სავარაუდოდ, "არმიაში" მწვრთნელად გია კაზანჯიანი იმუშავებს
ჯერ ოფიციალურად არ დადასტურებულა, მაგრამ ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ "არმიაში" მწვრთნელად გია კაზანჯიანი იმუშავებს.

იგი მთავარი მწვრთნელის, კოტე ტუღუშის ასისტენტის ფუნქციას შეასრულებს. გია კაზანჯიანი წლების განმავლობაში საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრების თავკაცია და კადეტებს ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირისთვის წლეულსაც ამზადებს. ასევე საყურადღებოა, რომ გია კაზანჯიანი ზედიზედ ორ სეზონში სომხურ ქალთა გუნდ "ჰატისს" წვრთნიდა და ევროთასზე ათამაშა.

2009-10 წლების სეზონში იგი "აკადემიას" სუპერლიგაში შეუძღვა, ხოლო მომდევნო წელს, მე-20 ჩემპიონატში, "აგრარულის" მთავარ მწვრთნელად დაინიშნა - მიხეილ კობეშავიძე შეცვალა.

ასევე ცნობილი გახდა, რომ "არმიაში" კარიერას გააგრძელებს "ქუთაისის" უკანახაზელი ბუბა კვიმსაძე. სხვათა შორის, გასულ სეზონში სამმაგი დუბლი მხოლოდ ბუბამ და არმიელთა კაპიტანმა კოტე ტუღუშმა შეასრულეს. კვიმსაძე ქუთათურთა ლიდერი იყო და გუნდმა საქართველოს ჩემპიონატში მესამე ადგილი რომ დაიკავა მისი დიდი წვლილიცაა.

გასულ სეზონში ჩატარებულ 26 მატჩში კვიმსაძე საშუალოდ 33.8 წუთში 15.8 ქულას, 5.4 მოხსნას, 5.6 პასსა და 1.8 ჩაჭრას აგროვებდა.

ქუთაისამდე ბუბა "სოხუმსა" და "ავიამშენში" გამოდიოდა, სუპერლიგაში კი დებიუტი ბათუმის "ბასკოში" ნუგზარ კანდელაკის ხელმძღვანელობით ჰქონდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

+5 პოზიცია და გუნდური გარდასახვა: საქართველო FIBA-ს Power Rankings-ში მე-11 ადგილზეა
დიდებული მეორე ტაიმი - საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიას სტუმრად მოუგო
საქართველოს ნაკრები პორტუგალიაში ჩაფრინდა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა