესიაში არ ჩავარდეს,ჩვენი გადამკიდე.მთელი ნაკრები ავკიდეთ და თან გინებაც არ მოვაკელით,ვინ მოგცა ტრავმის უფლება,შე აფერისტოვო!ჩვენ ხომ ასე ვართ.ერთმა უნდა იბრძოლოს,იომოს,თავი შეაკლას,სხვებმა კი უყურონ და გაქირდონ,ეგ რა გმირია,მტერს მარტო ვერ მოერიაო.თუ მაინც მოერია,მაშინ კი,ქვეყნისთვის კი არ იბრძოდა,სათავისოდ ცდილობდაო,მხოლოდ.გადაჭამაო მთელი ქვეყანა,რა უფლებით ითხოვსო,პატივისცემას და ასე შემდეგ.მხოლოდ დაღუპული გმირი გვიყვარს,ჩვენ.ის ხომ არაფერს მოითხოვს და არც ჩვენ გულნამცეცობას ამხელს.
ზურა222
სად დაინახეთ აქ დანრალება ? ყველაფერი სწორად თქვეს !
kaxi
ki rusebi ceren magram zustad.
დათო
ხვიჩას რაც სჭირს "ჟურნალისტების" ბრალია,გააგიჟეს ბავშვი.
ჯუღელის ბრალია
ჯუღელის და რუბინის ხელმძღვანელობის ბრალია. გააპიარეს რომ ფასი აეწიათ ზაფხულამდე, ძვირად რომ გაეყიდათ. პატარაა ასაკით და ადვილად დაიჯერა რომ ცალი ფეზით უკვე ევროპაში იყო. ალბათ ასეც იქნებოდა რომ არა რუბინისგან მოთხოვნილო უაზრო თანხა, 20 მლნ. არ გადაიხდიან რუსეთში მოთამაშე ფეხბურთელში ამდენს. ერლინგ ჰოლანდიც მგონი მაგდენად იყიდა დორტმუნდმა. არა და ჯუღელის თავდაჯერებული სიტყვები ეხლაც ჩამესმის: “ტოპ კლუბები იხდიან ტოპ ფულს”. ხვიჩა შეეშვი ჯუღელს და მოძებნე საქმის მკეთებელი აგენტი. ჯუღელის კონტაქტები რუბინით და როტორით შემოიფარგლება ხომ ხედავ. ლოკომოტივში ჰქონდა კავშირი და იქაც აღარ მიესვლება შენი ტრანსფერის შემდეგ.
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"აჩვენეთ მსოფლიოს, რას ნიშნავს, იყო ქართველი" - კვარაცხელიამ დვალიშვილს და ლაზიშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა, მას ხაბიბმა "ინსტაგრამზე" გამოწერა გაუუქმა
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს