ხავიერ მასკერანო და მილანის "ინტერი" სულ უფრო და უფრო უახლოვდებიან ერთმანეთს - "კორიერე დელო სპორტის" მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად...

ხავიერ მასკერანო და მილანის "ინტერი" სულ უფრო და უფრო უახლოვდებიან ერთმანეთს - "კორიერე დელო სპორტის" მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ლივერპულის" დირექტორატის წარმომადგენელ ედუარდო მაჩიას იტალიაში საქმიანი ვიზიტი ჰქონდა და დროის დიდი ნაწილი სწორედ მილანში, ?"ინტერის" მესვეურებთან აუდიენციაში გაატარა. ინგლისელები არგენტინელის სანაცვლოდ რომ 30 მილიონ ევროს ითხოვენ, კარგად მოგეხსენებათ, მილანელები კი მზად არიან 15 მილიონი გადაიხადონ და ზედ სალი მუნტარი მიაყოლონ.

სწორედ ამ საკითხებზე ისაუბრა მაჩიამ "ინტერის" წარმომადგენლებთან და პრესასთანაც გააკეთა კომენტარი:

"მოლაპარაკებები გრძელდება და შეიძლება ითქვას, რომ დასკვნით ფაზაშია შესული. დასამალი არაფერია, თავად ფეხბუღთელს სურს იტალიაში გადაბარგება და ყველაფერს ვაკეთებთ, რომ შეთანხმება შედგეს. შესაბამისად, მოლაპარაკებები კონსტრუქციულ ვითარებაში მიმდინარეობს, რაც ოპტიმიზმის საფუძველს მაძლევს. ორივე მხარე მზად არის, რომ გარკვეულ დათმობებზე წავიდეს, რაც შედეგის მიღწევასთან ყოველდღიურად გვაახლოვებს. გადავა თუ არა მუნტარი "ლივერპულში"? - ერთ-ერთ ვარიანტად ესეც განიხილება, თუმცა პირდაპირ გეტყვით, ამის ალბათობა ძალიან დაბალია".

მუნტარის "ლივერპულში" გადასვლის ალბათობა მართლაც დაბალია და ეს იქიდანაც ჩანს, რომ მაჩიას ტურინის "იუვენტუსის" მესვეურებთანაც ჰქონდა საქმიანი შეხვედრა. "მერსისაიდელები" კრისტიან პოულსენის გადაბირებით არიან დაინტერესებულნი, რათა ამ უკანასკნელმა ხავიერ მასკერანოს ადგილი დაიკავოს. ჯერჯერობით, მოლაპარაკების დეტალები უცნობია, მაგრამ ის კი ცხადია, რომ ტურინელები ფეხბურთელთან განშორების წინააღმდეგნი არ არიან. თუ "კორიერე დელო სპორტს" დავუჯერებთ, დანიელი საყრდენის ფასი რვა მილიონი ევროა, რაც წესით ლივერპულელებისთვის მისაღები თანხა უნდა იყოს. მით უმეტეს, მასკერანოს გასხვისებით ხაზინას გვარიანად გაიმდიდრებენ.

კიდევ ერთი ინფორმაცია, რომელიც "ინტერთან" დაკავშირებით ვრცელდება, დეიან სტანკოვიჩს ეხება. გასულ სეზონში, სერბი ნახევარმცველი იშვიათად ხვდებოდა გუნდის ძირიითად შემადგენლობაში, არადა, როგირც თვითონ აცხადებს შესანიშნავ ფორმააშია და გაცილებით მეტი შეუძლია, ვიდრე ამის საშუალება ეძლევა. ამის თქმა იყო და "ლაციოს" პრეზიდენტი გამოჩნდა ავანსცენაზე, რომელიც ბოლო დროს ძალიან გააქტიურებულია. შეგახსენებთ, რომ სტანკოვიჩმა სწორედ "ბიანკოჩელესტეში" ასპარეზობით გაითქვა სახელი და გუნდის გულშემატკივრებს ის დღემდე ძალიან უყვართ. მოკლედ, სერბი "ლაციოში" შემთხვევითი კაცი არ გახლავთ და რომაელებს მისი დაყოლიების იმედი ამადაც აქვთ. აი, რას ამბობს კლაუდიო ლოტიტო:

"კიდევ რამდენიმე ფეხბურთელის შეძენა გვსურს, მათ შორის, დეიან სტანკოვიჩის. სერბი უმაღლესი კლასის ნახევარმცველია, რომელმაც შესანიშნავად იცის რა არის იტალიური ფეხბურთი და კერძოდ "ლაციო". მოლაპარაკების პროცესი ჯერ არ დაწყებულა, მაგრამ უახლოეს დღეებში აუცილებლად შევეხმიანები მილანელ კოლეგებს და შემდეგ უკვე ფეხბურთელთანაც გავალ კონტაქტზე. ვიცი, რომ სათამაშო პრაქტიკა სჭირდება და სურს, მუდმივად ძირითად შემადგენლობაში იასპარეზოს, რისი პრობლემაც "ლაციოში" ნამდვილად არ შეექმნება".

მესის რეკორდი დამხობილია - მასტანტუონო "ფიორენტინას" ისტორიაშიც შევიდა
[VIDEO] ინტერვიუს დროს კანკალებდა - ლავეცის ჯანმრთელობის მდგომარეობამ შეშფოთება გამოიწვია
ტრავმების ეპიდემიის ფონზე, "იუვენტუსი" ზინჩენკოს დამატების ვარიანტს განიხილავს
თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში
ეკვადორის ნაკრებს გალიარდო ჩაუდგა სათავეში
"წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებ" - ლამინ იამალი
კვარაცხელიას 66 წუთი - პსჟ-მ "ბრესტს" მინიმალური ანგარიშით მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 სპაერი. ფავორიტის მძიმე გამარჯვება
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფემ" "დეპორტინოსთან" ქულები გაიყო
"ბრესტთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] მამაგეიშვილმა გაიტანა, კიტეიშვილმა პენალტი ვერ გამოიყენა - "შტურმმა" ლიდერს "ლასკს" მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 2-2 დინამო (ბთ). ლიდერი ორშაბათამდე თუ..?
გოგლიჩიძე არ ათამაშეს - "მონცა" "ლეჩესთან" დამარცხდა
ქართველების გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "ჰოლშტაინს" მოუგო
იეგოიანის "ექსელსიორი" სახლში "უტრეხტთან" დამარცხდა
ხვალ "სან სიროზე" სერია A-ში ჩაკვეტაძის დებიუტია მოსალოდნელი
"კრიტიკა არ მადარდებს" - დემბელემ "ოქროს ბურთის" მოგების შემდეგ მის მიმართ დამოკიდებულებაზე ისაუბრა
ნიკოლოზ ბასილაშვილი გუანჯოუს ჩელენჯერზე იასპარეზებს
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია
ზაფხულის სატრანსფერო საგის მთავარი მონაწილე ტრავმირებულია
არაბეთიდან კატარში - ბროზოვიჩი აზიურ ტურნეს აგრძელებს
იქნება თუ არა დღეს კვარაცხელია ძირითადში - L'Équipe-ის პროგნოზი
"ზოგიერთმა მათგანმა ფეხბურთის შესახებ ბევრი არაფერი იცის" - კვარაცხელიას ჟურნალისტებმა შედარება სთხოვეს